განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210115001150028
საქმე №2ბ/5329-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - სს ს-----------------------------------–--
წარმომადგენლები - ზ------------–-–---–-, დ-------–-------, მ-----------–-–---–-, შ--–---–-------
მოწინააღმდეგე მხარე - მ-----–--------–---–-
წარმომადგენელი - ზ------------–---–-
თავდაპირველი მოპასუხეები - დ----------–---–-, აღსრულების ეროვნული ბიურო
დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 12.09.2016 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.09.2016 წლის გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე მ-----–--------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. გათავისუფლდა ყადაღისგან ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული ავტომანქანა ,,კ------------“ ფერი - რუხი 2/8, გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი - T-----, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2010 წლის 21 ოქტომბერს, დ----------–---–მა სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობა №1--------. მინდობილობის საფუძველზე მოსარჩელეს მიენიჭა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებები, რომლის შემდეგაც მოსარჩელის განმარტებით ის შეუზღუდავად ფლობს და სარგებლობს ავტომობილით ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----.
2015 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის წერილით დადგენილია, რომ №1--------------- 29.10.2015წ. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2-140-15 გადახდის ბრძანება, რომლის თანახმად დ----------–---–ს დაეკისრა თანხის გადახდა სს ,,ს-----------------------------------–--ს” სასარგებლოდ, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო დ----------–---–-ს სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას სატვირთო ავტომობილს ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----.
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აღმასრულებელს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა აუქციონის შესახებ, რომელზეც შესაძლოა მიმდინარეობდა ავტომანქანის რეალიზაცია, რაზეც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომობილის რეალიზაცია იძულებით საჯარო აუქციონზე არ არის დანიშნული
დ----------–---–-ს მიმართ ფულადი მოთხოვნა გააჩნია სადაზღვეო კომპანია სს ,,ს-----------------------------------–--ს”, კომპანია რეგისტრირებულია საქართველოში 2007 წლის 04 ოქტომბრიდან, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 2-------- და მდებარეობს მისამართზე : ქ. თბილისი კ------–------. 39.
სატვირთო ავტომობილი ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----, შეფასებული იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და მისი საბაზრო ფასი განისაზღვრა 7 000 ლარით.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება ,,კ------------” გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი - T-----, მესაკუთრედ რეგისტრირებულია დ----------–---–- და მასზე აღრიცხულია ყადაღა.
ავტომანქანა ,,კამაზი 54112” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----, ფლობს მ-----–--------–---–-.
2015 წლის 16 აპრილს მ-----–---------–--ლი, როგორც დამრღვევი მძღოლი, სადავო ავტომანქანის მართვის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომაქანა ავტომანქანა,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ-----–---------–--ლს, რადგან მან იგი შეიძინა დ----------–---–-სგან 2007 წელს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. ანუ, დ----------–---–სა და მ-----–--------–---–ს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოება დასტურდება თავად მოსარჩელე მ-----–--------–---–-ს და მოპასუხე დ----------–---–-ს ახსნა-განმარტებებით. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ნივთი გადაეცა მყიდველს და დღეის მდგომარეობით ავტომანქანას ფლობს მოსარჩელე. მოპასუხე დ----------–---–- ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მიიღო ავტომანქანის ნასყიდობის საფასური. მოგვიანებით, 2010 წლის 21 ოქტომბერს, მხარეებს შორის სანოტარო წესით შედგა მინდობილობა საკუთრების მინდობის შესახებ, რომლითაც დ----------–---–მა როგორც საკუთრების მიმნდობმა, მ-----–--------–---–ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, გადასცა მართვისა და განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხე დ----------–---–-ს მიმართ სს ,,ს-----------------------------------–--ს“ წინაშე ვალდებულების წარმოშობამდე, მას უკვე გასხვისებული ჰქონდა სადავო ავტომანქანა და იგი იმყოფებოდა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში.
ამდენად, სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე დაყრდნობით მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ავტომანქანაზე, ხოლო, ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ავტომანქანა არა მოვალის დ----------–---–-ს, არამედ მოსარჩელე მ-----–--------–---–-ს საკუთრებას წარმოადგენს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. სასამართლომ განმარტა, რომ ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი - სანივთო უფლების წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ ((იხ. სუსგ -ებები :№ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი , 2014 წელი ).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს , საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ორივე წინაპირობა, დ----------–---–მა საკუთრების უფლება გადასცა მ-----–--------–---–ს საფასურის გადახდის შედეგად, რომელიც დაეუფლა ქონებას და დღემდე ფლობს მას, როგორც საკუთარს. ნასყიდობის ხელშეკრულება კი, გულისხმობს მესაკუთრის მიერ შემძენზე ნამდვილი უფლების გადაცემას და რაც გამოიხატა, აღნიშნული დროიდან, მ-----–--------–---–-ს მიერ ავტომანქანის ფლობაში და ამ ნივთით სარგებლობაში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა იმ ფაქტმაც, რომ ვალდებულების წარმოშობის დროისთვის, რომლის შესასრულებლად დაყადაღებულ იქნა სადავო ავტომანქანა, სადავო ავტომანქანას ფლობდა მ-----–--------–---–-.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება- მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს, ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
პირველმა ინსტანციამ განმარტა, რომ კრედიტორის სასარგებლოდ სადავო ავტომანქანის დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა მისი კუთვნილი ავტომანქანის ფლობისა და სარგებლობის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 12.09.2016 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 21.10.2010 წლიდან მ-----–--------–---–- შეუზღუდავად ფლობდა და სარგებლობდა ავტომობილი კამაზით, სახ. ნომრით - T-----. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეულ მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტულ თარიღში ზურაშვილის მიერ მოხდა სამართლადარღვევის ჩადენის ფაქტი. ამასთან, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც დაადასტურებს ზურაშვილის მიერ ავტომობილის შეძენის ფაქტს. აღნიშნულ გარემოებას ვერ დაადასტურებს ვერცერთი მოწმე. საქმეში არსებობს მხოლოდ დ----------–---–-ს მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ავტომანქანა კამაზი მესაკუთრისგან მ-----–--------–---–ს გადაეცა მართვისა და განკარგვის უფლებით. მინდობილობაში არსად არის ნახსენები, 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აღნიშნული უფლების გადაცემის თაობაზე.
აპელანტი მიუთითებს, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონის 91-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ხოლო, 06.11.2015 წლის შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სადავო ავტომანქანა რეგისტრირებულია დ----------–---–-ს სახელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან საკუთრება და მფლობელობა ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული უფლებებია, მ-----–--------–---–ს არ აქვს უფლება მოითხოვის სადავო ავტომანქანის ყადაღისგან გათავისუფლება, ვინაიდან იგი არ არის მისი მესაკუთრე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2010 წლის 21 ოქტომბერს, დ----------–---–მა სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობა №1--------. მინდობილობის საფუძველზე მ-----–--------–---–ს მიენიჭა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებები, რომლის შემდეგაც მისი განმარტებით ის შეუზღუდავად ფლობს და სარგებლობს ავტომობილით ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----.
2015 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის წერილით დადგენილია, რომ №1--------------- 29.10.2015წ. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2-140-15 გადახდის ბრძანება, რომლის თანახმად დ----------–---–ს დაეკისრა თანხის გადახდა სს ,,ს-----------------------------------–--ს” სასარგებლოდ, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო დ----------–---–-ს სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას სატვირთო ავტომობილს ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----.
მ-----–--------–---–მა განცხადებით მიმართა აღმასრულებელს და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა აუქციონის შესახებ, რომელზეც შესაძლოა მიმდინარეობდა ავტომანქანის რეალიზაცია, რაზეც მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომობილის რეალიზაცია იძულებით საჯარო აუქციონზე არ არის დანიშნული
დ----------–---–-ს მიმართ ფულადი მოთხოვნა გააჩნია სადაზღვეო კომპანია სს ,,ს-----------------------------------–--ს”, კომპანია რეგისტრირებულია საქართველოში 2007 წლის 04 ოქტომბრიდან, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 2-------- და მდებარეობს მისამართზე : ქ. თბილისი კ------–------. 39.
სატვირთო ავტომობილი ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----, შეფასებული იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და მისი საბაზრო ფასი განისაზღვრა 7000 ლარით.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება ,,კ------------” გამოშვების წელი - 1990, სანომრე ნიშანი - T-----, მესაკუთრედ რეგისტრირებულია დ----------–---–- და მასზე აღრიცხულია ყადაღა.
ავტომანქანა ,,კამაზი 54112” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----, ფლობს მ-----–--------–---–-.
2015 წლის 16 აპრილს მ-----–---------–--ლი, როგორც დამრღვევი მძღოლი, სადავო ავტომანქანის მართვის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომაქანა ,,კ------------” გამოშვების წელი-1990, სანომრე ნიშანი - T-----, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ-----–--------–---–ს. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დასტურდება მ-----–--------–---–-ს და დ----------–---–-ს ახსნა-განმარტებებით, ნივთის (ავტომანქანის) გადაცემისა და ავტომანქანის მ-----–--------–---–-ს მიერ ფლობის ფაქტით. გარდა აღნიშნულისა, დ----------–---–- ადასტურებს ავტომანქანის ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ავტომანქანა მ-----–--------–---–ს ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა სს ,,ს-----------------------------------–--ს“ მიმართ დ----------–---–-ს ვალდებულების წარმოშობამდე, რაც გამორიცხავს ავტომანქანაზე მ-----–--------–---–სა და დ----------–---–ს შორის ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით რაიმე გარიგების დადების ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე დაყრდნობით პალატას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და ერთობლივი ანალიზის შედეგად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ავტომანქანა წარმოადგენს მ-----–--------–---–-ს საკუთრებას, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. შესაბამისად, ავტომანქანა წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი - სანივთო უფლების წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ორივე წინაპირობა, დ----------–---–მა საკუთრების უფლება გადასცა მ-----–--------–---–ს საფასურის გადახდის შედეგად, რომელიც დაეუფლა ქონებას და დღემდე ფლობს მას, როგორც საკუთარს. ნასყიდობის ხელშეკრულება კი, გულისხმობს მესაკუთრის მიერ შემძენზე ნამდვილი უფლების გადაცემას და რაც გამოიხატა, აღნიშნული დროიდან, მ-----–--------–---–-ს მიერ ავტომანქანის ფლობაში და ამ ნივთით სარგებლობაში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა იმ ფაქტმაც, რომ ვალდებულების წარმოშობის დროისთვის, რომლის შესასრულებლად დაყადაღებულ იქნა სადავო ავტომანქანა, სადავო ავტომანქანას ფლობდა მ-----–--------–---–-.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მ-----–--------–---–-სათვის სადავო ავტომანქანაზე დ----------–---–-სგან საკუთრების უფლების გადაცემის გარემოება.
აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრაციის უფლების წარმოშობის იურიდიული ძალა დაკავშირებულია სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციასთან, პალატა მიუთითებს შემდეგს:
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული კანონის მითითებული ნორმა (91-ე მუხლი) არ ცვლის და მით უფრო არ გამორიცხავს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენს საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში“ სატრანსპორტო საშუალებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის საკუთრების უფლება გამოირიცხება სასამართლოს მიერ სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე სხვა პირის ნამდვილი უფლების (საკუთრების უფლების) დადგენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები, პალატის მოსაზრებით, მიუთითებენ სადავო სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ მოსარჩელისთვის ნივთის ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაცემაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი წარმოადგენს მ-----–--------–---–-ს საკუთრებას და მოთხოვნა სამართლებრივად - ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს-----------------------------------–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.09.2016 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი