განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003310367
საქმე N 1-1278 /19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ან---------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული: მე-------------------–-----შ
მამის სახელი: რე----
დაბადებული: 1--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
ფ/მისამართი: ქ. ბათუმი, ალ. გრ-------------–------;
ადვოკატი -და-----------ძე
თარჯიმანი -ინ---------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ორი ეპიზოდი)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 29 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, 26 მაისისა და ხ. ახვლდიანის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ მე-------------------–-----შმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გუ-–-------------–--ლს, კერძოდ მკერდის არეში ხელის დარტყმით გულსუნდა ვეჩეიშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 29 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, ფა--------------ს ქუჩა N1-------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“ მე-------------------–-----შმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე---------–--ეს, კერძოდ მხარის არეში ხელის დარტყმით მე---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1 მე-------------------–-----შმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს ქ. ბათუმში, 2---------------------–------ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ გუ-–-------------–--ლს ხელის მკერდის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე 2019 წლის 29 ოქტომბერს ქ. ბათუმში, ფა--------------ს ქუჩა N1-------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------ში“ მხარის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე---------–--ეს. ის ინანიებს ჩადენილს; განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებები ჩადენა გამოიწვია მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ;
2.2 დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს გუ-–-------------–--ლის განცხადების საფუძველზე, სადაც მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმში, კიროვისა და ჯინჭარაძის ქუჩების კვეთაში, მისთვის უცნობმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 126- ე მულის პირველი ნაწილით
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------; 28/11/2019წ დასკვნის თანახმად, გუ-–-------------–--ლს აღენიშნებოდა სისხნაჟრენთი მარცხენა ბარძაყის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. (იხ ს.ფ25-28)
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------; 29/11/2019წ დასკვნის თანახმად, მე---------–--ეს აღენიშნებოდა სისხნაჟრენთი მარჯვენა მხარის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი -ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
2.5 2019 წლის 30 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მე------------თ რე----ის ძე ბო-–------–ის დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო: 2019 წლის 30 ოქტომბერს, 19:05 საათზე და დასრულდა 19:27 საათზე. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო - 2019 წლის 30 ოქტომბერი, 00:01 საათი. დაკავება განხორციელდა ქ. ბათუმში, ზ. გა-------------------------–--------ის ქუჩების კვეთაში, ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების გამომძიებელმა მამუკა კომახიძემ (იხ. ს/ფ 38-43);
2.6. მხარეები საქმის განხილვისას შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ლე--------------–-–--------------------–----------------------------------------------------–-----------ის გამოკითხვის ოქმები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.) სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მე-------------------–-----შმა ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მე-------------------–-----შმა - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გუ-–-------------–--ლის და მე---------–--ის მიმართ ძალადობით, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
მე-------------------–-----ში აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას;
გარდა პიროვნული მახასიათებლებისა სასამართლო, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მე-------------------–-----შის მიერ ჩადენილი ქმედება დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით ამჟამად არ არის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის, ან შინა პატიმრობის გამოყენების საფუძველი; ბრალდებულის რესოციალიზაცია სავსებით შესაძლებელია ასევე სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
მე-------------------–-----შის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის კონკრეტული თანხის რაოდენობის განსაზღვრით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მე-------------------–-----შის მიერ ჩაბარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (ერთი) პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მე-------------------–-----შ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გულსუნდა ვეჩეიშვილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული მე-------------------–-----ში ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე---------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მე-------------------–-----ში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მე-------------------–-----შის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს გი-------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკი“-ის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი გირაო 4000 (ოთხი ათასი) ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი 7--------, დასტური N ა 0-----, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მე-------------------–-----შის მიერ ჩაბარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (ერთი) პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე