განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003334536
საქმე N 1- 1383/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - რო--------–---ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ჯე---–----------ძე
მამის სახელი: რე-----
დაბადებული: 2--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: სა–----–--------------ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ყო-----–----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფე----ში მდებარე ინ---------ის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს - ურთიერთშელაპარაკებისას, ჯე---–----------ძემ ხელის სხეულზე რამოდენიმეჯერ დარტყმით ინ---------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12:05 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფე----ში მდებარე ინ---------ის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას, ჯე---–----------ძემ ხელთ არსებული მჭრელი საგნის (დანის) გამოყენებით განახორციელა ნა---------–----ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რა დროსაც ამ უკანსაკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სიცოცხლის მოსპობის
მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა
მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.1 ჯე---–----------ძემ აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფე----ში ინ---------ის ხელის სხეულის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 2019 წლის 27 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფე----ში მჭრელი დანის გამოყენებით დაემუქრა ნა---------–----ეს.
2.2 დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ნა---------–----ის განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს ახალშენის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 1261- ე მულის პირველი ნაწილით ჯე---–----------ძის მიმართ;
2.3 27.10.2019 წლის უ-----ს პოლიციის განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფე----ში ჯე---–----------ძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ნათესავს ინ---------ს ( იხ. ს.ფ 30-35)
2.4 28.10.2019 ინ---------ის სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ინ---------ს სხეულის ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ზედა ტუჩის არეში შესიების სახით, კისრის არეში მარჯვენა მხარეს ნაჭდევების სახით და მარჯვენა მკლავზე სილურჯის და დაჟეჟილობის სახით.
2.5. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმე ფა------------------------------------–------------------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე არ---–---------------------------------–----------------–---–-----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ჯე---–----------ძის გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ ნა---------–----ის გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ ინ---------ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; სხეულის დათვალიერების ოქმი; დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობაზე; დაზარალებულ ინ---------ის გამოკითხვის ოქმი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯე---–----------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯე---–----------ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ინ---------ის მიმართ ძალადობით, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; აგრეთვე ნა---------–----ის მიმართ განხორციელებული მუქარით, რითაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ჯე---–----------ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას;
გარდა პიროვნული მახასიათებლებისა სასამართლო, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ჯე---–----------ძის მიერ ჩადენილი ქმედება დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით ამჟამად არ არის საქართველოს სსკ-ის 126-ე და მუხლის პირველი ნაწილი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის, ან შინა პატიმრობის გამოყენების საფუძველი; ბრალდებულის რესოციალიზაცია სავსებით შესაძლებელია ასევე სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ჯე---–----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის კონკრეტული თანხის რაოდენობის განსაზღვრით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯე---–----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული ჯე---–----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ჯე---–----------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯე---–----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე