განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/511-06 (№-------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა
და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ
თ----- შუბითიძის მდივნობით
პროკურორების: ნ-----–---- ნ----ის, თ----- ზ-------–---–ის, დ----- კ------–---–ის,ადვოკატ დ----- ა-----ის მონაწილეობით,განსასჯელ გ------- მ-----–---–ის დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- რ---–----ის ძე მ-----–---–ის (დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: თბილისი, გ-–----------–--------------------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ------- მ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1997 წლის 15 აპრილს, გ------- მ-----–---–ი დილიდან გავიდა თავისი საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------- სართულზე. მან იქვე სადარბაზოსთან არსებული ე.წ. „ბუნკერიდან“ გამოიტანა თუნუქის ნაჭერი, რომლითაც უნდა გაეკეთებინა სარეკლამო აბრა მამამისის ჯიხურისთვის. შემდეგ თავისი ბინის სამზარეულოს ფანჯარასთან დაუძახა სამზარეულოში მყოფ მის (არაკანონიერ, არასრულწლოვან) მეუღლეს ნ----- მ-----–---–ს და სთხოვა დანის, სახაზავისა და ფანქრის მიწოდება. ნ----- მ-----–---–მა მას ფანჯრიდანვე მიაწოდა სახაზავი, ფანქარი და ლურჯტარიანი ე.წ. პურის დანა.
მალევე გ------- მ-----–---–თან მივიდნენ იქვე ეზოში მყოფი, იმავე კორპუსის მცხოვრებლები: მ------ კ---------–ი, ზ----- ზ-------–---–ი და დ----- ო------–---–ი და ყველამ ერთად მოილაპარაკეს აღენიშნათ სიყვარულის დღე იმავე კორპუსის V სართულზე არსებულ ე.წ. „საშრობში“. მოლაპარაკების შემდეგ ზ----- ზ-------–---–ი, დ----- ო------–---–ი და მ------ კ---------–ი ავიდნენ ამ უკანასკნელთან საჭმლის მოსამზადებლად, ხოლო გ------- მ-----–---–ი შევიდა სახლში, დატოვა დანა და დედამისმა თასით მისცა დაკონსერვებული საჭმელი. დაახლოებით 17:00 საათისთვის, N--- კორპუსის პირველ სადარბაზოს მე-5 სართულზე მოქალაქე მ-----– ა----–--ის საცხოვრებელი ბინის გვერდით არსებულ ე.წ. „საშრობში“ სუფრასთან სიყვარულის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ ამავე კორპუსის მცხოვრებნი: გ------- მ-----–---–ი, მ------ კ---------–ი, ზ----- ზ-------–---–ი, ს------ გ---------ე, დ----- ო------–---–ი, დ----- ბ-–---–---–ი, ზ---- ა----–--ე და ზ----- ა----–--ე. სუფრის მსვლელობისას გ------- მ-----–---–მა სუფრის თამადას - მ------ კ---------–ს, რომელსაც საქამრეში ედო „ზაუერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი უკანონოდ ატარებდა, მიმართა სიტყვებით: „შე ჩემაო“, რაზედაც ამ უკანასკნელმა გააფრთხილა გ.მ-----–---–ი, რომ მისთვის ასე აღარ მიემართა. შემდეგ მ------ კ---------–მა წარმოსთქვა მშობლების სადღეგრძელო, რა დროსაც გ------- მ-----–---–ის მამა მოიხსენია მიცვალებულებში, რის შემდეგაც გ------- მ-----–---–მა სადღეგრძელოშივე უპასუხა: „მამაშენის ხსოვნაც იყოსო“. აღნიშნულ გამონათქვამებს სუფრის მსვლელობის დროს რაიმე გამწვავება არ მოჰყოლია. რამდენიმე ხნის შემდეგ სუფრაზე მყოფნი დაიშალნენ და ჩავიდნენ კორპუსის წინ არსებულ ეზოში. გ------- მ-----–---–ი ეზოში ჩასვლამდე, თითქოსდა ქურთუკის ჩაცმის და ყვავილების საყიდელი ფულის აღების მიზნით, შევიდა სახლში და მ------ კ---------–თან სუფრაზე მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი იყო ნასვამი და ჰქონდა იარაღი, მასთან ურთიერთობის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში გამოყენების მიზნით, აიღო საკეცი დანა ე.წ „ლისიჩკა“, ნ----- მ-----–---–ს გამოართვა ფული და ამ უკანასკნელის კითხვაზე: „რა აიღეო“, აღელვებული სახით უპასუხა: „არაფერი... მერე გაიგებო“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ იგი გავიდა სახლიდან. ცოტა ხანში იგი კვლავ მიბრუნდა სახლში, კარი ნ----- მ-----–---–მა გააღო, გ-------მ ყვავილები მიაწოდა მას და გაბრუნდა ეზოში.
იმავე საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, N--- კორპუსის მიმდებარე ეზოში, კალათბურთის ფართან ახლოს ერთმანეთს შეხვდნენ ზ----- ზ-------–---–ი და ს------ გ---------ე. ეს უკანასკნელი ეძებდა მ------ კ---------–ს და გ------- მ-----–---–ს, რადგანაც არც ს------ გ---------ემ არ იცოდა სად იყვნენ ისინი, ორივემ ერთად დაიწყეს მათი ძებნა, რა დროსაც გ-–-----------------------ნებს შორის გადასასვლელში არსებული მიტოვებული სავაჭრო ცენტრის შენობის მხრიდან შემოესმათ ერთი გასროლის ხმა. სროლის გაგონებისთანავე, იცოდნენ რა, რომ მ------ კ---------–ს ჰქონდა იარაღი, სწრაფი ნაბიჯებით გაემართნენ გასროლის ხმის მიმართულებით. მიტოვებული სავაჭრო ცენტრის კიბეებზე ასვლის შემდეგ მათ გაიგონეს ხმამაღალი საუბარი. ხმაზე მიხვდნენ, რომ მ------ კ---------–ი და გ------- მ-----–---–ი დაობდნენ. შევიდნენ მიტოვებული სავაჭრო ცენტრის დარბაზში, გაიარეს ათიოდე მეტრი და დარბაზის მარჯვენა მხარეს არსებულ შედარებით მცირე ფართობის დარბაზში დაინახეს მ------ კ---------–ი და გ------- მ-----–---–ი, ისინი ხმამაღლა ეკამათებოდნენ ერთმანეთს და თან ხელები ჰქონდ--- ჩავლებული ერთმანეთის ტანსაცმელზე და ძიძგილაობდნენ. ზ----- ზ-------–---–მა დააშორა ისინი ერთმანეთს რის შემდეგაც გ------- მ-----–---–თან დარჩა ს------ გ---------ე, ხოლო მ------ კ---------–ი რამოდენიმე მეტრის მოშორებით გაიყვანა ზ----- ზ-------–---–მა. გ------- მ-----–---–ი იწევდა მ------ კ---------–ისაკენ, მაგრამ მას წინ ედგა ს------ გ---------ე და აკავებდა. ხოლო მ------ კ---------–ს, რომელიც რამოდენიმე მეტრის მოშორებით ყავდა გაყვანილი ზ----- ზ-------–---–ს, ეს უკანასკნელი ეკითხებოდა: „რა ხდება, რატომ ჩხუბობთო“, რაზედაც მ------მ უპასუხა „არაფერიო“ და ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე ისე, რომ არ გაწეულა გ.მ-----–---–ისაკენ რომელიც კვლავ ყვიროდა რაღაცას გაუგებრად და იწევდა მ------ კ---------–ისაკენ მიმართა გ.მ-----–---–ს „ბიჭო დააყენე, თორემ გესვრი, ჩემი დედაო...“. ამ სიტყვების საპასუხოდ, გ.მ-----–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ მას წინ ედგა და კვლავ აკავებდა ს------ გ---------ე, გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი მ------ კ---------–ისკენ და თან მიმართა სიტყვებით: „თუ არ მესროლო შენი დედაო...“ და შეაგინა დედის მისამართით. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მ.კ---------–მაც გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი გ.მ-----–---–ის მიმართულებით, მათ შორის კვლავ იდგა ს. გ---------ე, მაგრამ ამის მიუხედავად, მ.კ---------–ი და გ.მ-----–---–ი თითქმის ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ამ დროს გ.მ-----–---–მა მ.კ---------–ის ხელში დაინახა „ზაუერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა, ხელი ჩაარტყა მას იარაღიან ხელში, რასაც მოყვა გასროლა. გასროლის შემდეგ იარაღი დავარდა მოზაიკის ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე, ხოლო იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა გ------- მ-----–---–ს, რის შედეგად ეს უკანასკნელი დაიჭრა მარცხენა ფეხის ტერფის არეში და მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. გ.მ-----–---–ი დაიხარა და ტკივილისაგან დაიწყო ყვირილი, ხოლო უკვე უიარაღო მ.კ---------–ი ისევ იდგა გ.მ-----–---–ის წინ. მომხდარით განაწყენებულმა გ.მ-----–---–მა გადაწყვიტა შური ეძია მ.კ---------–ზე და მოეკლა იგი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა ე.წ. „ლისიჩკა“, რომელიც სუფრის დამთავრების შემდეგ მ.კ---------–თან ურთიერთობის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში გამოყენების მიზნით აღებული ჰქონდა სახლიდან და მიუხედავად იმისა, რომ ს.გ---------ე მას კვლავ აკავებდა, გაუსხლტა ხელიდან და უიარაღოდ მდგომ მ.კ---------–ს გვერდებში დაუწყო როგორც დანიანი, ასევე უდანო ხელის დარტყმა. დარტყმებისას გ.მ-----–---–ი თან მოძრაობდა მ.კ---------–ისაკენ, ეს უკანასკნელი კი უკან-უკან იხევდა. რამოდენიმე წამში ზ.ზ-------–---–მა ისინი დააშორა ერთმანეთს, რა დროსაც მ.კ---------–მა თქვა „დანა დამარტყაო“. აღნიშნულის გაგონებისთანავე ზ.ზ-------–---–მა გ.მ-----–---–ს დაუკავა მარჯვენა ხელი, რომელშიც მას ეკავა დანა. ხელი დაუკავა მ.კ---------–მაც, შემდეგ მ.კ---------–მა გაუშვა ხელი და ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ გ.მ-----–---–ი და ზ.ზ-------–---–ი. ამ უკანასკნელმა გ.მ-----–---–ს მოსთხოვა დანის გადაგდება, რაზედაც მან უპასუხა: „დააგდოს იარაღი და დავაგდებო“. ზ. ზ-------–---–მა იცოდა რა, რომ მ.კ---------–ს იარაღი ხელში აღარ ჰქონდა უპასუხა გ.მ-----–---–ს, რომ იარაღი დაგდებული იყო და ამ უკანასკნელმაც გაუშვა დანას ხელი. ამ დროს მ.კ---------–ი უკვე ცალკე იდგა და ს.გ---------ეს ეუბნებოდა რომ იგი ასულიყო უბანში, რათა ენახა ვინმეს მანქანა და წაეყვანა ის და გ.მ-----–---–ი საავადმყოფოში. ამასთან ერთად მ.კ---------–მა უთხრა ს.გ---------ეს, რომ აქ სადღაც იარაღი გდია, აიღე და სახლში შეინახეო. ს.გ---------ემ იმ ადგილიდან სადაც მოხვდა გასროლა, აიღო „ზაუერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც არც ტყვია იდო და არც მჭიდი და წაიღო შესანახად. შემდეგ დაჭრილები - მ.კ---------–ი და გ.მ-----–---–ი წაიყვანეს ქ.თბილისის მე-4 საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, გ.მ-----–---–ის მიერ გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიყენებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითმა ნაკვეთმა დაზიანებებმა (კერძოდ: ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მე-6, მე-7 ნეკნს შუა არეში იღლიის შუა ხაზზე, შემავალი გულმკერდის ღრუში ორგანოების დაზიანების გარეშე; ნეკნთა შუა ამავე ადგილზე არტერიის დაზიანებით და სისხლდენით გულმკერდის და მუცლის ღრუში; გულმკერდის მარცხენა ნახევარში X-XI ნეკნთა შუა არეში შემავალი გულმკერდის ღრუში იმავე ხაზზე, რომელიც აზიანებს ამ დონეზე ნეკნთა შუა კუნთებს, პლევრალულ სინუსს, შუა საძგიდს გადის მუცლის ღრუში, აზიანებს ელენთას გამჭოლად, აზიანებს კუჭუკანა ჯირკვლის კუდის ნაწილს. დაზიანებები მიყენებული არის რაიმე ბასრი მჩხვლეტავი იარაღით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათოს) გამოიწვია მ------ კ---------–ის სიკვდილი.
ამოღების ოქმის თანახმად, 1997 წლის 16 აპრილს, მოქ. მ.ა----–--ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისში, გ-–---------------------------------ში, ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას დ----- ო------–---–ის მიერ შესანახად გადაცემული ორი მჭიდი, მათგან ერთი - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის 4 ცალი საბრძოლო ვაზნით და მეორე - მჭიდი ვაზნების გარეშე, რაც დაილუქა სათანადო წესით.
ამოღების ოქმის თანახმად, 1997 წლის 16 აპრილს, ს------ გ---------ის საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე: თბილისი, გ-–---------------------------------------ში, ამოღებული იქნა პისტოლეტი N------ მჭიდის გარეშე, რომლითაც ს.გ---------ის განმარტებით, მ------ კ---------–მა დაჭრა გ------- მ-----–---–ი. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით.
შემთხვევის ადგილის დ---ვალიერების ოქმის თანახმად, 1997 წლის 16 აპრილს დ---ვალიერდა თბილისში, გ-–------------------- ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობა, რა დროსა აღმოჩენილი იქნა სისხლისმაგვარი წვეთების ოთხი ჯგუფი, საერთო ფართობით 40x90სმ-ზე. აღნიშნულიდან 2 მეტრის დაშორებით კედელთან აღმოჩნდა „მაკაროვის“ სისტემის გაცლილი მასრა, მისგან 3 მეტრში კი კიდევ ერთი გაცლილი მასრა კედელთან. დარბაზის გასასვლელიდან 2.5მეტრის მოშორებით დაბლა დაფიქსირდა საკეცი დანა გახსნილ მდგომარეობაში, ე.წ. „ლისიჩკა“.
ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მასში მონაწილე სამართალდამცველებმა: ა-–---------- ხ--------მა, ჯ----– ს-----მ და დ-------------ემ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისის N----–--------ი საავადმყოფოს ავადმყოფის ისტორია N--- ჩანაწერებიდან, მოქ. გ------- მ-----–---–ს ზ/აღნიშნულ კლინიკისათვის მიუმართავს 1997 წლის 15 აპრილს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ტერფის I მეტატორზალური ძვლის დისტალური ბოლოს ცეცხლნასროლი მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. წარმოდგენილი სამედიცინო მასალების მიხედვით, სროლის მანძილისა და მიმართულების დადგენა შეუძლებელია. სროლის მანძილის დასადგენად საჭიროა ტანსაცმლის ფიზიკოტექნიკურ ექსპერტიზაზე წარდგენა და კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება (ექსპერტი კ.ე--------ი).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად:
· მ------ მ-----ის ძე კ---------–ის სიკვდილის მიზეზი არის ჰემორაგიული შოკი განვითარებული გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ნაკვეთი ჭრილობებიდან გარეგანი და შინაგანი სისხლდენის შედეგად.
· მ------ კ---------–ის გვამზე აღინიშნება ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში VI-VII ნეკნთაშუა არეში იღლიის შუა ხაზზე შემავალი გულმკერდის ღრუში ორგანოების დაზიანების გარეშე, ხოლო ამავე ნეკნთაშუა არტერიის დაზიანებით და სისხლდენით გულმკერდის ღრუში. აგრეთვე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში X-XI ნეკნთაშუა არეში შემავალი გულმკერდის ღრუში იმავე ხაზზე, რომელიც აზიანებს ამ დონეზე ნეკნთაშუა კუნთებს, პლევრალულ სინუსს, შუასაძგიდს გადის მუცლის ღრუში აზიანებს ელენთას გამჭოლად, აზიანებს კუჭუკანა ჯირკვლის კუდის ნაწილს, რის გამოც ამოკვეთილი იქნა ელენთა და კუჭუკანა ჯირკვალი გაიკერა. დაზიანებანი მიყენებული არის რაიმე ბასრი მჩხვლეტავი იარაღით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც განაპირობა სიკვდილი. ჭრილობის არხების მიმართულებაა მარცხნიდან მარჯვნივ.
· გვამზე აგრეთვე აღენიშნება ზედა ტუჩზე მცირე შესიება და სისხლჩაქცევა. მარცხენა ძუძუს შიგნითა ნახევარში წყვეტილი ხასიათის ნაკაწრი და მარცხენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებები ყველა სიცოცხლის დროინდელია, განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომამდე უახლოეს დროში. განვითარებულები არიან რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის/საგნების მოქმედება და ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ხასიათს. მათ უშუალოდ სიკვდილის გამოწვევა არ შეეძლოთ.
· გარდა აღნიშნულისა გვამზე აღენიშნებოდა მუცლის წინა ზედაპირზე მახვილისებრი მორჩსა და ჭიპს შუა ჭრილობა გაკერილი კვანძოვანი ნაკერებით, გულმკერდის და მუცლის მარცხენა ნახევარში, სადაც კიდეებიანი ჭრილობები გაკერილი კვანძოვანი ნაკერებით, რომლებშიც დატანებული არის რეზინის დრენაჟები და მალის ფილთა. აღნიშნული ჭრილობები ნაწარმოები არის ოპერაციული დახმარების შედეგად. მარჯვენა წინა მხრის წინა ზედაპირზე აღენიშნება წერტილოვანი ნაჩხვლეტი ჭრილობები კიდეებში სისხლჩაქცევის კვალით, რაც განვითარებული არის სამედიცინო დახმარების/გადასხმების/წარმოების შედეგად.
· გვამიდან აღებული არის სისხლი ალკოჰოლზე, ჯგუფზე და ნარკოტიკებზე გამოსაკვლევად გადაგზავნილი არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ქიმიურ და ბიოლოგიურ ლაბორატორიებში (ექსპერტი ვ.მ-------ე).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად:
1. მ------ მ-----ის ძე კ---------–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული დაზიანებების მიღების შემდეგ მას შეეძლო შეესრულებინა გარკვეული მიზანდასახული მოქმედებანი, კერძოდ, გადაადგილებულიყო, მოეხდინა გასროლა ან გასროლები პისტოლეტიდან და სხვა.
2. გ------- რ---–----ის ძე მ-----–---–ის სხეულზე არსებული დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული დაზიანების მიღების შემდეგ მას შეეძლო შეესრულებინა გარკვეული მიზანდასახული მოქმედებანი, კერძოდ, გადაადგილებულიყო, დანით დაეჭრა მ.კ---------–ი და სხვა (ექსპერტები: ლ.ჩ----ა, ვ.მ-------ე,.კ.ე--------ი).
ამოღების ოქმის თანახმად, 1997 წლის 3 მაისს ამოღებული და დალუქული იქნა მ----- კ---------–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა მის შვილს, მ------ კ---------–ს 1997 წლის 15 აპრილს და რომელიც წამოიღო ქ------–------------–--------ი საავადმყოფოდან.
ამოღების ოქმის თანახმად, 1997 წლის 8 მაისს ამოღებული და დალუქული იქნა რ---–---- ვ--–------–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მამაკაცის ფეხსაცმელი, ე.წ. ბოტასი მარცხენა ფეხის, რომელიც ეცვა გ------- მ-----–---–ს 1997 წლის 15 აპრილს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N4---- დასკვნის თანახმად, დანა წარმოადგენს სანადირო დანიშნულების, უფიქსატორო საკეც დანას, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით არ მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას (ექსპერტი ვ.ყ-----–---–ი).
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 7---- დასკვნის თანახმად, „ბოტასზე“ არსებული გამჭოლი დაზიანებანი (ენაზე, საფენსა და ძირზე) ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, განვითარებულია ერთდროულად, მათგან, ენაზე არსებული დაზიანება შემავალია, ხოლო საფენსა და ძირზე არსებული - გამავალი. “ბოტასზე“ გასროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან, ზემოდან ქვემოთ, გარკვეულად წინიდან უკან, ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ სროლისას.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის 5---- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ მ.კ---------–ის პერანგის, პიჯაკის, სვიტრისა და ჟილეტის მარცხენა გვერდის, იღლიასთან ახლოს, მარცხენა გვერდის მუცლისა და მარცხენა გვერდის წელის მიდამოში არსებული დაზიანებები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნით (დანით).
მიყენებულია თუ არა ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები 1997 წლის 24 აპრილს წარმოდგენილი საკეცი-სანადირო დანით (იხ. დასკვნა N-----) დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანებებში არ არის გამოსახული დამაზიანებელი საგნის ინდივიდუალური ნიშნების კომპლექტი, მაგრამ მათი მორფოლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ისინი მიყენებული იყოს როგორც წარმოდგენილი დანით, ასევე სხვა ანალოგიური ხასიათის დანითაც (ექსპერტი ვ.ყ-----–---–ი).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წაროდგენილი ექსპერტების დასკვნების მონაცემებზე დაყრდნობით პიჯაკზე არსებული ორი დაზიანების (შესაბამისად დანარჩენი ტანსაცმლის ნივთებზე) აღნიშნული N1 და N2 შეესაბამებიან მ.კ---------–ის სხეულზე - გულმკერდის მარცხენა გვერდით მიდამოში (ჭრილობა Nა და Nბ), ხოლო პიჯაკზე არსებული N3 დაზიანების (შესაბამისად ტანსაცმლის სხვა ნივთებზე - სვიტრი, პერანგი, ჟილეტი) შესაბამისად მ.კ---------–ის სხეულზე ჭრილობა არ აღენიშნება. შესაძლებელია დარტყმის მომენტში მიმყენებელი საგანი არ იყო მისული სხეულამდე, დარტყმა ნაწარმოები იყო ძალზე მახვილი კუთხით სხეულის მიმართ (ექსპერტი გ.ც--–--ე).
1998 წლის 24 აპრილის დადგენილებებით, სს საქმეზე ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი პისტოლეტი „ზაუერი-38“ N------ (იარაღი, რომლიდანაც მ.კ---------–მა ესროლა გ.მ-----–---–ს ფეხის არეში), 4 ცალი 9მმ ტყვია და 2 ცალი გილზი და სანადირო დანიშნულების, უფიქსატორო საკეცი დანა ე.წ, „ლისიჩკა“, მოყავისფრო ტარით, ციყვის გამოსახულებით (რომლითაც გ.მ-----–---–მა დაზიანებები მიაყენა მ.კ---------–ს).
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N----- აქტის თანახმად, გ.მ-----–---–ის სხეულზე, კერძოდ, მარჯვენა ხელის მტევნის პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის ხელის გულის ზედაპირზე არსებული დაზიანება სიგრძივად მდებარე სწორკიდეებიანი ნაწიბურის სახით უნდა წარმოადგენდეს სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების კვალს, მიყენებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად:
- გამოკვლევაზე წარდგენილი პისტოლეტი სროლისათვის ვარგისია ერთეულოვან რეჟიმში;
- პისტოლეტიდან ორი ზედიზედ გასროლა ვერ მოხერხდა, განმეორებითი გასროლისას საჭიროა ან ხელახალი გადატენა ან ხელით საკეტზე დაწოლა ან ვაზნის სავაზნეში ხელით მოთავსება. ყველა შემთხვევაში მოითხოვს გარკვეულ დროს, ყველა ზ/აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა ორი ხელით მოქმედება;
- გამოკვლევაზე წარდგენილი ორი ცალი მჭიდიდან არცერთი მჭიდი არ მიეკუთვნება აღნიშნულ პისტოლეტს. მათგან ერთ-ერთი მჭიდი თავსდება პისტოლეტში და მასში შესაძლებელია სამი ცალი ვაზნის მოთავსება, შემდეგ ისინი იჭედებიან, ვინაიდან მჭიდი გათვალისწინებულია 7,65მმ ვაზნისათვის;
- პისტოლეტიდან შესაძლებელია დავარდნისას მოხდეს უნებლიე გასროლა, ხოლო დაზიანება ფეხსაცმელზე, რომელიც აღწერილია ექსპერტიზის N7---- დასკვნაში პისტოლეტის დავარდნისას მოხდენილი უნებლიე გასროლით მიყენება შეუძლებელია;
- გამოკვლევაზე წარმოდგენილი პისტოლეტის მზადყოფნაში მოყვანისას შესაძლებელია უნებლიე გასროლა, ხოლო მისი დამუხტვა ცალი ხელით შეუძლებელია;
- ხელში დაჭერილ იარაღზე ფიზიკური ზემოქმედებისას შესაძლებელია მოხდეს უნებლიე გასროლა;
- მჭიდის არარსებობის შემთხვევაში პისტოლეტიდან შესაძლებელია ერთი გასროლა (ექსპერტი ო.ყარაშვილი).
კომისიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად:
- ქარხნული წესით დამზადებულ ე.წ. „ლისიჩკას“ ტიპის დანას გარდა საერთო ხანგრძლივი ექსპლოატაციური ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, აღინიშნება პირის დამატებითი ლესვის კვლები როგორც მჭრელი პირის პირზე, ასევე ქანაობისას ორივე ზედაპირზე;
- დანის ფაქტიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაგდებისას მას არ უნდა შეეცვალა ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იგი იმყოფებოდა გადაგდებამდე;
- წარმოდგენილი სტანდარტული, 7.65მმ კალიბრის „ზაუერის“ სისტემის, მოდელი „38“, N------ პისტოლეტი ფაქტიურ მდგომარეობაში განიცდის კუსტარული წესით გადაკეთებას და იგი მორგებულია 9მმ კალიბრის ვაზნებზე. იგი ტექნიკურად გაუმართავია, მაგრამ ვარგისია ცალკეული გასროლებისათვის;
- წარმოდგენილი ორი მჭიდიდან გამოსაკვლევ N------ პისტოლეტში შესაძლებელია მხოლოდ გადაკეთებული, ორი ვაზნის ტევადობის მჭიდის გამოყენება;
- მჭიდში მოთავსებული ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ჩამკეტ-გარსაცმში ნაცვლად უკიდურეს უკანა პოზიციაში დაფიქსირებისა მიისწრაფოდა წინ, რის მიზეზსაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს იარაღისა და მჭიდის ტექნიკური გაუმართაობა (გადაკეთება);
- რაც შეეხება პირველიდან მეორე გასროლამდე დროის საკითხს, აღნიშნულის კონკრეტულად გადაწყვეტა შეუძლებელია და დამოკიდებულია მსროლელის გაწაფულობაზე;
- გამოსაკვლევი იარაღიდან, მისი ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, გ.მ-----–---–ის ჩვენებისამებრ, იარაღთან მიმართებაში მოვლენების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია (ექსპერტები: ნ.მძელური, ა.ანჯაფარიძე).
მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სს საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 1 (ერთი) ცალი ვიდეოკასეტა, რომელზეც ასახულია გ.მ-----–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, თუ განსასჯელი წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ განსასჯელი გ.მ-----–---–ი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის - ჩვენების სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულების სახით გამოყენება დაუშვებელია, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლისა.
მოწმე ს------ გ---------ის 16.04.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, 1997 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, მეზობლებთან: მ------ კ---------–თან, გ------- მ-----–---–თან, ზ----- ზ-------–---–თან, ზ----- ა----–--ესთან, ზ---- ა----–--ესთან და დ----- ო------–---–თან ერთად მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს მათივე საცხოვრებელი კორპუსის, მდებარე: თბილისი, გ-–----------------------------------- სართულის ე.წ. საშრობ ოთახში. სუფრაზე მ------ კ---------–ი და გ------- მ-----–---–ი კამათობდნენ, რისი მიზეზიც იყო მ------ს მხრიდან გ-------სადმი უწმაწური სიტყვებით მიმართვა. სუფრაზე იმყოფებოდნენ დაახლოებით 2 საათი, რა დროსაც მ.კ---------–ს, რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი, თან ჰქონდა იარაღი, მოთავსებული წელის არეში, მარცხენა მხარეს. ქეიფის დასრულების შემდეგ, ყველა ერთად ჩავიდნენ ეზოში, რა დროსაც გ------- და მ------ განცალკევდნენ და გააგრძელეს კამათი. მოგვიანებით ეზოში მჯდომ ს------ გ---------ეს მიუახლოვდა ზ----- ზ-------–---–ი და სთხოვა გაყოლოდა გ-------სა და მ------ს სანახავად. ორივენი გაემართნენ მეზობლების მოსაძებნად, რა დროსაც ხიდთან მდებარე სავაჭრო დარბაზიდან ს.გ---------ემ გაიგო ერთი გასროლის ხმა, დარბაზში შესულებმა კი დაინახეს კედელზე მიყუდებული გ------- მ-----–---–ი და მის გვერდით მდგომი მ------ კ---------–ი, რომელსაც სისხლი მოსდიოდა მკერდიდან, ფეხებთან კი ეგდო ის პისტოლეტი, რომელიც თან ჰქონდა სუფრაზე ყოფნის დროს. მოწმის ჩვენებით, მ------მ უთხრა, რომ გ-------მ დაჭრა და სთხოვა საავადმყოფოში გადაყვანა, გ------- კი ტიროდა და ამბობდა, რომ მ------მ იარაღი ესროლა და ფეხში იყო დაჭრილი. მოწმის ჩვენებით, მ------ კ---------–მა სთხოვა იარაღი დაემალა, რის გამოც მან აიღო პისტოლეტი, ჩაიდო ქამარში და წავიდა სახლში, გზად კი შეხვდა დ----- ო------–---–ი, რომელსაც უამბო მომხდარის თაობაზე და ეს უკანასკნელიც გემართა შემთხვევის ადგილზე. იარაღი ს.გ---------ემ მიიტანა სახლში და შეინახა საძინებელ ოთახში, ტანსაცმლის კარადაში, რის შემდეგაც წავიდა საავადმყოფოში, სადაც ასევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხეს თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ს.გ---------ემ დამალა მისთვის ცნობილი ფაქტები. მოწმის ჩვენებით, მან პოლიციის თანამშრომლებს გაუმხილა, თუ სად შეინახა იარაღი, რის შემდეგაც მოხდა მისი ამოღება. მოწმის განმარტებით, უშუალოდ დაჭრის ფაქტს არ შესწრებია და არ იცის, რა გარემოებებში დაჭრეს გ-------მ და მ------მ ერთმანეთი.
ანალოგიური ჩვენებაა დაფიქსირებულია მოწმე ს------ გ---------ის 14.07.1997 წლის დაკითხვის ოქმში იმის დამატებით, რომ დაჭრილი გ------- მ-----–---–ი და მ------ კ---------–ი საავადმყოფოში წაიყვანა ზ----- ზ-------–---–მა.
მოწმე ს------ გ---------ის 23.07.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებულადაა დაფიქსირებული უშუალოდ სავაჭრო ცენტრის დარბაზში განვითარებული მოვლენები, კერძოდ: ს.გ---------ის ჩვენებით, მან და ზ.ზ-------–---–მა გაიგონეს ერთი გასროლის ხმა და დარბაზში შესულებმა დაინახეს, თუ როგორ კამათობდნენ ერთმანეთში მ.კ---------–ი და გ.მ-----–---–ი. მოწმემ გაიგო, თუ როგორ უთხრა გ-------მ მ------ს „თუ მაგარი ხარ მესროლეო...ვინც არ მესროლოს იმის დედაო“, რა დროსაც მ------მ გაისროლა იარაღი გ-------ს ფეხების მიმართულებით, გ------- ჩაიკეცა, შემდეგ უცებ წამოდგა და მ------ს დაუწყო ხელების დარტყმა გვერდებიდან, მ------ს გ-------სთვის არ დაურტყამს და არც წინააღმდეგობა გაუწევია. გ------- წამების განმავლობაში ურტყამდა მ------ს მუშტებს, რა დროსაც კ---------–მა დაიძახა, დამჭრაო. ყვირილზე მასთან მივარდა ს.გ---------ე, რომელსაც მ------მ უთხრა, რომ სისხლისგან იცლებოდა და დახმარებოდა. ს.გ---------ემ მ------ გარეთ გამოიყვანა, გ------- და ზ.ზ-------–---–ი რას აკეთებდნენ, მოწმეს არ ახსოვს. მ------ს თხოვნით, ს------მ ძირს დაგდებული იარაღი სახლში წაიღო შესანახად, მ------ კი ადგილზე დატოვა იმ იმედით, რომ მას ზ.ზ-------–---–ი მიხედავდა. გზაში მოწმეს შეხვდა დ----- ო------–---–ი, რომელსაც უამბო მომხდარის თაობაზე. მოწმის ჩვენებით, იარაღი, რომელიც იყო მჭიდის გარეშე, მან შეინახა სახლში. მოწმეს დამატებით განმარტებული აქვს, რომ მას შემდეგ, რაც მ------მ დაჭრა გ------- ფეხში, მას იარაღი აღარ უსვრია და არც დამუქრებია გ-------ს, მხოლოდ იდგა და უყურებდა გ.მ-----–---–ს. ს.გ---------ეს არ დაუნახავს გ.მ-----–---–ის მიერ დანის ამოღების ფაქტი, მხოლოდ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა გ------- ხელებს კ---------–ს რამდენიმე წამის განმავლობაში.
მოწმე ს------ გ---------ის 08.09.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებულადაა დაფიქსირებული უშუალოდ სავაჭრო ცენტრის დარბაზში განვითარებული მოვლენები, კერძოდ: ს.გ---------ის ჩვენებით, მან და ზ.ზ-------–---–მა გაიგონეს ერთი გასროლის ხმა და დარბაზში შესულებმა დაინახეს, თუ როგორ კამათობდნენ ერთმანეთში მ.კ---------–ი და გ.მ-----–---–ი, ერთმანეთისკენ იწევდნენ და ტანსაცმელზე ექაჩებოდნენ, ხელის დარტყმას ადგილი არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით, მ.კ---------–ი ეუბნებოდა გ.მ-----–---–ს, „თავი დამანებე, თორემ გესვრიო“, რა დროსაც მოჩხუბრებთან მივიდნენ ს.გ---------ე და ზ.ზ-------–---–ი და ს.გ---------ემ გვერდით გაიყვანა გ.მ-----–---–ი, რომელსაც იმ მომენტში ხელში არაფერი ეჭირა. ზ.ზ-------–---–ი აწყნარებდა მ.კ---------–ს, რომელიც იქაჩებოდა თუ არა მ-----–---–ისაკენ, ს.გ---------ეს არ დაუნახავს, ვინაიდან მათგან ზურგით იდგა. რაც შეეხება გ.მ-----–---–ს, ის იწევდა მ.კ---------–ისაკენ, ბოლოს ხელიდან დაუსხლტა ს.გ---------ეს, მივიდა მ.კ---------–თან, რომელსაც იმ დროს უკვე ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულაც ქვევით ჰქონდა დაშვებული. მოწმის ჩვენებით, გ.მ-----–---–მა მ.კ---------–ს უთხრა „თუ არ მესროლო, შენი დედაო...“ და შეაგინა დედის მისამართით, რა დროსაც მ.კ---------–მა იარაღიდან ერთხელ ესროლა გ.მ-----–---–ს ფეხებში. სროლის მომენტში ზ.ზ-------–---–ი იდგა მ.კ---------–ის გვერდით. სროლის შემდეგ გ.მ-----–---–ი ჩაიკეცა და დაიყვირა, დამჭრაო. მასთან მივარდა ს.გ---------ე. წამებში გ------- ფეხზე წამოხტა, მივარდა მ.კ---------–ს და დაუწყო ორივე ხელის დარტყმა გვერდებში. გ------- რამდენიმე წამის განმავლობაში ურტყამდა მ------ს, რა დროსაც ამ უკანასნელმა დაიყვირა, დამჭრაო. ს.გ---------ის კითხვაზე, თუ რა დაემართა, მ------მ უთხრა, რომ სისხლისგან იცლებოდა და შველა სთხოვა. მოწმის ჩვენებით, პოლიციის მიერ მისი სახლიდან იარაღის ამოღებისას, მას არ ჰქონდა მჭიდი, თუმცა სახლში მიტანისას არ შეუმჩნევია, რომ მჭიდის გარეშე იყო, თუ როგორ, რა ვითარებაში და ვინ გამოიღო მჭიდი იარაღიდან, ს.გ---------ისათვის უცნობია. გ.მ-----–---–ის დაჭრის შემდეგ, მ.კ---------–ის მხრიდან მეორედ გასროლას ადგილი არ ჰქონია, არც ის დაუნახავს ს.გ---------ეს რა მდგომარეობაში ეკავა მ.კ---------–ს შემდგომში იარაღი და არც ის, თუ რა მომენტში დაუვარდა ხელიდან, ვარაუდობს, რომ მ.კ---------–ს იარაღი ძირს დაუვარდა მას შემდეგ, რაც მას გ.მ-----–---–მა დაუწყო ხელების დარტყმა. მოწმის ჩვენებით, დარბაზში საკმაოდ ბნელოდა და არ დაუნახავს გ.მ-----–---–ის მიერ დანის ამოღების და არც ამ უკანასკნელისათვის დანის წართმევის ფაქტი, სავარაუდოდ, ზ.ზ-------–---–მა წაართვა დანა გ-------ს, ვინაიდან ის მივიდა განსასჯელთან.
მოწმე ს------ გ---------ის 26.03.1998 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებულადაა დაფიქსირებული უშუალოდ სავაჭრო ცენტრის დარბაზში განვითარებული მოვლენები, კერძოდ: მოწმის ჩვენებით, კონფლიქტის დროს იდგა გ.მ-----–---–თან პირისპირ და მ.კ---------–თან ზურგით, რის გამოც ვერ დაინახა მ.კ---------–ის მიერ იარაღის ამოღება. რაც შეეხება გ.მ-----–---–ს, იგი ხელებით იწევდა მ.კ---------–ისაკენ, მაგრამ მოკიდა თუ არა ხელი ტანსაცმელზე ან იარაღიან ხელზე, მოწმისთვის უცნობია. მოწმის ჩვენებით, დაჭრილმა მ.კ---------–მა იკითხა „გადააგდოო“ და სავარაუდოდ გულისხმობდა გ.მ-----–---–ის მიერ დანის გადაგდებას, რაზეც ზ.ზ-------–---–მა უპასუხა „გადააგდოო.“ მოწმის ჩვენებით, სავაჭრო ცენტრის დარბაზში იყო სიბნელე და სახეების გარჩევა შეიძლებოდა მხოლოდ ახლოდან, სწორედ ამიტომ მან და ზ.ზ-------–---–მა მ-----–---–ი და კ---------–ი იცნეს ხმით. მოწმის განმარტებით, თავდაპირველ ჩვენებებში უარყოფდა, რომ იყო ფაქტის თვითმხილველი, ვინაიდან თავდაპირველად მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ ეთქვათ, თითქოსდა მ------სა და გ-------ს უცნობები დაესხნენ თავს და დაჭრეს, თუმცა მ.კ---------–ის გარდაცვალების შემდეგ, ს.გ---------ემ გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე. მოწმის ჩვენებით, ვაკის რ-ნის პროკურატურაში მის მიერ არასწორი ჩვენების მიცემა განპირობებული იყო კ---------–ების ოჯახის მხრიდან ძლიერი ზეწოლით, რომლებიც ითხოვდნენ მისგან მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას. მოწმის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ ამჯერად მიცემული ჩვენების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, კ---------–ების მხრიდან გაგრძელდება მუქარები და ზეწოლა, თუმცა ს.გ---------ის განცხადებით, მისი ჩვენება ასახავს რეალობას, ვინაიდან სურს რომ მართალი იყოს როგორც მ.კ---------–ის ხსოვნის, ისე გ.მ-----–---–ის წინაშე. მოწმის განმარტებით, მ.კ---------–ი 15 არილს იყო მთვრალი, გ.მ-----–---–ი კი საერთოდ არ სვამდა ღვინოს. მოწმემ ზ.ზ-------–---–ისაგან იცის, რომ მ.კ---------–ს გაუყვანია გ.მ-----–---–ი სალაპარაკოდ.
მოწმე ს------ გ---------ის 11.01.2000 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებულადაა დაფიქსირებული უშუალოდ სავაჭრო ცენტრის დარბაზში განვითარებული მოვლენები, კერძოდ: მას შემდეგ, რაც ზ.ზ-------–---–მა და ს.გ---------ემ მოჩხუბრები: გ.მ-----–---–ი და მ.კ---------–ი ერთმანეთისაგან განაცალკევეს და აკავებდნენ, გ.მ-----–---–ი მაინც იწევდა მ.კ---------–ისაკენ. გ-------მ მ------ს უთხრა, “თუ არ მესროლო, შენი დედაო...“, რა დროსაც ს.გ---------ის განმარტებით, მისგან მარცხენა მხარეს გ.მ-----–---–მა გამოიქნია მარჯვენა ხელი და ამ ჩარტყმას მაშინვე მოყვა გასროლა, გასროლის შემდეგ კი მოწმემ გაიგონა ლითონის საგნის, სავარაუდოდ იარაღის ძირს დავარდნის ხმა. გასროლისთანავე გ.მ-----–---–ი ჩაიკეცა და დაიყვირა. მალევე წამოდგა და დაუწყო ორივე ხელის დარტყმა მ------ს გვერდებში, რა დროსაც მ------ უკან-უკან იხევდა და დარტყმების პარალელურად გ.მ-----–---–მა მიიყვანა კედელთან, რა დროსაც მათთან მივიდა ზ.ზ-------–---–ი და გ------- გასწია გვერდზე. ამ დროს მ------მ დაიყვირა დაჭრილი ვარ, სისხლისგან ვიცლებიო. მოწმის ჩვენებით, იარაღი მ------ს თხოვნით სახლში წაიღო შესანახად, რა დროსაც შეწმოწმების მიზნით გადატენა და ნახა, რომ სავაზნეში ტყვია არ იდო, მჭიდი ეკეთა თუ არა არ დაკვირვებია. მოწმის ჩვენებით, გ.მ-----–---–ის ხელში დანა არ დაუნახავს, მისი გადაგდების თაობაზე ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ზ.ზ-------–---–ისაგან. მოწმე არ უარყოფს მის ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს, თუმცა განმარტავს, რომ ყველაზე სწორი არის ბოლო ჩვენება.
მოწმე დ----- ო------–---–ის 16.04.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, 1997 წლის 15 აპრილს, მეზობლებთან: მ------ კ---------–თან, გ------- მ-----–---–თან, ზ----- ზ-------–---–თან, ზ----- ა----–--ესთან, ზ---- ა----–--ესთან და ს------ გ---------ესთან ერთად მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს. სუფრაზე მ------ კ---------–მა გ------- მ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შეკამათდნენ, თუმცა მეგობრებმა შეძლეს მათი დაწყნარება. სუფრის დასრულების შემდეგ, ყველანი ჩავიდნენ ეზოში და დაიშალნენ. დაახლოებით 21 საათზე, დ----- ო------–---–მა ეზოში მყოფი ბავშვებისაგან შეიტყო მ------ კ---------–ის დაჭრის ამბავი, რის გამოც მანქანა გააჩერა და გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ. გზაში შეხვდა ს------ გ---------ე, რომელმაც შეატყობინა, რომ მ------ კ---------–ი და გ------- მ-----–---–ი იყვნენ დაჭრილები. მოწმის ჩვენებით, დაჭრილ მ------ კ---------–ს გაჰყვა კლინიკაში, გზაში კი ჰკითხა მომხდარის თაობაზე, რაზეც მ------მ უპასუხა, რომ მას და გიას ჩხუბი მოუვიდ---, რა დროსაც მ------მ იარაღით დაჭრა გია ფეხში, ხოლო გიამ დანა დაარტყა. საავადმყოფოში, როდესაც დაჭრილ მ.კ---------–ს ხდიდნენ კოსტუმს, მან დ----- ო------–---–ს უთხრა, რომ ჯიბეში ჰქონდა პისტოლეტის მჭიდები და ვაზნები და შეენახა, რაც დ.ო------–---–მა შეასრულა და შესანახად გადასცა მათივე მეზობელს მ-----– ა----–--ეს. მოწმის ჩვენებით, საავადმყოფოდან პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს განყოფილებაში, თავდაპირველად მოწმე შეეცადა დაემალა დაჭრის თაობაზე ინფორმაცია, თუმცა შემდეგ თქვა სიმართლე. მოწმის განმარტებით, მ.კ---------–ს ქეიფის დროს იარაღი თან ჰქონდა წელის არეში, მარცხენა მხარეს.
მოწმე დ----- ო------–---–ის 25.11.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: დაახლოებით 21 საათისათვის ეზოში მყოფს, მეზობელმა ბავშვმა ს------ ტ------–-–---–მა უთხრა, რომ მ------ ჩხუბობსო, მას არ უთქვამს ისვრიანო და არც მოწმეს გაუგია სროლის ხმა. დ.ო------–---–ი გაიქცა გადასასვლელი ხიდის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა იქვე მდებარე სავაჭრო ცენტრის მიტოვებული დარბაზიდან გარეთ გამოსული მ------ კ---------–ი, რომელიც იყო გაფითრებული და სისხლით მოსვრილი მარჯვენა ხელი მიდებული ჰქონდა გულ-მკერდის არეში. მოწმე მიხვდა, რომ მ------ დაჭრილი იყო, მას ხელში იარაღი არ ეჭირა. მ------ს უკან მოდიოდდნენ ზ----- ზ-------–---–ი, ს------ გ---------ე და გ------- მ-----–---–ი კოჭლობით. მ------მ შველა სთხოვა დ----- ო------–---–ს, რომელმაც გააჩერა გზად მიმავალი ა/მანქანა და წავიდნენ საავადმყოფოში. ა/მანქანაში უკან ისხდნენ დ-----ი, მ------ და გ-------. ვინაიდან მ------ მძიმე მდგომარეობაში იყო, დ-----მა ა/მანქანის მძღოლს, მოხუც მამაკაცს სთხოვა სწრაფად ეარა, თუმცა მან უპასუხა, რომ სიბნელეში ჩქარა სიარულს ვერ შეძლებდა, რის გამოც მეტროსთან გადასხდნენ სხვა მანქანაში (წინ დაჯდა მ------, დ-----ი და გ------- - უკან). გზაში მ------მ დ----- ო------–---–ს უთხრა, რომ მან და გ-------მ იჩხუბეს, რა დროსაც მ------მ იარაღით დაჭრა, ხოლო გ-------მ დანა დაარტყა, თუ რომელი დაიჭრა პირველად, მ------ს არ უთქვამს. N4 საავადმყოფოში მივიდნენ, რა დროსაც მ------ დ-----მა გადმოიყვანა ა/მანქანიდან და შეიყვანა მიმღებ განყოფილებაში, ხოლო გ-------ს მიეხმარნენ ექიმები. მალევე მივიდნენ ს------ გ---------ე, ზ----- ზ-------–---–ი და უბნის სხვა ბიჭები. მ------მ მოწმეს სთხოვა მჭიდები გადაეცა დედამისის ან მამამისისათვის, რის გამოც დ.ო------–---–მა მისი კოსტუმის ჯიბიდან ამოიღო 2 მჭიდი ტყვიებით და გადასცა ზ-----ბ ა----–--ის მამას. მოწმის ჩვენებით, მ.კ---------–ი აიყვანეს საოპერაციოდ, ის და ს.გ---------ე კი პოლიციამ გადაიყვანა განყოფილებაში.
მოწმე დ----- ო------–---–ის 02.04.1998 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: საავადმყოფოში მისულმა ფაქტის შემსწრე პირებმა მოილაპარაკეს არ ეთქვათ, რომ მ.კ---------–სა და გ.მ-----–---–ს ერთმანეთში მოუვიდ--- ჩხუბი. მოწმის ჩვენებით, გ.მ-----–---–ი სუფრაზე სასმელს სვამდა, მ.კ---------–ს მისთვის არ შეუგინებია, ხუმრობდნენ.
მოწმე დ----- ო------–---–ის 14.08.1998 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში, მ.კ---------–ის თხოვნით, დ.ო------–---–მა დააფიქსირა, რომ კლინიკაში შეყვანამდე 20 წუთით ადრე, მ.კ---------–ი დაჭრეს უცნობებმა დანით, გ-–-----------------ში. მოწმის ჩვენებით, გზად საავადმყოფოსკენ, მანქანაში მ------მ ითხოვა ყველასთვის ეთქვათ თითქოსდა ის და გ.მ-----–---–ი დაჭრეს უცნობებმა. მოწმის ვარაუდით, მ------ს თხოვნა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი და სამსახურში შესაძლოა შექმნოდა უსიამოვნება. 13 აგვისტოს, მ.კ---------–ის დის თ.კ---------–ის თხოვნით, მან და სხვა მეზობლებმა ფურცელზე ხელისმოწერით დაადასტურეს, რომ ინციდენტს ესწრებოდა ზ----- ზ-------–---–ი. დაახლოებით 1 თვის წინ, დ.ო------–---–ი და ზ.ზ-------–---–ი მ.კ---------–ის მშობლების თხოვნით მივიდნენ მ------სა და გ-------ს დაჭრის ადგილზე. მშობლები ითხოვდნენ ზ.ზ-------–---–ისაგან მიეთითებინა დანის გადაგდების ზუსტი ადგილი, რაზეც ზ.ზ-------–---–მა მათ განუმარტა, რომ დანა დააგდებინა გ.მ-----–---–ს იქვე დარბაზში და ასევე ჰქონდა მითითებული ჩვენებაშიც, რასაც დღესაც ადასტურებს.
მოწმე ზ----- ზ-------–---–ის 5.05.1997.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, 1997 წლის 15 აპრილს, მეზობლებთან: მ------ კ---------–თან, გ------- მ-----–---–თან, დ----- ო------–---–თან, ზ----- ა----–--ესთან, ზ---- ა----–--ესთან, დ----- ბ-–---–---–თან და ს------ გ---------ესთან ერთად მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს. სუფრაზე თამადა იყო მ------ კ---------–ი, მასსა და გ------- მ-----–---–ს შორის რამდენჯერმე მოხდა შეკამათება, თუმცა არაფერი სერიოზული. ქეიფის დასრულების შემდეგ ყველანი გავიდნენ ეზოში და გაიფანტნენ. გარკვეული დროის შემდეგ, ვინაიდან არავინ იცოდა საით წავიდა მ------, ს------ გ---------ესთან ერთად გადაწყვიტა მისი მოძებნა, რა დროსაც გადასასვლელ ხიდთან მიახლოვებისას მოესმათ მ------სა და გ-------ს საუბარი, კერძოდ, მ------მ უთხრა, „გაჩერდი, თორემ გესვრიო“. ამ დროს ზ-----ი და ს------ მიუახლოვდნენ მათ, რა დროსაც მ------მ გაისროლა, გ-------ს აღმოხდა რაღაც არაადამიანური ხმა და მ------ს დაუწყო მუცელში მუშტების დარტყმა, ზ-----ი კი ცდილობდა მათ გაშველებას. მ------მ ზ-----ს უთხრა, დანა დამარტყა და მიშველეო, შემდეგ კ---------–მა დანიანი ხელი დაუჭირა გ-------ს, მას მიეხმარა ზ-----იც და გ.მ-----–---–ს დანა გადააგდებინა. ოთახიდან გარეთ გასულ მ------ს შეხვდა დ----- ო------–---–ი. მ------მ ს------ გ---------ეს უთხრა, იარაღი ჩამივარდა და აიღე, შეინახეო. მ------ ხელმკლავით წაიყვანა დ.ო------–---–მა, გ------- კი ზ.ზ-------–---–მა, გზად გააჩერეს მანქანა, რომელშიც ჩასხდნენ გ.მ-----–---–ი, მ.კ---------–ი და დ.ო------–---–ი, ზ.ზ-------–---–ის ადგილი კი აღარ იყო. უბანში დაბრუნებული ზ.ზ-------–---–ი საავადმყოფოში წავიდა ზ----- ა----–--ის მანქანით. საავადმყოფოში მისვლისას, მ------ მიმღებში ყავდ---, შემდეგ კი აიყვანეს ზევით სართულზე, ადგილზე ასევე მივიდნენ მ------ს მშობლები, რომლებიც მაშინვე ავიდნენ შვილის სანახავად.
მოწმე ზ----- ზ-------–---–ის 14.06.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: საავადმყოფოს მიმღებში თავდაპირველად დეტალურად არ უსაუბრია მ------სა და გ------- ურთიერთდაჭრის თაობაზე, ამბობდა თითქოსდა არ შესწრებია ფაქტს და მისი მისვლის მომენტისათვის ჩხუბი დასრულებული იყო, თუმცა მოგვიანებით პროკურატურაში მისცა სრულყოფილი ჩვენება.
მოწმე ზ----- ზ-------–---–ის 22.07.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: მ.კ---------–ისა და გ.მ-----–---–ის მოსაძებნად წასულ ზ.ზ-----აშვილსა და ს.გ---------ეს სავაჭრო ცენტრის დარბაზის მხრიდან მოესმათ იარაღიდან გასროლის ხმა. აღნიშნულ შენობასთან მიახლოვებულებმა გაიგეს ხმამაღალი ლაპარაკი, შენობაში შესულებმა კი დაინახეს ერთმანეთის პირისპირ მდგომი გ------- მ-----–---–ი და მ------ კ---------–ი, რომლებიც კამათობდნენ. მ------მ გ-------ს უთხრა, „გაჩერდი, მოისვენე, თორემ გესვრიო“, გ-------მ კი უპასუხა, „ვინც არ მესროლოს, იმის დედაო“, რა დროსაც მ------მ იარაღიდან გაისროლა გ-------ს ფეხების მიმართულებით, გ-------მ საშინლად დაიღრიალა, წელში მოიხარა, შემდეგ გასწორდა და დაუწყო გვერდებიდან ორივე ხელის დარტყმა მ------ს, ამ უკანასკნელს გ-------სთვის ხელი არ დაურტყამს. გ------- მ------ს ხელებს ურტყამდა დაახლოებით 5 წამის განმავლობაში, რის შემდეგაც მ------მ დაიძახა, დანა დამარტყაო. ზ.ზ-------–---–ი მივარდა და გ-------ს ორივე ხელით დაუჭირა მარჯვენა ხელი, რა დროსაც დაინახა, რომ მ-----–---–ს ხელში ეჭირა სისხლიანი დანა. ზ.ზ-------–---–მა გ-------ს სთხოვა მიეცა დანა მისთვის, რაზეც მ-----–---–მა უპასუხა, რომ ხელი გაეშვა და დანას თავად გადააგდებდა. ზ.ზ-------–---–მა ხელი არ გაუშვა და ორივემ ერთად გადააგდეს დანა, თუმცა მოწმეს არ ახსოვს დანა გადავარდა დარბაზის ფანჯრიდან თუ დარბაზის შიგნით დავარდა. დანის გადაგდების მომენტისათვის, მოწმის განმარტებით, მ------ უკვე გასული იყო შენობიდან, რაც შეეხება ს------ გ---------ეს, მას გაშველებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მოწმის ჩვენებით, მან გ------- კოჭლობით გაიყვანა გარეთ, სადაც ასევე იდგა მ.კ---------–ი, ამასობაში მათთან მივიდა დ----- ო------–---–იც. მოწმის ჩვენებით, როდესაც გარეთ გაიყვანა გ-------, მ------მ იმ დროს უთხრა ს------ გ---------ეს, იარაღი დამივარდა, აიღე და შეინახეო. მოწმის ჩვენებით, საავადმყოფოში როდესაც ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ მ------მ და გ-------მ ერთმანეთი დაჭრეს, მეორე დღეს შეიტყო, რომ მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მ------ კ---------–ი გარდაიცვალა. მოწმის ჩვენებით, ფეხების მიმართულებით გასროლის შემდეგ, მ------ს მხრიდან იარაღის გადატენვას ან ხელმეორედ გასროლას ადგილი არ ჰქონია, არც კი გაწეულა გ-------ს მიმართულებით. მოწმის ჩვენებით, როგორ და რა ვითარებაში ამოიღო გ.მ-----–---–მა დანა არ დაუნახავს. დანა იყო „ლისიჩკა“, ტარის ფერი არ დაუნახავს. მოწმის ინფორმაციით, მ------ ატარებდა ტაბელურ იარაღს, მას მ------სათვის არანაირი იარაღი არასოდეს გადაუცია. მოწმის ჩვენებით, სუფრაზე მ------ს თან ჰქონდა იარაღი, მოთავსებული შარვლის საქამრეში.
მოწმე ზ----- ზ-------–---–ის 03.04.1998 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: მოწმის ჩვენებით, მ------ს გ-------სთვის იარაღი არ დაუმიზნებია და წინა ჩვენებაში დაფიქსირებულ „ფეხების მიმართულებით გასროლაში“ იგულისხმა, რომ მ------ს გ-------ს ტანის ან თავის მიმართულებით არ დაუმიზნებია და გაისროლა დაბლა იატაკის მიმართულებით, მ------ს ხელი მთლიანად დაშვებული არ ჰქონია, იგი რაღაც მიმართულებით იყო გაშვერილი გ------- მ-----–---–ისაკენ. მოწმის ჩვენებით, მას იარაღი არასდროს ჰქონია და შესაბამისად, არც მ------სათვის უთხოვებია, მ------ს გ------- მ-----–---–ი მისი იარაღით არ დაუჭრია. მოწმის ჩვენებით, ზეწოლა და მუქარა არ ყოფილა, თუმცა კ---------–ების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მოწმეს მიეცა სხვაგვარი ჩვენება, კერძოდ, ეთქვა, რომ ვითომ ჯერ გ-------მ დაარტყა დანა და მერე ესროლა მ------მ. კ---------–ები სთხოვდნენ მ------ს სულისთვის ეცა პატივი და დახმარებოდა მათ, რის გამოც მოწმე ერიდება მათთან შეხვედრას და საცხოვრებლად გად---და ბიძასთან. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული მხარის მტკიცება, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა, სიცრუეა და მას იარაღი არასოდეს ჰქონია. დაზარალებულმა მხარემ რამდენჯერმერ სთხოვა ზ.ზ-------–---–ს მიეცა სულ სხვანაირი ჩვენება, რაზეც მოწმემ უარი განუცხადა და ამის გამო დაიწყეს მისი დაშანტაჟება, თითქოსდა იარაღი ეკუთვნოდა ზ.ზ-------–---–ს.
მოწმე ზ----- ზ-------–---–ის 04.10.1997 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნული ჩვენებებისაგან განსხვავებით დაფიქსირებულია შემდეგი გარემოებები: სავაჭრო ცენტრის დარბაზში შესულმა ზ.ზ-------–---–მა და ს.გ---------ემ დაინახეს, თუ როგორ კამათობდნენ და როგორ ექაჩებოდნენ ერთმანეთს ტანსაცმელზე გ.მ-----–---–ი და მ.კ---------–ი, ამ მომენტში მ------ს იარაღი ხელში არ ეჭირა. ზ-----მა და ს------მ მოჩხუბრები გააშველეს, ზ-----მა გაიყვანა მ------, ხოლო ს------მ - გ-------, მათ შორის მანძილი იქნებოდა დაახლოებით 4-5 მეტრი. მ------მ გ-------ს უთხრა, გაჩერდი, თორემ გესვრიო (იარაღი ხელში არ ეჭირა), ამ დროს გ------- მასთან მივიდა და უპასუხა, „თუ არ მესროლო, შენი დედაო“, რა დროსაც მ------ შემობრუნდა, გადადგა 2 ნაბიჯი და ესროლა გ-------ს ფეხების მიმართულებით, რის შემდეგაც მ-----–---–ი წელში მოიხარა, რამდენიმე წამში გასწორდა და მ------ს დაუწყო ხელების დარტყმა გვერდებიდან. მოწმეს არ დაუნახავს, თუ როგორ ამოიღო და გაშალა დანა გ.მ-----–---–მა, დარტყმა გრძელდებოდა დაახლოებით 2-3 წამი, მ------ს ხელი არ გაუნძრევია, შემდეგ კი დაიძახა, დანა დამარტყაო. მოწმის ჩვენებით, მან და მ------მ მარჯვენა ხელი დაუჭირეს გ-------ს, შემდეგ მ------მ გაუშვა, ზ-----მა კი დაინახა, რომ გ-------ს ხელში ეჭირა დანა. ზ-----ი სთხოვდა გ-------ს დანა გადაეგდო, ის კი პასუხობდა, რომ მ------მ გადააგდოს იარაღიო. მოწმის განმარტებით, მან გ-------ს მოატყუა, რომ მ------მ იარაღი გადააგდო, რადგან არ დაუნახავს თუ როდის დაუვარდა ან გადააგდო მ------მ იარაღი. დაახლოებით 5 წამი ეჭირა ზ-----ს გ-------ს დანიანი ხელი, შემდეგ კი იქვე დარბაზში გადააგდებინა დანა და გამოიყვანა გარეთ, იმ მომენტისათვის მ------ და ს------ უკვე გარეთ იყვნენ გასულები. მ------ს თხოვნით, ს------ შებრუნდა დარბაზში და გამოიტანა იარაღი, ჰქონდა თუ არა მჭიდი, მოწმეს არ დაუნახავს. მათთან მივიდა დ----- ო------–---–იც და დაჭრილები მოწმემ წაიყვანა საავადმყოფოში.
მოწმე ზ----- ზ-------–---–ის 25.01.2000 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია დააფიქისრა მოწმემ და დამატებით განმარტა, რომ იარაღის იატაკზე დავარდნის ხმა არ გაუგია, თუმცა იმ მომენტში, როდესაც მ------მ ხელი წაავლო მასთან ერთად გ------- მ-----–---–ს დანიან ხელში, მ------ს იარაღი ხელში არ ჰქონია.
მოწმე ნ----- მ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გამოძიების ეტაპზე, 07.07.1998წ მიცემული ჩვენების სისწორე, რომლის თანახმად: 1997 წლის ოქტომბრამდე იყო გ------- მ-----–---–ის მეუღლე. 1997 წლის 15 აპრილს გ------- მეზობლებთან საქეიფოდ წავიდა მათივე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მე-5 სართულზე. საღამო ხანს გ-------მ ყვავილები მიუტანა მეუღლეს და მიულოცა სიყვარულის დღე, რის შემდეგაც ისევ წავიდა სახლიდან. მალევე უკან დაბრუნდა და შევიდა სამზარეულოსა და საძინებელ ოთახში, იქიდან გამოსულს ნ----- შეხვდა შესასვლელში და არ მოეწონა მეუღლის სახე, ანერვიულებული ჩანდა და ჰკითხა, რა აიღო, რაზეც გ-------მ უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო. მოგვიანებით ეზოდან გაიგო ხმაური, მეზობლისგან კი შეიტყო, რომ მ------ კ---------–სა და გ-------ს უჩხუბიათ. მოწმის ჩვენებით, საავადმყოფოში ნახა დაჭრილი გ-------, რომელსაც ფეხს უხვევდნენ, თუმცა მომხდარზე არ უსაუბრიათ, იმ დროისათვის კი მ------ს უკეთებდნენ ოპერაციას. პალატაში ყოფნისას გ-------მ სთხოვა მოწმეს წასულიყო სახლში და ტელევიზორის უკან არსებული დანის ბუდე (ტყავის ბუდე, რომელიც თავად გ-------ს მიერ იყო შეკერილი) გადაეგდო. მოწმის ჩვენებით, აღნიშნული ბუდით ქამარზე ჰქონდა ხოლმე გ-------ს ჩამოკიდებული დანა, ასევე ჰქონდა სამზარეულოს დანები და დასაკეცი დანა ე.წ. „ლისიჩკა“, ტარზე ციყვის გამოსახულებით. ნ-----მ შეასრულე მეუღლის თხოვნა და დანის ჩასადები ბუდე გადააგდო. მოწმის ჩვენებით, მეუღლესთან დაშორების მიზეზი გახდა ურთიერთობის გაფუჭება, გ------- ხშირად ემუქრებოდა და ნ-----ს რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც. დაშორების შემდეგ, გ-------ს არც ყოფილი მეუღლე და არც შვილი აღარ უნახავს. მოწმის განმარტებით, რომ არ დანგრეოდა ოჯახი, ზ/აღნიშნულ ჩვენებას არ მისცემდა, მაგრამ ახლა მისთვის სულერთია გ.მ-----–---–ის ბედი. მოწმის ჩვენებით, გ-------ს მიერ დანის აღების მომენტი არ დაუნახავს. ჩვენებაში მოწმეს დაფიქსირებული აქვს, რომ მასთან კომუნიკაცია ჰქონდ--- მ------ კ---------–ის მშობლებს და სთხოვდნენ გამოძიებისათვის სიმართლის თქმას. მოწმე ნ.მ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ მეუღლესთან და დედამთილთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, დედამთილი მისი ოჯახში შესვლის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან არ მოსწონდა, რომ „სოფლელი და ღარიბი“ იყო, რაც შეეხება გ-------ს, იგი ხშირად ეჩხუბებოდა ნ-----ს, ემუქრებოდა და ფიზიკურადაც ეხებოდა. მოწმის განმარტებით, სასამართლოში ჩვენების მიცემა მისი გადაწყვეტილებაა და არავის ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფება, არც შურისძიების გრძნობა ამოძრავებს ყოფილი მეუღლის მიმართ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ----- კ---------–ის ჩვენებით, გარდაცვლილი მ------ კ---------–ი მისი შვილია, ასევე იცნობდა მეზობელს გ------- მ-----–---–ს. 1997 წლის 15 აპრილს, საღამოს საათებში, საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნა ჩოჩქოლი, მეზობლისგან კი შეიტყო, რომ მისი შვილი დაჭრილ მდგომარეობაში საავადმყოფოში წაუყვანიათ. კლინიკის მიმღებ განყოფილებაში მოწმეს დახვდა დაჭრილი მ------, ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზეც შვილმა უპასუხა, რომ გ------- მ-----–---–მა დაჭრა და მერე მანაც ამოიღო იარაღი, სხვა არაფერი უთქვამს, ამ საუბარს ესწრებოდა მოწმის მეუღლეც. აღნიშნული საუბრის შემდეგ მ------ შეიყვანეს საოპერაციოდ, თუმცა გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად იგი გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, ინციდენტამდე მ------სა და გ-------ს კონფლიქტი არ ჰქონიათ.
მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები) მ.კ---------–ის, ა.ხ--------ის, დ.ჩ------ის, ჯ.ს-----ს და ნ.მ-----–---–ის ჩვენებები არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას გ.მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან მიმართებაში, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმე, ამასთან ნ.მ-----–---–ის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი გ.მ-----–---–ის მიმართ გამოხატული მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე. ასევე გ.მ-----–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ, პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებად ვერ იქნება მიჩნეული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებებით შეუძლებელია 1997 წლის 15 აპრილს გ.მ-----–---–სა და მ.კ---------–ს შორის მომხდარი კონფლიქტისა და მოვლენების განვითარების რეალური სურათის აღდგენა. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს (დანას, ცეცხლსასროლ იარაღსა და ა.შ), გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მათი მოუძიებლობის გამო, შესაბამისად, შეუძლებელია იმის შეფასებაც კი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანის აღწერილობა (რომელზეც შემდგომში ჩატარებულია ექსპერტიზა) ნამდვილად ემთხვევა თუ არა მოწმეთა, მათ შორის, ნ.მ-----–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას დანასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ს.გ---------ის, ზ.ზ-------–---–ისა და დ.ო------–---–ის საჯაროდ წაკითხულ ჩვენებებს, ისინი თავისი შინაარსით წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან გ------- მ-----–---–ის სავარაუდო კავშირზე, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში გ------- მ-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა კი შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, კერძოდ:
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმეების: ს.გ---------ის, ზ.ზ-------–---–ისა და დ.ო------–---–ის ჩვენებები (მათი გარდაცვალების გამო და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენებები) და უშუალოდ შეეფასებინა მათი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მათ მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა, თუმცა საჯაროდ წაკითხული ჩვენებების შეფასებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ/აღნიშნულ პირთა ჩვენებები არასარწმუნოა და მათი სანდოობა ეჭვქვეშ დგება მოწმეთა არაგულწრფელობის, მათ მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთებისა და სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევს დასახელებული მოწმეების მიერ გამოძიების ეტაპზე, სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიების დაფიქსირება და ჩვენებიდან ჩვენებამდე მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის „დახვეწისა და განვითარების“ ლოგიკური ჯაჭვი. ამასთან, აღსანიშნავია თავად მოწმეთა ჩვენებებში დაფიქსირებული გარემოება სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, დაზარალებული მხარის მიერ მოწმეებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით და არ გამოირიცხება ვარაუდი, რომ სწორედ აღნიშნულის შედეგი შესაძლოა იყოს მოწმეთა მიერ ბოლო ჩვენებებში იმ ვერსიის დაფიქსირება, რამაც საბოლოოდ ასახვა ჰპოვა საბრალდებო დასკვნაში და განაპირობა გ.მ-----–---–ის მიმართ თავდაპირველად საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დამძიმება და გადაკვალიფიცირება სსკ-ის 105-ე მუხლზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ს------ გ---------ის ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებზე, კერძოდ:
· 16.04.1997წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გაიგო მხოლოდ გასროლის ხმა და სავაჭრო დარბაზში შესულს მ------ კ---------–ი და გ------- მ-----–---–ი უკვე დაჭრილები დახვდნენ, შესაბამისად, უარყო, რომ იყო დანაშაულებრივი ფაქტის თვითმხილველი მოწმე;
· 23.07.1997წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გასროლის ხმაზე დარბაზში შესულმა დაინახა, თუ როგორ კამათობდნენ მ.კ---------–ი და გ.მ-----–---–ი, რა დროსაც მ------მ გაისროლა იარაღიდან გ-------ს ფეხების მიმართულებით;
· 08.09.1997წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გასროლის ხმაზე დარბაზში შესულმა დაინახა, თუ როგორ კამათობდნენ მ.კ---------–ი და გ.მ-----–---–ი და როგორ ექაჩებოდნენ ერთმანეთს, მან და ზ.ზ-------–-----–მა განაცალკევეს მოჩხუბრები, შემდეგ ს.გ---------ეს ხელიდან გაუსხლტა გ.მ-----–---–ი და მივიდა მ.კ---------–თან, რომელმაც ფეხებში ესროლა გ.მ-----–---–ს და დაჭრა, აღნიშნულის შემდეგ კი გ.მ-----–---–მა დაუწყო ორივე ხელით დარტყმა მ.კ---------–ს. მოწმის განმარტებითმ მ.კ---------–ს იარაღი ხელიდან გაუვარდა მას შემდეგ, რაც გ.მ-----–---–მა დაუწყო დარტყმა;
· 26.03.1998წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გაშველების შემდეგ, გ.მ-----–---–ი მაინც იწევდა მ.კ---------–ისკენ, თუმცა მოკიდა თუ არა ხელი მ------ს იარაღიან ხელზე, არ იცის. ამავე ჩვენებაში მოწმე ადასტურებს, რომ კ---------–ების ოჯახი მუქარითა და ზეწოლით ცდილობს მისგან სასურველი ჩვენების მიღებას;
· 11.01.2000წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გაშველების შემდეგ გ.მ-----–---–ი იწევდა მ.კ---------–ისკენ, იარაღიან ხელში ჩაარტყა, რასაც მოყვა გასროლა, შემდეგ კი გაიგო ლითონის საგნის, სავარაუდოდ იარაღის ძირს დავარდნის ხმა. ს.გ---------ის განმარტებით, მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ათამდე ახსნა-განმარტებიდან და ჩვენებიდან, ყველაზე სწორი არის ბოლო ჩვენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე დ----- ო------–---–ის ჩვენებებში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან გარემოებებს, კერძოდ:
· 16.04.1997წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გზად საავადმყოფოსკენ, მანქანით მგზავრობისას, მ------ კ---------–მა უთხრა, რომ მას და გ------- მ-----–---–ს მოუვიდ--- ჩხუბი, რა დროსაც მ------მ იარაღით დაჭრა გია ფეხში, ხოლო გიამ დანა დაარტყა;
· 14.08.1998წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ მ.კ---------–ის მშობლები ითხოვდნენ ზ.ზ-------–---–ისაგან, რომ მიეთითებინა დანის გადაგდების კონკრეტული ადგილი, თუმცა ზ.ზ-------–---–მა კატეგორიულად დაადასტურა, რომ მან გ.მ-----–---–ს დანა გადააგდებინა იქვე დარბაზში (აღსანიშნავია, რომ ზ.ზ-------–---–ის აღნიშნული განმარტება დანის დარბაზში დაგდებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაშია შემთხვევის ადგილის დ---ვალიერების ოქმსა და ბრალდების მხარის ვერსიასთან, რომლის თანახმადაც, დანაშაულის იარაღი - დანა აღმოჩენილია დარბაზს გარეთ);
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ზ----- ზ-------–---–ის ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებზე, კერძოდ:
· 5.05.1997წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ სავაჭრო ცენტრის დარბაზთან მიახლოვებისას, მას და ს.გ---------ეს მოესმათ გ.მ-----–---–ისა და მ.კ---------–ის საუბარი, რა დროსაც მ------მ გაისროლა, გ-------ს აღმოხდა არაადამიანური ხმა და მ------ს დაუწყო მუშტების დარტყმა მუცელში. მოწმემ დანიანი ხელი დაუჭირა გ.მ-----–---–ს და დანა გადააგდებინა.
· 22.07.1997წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ ს,გ---------ესთან ერთად გაიგო გასროლის ხმა, შემდეგ კი ხმამაღალი საუბარი, სავაჭრო ცენტრის დარბაზში შესულებმა კი დაინახეს ერთმანეთის პირისპირ მდგომი გ.მ-----–---–ი და მ.კ---------–ი როგორ კამათობდნენ. გ-------ს ნათქვამზე, „ვინც არ მესროლოს, იმის დედაო“, მ------მ გაისროლა გ-------ს ფეხების მიმართულებით, გ-------მ დაიღრიალა და წელში მოიხარა, შემდეგ კი წამოდგა და დაუწყო ხელების დარტყმა მ------ს. მოწმე შეეცადა მათ გაშველებას, დანიანი ხელი დაუჭირა გ.მ-----–---–ს და დანა გადააგდებინა, თუმცა არ ახსოვს დარბაზში დავარდა დანა თუ დარბაზის ფანჯრიდან გარეთ გადავარდა. მოწმის განმარტებით, დანა იყო ე.წ. „ლისიჩკა“.
· 03.04.1998წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ მ------ს იარაღი გ-------ს ტანის ან თავის მიმართულებით არ დაუმიზნებია და გაისროლა დაბლა იატაკის მიმართულებით, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ხელი მთლიანად დაშვებული არ ჰქონია და რაღაც მიმართულებით იყო გაშვერილი გ.მ-----–---–ისაკენ. მოწმის განმარტებით, კ---------–ების ოჯახის მხრიდან იყო თხოვნა, რომ მიეცა სხვაგვარი ჩვენება, კერძოდ, ეთქვა, რომ თითქოს ჯერ გ-------მ დაარტყა დანა მ------ს და შემდეგ ამ უკანასკნელმა ესროლა გ.მ-----–---–ს. ვინაიდან მოწმემ უარი განაცხადა ცრუ ჩვენების მიცემაზე, კ---------–ების ოჯახმა დაიწყეს მისი დაშანტაჟება, თითქოსდა იარაღი, რომლითაც დაიჭრა გ.მ-----–---–ი ეკუთვნოდა არა მ.კ---------–ს, არამედ ზ.ზ-------–---–ს.
· 04.10.1998წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ გაშველების შემდეგ, გ.მ-----–---–სა და მ.კ---------–ს შორის მანძილი იყო დაახლოებით 4-5 მეტრი, რა დროსაც გ.მ-----–---–ი წავიდა მ------სკენ და მ------მ ესროლა გ-------ს ფეხების მიმართულებით, აღნიშნულის შემდეგ კი გ-------მ დაუწყო ხელების დარტყმა მ------ს. მოწმემ დანიანი ხელი დაუჭირა გ-------ს და შემდეგ იქვე, დარბაზში გადააგდებინა დანა.
· 25.01.2000წ ჩვენებაში მოწმემ განმარტა, რომ იარაღის იატაკზე დავარდნის ხმა არ გაუგია, თუმცა იმ მომენტში, როდესაც მ------მ მასთან ერთად ხელი წაავლო გ-------ს დანიან ხელში, მ------ს იარაღი ხელში არ ჰქონია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ/აღნიშნული მოწმეების საბოლოო ჩვენებების საფუძველზე ჩამოყალიბებული, საბრალდებო დასკვნაში ასახული ვერსია, რომ გ------- მ-----–---–ის მიერ მ------ კ---------–ისათვის იარაღიან ხელში ხელის ჩარტყმასა და იარაღის იატაკზე დავარდნას მოჰყვა იარაღიდან ტყვიის გასროლა და გ.მ-----–---–ის დაჭრა, წინააღმდეგობაშია სასამართლო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, პისტოლეტის დავარდნისას მოხდენილი უნებლიე გასროლით შეუძლებელია გ.მ-----–---–ის ფეხსაცმელზე არსებული დაზიანების (რომელიც აღწერილია ექსპერტიზის N7---- დასკვნაში) მიყენება.
ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიღებულია ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის უფლება არაა უზრუნველყოფილი. ზოგიერთ გარემოებაში შეიძლება საეჭვო გახდეს გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებზე მითითება მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია პირის ჩვენებებზე, რომლის უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, რაც მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები და ეჭვი შეეტანა მათ სანდოობაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმეების: ს.გ---------ის, ზ.ზ-------–---–ისა და დ.ო------–---–ის ჩვენებები და უშუალოდ შეეფასებინა მათი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მათ მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (inter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.
ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).
1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.
2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).
3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).
საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferrantelli and Santangelo v. Italy), განაცხადი no. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).
საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).
საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშნვები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.
მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).
ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).
რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).
საქმეზე ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმცხადებლების წინააღმდეგ საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოძიების დროს დეპონირებული ჩვენება. დაზარალებულის გარდაცვალების გამო, ბრალდებულებს არ შეეძლოთ მისი სასამართლო განხილვის დროს დაკითხვა. ამასთან, დაზარალებული იყო რეგისტრირებული ალკოჰოლიკი, განმცხადებლების მიერ მასზე სავარაუდო თავდასხმის დროს ის ნასვამი იყო და თავად მისივე ჩვენების თანახმად, „ბუნდოვნად“ ახსოვდა თავდასხმის დეტალები (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება).
ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი განმცხადებლების ბრალდებისთვის, ყურადღება მიაქცია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდება ემყარებოდა დაზარალებულის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რიგ სხვა არსებით მტკიცებულებებზე მიუთითა (Ibid . § 141). თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპულმა სასამართლომ მთავარი აქცენტი გადაიტანა საპროცესო გარანტიებზე და მათ გამოყენებაზე, ვინაიდან, თუნდაც მტკიცებულება გადამწყვეტი ყოფილიყო მსჯავრდებისთვის, ეს თავისთავად მე-6 მუხლს არ დაარღვევდა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ მის გამოქვეყნებამდე; დეტალური დასაბუთებით გაამყარა თავისი უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; მოსამართლემ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობა და მისცა მითითება, ყურადღებით მოკიდებოდნენ ინფორმაციას; აუხსნა, თუ როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება იმის გამო, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ბრალდებულებს შეეძლოთ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა, მათ ეცნობათ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული დეტალები და შეეძლოთ ჩვენების უტყუარობაზე დავა დაზარალებულის ალკოჰოლიზმსა და „ბუნდოვან“ მეხსიერებაზე მითითებით. საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების გამოყენებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ სამართლიანად და ჯეროვნად შეეფასებინათ დაზარალებულის ჩვენება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid . §§ 142-143).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების: ს.გ---------ის, დ.ო------–---–ისა და ზ.ზ-------–---–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მათი გარდაცვალების გამო), მათი გამოძიებაში მიცემული ჩვენებები საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ მათ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა გ------- მ-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში, ამასთან მოწმეთა ჩვენებების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების და მათივე განმარტებით, დაზარალებული მხარის მიერ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის გამო.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის გარდაცვლილი მოწმეების ჩვენებების სანდოობა ეჭვქვეშ დგება მათი არაგულწრფელობის, მათ მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთებისა და თუ მათზე განხორციელებული სავარაუდო ზემოქმედების გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი სს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები - 1997 წლის 15 აპრილს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა და კონფლიქტის დეტალები და შესაბამისად, ვერ იქნა გაბათილებული ვერსია, რომ განსასჯელი გ------- მ-----–---–ი (რომელსაც ასევე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სხეულის დაზიანება) იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შესაბამისად უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული გ------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც გ------- მ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- მ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ------- მ-----–---–ის მიმართ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ------- მ-----–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი კასეტა (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია