განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100119003245769
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4937-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

სტაჟიორ-პროკურორი: ვ------- ხ------–---–ი

ადვოკატი: ლ---- ჯ------ე

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული:--------- გ--–--ე

მამის სახელი:---------

დაბადების თარიღი:-----------–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი:------------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-----–--–------–-------------------------------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი:-----------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- გ--–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი:--------- გ--–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------–-–------------- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენებით ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ------- გ--–--ე აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------- N------------- გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 2019 წლის 25 სექტემბერს, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გ------- გ--–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული. გ------- გ--–--ემ თ---–--------–------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, საერთო წონით - 62,77 გრამს, რაც 2019 წლის 25 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. გ------- გ--–--ე თ---–--–------–------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნედლ მარიხუანას წონით - 186,73 გრამს, რაც 2019 წლის 25 სექტემბერს პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, გ------- გ--–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- გ--–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.

 

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №--------------- გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გ------- გ--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 05-10-15 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- გ--–--ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად.

გ------- გ--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7.000(შვიდიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში (2019 წლის 25 სექტემბრიდან 2019 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით) ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 2.000(ორიათასი) ლარით და საბოლოოდ, გ------- გ--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- გ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს.

გ------- გ--–--ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- გ--–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - გ------- გ--–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე