გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
080210118002359349
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002359349

საქმე#2/950-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია

 

მოსარჩელეები - 1. სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’

2. სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალი,3. შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–’’

წარმომადგენელი - ფ------ ს-----ე

 

მოპასუხეები - 1. სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’ (უფლებამოსილი წარმომადგენლები-ბ---–---- ბ--–---, ა-–- ლ------ ბ--–---, თ------- ე---)

2. სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’-ის ფილიალი საქართველოში

 

წარმომადგენელი- ა-–- ლ------ ბ--–---

თარჯიმანი - მ----- ბ-------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს რიცხული დავალიანების 557674,74 (30420 ევროს ექვივალენტი ლარში -99342,59 ლარი + 71057,65 ლარი + 135000 აშშ დოლარის -ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში -387274,5 ლარი) ლარის გადახდა. კერძოდ: შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–ის’’ სასარგებლოდ 135000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - 387274,5 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეების სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის და სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალის სასარგებლოდ 170400,24 ლარის (ნასყიდობის საგნის ღირებულების 30420 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში- 99342,59 ლარის) და იჯარის თანხის 71057,65 ლარის გადახდა.

(ბოლო დაზუსტებული მოთხოვნა, ტომი 2, ს/ფ 7-10).

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 27 ოქტომბერს სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილაილსა და სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’-ის ფილიალს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ასფალტის ქარხანა დანადგარი (ASFALT plenty), ბრენდი: ბერნარდი, მოდელი AMGF6N-011, ტიპი 565, წარმოების წელი 01-98, KOMM:199 C, მდებარე ქ. ქუთაისი, ა------–-----–-- ქ. #---. დანადგარის გასაყიდ ფასია 177000 ევრო(ინვოისი გამოწერილ იქნა გამყიდველის მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს და ამ დროისათვის თანხა ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 569444,40 ლარს). 2017 წლის 01 დეკემბერს გამყიდველმა მყიდველს გადასცა ნასყიდობის საგანი შესაბამისი აქტით.

მყიდველს ინვოისის ხელმოწერის დღესვე უნდა გადაეხადა 10000 ევროს ექვივალენტი ლარში, ხოლო დარჩენილ თანხას გადაიხდიდა ნასყიდობის საგნის დემონტაჟისა და ტრანსპორტირების დაწყებისას. დემონტაჟის თარიღად განსაზღვრულ იქნა 2018 წლის 10 იანვარი.

 

მოპასუხემ დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ნასყიდობის თანხა არც მითითებულ ვადაში და ვალდებულება არაა შესრულებული დღესაც. მის მიერ გადმორიცხულია მხოლოდ 10000 ევრო=27000ლარი ეროვნულ ვალუტაში 2017 წლის 01 დეკემბერს, 5000 ლარი (1560 ევრო) 2017 წლის 05 დეკემბერს, ხოლო 25000 აშშ დოლარი (64809 ლარი) ჩარიცხულ იქნა შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–’’-ის ანგარიშზე. შესაბამისად მოპასუხის მიერ ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ. ამასთან, ასფალტის ქარხნის დემონტაჟი კიდევ არ განხორციელებულა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოპასუხის არაერთი გაფრთხილებისა.

 

გარდა ამისა, ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ასფალტის ქარხანა მოსარჩელეს (გამყიდველს) აღებული აქვს იჯარით და იხდის საიჯარო ქირას, რის გამოც კუთვნილი ტექნიკა განთავსებული აქვთ სხვა მისამართზე, სადაც ასევე იხდიან ქირის თანხას. ეს ტექნიკა კი ესაჭიროებათ სწორედ ასფალტის ქარხნის მდებარეობის ადგილზე. რაც ძალზე მძიმე მდგომარეობაში აგდებს მოსარჩელეს. საერთო ჯამში გადახდილი არის იჯარის თანხა 13500 აშშ დოლარი=33454,50 ლარი.

 

2017 წლის 27 ოქტომბერს სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალს, შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–’’-ს და სს ,,ბ--–--- ა------ ვე ასფალტ ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’-ის ფილიალს შორის დაიდო ვალის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნასყიდობის თანხიდან 160000 აშშ დოლარი, რომელიც შეადგენდა 135020 ევროს, უნდა ჩარიცხვოდა შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–ს’’, რომელსაც ჩაერიცხა 25000 აშშ დოლარი (64809 ლარი) 2018 წლის 03 იანვარს, მას შემდეგ მოპასუხე მხარეს თანხა აღარ გადაურიცხავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ბოლო დაზუსტებულ მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მას გადახდილი აქვს თანხები გამყიდველისათვის, ხოლო დარჩენილ თანხას გადაიხდიდა ასფალტის ქარხნის დემონტაჟის შემდეგ, რადგან ხელშეკრულებით დემონტაჟის თარიღი არ იყო განსაზღვრული. მართალია, 2017 წლის 30 ნოემბერს შედგა ოქმი, მაგრამ ქარხანა ფაქტობრივი ფლობით გადმოცემული არ ყოფილა. რის გამოც არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე არ ეთანხმება მის მიერ არც იჯარის თანხის დაკისრებას, რადგან მოსარჩელეს ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული აქვს თავისივე ტექნიკა (იხ. ტომი 2, ს/ ფ 77).

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღიარა ვალდებულება ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელეთათვის ნასყიდობის საგნის თანხის გადახდის ნაწილში, ხოლო უარი განაცხადა მისთვის იჯარის თანხის გადახდის დაკისრებაზე.

 

მიუხედავად სასამართლოს და მხარეთა მცდელობისა, მათ შორის მორიგება ვერ შედგა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს სს,, ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილაილსა და სს ,,ბ--–--- ა------ ვე ასფალტ ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’-ის ფილიალს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ასფალტის ქარხანა დანადგარი (ASFALT plenty), ბრენდი: ბერნარდი, მოდელი AMGF6N-011, ტიპი 565, წარმოების წელი 01-98, KOMM:199 C, მდებარე ქ. ქუთაისი, ა------–-----–-- ქ. #---. დანადგარის გასაყიდ ფასია 177000 ევრო(ინვოისი გამოწერილ იქნა გამყიდველის მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს და ამ დროისათვის თანხა ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 569444,40 ლარს).

2017 წლის 01 დეკემბერს გამყიდველმა მყიდველს გადასცა ნასყიდობის საგანი შესაბამისი აქტით (ოქმით).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. ტომი 1, ს/ფ 19-22 ).

-ოქმი (ს/ფ 23-24)

 

3.1.2. სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალი, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2015 წლის 01 მაისიდან, რომლის დამფუძნებელია სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’, თურქეთი (31.01.2013.). კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ა------ში, ჩ------ს რაიონში. დამფუძნებელია ტ------- ს------ ქ---–-.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ ტომი 1, ს/ფ 33-34 ),-სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება (ს/ფ ტომი 1,ს/ფ 197 ).

-ამონაწერი ანკარის სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ ტომი 1,ს/ფ 201 ).

-კომპანიის წესდება ( ტომი 1,ს/ფ 229-233 ).

 

3.1.3. ,,ბ--–--- ა------ ვე ასფალტ ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------ის ფილიალი საქართველოში, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 20/06/2014წლიდან, რომლის დამფუძნებელია სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------ი’’, თურქეთი. ფილიალის დირექტორად დანიშნულია ბ---–---- ბ--–--- და ა-–- ლ------ ბ--–---, რომელთაც საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინონ საზოგადოება ინდივიდუალურად (ცალ-ცალკე).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტომი 1 ს/ფ 31-32),- სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება, ოქმი (ტომი 2, ს/ფ 47-50)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეს ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შესაბამისი სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საქონლის ფასის მითითებით 569444,40 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-სასაქონლო ზედნადები (ტომი 1, ს/ფ 26 ),-საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ტომი 1 ს/ფ 27)

 

3.2.2. მყიდველმა ინვოისის ხელმოწერის დღესვე გადაიხადა 10000 ევროს ექვივალენტი ლარში, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის, ასფალტის ქარხნის, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების დაწყებისას. დემონტაჟის თარიღად განსაზღვრულ იქნა 2018 წლის 10 იანვარი.

 

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა და შეხსენებისა, მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 27 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, დღემდე არ გადაუხდია ნასყიდობის თანხა სრულად და არ მოუხდენია გადაცემული საგნის დემონტაჟი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-სატელეფონო აქტები (ტომი 1, ს/ფ 42 -43 ),-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

-შეტყობინებები(წერილები) ( ტომი 1, ს/ფ 35)

 

3.2.3. 2015 წლის 26 აგვისტოს სს ,,ს-- უ-–-----– ვ-------------ის’’ ფილიალს და ა---- გ---ს და მ------ ქ-----------–--ს მინდობილ პირს მ---- ს-----ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა დროებით სარგებლობაში შემდეგი ქონება: მდებარე ქ.ქუთაისი, ა------–-----–-- ქ. #---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 16390 კვ.მ, ს/კ #0-----------. 16390 კვ.მ-დან 12022 კვ.მ, შემდგომში ,,ქონება’’. მოიჯარე გამოიყენებდა მიწის ნაკვეთს მხოლოდ ასფალტის ქარხნისთვის, მიწის სხვა დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა მიეღო მეიჯარის წერილობითი თანხმობა.

საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარი 2015 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო ამ ვადის შემდეგ 2017 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით გაიზრდებოდა 10%-ით. ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.

ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 3 წელი 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იჯარის ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ 115-117).

 

3.2.4. 2017 წლის 27 ოქტომბერს სს ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------ის’’ ფილიალსა და შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–ს’’ შორის გაფორმდა ვალის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ასფალტის ქარხნის ღირებულებიდან 160000 აშშ დოლარი (ინვოისის გამოწერის დღისათვის 135020 ევრო) მოპასუხის მიერ უნდა ჩარიცხვოდა შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–ს’’, რომელსაც ჩაერიცხა მხოლოდ 25000 აშშ დოლარი (ეროვნულ ვალუტაში 64809 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 27.10.2017წ. ვალის დათმობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს/ფ 20-21 ).

-მხარეთა განმარტება.

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის სს ,,ს-- უ-–-----– ვ-------------ის’’ ფილიალის მიერ მეიჯარისათვის გადახდილ იქნა საიჯარო ქირა 66872,65 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საგადასახადო დავალებები ( ტომი 1, ს/ფ 146-150 ; ტომი 2, ს/ფ 51-58 )

 

3.3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.3.2. ვინაიდან მოპასუხე მხარემ აღიარა თანხის გადახდის ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეუძლია სასამართლომ დაუდოს საფუძვლად თავის გადაწყვეტილებას.

 

3.3.3. რაც შეეხება მოსარჩელის სს ,,ს-- უ-–-----– ვ-------------ის’’ და მისი ფილიალის მოთხოვნას, მის მიერ ზედმეტად გაწეული ხარჯის გადახდის თაობაზე, დადგენილია, რომ იჯარის თანხის გადახდას მხარე ახდენდა მეიჯარისათვის იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე, მხოლოდ ასფალტის ქარხნის განლაგების გამო.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის აპელირებას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისთვის მოსარჩელის მიერ ზედმეტად გაწეული ხარჯის, იჯარის თანხის, დაკისრების უსაფუძვლობაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს ამ ნაკვეთზე განლაგებული აქვს სხვა ტექნიკაც. ვინაიდან, მისი განმარტება არაა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე (მოიჯარე) იხდიდა იჯარის თანხას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული იყო მხოლოდ ასფალტის ქარხანა და რომლის დემონტაჟი არ მომხდარა მოპასუხე მხარის მიერ, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა, ვადისა და გამყიდველის არაერთგზის მოთხოვნისა, მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მხარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული თანხა და მოეხდინა ნასყიდობის საგნის დემონტაჟი. ვინაიდან მან არ შეასრულა ვალდებულება, მოსარჩელეს მოუხდა სწორედ ზედმეტი ხარჯის გაწევა, ქირის სახით, ამ პერიოდის განმავლობაში.

 

აღნიშნული კი ადასტურებს მოიჯარის მიერ იჯარის თანხის გადახდის ფაქტს და შესაბამისად ზედმეტი ხარჯის გაწევას მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 316-ე, 361-ე, 394-395-ე, მე-400, 408-ე, 411-ე, 412-ე, 427-ე, 581-ე მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალსა და სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’-ის ფილიალი საქართველოში წერილობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 27 ოქტომბერს, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალმა იკისრა ვალდებულება ასფალტის ქარხანა-დანადგარი გადაეცა მყიდველისათვის სახელშეკრულებო ღირებულების აშშ დოლარის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ეკისრებოდა ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებისა და ასფალტის ქარხნის დემონტაჟის ვალდებულება 2018 წლის იანვრამდე.

 

6.2. 2017 წლის 27 ოქტომბერს სს ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------ის’’ ფილიალსა და შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–ს’’ შორის გაფორმდა ვალის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ასფალტის ქარხნის ღირებულებიდან 16000 აშშ დოლარი (ინვოისის გამოწერის დღისათვის 135020 ევრო) მოპასუხის მიერ უნდა ჩარიცხვოდა შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–ს’’, რომელსაც ჩაერიცხა მხოლოდ 25000 აშშ დოლარი (ეროვნულ ვალუტაში 64809 ლარი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში, მოსარჩელეთათვის არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური და არც ნასყიდობის საგნის დემონტაჟი მოუხდენია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე მხარის წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით და კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.

 

იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-ე-606 მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------ის’’ ფილიალს ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოეშვა, ა---- გ---ს და მ------ ქ-----------–--ს მინდობილ პირს მ---- ს-----ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა დროებით სარგებლობაში შემდეგი ქონება: მდებარე ქ.ქუთაისი, ა------–-----–-- ქ. #---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი-თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 16390 კვ.მ, ს/კ #0-----------. 16390 კვ.მ-დან 12022 კვ.მ, შემდგომში ,,ქონება’’. მოიჯარე გამოიყენებდა მიწის ნაკვეთს მხოლოდ ასფალტის ქარხნისთვის, მიწის სხვა დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა მიეღო მეიჯარის წერილობითი თანხმობა.

საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარით 2015 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო ამ ვადის შემდეგ 2017 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით გაიზრდებოდა 10%-ით. ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 3 წელი 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მხარეებს შორის 2017 წლის 30 ოქტომბერს.

 

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის №ას-167-163-2016 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია. ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების ფუნქციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან სწორედ ის გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე“.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულების მიუხედავად (ასფალტის ქარხნის გადაცემა) მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მოხდა ტერიტორიაზე მისი დატოვება და არ მომხდარა მისი დემონტაჟი და გატანა, შესაბამისად, სავარაუდო ზიანი მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო მოპასუხისათვის (მყიდველისათვის), რადგან იგი ხელშეკრულების დამრღვევი მხარის, თავად მოპასუხის უმოქმედობის პირდაპირი შედეგი იყო.

 

სსკ-ის 411-ე მუხლი აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ .Nას-630-593-2012, 11.06.2012; №ას-459-438-2015, 7.10.2015; №ას-70-66-2017; ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები).

 

6.5. სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------ის’’ ფილიალის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ მას მიაყენა ზიანი, რადგან ზედმეტად იხდიდა იჯარის თანხას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მოპასუხის მიერ შესყიდული ასფალტის ქარხანა იყო განლაგებული და რომლის დროული დემონტაჟი და გატანა არ მოახდინა მოპასუხემ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, აცნობიერებდა რა მისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს და შედეგს. შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებას და არსებულ შედეგს შორის. მისი, როგორც მოვალის ქმედება(უმოქმედობა) არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

მიუთითებს მასზე, რომ მოსარჩელე სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალის მიერ მოხდა ზედმეტად გარჯის გაწევა, რადგან მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდია სრულად და არ მოუხდენია ნასყიდობის საგნის დემონტაჟის.

 

მოპასუხე მხარემ აღიარა რა თანხის გადახდის ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად კი, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება(აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს არ აქვს სრულად შესრულებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას მოსარჩელეთათვის მთლიანად გადასახდელი აქვს თანხა 557674,74 ლარი, კერძოდ: შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–’’-ის სასარგებლოდ 135 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარი = 387 274,5 ლარი); ხოლო მოსარჩელე სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის და სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალის სასარგებლოდ 170400.24 ლარი (ნასყიდობის საგნის ღირებულების 30420 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში -99342.59 ლარი).

 

ამასთან მოსარჩელე სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალმა გასწია ზედმეტი ხარჯი გაყიდული ნივთის განლაგებისათვის იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სადავო იჯარის თანხის 71057,65 ლარის გადახდა მოსარჩელის სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------ის’’ და მისი ფილიალის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

გა ნსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახბაჟის 50 ლარის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ბ--–--- ა------ ვე ასფალტ ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------ის ფილია-–- საქართველოში(ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე -1. KAVASAKI 92ZV – 2, სახელმწიფო ნომრით A-----; 2. MITSUBISHI 200, სახელმწიფო ნომრით C------; 3. BMW 528 I სახელმწიფო ნომრით C------; 4. MAN TGS 33.400 სახელმწიფო ნომრით B------; 5. MAN TGS 41.400, სახელმწიფო ნომრით B------; და მის საბანკო ანგარიშებზე საქართველოში მოქმედ ლიცენზირებულ ყველა ბანკში 100000 ლარის ფარგლებში - ყადაღის დადების შესახებ, - უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244,248-250, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის, სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალის და შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–’’-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხეებს - სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------ს’’ და სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------’’-ის ფილიალს საქართველოში მოსარჩელის შპს ,,ბ---- ბ-----–-----------–’’-ის სასარგებლოდ დაეკისროთ 135 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში = 387274,5 ლარი) გადახდა;

 

1.2. მოპასუხეებს - სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვე თიჯერეთ ა------ შ-------ს’’ და სს ,,ბ--–--- ა------ ვ--------–-- ფ-------–--- ს---- ვე თიჯერეთ ა------ შ-------’’-ის ფილიალს მოსარჩელეთა სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის და სს ,,ს-- უ-–-----– ი-–---- ვ-------------’’-ის ფილიალის სასარგებლოდ დაეკისროთ 170400.24 ლარის (ნასყიდობის საგნის ღირებულების 30420 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში -99342.59 ლარის და იჯარის თანხის 71057.65 ლარის) გადახდა;

 

2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინების საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ბ--–--- ა------ ვე ასფალტ ფ-------–--- ს---- ვ------------- ა------ შ-------ის ფილიალი საქართველოში(ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე -1. KAVASAKI 92ZV – 2, სახელმწიფო ნომრით A-----; 2. MITSUBISHI 200, სახელმწიფო ნომრით C------; 3. BMW 528 I სახელმწიფო ნომრით C------; 4. MAN TGS 33.400 სახელმწიფო ნომრით B------; 5. MAN TGS 41.400, სახელმწიფო ნომრით B------; და მის საბანკო ანგარიშებზე საქართველოში მოქმედ ლიცენზირებულ ყველა ბანკში 100000 ლარის ფარგლებში - ყადაღის დადების შესახებ, - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩეს უცვლელად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე