განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100119003281452
N1/295-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
23 დეკემბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი- ლ--–-------–-–---–ი
ბრალდებული: რ----- ო---------ი
მამის სახელი: მ-------------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა 33-ე ქ. N7
მცხოვრები: ქ. თბილისი, კ--------–------–--–-----------–---, კორპ. N2, ბინა N9
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილი - საფლავის ძეგლის და მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 07 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, შურისძიების მოტივით, რ----- ო---------მა, ჩაქუჩის გამოყენებით დააზიანა და გაანადგურა ხ-------–-----------ისა და ს-------–-----------ის საფლავზე არსებული საფლავის ძეგლები, ხოლო შემდგომ კუთვნილი „CZ 858 TATICAL - 2P“ მოდელის, სანადირო დანიშნულების კარაბინიდან გასროლით დააზიანა და გაანადგურა ხ-------–-----------ისა და ს-------–-----------ის საფლავის მიწისზედა ნაგებობის სახურავი, რითაც ჯამში 2953 ლარისა და 95 თეთრის მატერიალური ზიანი ზიანი გამოიწვია
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ჩხრეკის ოქმით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- ო---------მა ჩაიდინა საფლავის ძეგლის და მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ რ----- ო---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
5. რ----- ო---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ რ----- ო---------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
8. რ----- ო---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.
9. რ----- ო---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
10. ნივთიერი მტკიცებულებები - ორი ცალი გაუსროლელი ვაზნა, „CZ 858 TACTICAL - 2P“ მოდელის, სანადირო დანიშნულების კარაბინი NB------, ცარიელი მჭიდი და ჩაქუჩი, რაც ინახება შსს თე-–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.
11. რ----- ო---------ის სპორტული შარვალი, რაც ინახება შსს თე-–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
12. ერთი ცალი ცარიელი კოლოფი, ნამწვი, თერთმეტი ცალი გასროლილი მასრა, ანაწმენდები, რ----- ო---------ის ხელებიდან აღებული ანაწმენდები, რ----- ო---------ის ნერწყვის ნიმუში, კარაბინიდან, მასრებიდან და ვაზნენიდან აღებული ამაწმენდები, რაც ინახება შსს თე-–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური