გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
130210019003149113
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003149113

2-690-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელეები ზ-----------–---–--------–--–---–-

მოპასუხეები გ--–-------–---–-------–-------------------------------------

წარმომადგენელი გიორგი ახალკაცი

დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს: 1. 1 000 ლარად ღირებული,,ტოშიბას“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი; 2. 900 ლარად ღირებული ,,ვესტელის“ ფირმის ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა; 3. 400 ლარად ღირებული ,,ელჯის“ ფირმის შავი ტელევიზორი; 4. 100 ლარად ღირებული შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა; 5. 500 ლარად ღირებული 1 კომპლექტი ჭრელი, ნაჭრის სამეული; 6. 500 ლარად ღირებული 1 კომპლექტი ჭრელი ნაჭრის სამეული ხის სახელურებით; 7. 900 ლარად ღირებული 1 კომპლექტი ყავისფერი ,,კედელი“;

სარჩელის მიხედვით, ზ-----------–---–-------------–-------–---–-----ვის სააქციო საზოგადოება ,,-----------ნკის“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა გ--–- ნ----–---–ის საკუთრებად მიიჩნია. მოსარჩელეთა განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მათ ეკუთვნით, - ,,კედელი“, ჭრელი ფერის სამეული ხის სახელურებით, ი----–--–---–-ს მზითევია - მშობლებმა აჩუქეს, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, მისი მაგიდა და ჭრელი სამეული, ზ-----------–---–-ს ნაყიდია, მას ეკუთვნის;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ--–- ნ----–---–-ა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა;

2.2. სს ,,-----------ნკმა" სარჩელი არ ცნო;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. გ--–-------–---–-------ს, სააქციო საზოგადოება ,,-----------ნკის“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2019 წლის 16 ივლისს, აღწერა და ყადაღა დაადო ქ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს--–------–- მდებარე ქონებას - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 16 ივლისის აქტი (ს.ფ. 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.2. მოსარჩელეები ცოლ-ქმარია. გე-–-------–---–---------------–---–-ს მამაა.

სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეთა განმარტებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მათი საკუთრებაა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, - ყადაღისაგან გათავისუფლდეს: 1. 1 000 ლარად ღირებული,,ტოშიბას“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი; 2. 900 ლარად ღირებული ,,ვესტელის“ ფირმის ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა; 3. 400 ლარად ღირებული ,,ელჯის“ ფირმის შავი ტელევიზორი; 4. 100 ლარად ღირებული შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა; 5. 500 ლარად ღირებული 1 კომპლექტი ჭრელი, ნაჭრის სამეული; 6. 500 ლარად ღირებული 1 კომპლექტი ჭრელი ნაჭრის სამეული ხის სახელურებით; 7. 900 ლარად ღირებული 1 კომპლექტი ყავისფერი ,,კედელი“, რადგან დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთები მოსარჩელეთა საკუთრებაა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან.

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

6.4. 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ნივთები მათი საკუთრებაა, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ზ-----------–---–-ს მიერ სესხის აღების დამადასტურებელი ამონაწერი ანგარიშიდან და მოწმეთა ჩვენებები.

ი----–--–---–-ს მშობლებმა ო--------–--–---–-------------------------ა, საქმის განხილვისას, დაადასტურეს, რომ ,,კედელი“ და ხის სახელურებიანი, ჭრელი სამეული მათ აჩუქეს მოსარჩელეს.

მოწმეებმა მ---------–----ძემ, დ--–-----------–---–-ა ასევე დაადასტურეს მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება სადავო ნივთების კუთვნილების შესახებ. მ---------–----ძემ უჩვენა, რომ სარჩელში აღწერილი ნივთები ერთად მიიტანეს მან და ზ----- ნ----–---–-ა სახლში - სოფელ ს--–------–- - მოსარჩელეს მიეხმარა ტრანსპორტირებაში.

მოწმეთა ჩვენებების და მოსარჩელეების ახსნა-განმარტებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ისინი ერთნაირად აღწერენ ნივთებს, რომლებზეც მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათი საკუთრებაა, მიუთითებენ დროს, როდესაც ნივთები სახლში მიიტანეს მოსარჩელეებმა.

სასამართლო, მხედველობაში იღებს, ასევე, ზ-----------–---–-ს ნათესავის დ--–ი მ--------–---–ის ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ სახლში, სადაც სადავო ნივთები აწყვია, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსარჩელეები ცხოვრობენ და გ--–- ნ----–---–ი, იშვიათად იმყოფება, ფაქტობრივად, არ ცხოვრობს ამ სახლში.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დაყადაღებული ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილება, ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარედგინა მან კი ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მხოლოდ მითითება, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის, არ არის საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, როგორც იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის Nას-1652-2018 განჩინებაშია აღნიშნული. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოწმე აღნიშნავენ, რომ სახლში, სადაც ნივთები აღწერეს და დააყადაღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსარჩელეები ცხოვრობენ.

მოპასუხის მხოლოდ განმარტება, რაც არაფრითაა დადასტურებული და რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, იმ გარემოებით, რომ დაყადაღებული ნივთები შესანახად გ--–- ნ----–---–ს ჩააბარა აღმასრულებელმა, არ დასტურდება სადავო ნივთების მისადმი კუთვნილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (ს.ფ.33) სარჩელზე და 50 (ორმოცდაათი) ლარი - სარჩელის უზრუნველყოფაზე. ასევე- 15 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ, არ ცნო რა სარჩელი. მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ საქმეზე მიღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, შეჩერდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი, 2019 წლის 16 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია.

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 16 ივლისს, ქ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს--–------–- შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმში მითითებული აქტში აღნიშნული ნივთები: 1. ,,ტოშიბას“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი; 2. ,,ვესტელის“ ფირმის ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა; 3. ,,ელჯის“ ფირმის შავი ტელევიზორი; 4. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა; 5. ჭრელი ნაჭრის სამეული; 6. ჭრელი ნაჭრის სამეული ხის სახელურებით; 7. ყავისფერი ,,კედელი“ - მისაღები ოთახის ავეჯი - 1 კომპლექტი;

2. მოპასუხეებს გ--–- ნ----–---–ს და სააქციო საზოგადოება ,,-----------ნკს“ გადახდეთ ი----–--–---–-ს და ზ-----------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;

3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი