განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
330100119003283315
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/5434-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი საქართველოს სახელით 23 დეკემბერი 2019 წელი თბილისი თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე პროკურორი: თ----- კ-------–--ე ადვოკატი: ზ---- გ--------–--ე ს/ს საქმე №0----------- ბრალდებული: მ----- დ---–-–---–ი მამის სახელი:---------–- დაბადებული:-----------–- პირადი ნომერი:------------ მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე რეგისტრირებული:------–-------–-------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები:------–-----------–----------- პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი პასუხისგებაში მიცემის თარიღი:-----------–---------–----------–------------–-- აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო ბრალდებული: გ------- ლ----–---–ი მამის სახელი: მ-------- დაბადებული:-----------–- პირადი ნომერი:------------ მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–----------------–---–------------------- პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისგებაში მიცემის თარიღი:-----------–- აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა თბილისის----------------------------–- პროკურატურის პროკურორის თ----- კ-------–--ის შუამდგომლობა, ზემდგომი პროკურორის ი---- კ----–--ს თანხმობით და ს----------–------------–---------------------- მოადგილესთან გ------- გ------–---–თან შეთანხმებით, სისხლის სამართლის #1/5434-19 საქმეზე, ბრალდებულ მ----- დ---–-–---–თან 2019 წლის 11 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- ლ----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი საქმის მასალების მიხედვით: ბრალდებულ მ----- დ---–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენით მ----- დ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 წელი და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მ----- დ---–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (ფუძე) შემცველი სითხე, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 08 ოქტომბერს თბილისში,----------–-------–-------ში მდებარე შენობის უკან არსებული ტ-----–---------- პარკის ტერიტორიაზე მ----- დ---–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი 5 მილიგრამიანი შპრიცი მასში მოთავსებული გამჭირვალე ფერის სითხით, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (ფუძე) საერთო წონაა 0,0432 გრამი. 2019 წლის 11 დეკემბერს ბრალდებულ მ----- დ---–-–---–თან დაიდო საპროცესო შეთანხმება, ბრალზე გარიგების ფორმით. აღნიშნულ პროცედურაში, ბრალდებულის გარდა, მონაწილეობდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ---- გ--------–--ე. 2019 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის----------------------------–- პროკურატურის პროკურორმა თ----- კ-------–--ემ და ითხოვა ბრალდებულ მ----- დ---–-–---–თან 2019 წლის 11 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. 2019 წლის 23 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე თბილისის----------------------------–- პროკურატურის პროკურორმა თ----- კ-------–--ემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მანვე, ზემდგომი პროკურორის თანხმობით დააზუსტა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების ვადა. 2019 წლის 23 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, ბრალდებულმა მ----- დ---–-–---–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება დაზუსტებული პირობით. 2019 წლის 23 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ადვოკატმა ზ---- გ--------–--ემ და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება დაზუსტებული პირობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეკრება და საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასაბუთებენ ბრალდებულ მ----- დ---–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----- დ---–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულ მ----- დ---–-–---–ის მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, ამასთან, იგი აღიარებს ჩადენილს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 2----–-–------------–-- განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს და მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა და ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), საქმის ფაქტობრივ გარემოებებს პროკურორმა მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია - იგი შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და შერაცხული ბრალდების სიმძიმეს. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ გ------- ლ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ------- ლ----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (ფუძე) შემცველი სითხე, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 8 ოქტომბერს თბილისში,----------–-------–------ში მდებარე შენობის უკან არსებული ტ-----–---------- პარკის ტერიტორიაზე გ------- ლ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი გამჭირვალე მინის ფლაკონი მასში მოთავსებული ტამპონითა და გამჭირვალე ღია ფერის სითხით, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (ფუძე) საერთო წონაა 0,0484 გრამი. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ლ----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გ------- ლ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით. მასვე, 05-10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 93-94-ე, 209-215-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით დ ა ა დ გ ი ნ ა : თბილისის----------------------------–- პროკურატურის პროკურორის თ----- კ-------–--ის შუამდგომლობა, სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობით, დაკმაყოფილდეს. დამტკიცდეს 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის----------------------------–- პროკურატურის პროკურორ თ----- კ-------–--ეს (ზემდგომი პროკურორის ი---- კ----–--ს თანხმობით და ს----------–------------–---------------------- მოადგილესთან გ------- გ------–---–თან შეთანხმებით), ბრალდებულ მ----- დ---–-–---–სა და ადვოკატ ზ---- გ--------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ----- დ---–-–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით მ----- დ---–-–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა, სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით მ----- დ---–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02(ორი) წელი, 11(თერთმეტი) თვე და 26(ოცდაექვსი) დღე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ----- დ---–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად მ----- დ---–-–---–ს განესაზღვროს 05(ხუთი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ----- დ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს. მ----- დ---–-–---–ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. მ----- დ---–-–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ----- დ---–-–---–ს, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15(თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, მ----- დ---–-–---–ს 06(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დინების მომენტიდან. გ------- ლ----–---–ი (პN6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით. გ------- ლ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 23 დეკემბრის 16:30 საათიდან და იგი დაუყონებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში. გ------- ლ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს. გ------- ლ----–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. გ------- ლ----–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- ლ----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მ----- დ---–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი სამედიცინო შპრიცი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონით რაოდენობით 0,0484 გრამი, დალუქული პოლიეთილენის სპეცპაკეტში შტრიხკოდით------------, გ------- ლ----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი ვალერიანის მინის ფლაკონი მასში არსებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონით რაოდენობით 0,0432 გრამი, დალუქული პოლიეთილენის სპეცპაკეტში შტრიხკოდით------------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, უფლება აქვს, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით. მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე