გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N4-----------------
N2/2---19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.112.2019 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემასიწვერიძე
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - გი-- მა---–--ლი;
მოპასუხე - ოთ---- მე---–--ლი;
წარმომადგენელი - მა-- უტ--–--ლი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ოთ---- მე---–--ლს მოსარჩელე გი-- მა---–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 1700 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის იანვარში მიჰყიდა ავტომანქანა 1700 ლარად, მიუხედავად მრავალჯერ მოთხოვნისა მოპასუხემ შეპირებული თანხა არ გადაიხადა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი მთლიანად სცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები: მხარემ დაადასტურა ავტომობილის ყიდვის და თანხის გადაუხდელობის ფაქტი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი კუთვნილი ავტომობილი 1700 ლარად მიჰყიდა მოპასუხეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები : საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეზე გაიყიდა ავტომობილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 3- ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსათვის საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილების.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი კუთვნილი ავტომობილი მიჰყიდა მოპასუხეს. შესაბამისად, მხარები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და გამომდინარე აქედან, მათ შორის წარმოქმნილი სადავო საკითხი სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და მის საფუძველზე წარმოიშობა ქონების გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალ განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და მყიდველზე მიწოდებული იქნა შეთანხმებული ოდენობის საქონელი, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და შეთანხმებული საფასურის სრულად გადახდა არ მომხდარა.
6.3. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება და შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ სარჩელი სცნო და დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიმართ აქვს ვალდებულება.
აღნიშნული განცხადებით დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ დაადასტურა, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, აგრეთვე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების არსებობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი განცხადება მხარეთა შორის ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის დადასტურებაა და იგი მოპასუხის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამავე დროს იგი ადასტურებს, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი სცნო მოსამზადებელ სხომაზე მას სახელმწიფო ბაჟი არ დაეკისრება, ხოლო მოსარჩელე, როგორც სოციალურად დაუცველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გი-- მა---–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ოთ---- მე---–--ლს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე გი-- მა---–--ლის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1700 (ათას შვიდასი ლარი) ლარის გადახდა.
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე