გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
080210019003176987
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2299-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

მოსარჩელე - მ------ მ----–--------ე

წარმომადგენელი - ზ---–- გ-------ე

მოპასუხე - შპს ,,ქ--------–----------–---- 2011“

წარმომადგენლი - კ--- კ-----–-–---–ი

დავის საგანი - საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს დაევალოს გასცეს, მ------ მ----–--------ის სახელზე ს-------ის სასაფლაოზე (სადაც დაკრძალული არიან დ----- ჩ-----ე, გარდაცვალების თარიღი: 24.01.2019წ, გ--- ჩ-----ე, გარდაცვალების თარიღი: 12.10.2011წ, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, გარდაცვალების თარიღი: 3.08.2014წ და ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), გარდაცვალების თარიღი: 14.02.1959წ) არსებულ საოჯახო საფლავის პასპორტი.

 

1.2. შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს დაევალოს გასცეს, მ------ მ----–--------ის სახელზე ს-------ის სასაფლაოზე (სადაც დაკრძალული არიან დ----- ჩ-----ე და ნ--- მ-–----–--ე, გარდაცვალების თარიღი: 4.12.1961წ) არსებულ საოჯახო საფლავის პასპორტი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მ------ მ----–--------ე ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, მ–---- ყ-----–-ს ქუჩა N38-ში. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ საუკუნეზე მეტია. მოსარჩელის მეუღლე დ----- გ---ს ძე ჩ-----ე გარდაიცვალა 2019 წლის 24 იანვარს, რომელიც დაკრძალულია მათი ოჯახის საგვარეულო ს-------ის სასაფლაოზე. მისი მამამთილი გ--- დ-----ის ძე ჩ-----ე გარდაიცვალა 2011 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო დედამთილი ჟ--–---- ჩ-----ე გარდაიცვალა 2014 წლის 3 აგვისტოს. ორივენი დაკრძალული არიან ოჯახის საგვარეულო ს-------ის სასაფლაოზე. ოჯახის საგვარეულო ს-------ის სასაფლაოზე დაკრძალულია აგრეთვე მისი მამამთილის გ--- დ-----ის ძე ჩ-----ის დედა - ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), რომელიც გარდაიცვალა 1954 წლის 14 თებერვალს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი მამამთილის მამა დ----- ჩ-----ე მის სიდედრთან ნ--- მ-–----–--ესთან ერთად დაკრძალულია სასაფლაოს ქვედა მხარეს. (ზემოთ აღნიშული მიცვალებულების მომიჯნავედ, გვერდით.) მის მამამთილის და სიდედრის საფლავის ქვები გარკვეულ მიზეზთა გამო არ დგას. საგვარეულო სასაფლაოს დღემდე უვლის მოსარჩელის ოჯახი, რის გამოც 2019 წელს განცხადებით მიმართეს მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს მათ მფლობელობაში არსებულ საფლავზე პასპორტის გაცემის მოთხოვნით. მოპასუხის 2019 წლის 18 ივლისის N105 წერილით უარი ეთქვა საფლავის პასპორტის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ ვერ ხერხდებოდა ჭირისუფლის ნათესაური კავშირის დადგენა საფლავში დაკრძალულ პირებთან. მოსარჩელის განმარტებით, საფლავში დაკრძალული პირები წარმოადგენენ მისი ოჯახის წევრებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საფლავის პასპორტი გაიცემა საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, ჭირისუფლის განცხადებით. უნდა დასტურდებოდეს საფლავის მფლობელობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ საფლავში დაკრძალულნი არიან მის მიერ მითითებული პირები, არ არის დადგენილი საფლავის ზუსტი ზომები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ----- გ---ს ძე ჩ-----ე დაიბადა 1955 წლის 26 მარტს და გარდაიცვალა 2019 წლის 24 იანვარს, რომელიც დაკრძალულია ს-------ის სასაფლაოზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დ----- ჩ-----ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18);

- დ----- ჩ-----ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 19)

- შპს ქ--------–----------–---- 2011-ის წერილი, ცნობა (ს.ფ. 26, 29);

 

3.1.2. გ--- დ-----ის ძე ჩ-----ე დაიბადა 1925 წლის 2 სექტემბერს და გარდაიცვალა 2011 წლის 12 სექტემბერს, ხოლო მ------ მ----–--------ის დედამთილი - ჟ--–---- ჩ-----ე გარდაიცვალა 2014 წლის 3 აგვისტოს. ორივენი დაკრძალულნი არიან ს-------ის სასაფლაოზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 20);

- გ--- ჩ-----ის და ჟ--–---- ჩ-----ის გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 21-22);

- შპს ქ--------–----------–---- 2011-ის წერილი, ცნობა (ს.ფ. 26, 29);

 

3.1.3. ს-------ის სასაფლაოზე დაკრძალულია აგრეთვე მ------ მ----–--------ის მამამთილის -გ--- დ-----ის ძე ჩ-----ის დედა ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), რომელიც გარდაიცვალა 1959 წლის 14 თებერვალს. ა--- მ-–----–--ე დაქორწინდა დ----- ჩ-----ეზე 1924 წლის 9 თებერვალს, საცოლემ მიიღო მეუღლის გვარი ჩ-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ქ--------–----------–---- 2011-ის წერილი, ცნობა (ს.ფ. 26, 29);

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 24);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2019 წლის 18 ივლისს შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ის დირექტორმა უარი უთხრა მოსარჩელე მ------ მ----–--------ეს ს-------ის სასაფლაოზე განთავსებული საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 18.07.2019 წ. შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს წერილი;

 

3.2.2. მ------ მ----–--------ის განცხადების საფუძველზე შედგა საფლავის სქემატური ნახაზი საფლავზე, მდებარე ქ. ქუთაისში ს-------ის სასაფლაოზე, რომლის თანახმად, სადავო საფლავის ადგილას დასაფლავებულია დ----- ჩ-----ე, გ--- ჩ-----ე, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე და ა--- მ-–----–--ე, ხოლო მომიჯნავედ დაკრძალულია დ----- ჩ-----ე მის სიდედრთან - ნ--- მ-–----–--ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მ------ მ----–--------ის განაცხადი ნებართვაზე (ს.ფ. 26-27);

 

3.2.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დ----- ჩ-----ე, გ--- ჩ-----ე, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე) დაკრძალულია ქ. ქუთაისში, ს-------ის სასაფლაოზე, რადგან მათი საფლავის ქვები არსებობს. მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი მომიჯნავედ მდებარე დ----- ჩ-----ის და ნ--- მ-–----–--ის საფლავის მფლობელის ვინაობა, რადგან საფლავის ქვები არ დგას. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულ საფლავზე პრეტენზიით შპს „ქ--------–----------–---- 2011“-სთვის არავის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა -განმარტება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ს-------ის სასაფლაოზე დასაფლავებულია დ----- ჩ-----ე, გ--- ჩ-----ე, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), ხოლო მომიჯნავედ დ----- ჩ-----ე (მ------ მ----–--------ის მამამთილის - გ--- ჩ-----ის მამა) და ნ--- მ-–----–--ე (დ----- ჩ-----ის სიდედრი). აღნიშნულ საფლავს უვლის და პატრონობს მოსარჩელე მ------ მ----–--------ე და მისი ოჯახი. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ მ----–--------ე და მისი ოჯახის წევრები დადიან დ----- ჩ-----ის, გ--- ჩ-----ის, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ის, ა--- მ-–----–--ის (ჩ-----ე), დ----- ჩ-----ის და ნ--- მ-–----–--ის სასაფლაოზე, უვლიან და პატრონობენ მას. საფლავი არ არის შემოღობილი. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს და არც რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ აღნიშნულ საფლავთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმე ვ------ ჯ----–--ის და დ-------- ღ--------ის ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელემ თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, რომ ს-------ის სასაფლაოზე დასაფლავებული არიან მისი ოჯახის წევრები, ის ახორციელებს საფლავის მოვლა-პატრონობას, თუ მოპასუხე თვლის, რომ სხვა პირია დასაფლავებული, მაშინ მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნება, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალულია სხვა პირი. მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები ვ------ ჯ----–--ე და დ-------- ღ--------ე, რომლებმაც დადასტურეს, რომ ს-------ის სასაფლაოზე დაკრძალულია მ------ მ----–--------ის ოჯახის წევრები: მეუღლე, მამამთილი, დედამთილი, მეუღლის ბებია, ბაბუა და ბაბუის სიდედრი. აღნიშნულ საფლავს მ------ მ----–--------ე უვლის და პატრონობს;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად რიგი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით და ამ გარემოებათა დადასტურება სხვა მტკიცებულებებით არ დაიშვება. დასახელებულ შემთხვევაში მოწმის განმარტება წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილად ჩაითვლება, რომ ს-------ის სასაფლაოზე ნამდვილად არის დაკრძალულია მ------ მ----–--------ის ოჯახის წევრები (დ----- ჩ-----ე, გ--- ჩ-----ე, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), დ----- ჩ-----ე და ნ--- მ-–----–--ე);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ მ----–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #141 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული დანაწესი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, რადგანაც მოსარჩელე მოითხოვს აღიარებული იქნას, რომ მისი ოჯახის წევრები: მამამთილი გ--- ჩ-----ე, დედამთილი ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, მამამთილის დედა ანა მ-–----–--ე (ჩ-----ე), მეუღლე დ----- ჩ-----ე, მამამთილის მამა დ----- ჩ-----ე და მამამთილის მამის დ----- ჩ-----ის სიდედრი ნ--- მ-–----–--ე დაკრძალულნი არიან ს-------ის სასაფლაოზე. ამ ტიპის სარჩელები თავისი შინაარსით განეკუთვნებიან აღიარებით სარჩელებს და მათზე ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის აღიარებული იქნას, რომ ს-------ის სასაფლაოზე დაკრძალულია ოჯახის წევრები: მამამთილი გ--- ჩ-----ე, დედამთილი ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, მამამთილის დედა ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), მეუღლე დ----- ჩ-----ე, მამამთილის მამა დ----- ჩ-----ე და მამამთილის მამის დ----- ჩ-----ის სიდედრი ნ--- მ-–----–--ე. მსგავსი აღიარების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იქნება მასზე გაცეს საოჯახო პასპორტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავის ინტერესს სხვა გზით ვერ მიაღწევს;

 

მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სასაფლაოზე დაკრძალულია მოსარჩელის მამამთილი გ--- ჩ-----ე, დედამთილი ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, მამამთილის დედა ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), მეუღლე დ----- ჩ-----ე, მამამთილის მამა დ----- ჩ-----ე და მამამთილის მამის დ----- ჩ-----ის სიდედრი ნ--- მ-–----–--ე. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დროს უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრების საფლავი არსებობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც პასპორტის გაცემას მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტის დადგენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

6.2. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესებს განსაზღვრავს - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #141 დადგენილება. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო საფლავი არის - დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალად. აღნიშნული წესის 2.1. მუხლის „ც“ პუნქტის თანახმად, საფლავის პასპორტი - არის მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობას და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად, (რომლის თანახმად საფლავი სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა).

 

,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობების შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე, მმართველის მიერ. ამავე წესის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს.

 

ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის 4.1. მუხლის თანახმად, სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენს შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’’.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ჩ-----ის, გ--- ჩ-----ის, ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ის, ა--- მ-–----–--ის (ჩ-----ე), დ----- ჩ-----ის და ნ--- მ-–----–--ის საფლავს დღემდე უვლის და პატრონობს მოსარჩელე მ------ მ----–--------ე. მ------ მ----–--------ის გარდა აღნიშნულ საფლავებს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს. ყოველივე აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------ მ----–--------ის წარმომადგენლის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს დაევალოს გასცეს მ------ მ----–--------ის სახელზე ს-------ის სასაფლაოზე (სადაც დაკრძალულია დ----- ჩ-----ე, გარდაცვალების თარიღი: 24.01.2019წ. გ--- ჩ-----ე, გარდაცვალების თარიღი: 12.10.2011წ. ჟ--–---- მ--–---ე-ჩ-----ე, გარდაცვალების თარიღი: 03.08.2014წ. და ა--- მ-–----–--ე (ჩ-----ე), გარდაცვალების თარიღი: 14.02.1959წ.) არსებული საოჯახო საფლავის პასპორტი.

 

3. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს დაევალოს გასცეს მ------ მ----–--------ის სახელზე ს-------ის სასაფლაოზე (სადაც დაკრძალულია დ----- ჩ-----ე და ნ--- მ-–----–--ე, გარდაცვალების თარიღი: 04.12.1961წ.) არსებული საოჯახო საფლავის პასპორტი.

 

4. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---- 2011“-ს მოსარჩელე მ------ მ----–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე