განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
330100119003258024
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5098-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ დ-------------ის,ბრალდებულების _ ნ-----------–------–---–-ს, ე------------------------ს,ადვოკატების _ თ--------------ს, ნ-----–------------ს,თარჯიმნის _ ი------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ----------–------------–------–---–-ს (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--–----------–---------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ვ-------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების გამო;

ბრალდებულ ე------------------------ს (დაბადებული 1----–-–-------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის N----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: რ------------------–--–----–----------------–-–---------------------–---–----------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----------–------–---–-სა და ე------------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ,მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ნ--------------ის, მ-------–-------–---–-ს, თ----------–--ის, ე-–-----------------ის, ლ-----------–---–-ს, ნ------------–-–---–-ს, ნ--------–-----ს, ჯ------–--------–--–----ს, ლ---------ს, ა------------ს, მ-------------ის, გ-------------------–-–---–-ს, ც-------–------ის, დ------------------–--ს, დაზარალებულ ა------–------------------–-----------ს, ბრალდებულების: ე------------------------ს, ნ-----------–------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; საჯარო რეესტრის ამონაწერით; ქონებაზე რეგისტრაციის მასალებით; ყალბი მინდობილობით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით; კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით; ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ-----------–------–---–მა და ე-----------------------მა ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ასევე ჩაიდინეს ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

ნ-----------–------–---–-ს და ე------------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე-----------------------მა, საქართველოს მოქალაქე ნ-----------–------–---–მა და გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირმა/პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განიზრახეს კატარის სახელმწიფოს მოქალაქის ა------–------------------–-----------ს (პასპორტის ნომერი: P-------------; დაბადებული: 1----–-–------------------ს) საკუთრებაში არსებული, თ---–--–---------------–---–-----–----–-------------ში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული უძრავი ქონების (---------------------- თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 03 ივლისს, თბილისში, ს----------------ს №2-ში მდებარე იუსტიციის სახლში ე-----------------------მა და ნ-----------–------–---–მა წარადგინეს დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადებული, 2017 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული ი----–---------------–--------–------–-----კში, თითქოსდა გაცემული N2116, ყალბი რუსულენოვანი მინდობილობის დედანთან სწორი ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოს კატარის სახელმწიფოს მოქალაქე ა------–------------------–-----------, ე-----------------------ს უფლებას აძლევდა განეკარგა, მათ შორის გაეყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, ასევე წარადგინეს 2019 წლის 03 ივლისს, თბილისში, ს----------------ს №2-ში მდებარე იუსტიციის სახლში ე------------------------ს და ნ-----------–------–---–-ს მიერვე ჯგუფურად დამზადებული ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი „უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება“, რომლის მიხედვითაც თითქოს 500 000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ სრულად იყო გადახდილი. ყალბი მინდობილობის, ასევე ე------------------------ს და ნ-----------–------–---–-ს სახელზე შედგენილი ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებით, უძრავი ქონება დარეგისტრირდა ნ-----------–------–---–-ს სახელზე, რითაც კატარის სახელმწიფოს მოქალაქე ა------–------------------–----------ს მიადგა 1 022 710 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ-----------–------–---–-ს და ე------------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ნ-----------–------–---–-სა და ე------------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ნ-----------–------–---–-ს და ე------------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებას, კერძოდ იმას, რომ ისინი წარსულში ნასამართლევი არ არიან, გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, დაზარალებულს მათ მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ასევე იმ ფაქტსაც, რომ ე-----------------------ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ნ-----------–------–---–ს და ე-----------------------ს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნებისა და მათი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. ამასთან, ნ-----------–------–---–ს და ე-----------------------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნ-----------–------–---–- 2019 წლის 08 ივლისიდან - იმავე წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ე------------------------ 2019 წლის 06 ივლისიდან - იმავე წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, იმყოფებოდნენ პატიმრობაში, რის გამოც მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეთ დანიშნული სასჯელები, ვინაიდან თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

თ---–--–---------------–---–-----–----–-------------ში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული უძრავი ქონებით (----------------------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ა------–------------------–----------ს;

შპს „მ----------დან“ და შპს „ვ-----------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ორ ლაზერულ დისკზე; ს----------–----–----------------------------------–--------–-–----------------------------–------–-–---------------------–--დან და შპს „ვ-----------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ორ ლაზერულ დისკზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილი „იუსტიციის სახლის“ ვიდეოკამერების ჩანაწერები, მოთავსებული თორმეტ ლაზერულ დისკზე და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ მიღებული ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერები, გადატანილი სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილი „იუსტიციის სახლის“ ვიდეოკამერების ჩანაწერების ერთი მყარი დისკის; ე------------------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: „ipone“-ის ფირმის შავი მობილური ტელეფონის, „nokia“-ს ფირმის მობილური ტელეფონის და „ipone“-ის ფირმის ცისფერი მობილური ტელეფონის; მიხეილ მამუჩაშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი „ipone“-ის ფირმის მობილური ტელეფონის; ე-–-----------------ის ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოღებული: „Samsung“-ის ფირმის მობილური ტელეფონის, მინდობილობის, ხელშეკრულების და საკადასტრო რუკის ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----------–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 08 ივლისიდან - იმავე წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 08 ივლისიდან - იმავე წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით, ნ-----------–------–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ე------------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 06 ივლისიდან - იმავე წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

ე------------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 06 ივლისიდან - იმავე წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 ივლისის განჩინებით, ე------------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ივლისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას, ნ-----------–------–---–-ს (პირადი ნომერი: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ, თ---–--–---------------–---–-----–----–-------------ში მდებარე უძრავ ქონებას - 1716 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ მშენებარე კერძო საცხოვრებელ სახლს (--------------------).

ნ-----------–------–---–-ს და ე------------------------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

თ---–--–---------------–---–-----–----–-------------ში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული უძრავი ქონებით (----------------------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ა------–------------------–----------ს;

შპს „მ----------დან“ და შპს „ვ-----------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ორ ლაზერულ დისკზე; ს----------–----–----------------------------------–--------–-–----------------------------–------–-–---------------------–--დან და შპს „ვ-----------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ორ ლაზერულ დისკზე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილი „იუსტიციის სახლის“ ვიდეოკამერების ჩანაწერები, მოთავსებული თორმეტ ლაზერულ დისკზე და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ მიღებული ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერები, გადატანილი სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოთხოვილი „იუსტიციის სახლის“ ვიდეოკამერების ჩანაწერების ერთი მყარი დისკის; ე------------------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: „ipone“-ის ფირმის შავი მობილური ტელეფონის, „nokia“-ს ფირმის მობილური ტელეფონის და „ipone“-ის ფირმის ცისფერი მობილური ტელეფონის; მიხეილ მამუჩაშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი „ipone“-ის ფირმის მობილური ტელეფონის; ე-–-----------------ის ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოღებული: „Samsung“-ის ფირმის მობილური ტელეფონის, მინდობილობის, ხელშეკრულების და საკადასტრო რუკის ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე