განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
210100119003258469
დავის ტიპი
18 - 126
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003258469

saqme #1/217-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე პაატა ნოზაძემ

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გ--------------–---–--

ბრალდებულ _ ო-–------------

ადვოკატ- ნ-----–----–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N033180819003

 

ბრალდებული ო-–------------ მიმართ

 

დაბადებული: 27.09.----–.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი:-----------

განათლება: უ-----–--- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: კასპის რაიონი სოფელი ა-------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. კასპი, 2---------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ო-–------------ ჩაიდინა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ მ----–- თ---------------–---–-- საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ო-–------------ სიტყვიერი დაპირისპირების გამო მუშტი დაარტყა თ---------------–---–- რამოდენიმეჯერ სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც თ---------------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, ო-–------------ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ო-–------------ თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში .

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ო-–------------ მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდებულმა ითხოვა ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 24 დეკემბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და ბრალდებული შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, ბრალდებულს და ბრალდების მხარეს ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ო-–------------ მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო-–------------ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო-–------------ ბრალეულობა, კერძოდ:

 

მოწმეების თ---------------–---–--, მ-----------–---–--, ვ--–---------–---–-- და ო-–----------- გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ო-–------------ მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, ო-–------------ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო-–------------ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ო-–------------ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ო-–------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ო-–------------ შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს ის რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ო-–------------ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შემდგომ ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი, აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, ო-–------------ გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ო-–------------ სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, მხედველობაშია მისაღები ო-–------------ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ხოლო იმის გათვალისწინებით, ბრალდებული 2017 წლის 06 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ნასამართლობის მქონედ ითვლება, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ამდენად მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ანუ ო-–------------ მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მას დანიშნული სასჯელის უნდა ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განაჩენით ო-–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი. ასევე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ო-–------------ დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ აღნიშნული განაჩენის საფუძველზე ო-–------------ პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 06 მარტს და დასრულდა 2018 წლის 05 მარტს, ხოლო რაც შეეხება მისთვის დაკისრებულ დამატებით სასჯელს ჯარიმას, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.03.2017 წლის N1/793-17 წლის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო-–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 01 (ერთი) წელი.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი), საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ო-–------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 01 (ერთი) წელი. მასვე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს ო-–------------ მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ო-–------------ ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ო-–------------ დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე