განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2617-19
გამოძიების N0-----------
19 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–--ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ--------–--–--–---–- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: თბილისი, ვ---------–-------------------------------–-----------------------------ში.
ადვოკატი - თ---------–----ა,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 1--------–ს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც ზ--------–--–--–---–ს აეკრძალა დედამისთან - მა----–--–--–--–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - მა----–--–--–--–---–ი იმყოფება. 2019 წლის 2--------–ს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------ში მივიდა ზ--------–--–--–---–- და კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მა----–--–--–--–---–ს. ზემოაღნიშნული ქმედებით ზ--------–--–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის შედეგადაც დაზარალებულს - მა----–--–--–--–---–ს მიადგა მორალური ზიანი. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილი).
2019 წლის 2--------–ს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------ში ზ--------–--–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მა----–--–--–--–---–ს და დას - თ--------–--–--–---–ს. კერძოდ, მა----–--–--–--–---–ს ხელით მოქაჩა ყურებსა და თმაზე, რის შემდეგაც დას - თ--------–--–--–---–ს ორივე ხელი შემოარტყა სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა - მ-----–- და თ--------–--–--–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ზ--------–--–--–---–-ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ზ--------–--–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ზ--------–--–--–---–- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
2019 წლის 1--------–ის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, რომელიც გამოცემული იქნა ზ--------–--–--–---–-ს მიმართ, 30 დღის ვადით, დედის - მა----–--–--–--–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, - მოძალადეს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან კომუნიკაცია, ასევე - მის სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება.
მოწმე მ-----------------, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2019 წლის 1--------–ს ზ--------–--–--–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი და დამატებით აღნიშნა, რომ ორდერი გამოცემული იქნა ძალადობის მსხვერპლის - მ-----–- შ--–--–---–ის დაცვის მიზნით, რომელიც განმარტავდა, რომ შვილმა - ზ--------–--–--–---–მა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, აგრესია გამოხატა მის მიმართ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოწმე გ-----------–---–მა, ქ. თბილისის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოკითხული დაზარალებულები - მ-----–- და თ--------–--–--–---–ები, ბრალდებულის დედა და და, ზ--------–--–--–---–ს 2019 წლის 2--------–ს მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებაში ამხელდნენ.
ბრალდებულმა ზ--------–--–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საფუძველს დადგენილად იქნეს მიჩნეული ზ--------–--–--–---–-ს მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ჩადენა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ 2019 წლის 1--------–ს ზ--------–--–--–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი მის მიერ დედის - მა----–--–--–--–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, თუმცა, ორდერის მოქმედების ვადაში ბრალდებულის მიერ ოჯახური ძალადობის მორიგი აქტის განხორციელების და აღნიშნულით შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც იძლევა ინფორმაციას 2019 წლის 2--------–ს ბრალდებული ზ--------–--–--–---–-ს მხრიდან დედის და დის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების თაობაზე, გამომძიებელ გ-----------–---–ის ჩვენებაა, სადაც მოწმე განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მ-----–- და თ--------–--–--–---–ებისგან შეიტყო, რომ ბრალდებულმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულების სანდოობისა და საკმარისობის შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოწმე გ-----------–---–ის ირიბი ჩვენება ეფუძნება დაზარალებულების - მ-----–- და თ--------–--–--–---–ების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას (რომლებიც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულან, რადგან საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლეს კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება), ამასთან, იგი არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა, სანდოობის სათანადო ხარისხის მქონე მტკიცებულებებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ--------–--–--–---–-ს მიერ 2019 წლის 2--------–ს შემაკავებელი ორდერის დარღვევის და დედის და დის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზ--------–--–--–---–-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ--------–--–--–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს ზ--------–--–--–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
გამართლებულ ზ--------–--–--–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი