განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2019
საქმის ნომერი
330100119003197969
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4391-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ნ------------–---–ის

ბრალდებულ – ე-–--- ე---–----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ე-–--- ნ-----–----ის ასული ე---–----–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, მცხოვრების: ქ------–--–-----–-----------------ში (№---------–----------–--–------), ამჟამად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–--- ე---–----–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–--- ე---–----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ-------–--–-----–-----------------ში, ე-–--- ე---–----–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს, შვილიშვილს - მ---- რ-------–---–ს თმებში მოქაჩა და თეფშის ნამსხვრევები დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ---- რ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ე-–--- ე---–----–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - ე-–--- ე---–----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმ----სობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმ----სი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე-–--- ე---–----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ე-–--- ე---–----–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- რ-------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ბებიის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე ზ----- გ-------–---–მა (ბრალდებულის შვილი) ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (დედის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქ. თბილისის შსს ი----------------------------–-----------–------------–--ის გამომძიებელმა გ---- ზ----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 9 მარტს ი----------------------------–--ს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა ე-–--- ე---–----–---–ი და განაცხადა, რომ შვილიშვილმა - მ---- რ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ იქნენ ე-–--- ე---–----–---–ი და მ---- რ-------–---–ი, რა დროსაც ორივე მათგანს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. მ---- რ-------–---–ის თქმით, დაზიანებები მიაყენა ბებიამ. ე-–--- ე---–----–---–ს მ---- რ-------–---–ის ცემის ფაქტზე წარედგინა ბრალდება. ასევე მის მიერვე იქნა დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა. მ---- რ-------–---–ს განემარტა უფლებები, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უშუალოდ გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებას და რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ მოქალაქე მ---- რ-------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა ლოყის და ზედა ტუჩის მიდამოში ნაკაწრების სახით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ე-–--- ე---–----–---–ის მიერ მ---- რ-------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ე-–--- ე---–----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმ----სად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ე-–--- ე---–----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა მ---- რ-------–---–მა და სავარაუდო კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმემ - ზ----- გ-------–---–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის (შესაბამისად, ბებიის და დედის) მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა ბრალდებულმა ე-–--- ე---–----–---–მა. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით მართალია დადგენილია, რომ მოქალაქე მ---- რ-------–---–ს პირადი შემოწმებისას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა და ა.შ, მაგრამ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა ე-–--- ე---–----–---–მა და არა სხვამ, - შეუძლებელია. ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული №------ შემაკავებელი ორდერი და შესაბამისი ოქმი შედგენილია სავარაუდო მსხვერპლის - მ---- რ-------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის გადამოწმება, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ მოხდა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე და შემსწრე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება კი არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ე-–--- ე---–----–---–ის მიერ მ---- რ-------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, სასამართლო ასეთ პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი და მოახდინოს პირის მსჯავრდება.

 

ამდენად, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო სავარაუდო კონფლიქტის მონაწილეებს (დაზარალებულს და ბრალდებულს) და თვითმხილველ პირს მიეწოდებინათ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, რათა გარკვევით დადგენილიყო, თუ რა ვითარებაში მიიღო მ---- რ-------–---–მა დაზიანებები - ე-–--- ე---–----–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, თუ სხვა ვითარებაში.

 

რაც შეეხება მოწმე გ---- ზ----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას, იგი არის ირიბი ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით („ზურაბ მიქაძე საქართველოს წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმ----სობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--- ე---–----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების საკმ----სი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–--- ე---–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ე-–--- ე---–----–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი