გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.10.2019
საქმის ნომერი
330210118002764412
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/36091-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე - ნ---- გ----–---

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

მოპასუხე - ზ------ ქ------–---–ი

წარმომადგენელი - დ--------------–---–ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი------------ის მიერ 2018 წლის 23 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და ნ---- გ----–---ს მიერ ზ------ ქ------–---–ის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: დავალიანების ძირითადი თანხა - 107 500 ლარი, პირგასამტეხლო 2017 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 09 ნოემბრამდე სესხის ძირითადი თანხის 0.001% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -სულ შეადგენს 351 ლარს.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 23 ივნისს, ნ-------- ჯ------–--ს და კრედიტორ ზ------ ქ------–---–ს, შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #17-------. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-------- ჯ------–--ს საკუთრებაში (დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე რიცხული) არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი დ--–---ი, სოფელი ა------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით- 2206.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #l, საერთო ფართით 455 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ, დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ, სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ და N42, ს/კ 7-----------.

 

სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა 107 500 ლარი, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.11%-ის დარიცხვით. წინადადებიდან, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც გამოსცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ირკვევა, რომ კრედიტორი ზ------ ქ------–---–ი მოსარჩელისგან გადასახდელად ითხოვს სულ - 161 584 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 107 500 ლარს, პროცენტს 16 125 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობა განსაზღვრულია 37 959 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს წარმოუდგენლად მაღალ რაოდენობას ძირ თანხასთან მიმართებაში.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, კრედიტორი ზ------ ქ------–---–ი ცდილობს სასწრაფოდ გაიტანოს იპოთეკის საგანი იძულებით აუქციონზე, რათა ის დაისაკუთროს. იმ დღიდან დაწყებული, რაც ეს ქონება ნ---- გ----–---მ შეიძინა, სხვადასხვა იპოთეკარებმა დაიწყეს იძულებითი აღსრულება მოსარჩელის წინააღმდეგ, დანართი N10-ში წარმოდგენილი აღსრულების მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ძალით შეაჩერა ორი აღსრულება, ვინაიდან ყველა შემთხვევაში მაქსიმალურად გაზრდილი ოდენობის თანხებს ითხოვდა მოპასუხე. რაც შეეხება მოსარჩელის კონკრეტულ შემთხვევას, მოვალე ნ-------- ჯ------–--ს კრედიტორ ზ------ ქ------–---–ისთვის, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის ივლისამდე, გადახდილი აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რასაც დაადასტურებენ მოწმეები დ----------------–---ი და დ----------–--–--ე, რომლებიც წარმოადგენენ შუამავლებს მოცემულ საქმეში. ამ დღევანდელი მდგომარეობით, მოპასუხე ზ------ ქ------–---–ი ცდილობს მოსარჩელეს განზრახ მიაყენოს უდიდესი მატერიალურ ზიანი, ვინაიდან ის არ ეუბნება მოსარჩელეს თუ რა ოდენობის თანხა აქვს გადახდილი ნ-------- ჯ------–--ს მისთვის. მოსარჩელე მხარის ინფორმაციით სრულად არის გადახდილი სესხის სარგებელიც რაც ასევე შეყვანილია სააღსრულებო ფურცელში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ------ ქ------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა პირგასამტეხლოს შემცირებას 25 000 ლარამდე (იხ. შესაგებელი, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი). მოპასუხე მხარის მითითებით მოსარჩელე მხარის მითითება სესხის სარგებლის გადახდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 23 ივნისს, დ----------–--–--ეს და ნ-------- ჯ------–--ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ----------–--–--ემ ნ-------- ჯ------–--ს ასესხა 80 000 ლარი, ყოველთვიური სარგებლის 3%-ს დარიცხვით, ექვსი თვის ვადით, 2017 წლის 23 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მ--------------–---–მა, როგორც ზ------ ქ------–---–ის წარმომადგენელმა, ნ-------- ჯ------–--ს ასესხა 107 500 ლარი, ექვსი თვის ვადით, 2017 წლის 23 დეკემბრამდე, ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვით.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი თვის სარგებელი ანუ სესხის ძირითადი თანხის 3%, მსესხებელმა გადაუხადა იპოთეკარებს წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე.

 

ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის არდაბრუნების შემთხვევაში), მესაკუთრე/მსესხებელი იღებდა ვალდებულებას იპოთეკარებისთვის გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისთვის სესხის ძირითადი თანხის 0.11%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებლის მიერ არ მოხდებოდა დარიცხული სარგებლის (პროცენტის) გადახდა და ეს ვადაგადაცილება გაგრძელდებოდა 14 კალენდარულ დღეზე მეტი დროის განმავლობაში, ან არ მოხდებოდა სესხის ძირითადი თანხის გადახდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ზღვრულ ვადაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის მოეთხოვა სესხის ძირითადი თანხის , მასზე დარიცხული სარგებლის დაუყოვნებლივ დაბრუნება და მიემართა ამ ხელშკერულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის იპოთეკის საგნის ხარჯზე ვალდებულების იძულებითი წესით შესრულების მიზნით. ამავე პუნქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ იპოთეკარს გააჩნდა თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მიოთხოვნის უფლება ამ პუნქტში მითითებული ვადების დაცვის გარეშე. ამ ხელშეკრულების მე-19 პუნქტის თანახმად, აეღო ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი და მიექცია აღსასრულებლად. გადახდის განხორციელებისას, გადახდილი თანხა პირველ რიგში მოემსახურებოდა პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის გამოყენების შემთხვევაში), შემდეგ სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლის გადახდას, და სულ ბოლოს სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებას.

 

სესხის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, სესხის თანხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, დაზუსტებული ფართობი: 2206.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები #1, საერთო ფართი 455 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ ., დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ., ღია აივანი 41.41.8 კვ.მ. #2, საკადასტრო კოდი #7------------.

 

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ღირებულება მხარეთა მიერ განისაზღვრა (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი ჯამში) 295 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.06.2017 წლის სესხის და იპოათეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21);

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 23.07.2018 წელს ნოტარიუს ი------------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #1--------, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ნ-------- ჯ------–--ს მიერ კრედიტორ ზ------ ქ------–---–ის მიმართ, 23.06.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა 107 500 ლარი გადაუხდელი 5 თვის სარგებელი 16 125 ლარი, 2017 წლის 23 დეკემბრიდან პირგასამტეხლოს თანხა, სესხის ძირითადი თანხის 0.11 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე (რაც იყო გათვალისწინებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლით), სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 129.67 ლარი და სააღსრულებო ხარჯი (სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად).

 

ამავე სააღსრულებო ფურცლით, დადგინდა იპოთეკის საგნის, მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, დაზუსტებული ფართობი: 2206.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები #1, საერთო ფართი 455 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ ., დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ., ღია აივანი 41.41.8 კვ.მ. #2, საკადასტრო კოდი #7------------. რეალიზაცია აუქციონზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 22-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე, ნ-------- ჯ------–--ს მიეცა შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის, ჯამში 161 712.92 ლარის გადახდა. ამავე სააღსრულებო ფურცლით მსესხებელ ზ------ ჯ------–--ს და უძრავი ქონების მესაკუთრეს ნ---- გ----–---ს განემარტათ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული თანხის დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, დაზუსტებული ფართობი: 2206.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები #1, საერთო ფართი 455 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ ., დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ., ღია აივანი 41.41.8 კვ.მ. #2, საკადასტრო კოდი #7------------ მიექცეოდა იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 24-26);

- 25/07.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. უძრავი ქონების, მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, დაზუსტებული ფართობი: 2206.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები #1, საერთო ფართი 455 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ ., დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ., სარდაფი 142.5 კვ.მ., ღია აივანი 41.41.8 კვ.მ. #2, საკადასტრო კოდი #7-----------, მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ნ---- გ----–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25/07.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მსესხებლის - ნ-------- ჯ------–--ს მიერ 5 თვის სარგებელის 16 125 ლარის კრედიტორისათვის ანაზღაურების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემული ნორმების დათქმის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოება, რომელსაც იგი საფუძვლად უდებს თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩლე მხარის მხოლოდ სიტყვიერი მითითება, რომ სესხზე საპროცენტო სარგებელი გადახდილია სრულად არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოცემულ ფაქტობრივ გარემოებას. ყოველივე აღნიშნული ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვერ იქნა წარმოდგენილი ფულადი ვადლებულების სრულად (საპროვენტო სარგებლის ნაწილში) შერულების დასადასტურებალდ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრუალად შერულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მითითებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.06.2017 წლის სესხის და იპოათეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21);

მოწმის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე და 624-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სადავოა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს საპროცენტო სარგებლის ნაწილში ვალდებულებისაგან გათავისუფლება და ასევე, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნაცვლად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0.11%-სა, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 2017 წლის 23 დეკემბრიდან სესხის ძირითადი თანხის 0.001% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ჯამში 351 ;არის ოდენობით.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტი), საქმეზე არ დასტურდება სესხის 5 თვის სარგებლის გადახდის ფაქტი, რაც შესაბამისად გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების მითითებულ ნაწილში რაიმე სახის ცვლილების განხორციელებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მითითებულ სამოქალაქო დავაზე ნ---- გ----–---ს სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის 25 000 ლარამდე შემცირებას დაეთანხმა. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვის შესაბამისად, პირგასამტეხლოს სრული მოცულობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტულობით გამოთვლისას 2017 წლის 23 დეკემბრიდან საღსრულებო წარმოების დაწყებამდე შეადგენს ჯამში 38 087.92 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელ ნ-------- ჯ------–--ს მიერ 2017 წლის 23 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მხარეთა მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0.11%, ვალდებულების შესრულების დარღვევის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სასამართლოს მიხდულებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ყოველდღიური ოდენობა უნდა შემცირდეს და მსესხებელს უნდა დაეკისროს 2017 წლის 23 დეკემბრიდან პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე.

 

6.3. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ---- გ----–---ს მოთხოვნას წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიმდინარეობს აუქციონის წესით უძრავი ქონების რეალიზაცია და განხორციელებული ვალდებულების მოცულობის დადგენა აუქციონის მსვლელობისას დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ასახული. მოპასუხე მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისა, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნეა მითითებული და შესაბამისად დადასტურებული რაიმე სახის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის ან/და გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის შეუძლებლობა გამოიწვის. შესაბამისად, მხარის შუამდგომლობა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, პირგასამტეხლოს 25 000 ლარამდე შემცირებას დაეთანხმა. სასამართლო მიუთითებს, რომ აღმასრულებლის მიერ განხორციელებული გაანგარიშების თანახმად, მსესხებლისთვის ყოველდღიურად დასაკისრებელმა პირგასამტეხლოს თანხამ შეადგინა 118.25 ლარი, რამაც 322 დღეზე გაანგარიშების პირობებში, ჯამში შეადგინა 38 087.92 ლარი. ვინაიდან, მოპასუხე დაეთანხმა პირგასამტეხლოს თანხის შემცირებას 25 000 ლარამდე, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო (38 087.92 ლარს - 25 000 ლარი) 13 087.92 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ამავე სხდომაზე ცნო სარჩელი 13 087.92 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 129 ლარის ნაწილი - 193.46 ლარის ოდენობით.

ამასთან, ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა, კერძოდ, სასამართლომ მსესხებლისთვის ყოველდღიურად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 118.25 ლარიდან შეამცირა 21.5 ლარამდე, რამაც 322 დღეზე (პირგასამტეხლოს გამოთვლის პერიოდი 2017 წლის 23 დეკემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე) შეადგინა (21.5X21.5) 6923 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 796.49 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით გაუქმდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განჩინება, რომლითაც ნ---- გ----–---ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუს ი------------ის მიერ 23.07.2018 წელს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. ამავე განჩინებით, ნ---- გ----–---ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ნოტარიუს ი------------ის მიერ 23.0.2018 წელს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან 107 851.00 ლარის ნაწილში ზ------ ქ------–---–ის (კრედიტორის) მოთხოვნის დაფარვის, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯისა და საფასურის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 53 733.99 ლარი განთავსება სადეპოზიტო ანგარიშზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მას დაედო ყადაღა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-268-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- გ----–---ს სარჩელი მოპასუხე ზ------ ქ------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი------------ის მიერ 2018 წლის 23 ივლისის #1-------- სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში და აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 107 500 ლარი, გადაუხდელი 5 (ხუთი) თვის სარგებელი - 16 125 ლარი, 2017 წლის 23 დეკემბრიდან პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე.

 

3. 2018 წლის 23 ივლისის #1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. ნ---- გ----–---ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ---- გ----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 13 დეკემბერს სს „თიბისი ბანკში" გ----------------–---–ის მიერ # 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 129 ლარის ნაწილი - 193.46 ლარის ოდენობით (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

6. მოპასუხე ზ------ ქ------–---–ს მოსარჩელე ნ---- გ----–---ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 796.49 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე