განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
060100119003107429
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/115-19 (№061260619001)

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და------------------ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული- ჯ-------------- ძე შ----–-----, და--დებული 1982 წლის 16 თებერვალს პ/N 37001042171, რეგისტრირებული სამტრედია, და-- კულაში, გ-------------------–--

 

ადვოკატი- თე------–----ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ--- შ----–-----მ ჩაიდინა გენდერული მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე , 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

იმავე დადგენილების მიხედვით, მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. სამტრედია, რ-------–------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯ--- შ----–-----მ, არასრულწლოვანი შვილის გი-------–----–----ის თანდასწრებით, მუღლეს თე------------–--ლს, ჩაცმის სტილის გამო, მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი დაარტყა ხელისა და ზურგის არეში, ასევე ფეხი დაარტყა მუცლის არეში. თე------------–--ლმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. სამტრედია რ-------–------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯ--- შ----–-----მ მეუღლის დას, ან–--–-----------–--ლს, შელაპარაკებისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯ--- შ----–---ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დაკითხული ბრალდებული ჯ--- შ----–-----.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ჯ--- შ----–---ძის ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა თე------------–--ლმა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ჯ--- შ----–---ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ან–--–-----------–--ლმა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის ს------–-------ში . 2019 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში ქ-------------------------–-----------------ში, სადაც ცხოვრობს მისი დედა ლი---------------------–---–-) მამა გი--------------–---–ი მისი და თე------------–--ლი და სიძე ჯ--- შ----–----- მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად. საღამოს საათებში იმყოფებოდნენ სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, რა დროსაც სახლში მივიდა ნასვამი მისი სიძე, ჯ--- შ----–-----, რომელმაც მის დას თე------------–--ლს უსაყვედურა თუ რატომ ეცვა შარვალი და მოუწოდა წასულიყო და გამოეცვალა, რაზედაც თე---- გაჯიუტდა, რა დროსაც ჯ--- შ----–-----მ მკლავზე მოკიდა ხელი, შეაგინა და უთხრა გამოიცვალეო, ამ შელაპარაკების გამო შეწუხებულმა ან–--–-----------–--ლმა უთხრა ჯ--- შ----–-----ს, რომ გაჩერებულიყო, რაზედაც ჯ---მ უშვერი სიტყვებით უპასუხა ეს ყოველივე გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში, რის გამოც ინერვიულა თე------------–--ლმა და შეუძლოდ გახდა. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლსაც შემდეგ მოჰყვა პოლიციაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------------–---–მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, რ-------–-----------------ში, ა-–--–--- და თე------------–--ლები მისი შვილები არიან, ხოლო, ჯ--- შ----–----- კი არის მისი სიძე, ქალიშვილის, თე------------–--ლის მეუღლე. 2019 წლის 25 ივნისს, მეუღლესთან გი--------------–---–თან, შვილებთან ა-–--–--- და თე------------–--ლებთან, აგრეთვე, 3 წლის შვილიშვილთან, გი-------–----–----ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში. თე---- და ჯ---ც მათთან ცხოვრობენ, აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში სახლში ნასვამი მივიდა მათი სიძე ჯ--- შ----–-----, ისინი იყვნენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, სადაც ჯ---მ უსაყვედურა თე----ს ჩაცმულობის გამო და უთხრა რომ წასულიყო და გამოეცვალა, რაზედაც თე---- გაჯიუტდა, ამის შემდეგ იგი მის მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად გავიდა ოთახიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი--------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ა-–--–--- და თე------------–--ლების მამა. ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, რ-------–------------------–ი, მეუღლესთან, ქალიშვილთან თე------------–--ლთან, სიძესთან ჯ--- შ----–-----სთან და არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. 2019 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, მათთან ერთად ასევე იყო მისი მეორე შვილი ან–--–-----------–--ლი. საღამოს საათებში სახლში მოვიდა ნასვამი მისი სიძე ჯ--- შ----–-----, რომელმაც მის შვილს თე------------–--ლს შენიშვნა მისცა ჩაცმის სტილის გამო და უთხრა რომ გამოეცვალა ტანსაცმელი, რაზედაც თე---- გაჯიუტდა და სკამიდანაც არ ამდგარა, ამის გამო წაკამათდნენ, ჯ--- შ----–-----მ შეაგინა მას, აღნიშნულ კამათში ჩაერთო ასევე მისი მეორე ქალიშვილიც, ან–--–-----------–--ლი, რომელსაც ჯ---მ უთხრა ,, ნუ ერევი, შენ შენს ოჯახს მიხედეო’’, ვინაიდან თე------------–--ლი არის ძალიან ემოციური, ამ შეკამათების გამო შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება, მალევე მოვიდნენ პოლიციის მუშაკებიც,, რომლებმაც წაიყვანეს ჯ--- შ----–-----.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი----------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად ქ. სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მცხოვრები ან–--–-----------–--ლი იტყობინებოდა, რომ მისი და თე------------–--ლი სცემა მისმა მეუღლემ ჯ--- შ----–-----მ, ასევე მუქარა ხორცილდებოდა მისი მისამართითაც, ძალადობა იყო როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური, რომელიც ხორციელდებოდა მისი არასრულწლოვანი დისშვილის, დაზარალებულის შვილის თანდასწრებით. იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან კახაბერ ნინუასთან და ზვიად ფრანგიშვილთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ეზოში დახვდათ ჯ--- შ----–-----, რომელსაც აჩერებდა მისი სიმამრი, იგი ემუქრებოდა მსი მეუღლეს, თე------------–--ლს ასევე დანით ყელის გამოჭრით ემუქრებოდა ან–--–-----------–--ლს, თუ რატომ ერეოდა მისი ოჯახის საქმეში. ამის შემდეგაც მოხდა ჯ--- შ----–---ძის დაკავება, რომელმაც იმთავითვე უარყო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნა დაზარალებულები თე---- და ან–--–-----------–--ლები, რა დროსაც თე------------–--ლმა განმარტა, რომ იგი და ჯ--- შ----–----- 4 წელია ერთად ცხოვრობენ, ამ ხნის მანძილზე მთვრალი ჯ--- შ----–----- სიტყვიერად ძალადობდა მასზე, 2019 წლის 25 ივნისს. სახლში მისულ მთვრალ მეუღლესთან ჩაცმის სტილის გამო მოუვიდა შელაპარაკება, ჯ---მ მისი შვილისა და მშობლების თანდასწრებით სცემა ხელებისა და ფეხების დარტყმით. ხოლო ან–--–-----------–--ლმა განმარტა, რომ ჯ--- შ----–----- დაემუქრა მას დანით ყელის გამოჭრით, რადგან იგი ერეოდა მისი ოჯახის საქმეში.

 

2019 წლის 01 ივლისის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის N004497119 დასკვნის მიხედვით, 26.06.2019 წ. 04:22-04:30 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თე------------–--ლს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,9X1,5 სმ. მარცხენა მხარის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X1,0.სმ. მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით:1,0X0,5 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 15 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N004921519 დასკვნის მიხედვით ჯ--- შ----–---ძის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფის და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, აღნიშნული არ გამოიწვევდა ან–--–-----------–--ლის ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ-------------–---მ და ეკ-----------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ჯ--- შ----–-----მ ჩაიდინა გენდერული მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე , 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

აგრეთვე, რომ მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ჯ--- შ----–---ძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესა--მისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესა--მისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ დაზარალებულმა - თე------------–--ლმა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, ახლო ნათესავის, ბრალდებულ ჯ--- შ----–---ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესა--მისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესა--მისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესა--მისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ჯ--- შ----–---ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ან–--–-----------–--ლის, მოწმეების გიორგი და ლ------------–---–ების ჩვენებები, აგრეთვე დაზარალებულ თე------------–--ლის ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი არ მისცა ჩვენება ბრალდებულ ჯ--- შ----–---ძის წინააღმდეგ. რაც შეეხება, დაზარალებულ ან–--–-----------–--ლს, მოწმეებს გიორგი და ლ------------–---–ებს, მათ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ბრალდებულ ჯ--- შ----–-----ს დაზარალებულ თე------------–--ლის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია, ასევე იგი (ბრალდებული) არ დამუქრებია ან–--–-----------–--ლს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს მოწმე გ-----------–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული ჯ--- შ----–-----, მისივე თანდასწრებით, ემუქრებოდა მოკვლით ან–--–-----------–--ლს, ასევე თე------------–--ლს (დაზარალებულებს), თუმცა, მისივე ნაწარმოები გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მას (გამომძიებელს) თე------------–--ლმა განუმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან, მის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე გ-----------–---–ის ჩვენება, ამ ნაწილში, მოკლებულია დამაჯერებლობას და იგი ვერ გამოდგება ბრალდებულ ჯ--- შ----–---ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ჯ--- შ----–----- უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ჯ--- შ----–-----მ ჩაიდინა: გენდერული მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე , 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; აგრეთვე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ჯ--- შ----–---ძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით, შესა--მისად, ბრალდებული ჯ--- შ----–----- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჯ--- შ----–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჯ--- შ----–---ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ ჯ--- შ----–-----ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე დავით სვანაძე