გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
080224018002734026
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080224018002734026

#2/3812-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.12.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

განმცხადებელი - მ--------------ე;

მხარდაჭერის მიმღები - მ----------–----------ა;

ადვოკატი - ხ-----------ე;

დაინტერესებული მხარე- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი- ნ----------------ე;

მოთხოვნის არსი - პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობისა და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ;

აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის მოთხოვნა

1.1. მ----------–----------ას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა;

1.2. მ--------------ის მ----------–----------ას მხარდამჭერად ცნობა;

1.3. მ----------–----------ას მხარდამჭერი პირის მ--------------ის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრა,2. მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

 

მ----------–----------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ-----------ის განმარტებით მ----------–----------ას არ შეუძლია განაგოს, მართოს თავის ქცევები. მხარდამჭერის მიმღები პირის მ----------–----------ას ადვოკატმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი სრული მოცულობით დაკმაყოფილება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოცულობით, რაც განცხადებაშია მითითებული.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები პროცესის მონაწილეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3.2. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 მარტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----------–----------ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მ----------–----------ას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მ----------–----------ას მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მ----------–----------ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მ----------–----------ას მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდელი. მ----------–----------ას არ შეუძლია დამოუკიდებლად/გააზრებულად განახორციელოს სამოქალაქო უფლებები. მ----------–----------ას არ შესწევს უნარი ობიექტურად განახორციელოს ნების გამოვლენა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მ----------–----------ას არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარების გარეშე განახორციელოს სამოქალაქო უფლებები. მ----------–----------ას არ შეუძლია სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას, ასევე გარიგების/ხელშეკრულების დადების დროს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნლეობა ან უხელმძღვანელოს მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა.

- ადვოკატის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- ექსპერტების განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------–----------ა საჭიროებს მხარდაჭერას და მისი და მ--------------ე თანახმაა იყოს მისი მხარდამჭერი. ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--------------ეს გააჩნია ყველა ის ნიშან-თვისება, რაც აუცილებელია ჰქონდეს მხარდამჭერს და არ არსებობს მისი მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება.

- ექსპერტიზის დასკვნა.

- ადვოკატის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, მ----------–----------ას უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე 2019 წლის 13 მარტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის შემდგენ ექსპერტებს, მიიჩნევს, რომ მ--------------ის განცხადება მ----------–----------ას მიმღებ პირად ცნობის, მისი მ----------–----------ას მხარდამჭერად ცნობის და მხარდამჭერი პირისათვის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1280-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა. ამავე კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

განსახილველ საქმეზე მ----------–----------ა საჭიროებს მხარდაჭერას და მას უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.

 

განსახილველ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები პირის, მ----------–----------ას მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მისი ოჯახის წევრი - და მ--------------ე, რომელიც თანახმაა იყოს მ----------–----------ას მხარდამჭერი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

მ--------------ე არის მხარდაჭერის მიმღები პირის - მ----------–----------ას ოჯახის წევრი - და.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა, რაც დაცულია განმცხადებლის მიერ.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.

სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 მარტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----------–----------ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მ----------–----------ას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხიმ ნიშვნელოვნადაა გამოხატული. მ----------–----------ას მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მ----------–----------ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მ----------–----------ას მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდელი. მ----------–----------ას არ შეუძლია დამოუკიდებლად/გააზრებულად განახორციელოს სამოქალაქო უფლებები. მ----------–----------ას არ შესწევს უნარი ობიექტურად განახორციელოს ნების გამოვლენა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მ----------–----------ას არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარების გარეშე განახრციელოს სამოქალაქო უფლებები. მ----------–----------ას არ შეუძლია სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას, ასევე გარიგების/ხელშეკრულების დადების დროს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნლეობა ან უხელმძღვანელოს მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. სს კოდექსის 36319-ე მუხლით, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი, რითაც განსახილველ საქმეზე უზრუნველყოფილი იყო მხარდაჭერის მიმღები ლია ფართლაძე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36324-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 36321-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მ----------–----------ა (პ/ნ 6----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად;

 

1.2. დაინიშნოს მ--------------ე (პ/ნ 6----------) ახლო ნათესავის (დის) - მ----------–----------ას (პ/ნ 6----------) მხარდამჭერად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღები პირის მ----------–----------ას სახელით და მის ნაცვლად, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი:

 

მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/გაყვანა/გადაყვანა, მედიკამენტების შეძენა, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, სამედიცინო მომსახურების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულების (გარიგების) დადება, პირადი და ქონებრივი უფლებების ინტერესების დაცვა ყველა სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში ასევე არასახელმწიფო არასამთავრობო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვა სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში. საერთო სასამართლოებისადმი, პოლიციის, პოკურატურის ორგანოებისადმი მიმართვა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით/ქვეპროგრამით სარგებლობა, (განცხადებით მიმართვა, გადაწყვეტილების მიღების/გასაჩივრების, თანხის აღება), სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის გავლა (მათ შორის შშმ პირის სტატუსის დადგენის მიზნით ყველა სამართლებრივ და სამედიცინო პროცედურაზე თანხმობა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით სარგებლობა, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფარში/პანსიონში განთავსება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შინ/ბინაზე მოვლის პროგრამით სარგებლობა,, ნებისმიერ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვა. სოციალური პაკეტის, სახელმწიფო პენსიის, ფულადი დანამატის, ფულადი დახმარების, დანიშვნაა/ცვლილება/აღდგენა/აღება ( განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება) საპენსიო ანგარიშიდან თანხის აღება, პერსონალური მონაცემებით სარგებლობა, საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობა), პირადობის ელექტრონული მოწმობის, საპენსიო პლასტიკური/ელექტრონული ბარათის, მათ შორის დამატებითი ბარათის დამზადება/აღება/გაუქმება, მ----------–----------ას ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა ( ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, თანხის გამოტანა/გადარიცხვა) შეჩერებული/შეწყვეტილი/ დაკავებული პენსიის/სოციალური პაკეტის გაცემის/მიღების მოთხოვნა, გაუცემელი/განაცდური საპენსიო თანხის და სოციალური პაკეტის მოთხოვნა/ გაცემა/მიღება.

 

2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;

3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;

 

5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;

 

7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;

 

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით - 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;

 

10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

11. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება მ----------–----------ას დროებით მხარდამჭერად მ--------------ის დანიშვნის თაობაზე.

 

12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

13. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე