განაჩენი

სისხლის სამართლის 29.12.2019
საქმის ნომერი
120100119003307859
დავის ტიპი
303 1
თარიღი
29.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3307859-1/328-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

24 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - თ-------------------–-

 

დაცვის მხარე- ბრალდებული - მ---------------------; საქართველოს მოქალაქე, დაბ; 1--------- წელს, პ/ნ 0----------- რეგისტრაციის მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ------; ფაქტობრივად მცხოვრები ბ----------- რაიონი, სოფელი ა-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ---------------------მა 2019 წლის ოქტომბრის თვეში ბ----------- რაიონის სოფელი ა---------ის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, უკანონოდ გაჩეხა 4,74 კუბური მეტრი ფოთლოვანი (წიფელა) ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიადგა 1011,70 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მ---------------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა მ---------------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნ-----–---------–--–---–-ს 08.10.2019წ. მ---------------------ის 08.10.2019წ., ვ-–-------------------ს 08.10.2019წ. ს-------------–---–-- 11.10.2019წ. დ-----------–---ს 23.10.2019წ. 2019 წლის 08 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი მ---------------------თან, 2019 წლის 08 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ვ-–---------------------ნ, 2019 წლის 08 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 29 ოქტოპმბრის მიმართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოდან და გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა მ---------------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ---------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარებაა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, მ---------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვლება პირობით გამოსაცდელი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- V-------- მოდელის ავტომანქანა, სახ. N----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ავტომანქანაში მოთავსებული 31 ცალი წიფელის ჯიშის ხის კოტრი, 5 ცალი წიფელის ჯიშის ხის კოტრი, ,,B-----"-ის ფირმის ელექტროხერხი და ხისტარიანი ცული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------------------- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

 

2. მ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო უზრუნველყოფილი არაა.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4.ნივთიერი მტკიცებულება:

 

- V-------- მოდელის ავტომანქანა, სახ. N----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- ავტომანქანაში მოთავსებული 31 ცალი წიფელის ჯიშის ხის კოტრი, 5 ცალი წიფელის ჯიშის ხის კოტრი, ,,B-----"-ის ფირმის ელექტროხერხი და ხისტარიანი ცული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა