გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/672-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.12.2019წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი’’;
წარმომადგენელი - რ--------–------ე;
მოპასუხე - გ--- ი-----ე, ზ------ ბ-----ე;
დავის საგანი - ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „თ----- ბანკის" სასარგებლოდ მოპასუხე გ--- ი-----ეს და ზ------ი ბ-----ეს დაეკისროს N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 5881,37 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4 292.,02 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1009,54 ლარს, ჯარიმა 568,66 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 11,15 ლარს) სოლიდარულად გადახდა.
სს „თ----- ბანკის’’ სასარგებლოდ მოპასუხე გ--- ი-----ეს დაეკისროს N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხიდან 720 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 185,24 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 34,76 ლარს) გადახდა.
სს „თ----- ბანკის" სასარგებლოდ მოპასუხე გ--- ი-----ეს დაეკისროს N1--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის 1431,96 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 321,15 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 110,81 ლარს) გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0---.1------.001 რომლის საფუძველზეც იმავე მხარეებს შორის იმავე დღეს - 2017 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------9-------, რომლითაც გ--- ი-----ეზე სესხის სახით გაიცა 6000 ლარი 36 თვის ვადით, წლიურად 35% სარგებლის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულების 2.9-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის კი შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა ძირითადი საშუალებების ფინანსირება. 2017 წლის 30 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში N1-------------- ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც მხარეთა შორის 27.11.2017 წელს დადებული N1-------------- საბანვხო კრედიტის ხელშეკრულება შეიცვალა 30.11.2017 წელს დადებული შეთანხმებაზე დართული რედაქციით.
2017 წლის 27 ნოემბერს სს „თ----- დაზღვევის" მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის გ--- ი-----ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0,72%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს ეკისრებოდა.
2017 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და ზ------ი ბ-----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N1------------, რომლითაც ზ------ ბ-----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N1-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდებობის ზღვრული თანხის 7800 ლარის ფარგლებში.
2018 წლის 16 მარტს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1--------------, რომლითაც გ--- ივანიმძეზე სესხის სახით გაიცა 500 ლარი I466 დღის (48) თვის ვადით, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით. ამავე ხელშეკრულების 27-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა დავალიანების 0,41%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
2019 წლის 03 იანვარს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1---------------, რომლითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 1000 ლარით, 1026 დღის (36 თვის) ვადით, წლიური 41% სარგებლის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის კი შეადგენდა 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ხელშეკრულება კლიენტის მიერ დადასტურებული იქნა ელექტრონულად დისტანციური არხების მეშვეობით, რომელზე წვდომაც მხოლოდ კლიენტს აქვს.
გ--- ი-----ემ დაარღვია სს „თ----- ბანკთან" დადებული ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა სესხის თანხა, მასზედ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან, დაზღვევის პრემიასთან და პირგასამტეხლოსთან ერთად, რის გამოც მოპასუხეებს შეტყობინებები გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, ასევე არაერთხელ ეცნობათ პირადად, თუმცა უშედეგოდ - არც დამატებით ვადაში მოუხდენიათ დავალიანებების დაფარვა, შედეგად სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე გ--- ი-----ის ვადამოსული დავალიანება სს,,თ----- ბანკის’’ მიმართ შეადგენს:
ა. N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 881,37 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4 292,02 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1009,54 ლარს, ჯარიმა 268,66 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 11,15 ლარს.
ბ. N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1134,65 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 185,24 ლარს, ხოლო ჯარიმა 449,41 ლარია.
გ. N1--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 635,66 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 321,15 ლარს, ხოლო ჯარიმა 314,51 ლარია.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე გ--- ი-----ე 2019 წლის 11 ნოემბერს საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის შესაბამისად სარჩელს დაეთანხმა ნაწილობრივ ძირი თანხის ნაწილში.
2.2. მოპასუხე ზ------ი ბ-----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #0---.1------.001 რომლის საფუძველზეც იმავე მხარეებს შორის იმავე დღეს - 2017 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------9-------, რომლითაც გ--- ი-----ეზე სესხის სახით გაიცა 6000 ლარი 36 თვის ვადით, წლიურად 35% სარგებლის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულების 2.9.-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის კი შეადგენდა დავალიანების 1%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა ძირითადი საშუალებების ფინანსირება. 2017 წლის 30 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში N1-------------- ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც მხარეთა შორის 27.11.2017 წელს დადებული N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცვალა 30.11.2017 წელს დადებული შეთანხმებაზე დართული რედაქციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება; ს.ფ.19-28;
- 2017 წლის 27 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;- ს.ფ.29-32;
- 2017 წლის 27 ნოემბრის კრედიტის გაცემის და დაფარვის გრაფიკი;- ს.ფ.33-34;
- 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვილებების შეტანის შესახებ;- ს.ფ.35-37;
- 2017 წლის 30 ნოემბრის დაფარვის გრაფიკი;- ს.ფ.37-38;
3.1.2. 2017 წლის 27 ნოემბერს სს „თ----- დაზღვევის" მიერ დაზღვეულ იქნა მსესხებლის გ--- ი-----ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0,72%-ს, რომლის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს ეკისრებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 ნოემბრის დაზღვევის პოლისი; - ს.ფ.39;
3.1.3. 2017 წლის 27 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკსა’’ და ზ------ი ბ-----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N1------------, რომლითაც ზ------ ბ-----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა N1-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, თავდებობის ზღვრული თანხის 7800 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 ნოემბრის თავდებობის განცხადება; - ს.ფ.40;
- 2017 წლის 27 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება;- ს.ფ.41-44;
3.1.4. 2018 წლის 16 მარტს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1--------------, რომლითაც გ--- ი-----ეზე სესხის სახით გაიცა 500 ლარი I466 დღის (48) თვის ვადით, წლიურად 25% სარგებლის გადახდევინებით. ამავე ხელშეკრულების 27-ე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა დავალიანების 0,41%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თავსართი; - ს.ფ.45;
- 2018 წლის 16 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; - ს.ფ.46-47
3.1.5. 2019 წლის 03 იანვარს სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1---------------, რომლითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 1000 ლარი, 1026 დღის (36 თვის) ვადით, წლიური 41% სარგებლის გადახდევინებით, ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის კი შეადგენდა 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ხელშეკრულება კლიენტის მიერ დადასტურებული იქნა ელექტრონულად დისტანციური არხების მეშვეობით, რომელზე წვდომაც მხოლოდ კლიენტს აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 3 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თავსართი; - ს.ფ.48-49;
- 2019 წლის 3 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; - ს.ფ.50-53;
- ამონაწერი ელექტრონულად დადასტურებაზე; - ს.ფ.54-55;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ--- ი-----ემ დაარღვია სს „თ----- ბანკთან" დადებული ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა სესხის თანხა, მასზედ დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან, დაზღვევის პრემიასთან და პირგასამტეხლოსთან ერთად, რის გამოც მოპასუხეებს შეტყობინებები გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, ასევე არაერთხელ ეცნობათ პირადად, თუმცა უშედეგოდ - არც დამატებით ვადაში მოუხდენიათ დავალიანებების დაფარვა, შედეგად სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე გ--- ი-----ის ვადამოსული დავალიანება სს,,თ----- ბანკის’’ მიმართ შეადგენს:
ა. N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 881,37 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4 292,02 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1009,54 ლარს, ჯარიმა 268,66 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 11,15 ლარს.
ბ. N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1134,65 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 185,24 ლარს, ხოლო ჯარიმა 449,41 ლარია.
გ. N1--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 635,66 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 321,15 ლარს, ხოლო ჯარიმა 314,51 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდების ისტორია; -ს.ფ.56-59;
- შეტყობინებები და მათი გაგზავნა-ჩაბარების დასტურები;-ს.ფ.60-71;
- ცნობა დავალიანების შესახებ;-ს.ფ.72;
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ--- ი-----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----- ბანკსა’’ და გ--- ი-----ეს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 30.11.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 4292.02 ლარი, 16.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 500 ლარი, ხოლო 03.01.2019წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 1000 ლარი, რომელთა გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხემ ცნო სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 30.11.2017წ.საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1009,54. ლარისა, 16.03.2018წ.საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 185,24 ლარისა და 03.01.2019წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 321.15 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''თ----- ბანკსა'' და ზ------ი ბ-----ეს შორის 2017 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''თ----- ბანკსა'' და მეორეს მხრივ ზ------ი ბ-----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ ზ------ი ბ-----ემ - იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 7800 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბრის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო - 2017 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 568,66 ლარის ოდენობით, 2018 წლის 16 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 34,76 ლარის ოდენობით, ხოლო 2019 წლის 03 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 110,81 ლარს ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადაგადაცილების პერიოდისა და ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის ნაწილს მხოლოდ ნაწილს შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, საბოლოოდ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს დაკმაყოფილებული სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების ცნობის პროპორციულად, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 241 ლარიდან 173,766 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მოპასუხეებს გ--- ი-----ეს და ზ------ი ბ-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 67,24 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს გ--- ი-----ეს (პ/ნ 4----------) და ზ------ი ბ-----ეს (პ/ნ 0----------) სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ 2017 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5881,37 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4 292.,02 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1009,54 ლარს, ჯარიმა 568,66 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 11,15 ლარს) სოლიდარულად გადახდა.
ასევე, გ--- ი-----ეს (პ/ნ 4----------) სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 16 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების თანხიდან 720 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 500 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 185,24 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 34,76 ლარს) გადახდა.
ასევე, გ--- ი-----ეს (პ/ნ 4----------) სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/ნ2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 3 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების თანხის 1431,96 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 321,15 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 110,81 ლარს) გადახდა.
3. მოპასუხეებს გ--- ი-----ეს (პ/ნ 4----------) და ზ------ი ბ-----ეს (პ/ნ 0----------) სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/ნ2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 67,24 ლარის გადახდა.
4. სს „თ----- ბანკს’’ (ს/ნ2--------) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 241 ლარიდან ხაზინიდან დაუბრუნდეს 173,766 ლარი (16.10.2019 რეფერანსი 2---------).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი