განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N020100119003304200
საქმე N1/722-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე
სხდომის მდივანი - ნინო დიხამინჯია
პროკურორი - მ------ ქ-------
ბრალდებული - ჯ--- ჯ--–--------
ადვოკატი- ლ--------- შ-------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №044131119002;
ბრალდებული: ჯ--- ჯ--–--------;
მამის სახელი: ი---;
დაბადებული: 30.06.1988 წელი;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე ;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი სოფელი ჯიხაშკარი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.2019 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ზ--------–--------------–-- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ჯ--- ჯ--–--------მ ნ---------–--ეს, რომელთანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: მოქაჩა თმებზე, ძლიერად ჩაავლო ხელი მხრებზე, შეანჯღრია ძლიერად, დაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხზე, რის შედეგად ნ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2. 2019 წლის 15 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. ზ--------–----------–---- ქუჩა N13-ში მდებარე ზუგდიდის რეგიონალურ ტუბ.საწინააღმდეგო საავადმყოფოს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ,,ნისან ნოუთი’’-ს მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით F-------- ავტომანქანაში მყოფმა ჯ--- ჯ--–--------მ ნ---------–--ეს, რომელთანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: ჯ--- ჯ--–--------მ დაძრა რა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ნ---------–--ემ ხელი ჩაავლო ავტომანქანის წინა საქარე მინის საწმენდს, მიუხედავად იმისა, რომ ჯ--- ჯ--–--------მ შეამჩნია აღნიშნული გარემოება, მან არ გააჩერა ავტომანქანა, გააგრძელა მოძრაობა, რის შემდეგად ნ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ჯ--- ჯ--–--------მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ჯ--- ჯ--–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულ ნ---------–--ის ჩვენებებით, მოწმეების: ლ-----------ს, მ-------------ს, ი--- ჯ--–--------ს, ნ----- ჯ--–--------ს და ზ---–--------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღების იქნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--- ჯ--–--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1) 2019 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით 18:00 საათზე ქ. ზ--------–--------------–-- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ჯ--- ჯ--–--------მ ნ---------–--ეს, რომელთანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მოქაჩა თმებზე, ძლიერად ჩაავლო ხელი მხრებზე, შეანჯღრია ძლიერად, დაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხზე, რის შედეგად ნ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2). 2019 წლის 15 ოქტომბერს, დილის საათებში ქ. ზ--------–----------–---- ქუჩა N13-ში მდებარე ზუგდიდის რეგიონალურ ტუბ საწინააღმდეგო საავადმყოფოს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ,,ნისან ნოუთი’’-ს მარკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით F-------- ავტომანქანაში მყოფმა ჯ--- ჯ--–--------მ ნ---------–--ეს, რომელთანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ჯ--- ჯ--–--------მ დაძრა რა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ნ---------–--ემ ხელი ჩაავლო ავტომანქანის წინა საქარე მინის საწმენდს, მიუხედავად იმისა, რომ ჯ--- ჯ--–--------მ შეამჩნია აღნიშნული გარემოება, მან არ გააჩერა ავტომანქანა, გააგრძელა მოძრაობა, რის შემდეგად ნ---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმით დაცულ, ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილია უდავოდ მიჩნეული, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--- ჯ--–--------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის - ნ---------–--ის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
ჯ--- ჯ--–--------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ--- ჯ--–--------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ადრე ნასამართლევი არაა, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა (დაავადებულია სასუნთქი გზების ტუბერკულოზით).
ჯ--- ჯ--–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის, მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ--- ჯ--–--------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ ადრე ნასამართლევი არაა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დანიშნული სასჯელი სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად, ორივე ეპიზოდში უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჯ--- ჯ--–--------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ჯ--- ჯ--–--------ს მიმართ ამ სახით და ზომით (თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე, სასჯელის პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება), სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;
ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ ჯ--- ჯ--–--------ს მიმართ სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, მისი პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ვერ იქნება მისი ღირსების შემლახავი;
სასჯელად ბრალდებულზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იქნებოდა სამართლიანი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის ზომის განსაზღვრისას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ჯ--- ჯ--–-------- (პ/ნ:1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბრალდებულ ჯ--- ჯ--–--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 ოქტომბრის ქმედება) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
3. ბრალდებულ ჯ--- ჯ--–--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ოქტომბრის ქმედება) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ--- ჯ--–--------ს საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5. ჯ--- ჯ--–--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს ნ---------–--ის სისხლის სამართლის N044151019003 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ფატი ფურცხვანიძე