განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
330100119003024998
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2479-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- მ---------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ე---– ე-––--ის ძე ჯ----–---ი - დაბადებული 1--- წლის 3---------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–------–ა

 

ადვოკატი - ვ------- თ--–-----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

2. ბრალდებული - ტ------ კ----–ის ძე ი-----–---ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–------–ის დ-----–--------ში

 

ადვოკატი - ც------ მ--–--------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები

 

თარჯიმანი - ფ-------- ა---------, ს----– ო--------, ე-–--- თ-------, ვ-----–- მ-----------, გ---–- შ---------

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ტ------ ი-----–---ის ეპიზოდი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ტ------ ი-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით, ტ------ ი-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ------ ი-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მიუხედავად ამისა მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური კატეგორიის დანაშაული, კერძოდ:

 

2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი

 

ტ------ ი-----–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1156 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 27 მარტს, თბილისში, ფ-------–აში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მამუკა ნადარეიშვილზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, ფ-------–ა რ---------–-----------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე, მამუკა ნადარეიშვილისგან იქნა ამოღებული.

 

2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი

 

ტ------ ი-----–---მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1475 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 2 აპრილს, თბილისში, ფ-------–აში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა მამუკა ნადარეიშვილზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, ფ-------–ა რ---------–-----------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისივე ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე, მამუკა ნადარეიშვილისგან იქნა ამოღებული.

 

2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი

 

ტ------ ი-----–---მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 137.15 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც ასევე უკანონოდ შეინახა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2019 წლის 22 აპრილს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, დ----ის დასახლებაში მდებარე, შ----------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ------ ი-----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (პატაკი; მოწმეთა ჩვენებები; ქიმიური ექსპერტიზის №----------------, №----------------, №---------------- დასკვნები; ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნა; ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა; ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები, ე.წ. კრეფსები; ამოღებული ნარკოტიკული საშუალება; 2016 წლის 3---------რის განაჩენი; 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი და სხვ.) ერთობლიობა ტ------ ი-----–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------ ი-----–---მა ჩაიდინა:

 

1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის და გასაღება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი);

2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ტ------ ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს.

3.2. ტ------ ი-----–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ტ------ ი-----–---ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი, კერძოდ:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით, ტ------ ი-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ------ ი-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 24 მაისის წერილის თანახმად, ზ/აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი არ არის გადახდილი და დავალიანების ამოღების მიზნით ტ------ ი-----–---ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის წერილის თანახმად, ზ/აღნიშნული განაჩენით ტ------ ი-----–---ის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის დასაწყისია - 18.04.2019 წელი, ხოლო გამოსაცდელი ვადის დასასრული - 17.04.2021 წელი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------ ი-----–---ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.

 

დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობის, აგრეთვე ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობის (ჰყავს მეუღლე და 6 შვილი) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ტ------ ი-----–---ის მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ტ------ ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

ე---– ჯ----–---ის ეპიზოდი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ე---– ჯ----–---მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 147,36 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2019 წლის 22 აპრილს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში, დ----ის დასახლებაში მდებარე, შ----------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 22 აპრილს, ქ. თბილისში, შ----------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ,,დ----ის“ დასახლებაში ჩატარდა ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთმოსილი დუტის ჟილეტის მარჯვენა ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან ნანახი და ამოღებული იქნა მოზრდილი მრგვალი ფორმის მოყავისფრო ფერის მასა, შემოკრული წებოვანი ლენტით. ასევე მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ე---– ჯ----–---ის საქართველოს მოქალაქის პასპორტი, შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ტყავის საფულე. ზემოაღნიშნული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, ლუქები დათარიღდა და გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები (გამომძიებელი გ.ქ---–-–---–ი, მონაწილე პირები: კ.ჯ--------ა, ზ.ლ-----ა, გარეშე პირი მ.მ---------ე, თარჯიმანი ა.ი-----------ი).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 22 აპრილს 20:51 საათზე, ქ. თბილისში, შ----------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ,,დ----ის“ დასახლებაში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე---– ე-––--ის ძე ჯ----–---ი. (გამომძიებელი გ.ქ---–-–---–ი, მონაწილე პირები: კ.ჯ--------ა, ზ.ლ-----ა, გარეშე პირი მ.მ---------ე, თარჯიმანი ა.ი-----------ი).

 

ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: კ------- ჯ--------ამ, ზ----- ლ-----ამ და გ------- ქ---–-–---–მა და დამატებით განმარტეს, რომ 2019 წლის 22 აპრილს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იმყოფებოდნენ თბილისში ,,დ----ის“ დასახლებაში, სადაც უნდა ყოფილიყო ტ------ ი-----–---ი, რომელსაც პირადად, უკანონოდ უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ადგილზე შემჩნეული იქნა ტ------ ი-----–---ი და მისი თანმხლები პირი - ე---– ჯ----–---ი, მიახლოებისას მათ დააპირეს გაქცევა, მაგრამ გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა, კ------- ჯ--------ას და ზ----- ლ-----ას მიერ მოხდა ე---– ჯ----–---ის შეჩერება, აუხსნეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და რადგან ტ------ ი-----–---თან ერთად იყო, მასაც უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა. გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და გ------- ქ---–-–---–მა დაიწყო ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკა, ვინაიდან ბრალდებული ვერ საუბრობდა ქართულ ენაზე და ასევე არ იცოდა წერა არცერთ ენაზე, ჩხრეკას დაესწრო გარეშე პირი, ხოლო ჩხრეკის დადგენილებას ე---–ი გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით. ჩხრეკის შედეგად კ------- ჯ--------ას მიერ ე---– ჯ----–---ის ტანთმოსილი ჟილეტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მრგვალი ფორმის მოყავისფრო მასა, რომელიც იყო შეკრული წებოვანი ლენტით, ხოლო გ------- ქ---–-–---–ის მიერ შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა. ამოღებული ნივთები გ------- ქ---–-–---–ის მიერ დაილუქა ორ პაკეტად, ბრალდებულს თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, რაზეც ბრალდებულმა თარჯიმანთან ერთად მოეწერა ხელი, ე.ჯ----–---ს შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნულის შემდგომ ე---– ჯ----–---ი გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 24 მაისს, ე---– ჯ----–---ის თანხმობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ სპეციალური სტერილური ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ო.ქ------–--ე, ექსპერტი რ.ნ--------–---–ი, გარეშე პირი მ. მ---------ე, თარჯიმანი თ.შ------ია, ადვოკატები: ნ.ი-–------ე, ა.გორგოძე, რ.რ-–----ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ----- ნ--------–---–მა დაადასტურა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ე---– ჯ----–---ისგან ნერწყვის ნიმუშის აღების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლებმა: ო-–---- ქ------–--ემ, გ------ თ----------–--ემ, ჯ--- ს--------ემ და ზ------ ქ-----–-–---–მა დაადასტურეს ე---– ჯ----–---ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----- წ---–-----მა და მ--- დ----–-ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

2019 წლის 22 აპრილს ბრალდებულის სახით დაკავებული ტ------ ი-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

- უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება წონით - 307,77 გრამი შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით - 137,15 გრამს.

 

2019 წლის 22 აპრილს ბრალდებულის სახით დაკავებული ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

- უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება წონით - 321,84 გრამი შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით - 147,36 გრამს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, ე---– ჯ----–---მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 147,36 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და რაც პოლიციის თანამშრომლების მიერ, ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 22 აპრილს ბრალდებულის სახით დაკავებული ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში, მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება წონით - 321,84 გრამი შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით - 147,36 გრამს. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კი ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება „ჰეროინი“, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება „ჰერიონი“ 1 გრამზე მეტი ოდენობით მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ ე---– ჯ----–---ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი“ წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ე---– ჯ----–---ის უდანაშაულობის თაობაზე, იმ ფაქტებზე მითითებით, რომ ჯ----–---ი არასდროს ყოფილა შემჩნეული ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში, გამოძიებას ოპერატიული ინფორმაცია ე---– ჯ----–---ზე არ ჰქონია, ინფორმაცია ჰქონდათ მხოლოდ ტ------ ი-----–---ის მიმართ და ე.ჯ----–---ი შემთხვევით აღმოჩნდა ტ.ი-----–---თან ერთად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა არ გამორიცხავს ე---– ჯ----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენას და მიუთითებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხევაში პირის მიმართ პირადი ჩხრეკის განხორციელება არ წარმოადგენს ჩხრეკის ოქმის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ე---– ჯ----–---ის პირადი ჩხრეკისას მისი ტანთმოსილი დუტის ჟილეტის მარჯვენა ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან ნანახი და ამოღებული იქნა მოზრდილი მრგვალი ფორმის მოყავისფრო ფერის მასა, შემოკრული წებოვანი ლენტით (ჩხრეკის ოქმს მონაწილე პირების გარდა თან ახლავს ბრალდებულის ხელმოწერა, რაიმე სახის შენიშვნის გარეშე), ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად კი დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მასა შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით - 147,36 გრამს.

 

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, ასევე ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლებისა და ექსპერტების ჩვენებებით, რომელთა დაკითხვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობასა და მათი ჩვენებების არასანდოობაზე მიანიშნებდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე---– ჯ----–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ე---– ჯ----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ გააჩნია.

4.2. ე---– ჯ----–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობისა და ოდენობის, აგრეთვე ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ე---– ჯ----–---ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ე---– ჯ----–---ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე---– ჯ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ე---– ჯ----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან.

 

ე---– ჯ----–---ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ე---– ჯ----–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ტ------ ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ------ ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ტ------ ი-----–---ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ------ ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ტ------ ი-----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან.

 

ტ------ ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ტ------ ი-----–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნერწყვის ნიმუშები, ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- კომპიუტერული დისკები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- ე.ჯ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია