განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-720-19
(№012040819002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: თინათინ სტურუა,დაცვის მხარე:
ბრალდებული ე-–-------------------ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-----------------------–-----–----------------------------------, და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი, მ-------------------------–---------
ადვოკატი: ნიკა გუჯაბიძე,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით ე-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
2019 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ე-–-------------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–--–---------–--–---ას მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანმოკლე მოშლით, კერძოს შელაპარაკებისას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, რა დროსაც მიაყენა დაზიანება წარბის არეში, მოუქნია დანა, რა დროსაც მიაყენა ჭრილობა ხელის არეში და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს. ე-–-------------------ის ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების დროს ა-–--–---------–--–---ას მიადგა ფიზიკური ზიანი.
2019 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ე-–-------------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–--–---------–--–---ას შელაპარაკებისას რამდენჯერმე მოუქნია დანა და უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ა-–--–---------–--–---ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 04 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–-------------------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–--–---------–--–---ას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ შელაპარაკებისას მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, რა დროსაც მიაყენა დაზიანება წარბის არეში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
დაზარალებულმა ა-–--–---------–--–---ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. მათ ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ უთანხმოება, მიხვდა რომ ქმარი ღალატობდა და თავი დამცირებულად იგრძნო. ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყო და იჩხუბეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. ელიზბარმა სახეში გაარტყა და თვითონაც ურტყავდა, როდესაც ელიზბარმა დანა აიღო, შიშის საპასუხოდ, მან ნაჯახს წაავლო ხელი, იმის დემონსტრირება სურდა, რომ მისი არ ეშინოდა. რადგან ელიზბარი ნასვამი იყო, დანა ხელიდან გამოგლიჯა და ამ დროს გაეჭრა. მუქარის არ შეეშინდა და არც გამოკითხვის დროს არ უთქვამს ამის შესახებ. მისი განმარტებით იმ წუთას ელიზბარი "ტანკშიც" რომ მჯდარიყო, არ შეეშინდებოდა. დარტყმის დროს არაფერი უგრძვნია, მაგრამ სახეზე სისხლი რომ დაინახა, ჩხუბი შეწყვიტა და მეზობელთან წავიდა პოლიციაში დასარეკად.
2019 წლის 4 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ფორმა N100-ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით ა-–--–---------–--–---ას აღენიშნება ნაჭდევები მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებებიდან ნაჭდევები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ჭრილობა რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ--------–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებულს მარცხენა თვალ-ბუდის გარეთა და ქვედა კიდეებზე აღენიშნებოდა 2 ნაჭდევი, ხოლო მარჯვენა მტევნის ხელ-გულის ზედაპირზე აღენიშნებოდა გაკერილი სწორკიდეებიანი ჭრილობა - 4 სმ, იგი ახლად მიყენებული იყო, რადგან რამდენიმე დღის ჭრილობა არ იკერება. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ თვალ-ბუდის მიდამოში არსებული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო მტევნის მიდამოში არსებული ჭრილობა ასევე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მოწმე ე-–----------–ი ს---------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ.რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც კლინიკას დასახმარებლად ა-–--–---------–--–---ამ მიმართა. მას აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა ხელის მტევანზე და მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან. პაციენტი გადაამისამართა ტრავმატოლოგთან, რომელმაც მას აღმოუჩინა დახმარება და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაეწერა. მან განაცხადა რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარმა მამაკაცმა.
მოწმე მ--------------–---ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მის მეზობლად ცხოვრობს და შემთხვევის დღეს მასთან დასარეკად მივიდა. სახიდან და ხელიდან სისხლი სდიოდა და აღელვებული იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ანჟელას სახლიდან იმ ღამეს ყვრილი ისმოდა.
2019 წლის 4 აგვისტოს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ქ.რუსთავში, მ--------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანა და მუქი ფერის ლაქები.
მოწმე ნ-----------–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო დანა და სისხლის ლაქები, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაზარალებული და ასევე ბრალდებულიც, მას ტანისამოსზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი, სახლში ნივთები არეული იყო.
მოწმე გ----–--------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო ა-–--–---------–--–---ას გამოკითხვაში და ასევე თარგმნა დაზარალებულად ცნობის დადგენილება. დაზარალებულს თვალის მარცხენა მხარე ჰქონდა დაზიანებული და ხელი ჰქონდა გაჭრილი.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა ა-–--–---------–--–---ას მიმართ განხორციელბული მუქარის ეპიზოდში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:
მუქარის ეპიზოდი:
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ისე სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები. სწორედ ასეთი ხასიათის დანაშაულია მუქარა. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, წარსულში არსებული უთანხმოება და კონფლიქტის მიზეზი, საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე მტკიცებულებათა სახეობის საკითხიც. როგორც წესი მუქარის ბრალდებისთვის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებული და მის მიერ გადმოცემული ფაქტების სიზუსტე. ამასთან სასამართლომ უტყუარად უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მუქარას ადგილი და თუ ჰქონდა შეეძლო თუ არა გამოეწვია საფუძვლიანი შიში. ანუ მუქარის დასადგენად სასამართლომ უნდა შეაფასოს როგორც დაზარალებულის ჩვენება და მისი დამოკიდებულება მუქარის მიმართ, აგრეთვე ის მტკიცებულებები, რომელიც მუქარის ფაქტს ადასტურებს ან პირიქით, გამორიცხავს მას.
ე-–-------------------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ მიუხედავად ე-–-------------------ის მხრიდან დანის დემონსტრირებისა, ა-–--–---------–--–---ას განმარტებით, მას არ შეშინებია და არც გამოკითხვის ოქმში უთითებს აღნიშნულს. პირიქით, მისი განმარტებით, დანის საპასუხოდ ხელში ნაჯახი აიღო და აგრძნობინა ბრალდებულს, რომ არათუ ეშინოდა, ხელთ უფრო მძიმე საგანი ეჭირა. ამ პროცესში მან ელიზბარს დანა გადააგდებინა და როდესაც ართმევდა მას ხელიდან, მაშინ მიიღო ხელის მტევანზე დაზიანება. სასამართლოს შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს მუქარის დანაშაულის ერთი ძირითადი ნიშანი, რომელიც მის გამოხატვას გულისმობს (დანის დემონსტრირება მწვავე კონფლიქტის დროს), მაგრამ არ გვაქვს ერთობლიობა და დანაშაულის ნიშნებს შორის ისეთი კავშირი, რომელიც მუქარის საფუძვლიანი შიშის, ანუ მუქარის მიმართ დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოიცავს. სსკ-ს 151-ე მუხლის საფუძველზე, მუქარა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასჯადი თუ მას 1) რეალურად ჰქონდა ადგილი - სიტყვიერად, აგრესიული განწყობით და სიცოცხლისათვის საშიში საგნების დემონსტრირებით, და 2) ამგვარი ქმედების საფუძველზე მას, ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ამგვარი განმარტების საფუძველზე, ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულოა დადგინდეს გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის საფუძვლიანი შიში, რასაც დაზარალებული უარყოფს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობით ვერ დგინდება ჰქონდა თუ არა მუქარას რეალურად ადგილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი ასევე არ დგას იმგვარად, შეცვალა თუ არა დაზარალებულმა ჩვენება და ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზეზით უარყოფს თუ არა შიშის განცდას. სასამართლოს შეფასებით დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და სასამართლოში მიცემული ჩვენება არ იძლევა ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, ვინაიდან დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის ნაწილის წაკითხვისა და კითხვების დასმის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას შიშის შესახებ არც გამოკითხვის დროს აღუნიშნავს და თუ გავითვალისწინებთ, რომ დაზარალებულმა მისცა სასამართლოს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება და მიუთითა, რომ ჩხუბი იმით დაიწყო, რადგან იგი პასუხს სთხოვდა ელიზბარს თავისი საქციელის გამო, მან კი სახეში ხელი ძლიერად გაარტყა, უსაფუძვლო ხდება მსჯელობა დაზარალებულის მხრიდან ან ცრუ ჩვენების ან სხვა რაიმე ნიშნით დაინტერესებაზე მითითება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ა-–--–---------–--–---ამ უარყო მუქარის დროს შიშის განცდა და საპასუხოდ იმის დემონსტირებისთვის, რომ არ ეშინოდა, დანა წაართვა ბრალდებულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და ე-–-------------------ი უნდა გამართლდეს ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაჭდევები თვალ-ბუდის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის მიდამოში, მიყენებული რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით (დანით). დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ექსპერტის ჩვენების მიხედვით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია მხოლოდ ხელის მტევანზე არსებულმა ჭრილობამ, რაც შეეხება სახის არეში მიყენებულ დაზიანებას ის მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მითითებული დასკვნის, ექსპერტის ჩვენებისა და დაზარალებულის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-------------------ის ჩვენება სსკ-ს 120-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ს 126 პრიმა მუხლზე, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 1) ა-–--–---------–--–---ას ხელის მტევანზე დაზიანებები მიადგა არა ბრალდებულის უშუალო ზემოქმედებით, არამედ იმ დროს როდესაც იგი ხელიდან ართმევდა მას დანას, შესაბამისად ე-–-------------------ს ხელის მტევანზე დაზიანება განზრახ არ მიუყენებია, ხოლო სსკ-ს 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს თუ ქმედება ჩადენილია განზრახ. 2) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენების მიხედვით მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, გამომდინარეობს მხოლოდ ხელის მტევანზე მიყენებული დაზიანებების საფუძველზე, სახეზე - თვალ-ბუდის მიდამოში არსებული დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ე-–-------------------ის ქმედებაში არ არის დანაშაულის მთავარი ნიშანი, ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რომელიც გამოიწვია განზრახ ქმედებამ, ანუ როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და სურს ამგვარი შედეგი, ან შესაძლებელია გულგრილად ეკიდება მის დადგომას. იმის გათვალისწინებით, რომ ე-–-------------------ს ა-–--–---------–--–---ასათვის ხელის მტევანზე დაზიანების მიყენებისთვის უშუალოდ არაფერი უმოქმედია და დანის დემონსტირების მომენტისთვის ვერ დაუშვებდა, რომ ანჟელა მის წართმევას შეეცდებოდა, მისი ქმედება არ იძლევა განზრახი დანაშაულის კვალიფიკაციის შესაძლებლობას, ხოლო გაუფრთხილებლად ამგვარი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ს/ს პასუხისმგებლობა დაწესებული არ არის, შესაბამისად ე-–-------------------მა პასუხი უნდა აგოს მის მიერ რეალურად ჩადენილი დანაშაულისათვის.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კონფლიქტის დროს წარბის არეში არსებული დაზიანებები ა-–--–---------–--–---ას მიაყენა ე-–-------------------მა, როდესაც ხელი გაარტყა სახის არეში. ექსპერტიზის დასკვნით და ჩვენებით, წარბის არეში მიყენებული დაზიანება ცალკე არ წარმოადგენს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, თუმცა სასამართლოს შეფასებით მისი ლოკალიზაცია, ინტენსივობა, დარტყმის შედეგად გამოწვეული სისხლდენა, ქმნის ქმედების ძალადობად დაკვალიფიცირების წინაპირობას და მოიცავს ამ დანაშაულის ყველა ნიშანს. ძალადობა, თუ ის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ერთხელ და მრავალჯერადი დარტყმის შემთხვევაშიც. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ე-–-------------------ი და ა-–--–---------–--–---ა არიან ოჯახის წევრები, კერძოდ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ა-–--–---------–--–---აზე განხორციელებული ძალადობა უნდა შეფასდეს როგორც ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ე-–-------------------მა პასუხი უნდა აგოს მის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის.
გარკვეული კუთხით სასამართლო ასევე შეაფასებს დაზარალებულის ჩვენების იმ ეპიზოდს, სადაც იგი განმარტავს, რომ იმ მომენტში როდესაც ელიზბარმა სახეში დაარტყა, სიბრაზისგან ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ტკივილი არ უგვრძვნია, ცხადია არ გამორიცხავს დანაშაულის ნიშნების სრულად არსებობას და ეჭვქვეშ არ აყენებს ე-–-------------------ის ბრალეულობას, ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ, რომ ა-–--–---------–--–---ა არ გამოირჩევა ისეთი განსაკუთრებული უნარით, რაც ტკივილის განცდის დაქვეითებაზე მეტყველებს, სახის არეში მთელი ძალით ხელის ერთხელ გარტყმა, რამაც მისი გახეთქვა და სისხლდენა გამოიწვია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ შემთხვევებში სახეში ერთხელ გარტყმის შედეგად შესაძლებელია მხოლოდ სიწითლის აღნიშვნა, რეალურად მიუთითებს, რომ დარტყმის ამგვარი ინტენსივობა შედეგად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ემოციური მდგომარეობის უპირატესობა, რის გამოც შესაძლებელია დაზარალებული იმ მომენტში არ აღიქვამდეს ძალადობის საშიშროებას, თავის მხრივ არ გულისხმობს, რომ ან ძალადობას არ ჰქონდა ადგილი, ან ძალადობამ არ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
ე-–-------------------ის ნასამართლობის საკითხი:
რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით ე-–-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძიკრითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ე-–-------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს, ხოლო ე-–-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ე-–-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირობით გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, ვინაიდან ე-–-------------------ი წარსულში ნასამართლევია რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით განზრახი დანაშაულისათვის.
საბოლოო სასჯელთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უნდა განისაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ე-–-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–-------------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ე-–-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ე-–-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (1 წელი თ/ა) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-–-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ე-–-------------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აგვისტოდან.
ე-–-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ე-–-------------------ის მაისური და შარვალი, ა-–--–---------–--–---ასაგან ამოღებული მაისური და შარვალი, ფარდა დაუბრუნდეს მის მფლობელებს, ხოლო დანა, მუქი ფერის ლაქა და სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე