განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003243436
საქმე #1/376-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 დეკემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-----ი მე------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ელ---რ იუ-------ი (დაბადებული - 1----–-–----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი ნახიდური მე-6 ქ.N13)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ადვოკატი: მუ----ნ ხვ---–---ი
თარჯიმანი: ნა--–ი იბ---------ა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 2 მაისის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით ელ---რ იუ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. იყო რა აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევი, ელ---რ იუ-------მა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ 2019 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარების ფაქტი.
1.2. 2019 წლის 2 მაისის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით ელ---რ იუ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ნასამართლობის გაქარწყლებამდე ელ---რ იუნისოვმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრბით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს" საერთო წონით 0,9282 გრამი, რაც ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართლელოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 16 ოქტომბერს, 17:30 საათიდან 17:50 საათამდე პერიოდში მარნეულის რაიონის სოფელ იმირში, მარნეული სადახლოს ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარის მიმდებარე ტერი--ორიაზე ელ---რ იუ-------თან ჩატარებული პირადი ჩხეკის შედეგად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ელ---რ იუ-------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარმოუდგინა სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე რო-–--დ ბო-–----ის,ილ--რ ის-----------ის, შა-–-ა სო---------ის, დი--ო გი----ს გამოკითხვის ოქმები, ელ---რ იუ-------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გამოკვლევის №7011063 დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის №4980/სქ-4554/ქრ დასკვნა, დაგენილება ელ---რ იუ-------ის ბრალდების შესახებ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ელ---რ იუ-------მა და მისმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი. მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ელ---რ იუ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ელ---რ იუ-------ი იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთ, 2019 წლის 17 ოქტომბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ოპიუმის ჯგუფის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, - შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - იმის მიერ ჩადენას, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ამ პუნქტის სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა - 260-ე მუხლის გარდა - რომელიმე დანაშაული. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქმეში წარმოდგენილი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ელ---რ იუ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ელ---რ იუ-------ი დანაშაულის ჩადენის დროს (2019 წლის 16 ოქტომბერს) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა იძლევა იმ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასამართლობის გაქარწყლებამდე ელ---რ იუნისოვმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრბით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს" საერთო წონით 0,9282 გრამი ეს უკანასკნელი ოდენობა კი, თავის მხრივ, აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენისა და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმე რო-–--დ ბო-–----ის, ილ--რ ის-----------ის, შა-–-ა სო---------ის, დი--ო გი----ს გამოკითხვის ოქმები, ელ---რ იუ-------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გამოკვლევის №7011063 დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის №4980/სქ-4554/ქრ დასკვნა, დაგენილება ელ---რ იუ-------ის ბრალდების შესახებ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით, ასევე ბრალდებულ ელ---რ იუ-------ის აღიარებითი ჩვენებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 2 მაისის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით ელ---რ იუ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. იყო რა აღნიშნული დანაშაულისთვის ნასამართლევი, ელ---რ იუ-------მა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ 2019 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარების ფაქტი. 2019 წლის 2 მაისის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით ელ---რ იუ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ნასამართლობის გაქარწყლებამდე ელ---რ იუ-------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრბით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს" საერთო წონით 0,9282 გრამი, რაც ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართლელოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 16 ოქტომბერს, 17:30 საათიდან 17:50 საათამდე პერიოდში მარნეულის რაიონის სოფელ იმირში, მარნეული სადახლოს ცენტრალური საავტომობილო გზის მარცხენა მხარის მიმდებარე ტერი--ორიაზე ელ---რ იუ-------თან ჩატარებული პირადი ჩხეკის შედეგად.
ამდენად, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უდავო მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ---რ იუ-------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორი--ეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. ამდენად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ელ---რ იუ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება ის, რომ იგი წარსულში არის ნასამართლევი.
4.5. სასამართლო ითვალისწინებს ელ---რ იუ-------ის აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით ელ---რ იუ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე' ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
4.6. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ---რ იუ-------ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
5. აღკვეთის ღონისძიების და ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ელ---რ იუ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ: ელ---რ იუ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ,,ბუპრენორფინი" და კონვალუტებიდან და პოლიეთილენის პარკებიდან აღებული ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ელ---რ იუ-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტელეფონი და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე, სსკ-ის 59-ე, მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ელ---რ იუ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე' ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ელ---რ იუ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ელ---რ იუ-------ს 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ელ---რ იუ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 ოქტომბრიდან.
ელ---რ იუ-------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ: ელ---რ იუ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ,,ბუპრენორფინი" და კონვალუტებიდან და პოლიეთილენის პარკებიდან აღებული ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
ელ---რ იუ-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტელეფონი და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი