გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2018
საქმის ნომერი
030210017002237083
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210017002237083

N 2/1244-2017

გადაწყვეტილება

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----“

წარმომადგენელი გ------- ტ-----------ე

მოპასუხეები: ნ-------- ჩ-----

ბ------ ღ-------–-- (არ გამოცხადდა)

გ---- ღ-------–-- (არ გამოცხადდა)

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად 7094.64 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 6000 ლარი, პროცენტი 1074.70 ლარი, დაზღვევა 19.94 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 231 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2015 წლის 23 სექტემბერს სს ,,თ----- ბ---სა“ და ბ------ ღ-------–--ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ბიზნეს უგირავნო სესხი). ამავე დღეს სს ,,თ----- ბ---მა“ თავდებობის ხელშეკრულებები დადო ნ-------- ჩ-----სთან და გ---- ღ-------–--სთან. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები. მას გაეგზავნა შეტყობინება შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 6000 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 24 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი 30%. პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოპასუხის ყოველთვიურად შესატანი თანხა 336.32 ლარი უნდა შეეტანა ყოველი თვის 26 რიცხვში. მხარეებს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება. ამავე დღეს სს ,,თ----- ბ---მა“ თავდებობის ხელშეკრულება დადო გ---- ღ-------–--სა და ნ-------- ჩ-----სთან. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7800 ლარით. მოპასუხემ 2015 წლის სექტემბერში აითვისა თანხა, მას თანხა უნდა შეეტანა 2015 წლის 26 აპრილს თუმცა თანხა არ შეუტანია და მომდევნო დღიდან მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ-------- ჩ-----მ სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს და გ---- ღ-------–--ს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადდნენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 23 სექტემბერს სს ,,თ----- ბ---სა“ და ბ------ ღ-------–--ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ბიზნეს უგირავნო სესხი). ამავე დღეს სს ,,თ----- ბ---მა“ თავდებობის ხელშეკრულებები დადო ნ-------- ჩ-----სთან და გ---- ღ-------–--სთან.

 

3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 6000 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 24 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი 30%. პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოპასუხის ყოველთვიურად შესატანი თანხა 336.32 ლარი უნდა შეეტანა ყოველი თვის 26 რიცხვში.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,თ----- ბ---მა“ თავდებობის ხელშეკრულება დადო გ---- ღ-------–--სა და ნ-------- ჩ-----სთან. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7800 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბ------ ღ-------–--ს და გ---- ღ-------–--ს მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავალიანების 7094.64 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად სახ. ბაჟის სახით 212.84 ლარის გადახდა. მოსარჩელეს სახ ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან დაუბრუნდეს 18.16 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

2015 წლის 23 სექტემბერს სს ,,თ----- ბ---სა“ და ბ------ ღ-------–--ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ბიზნეს უგირავნო სესხი). ამავე დღეს სს ,,თ----- ბ---მა“ თავდებობის ხელშეკრულებები დადო ნ-------- ჩ-----სთან და გ---- ღ-------–--სთან.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 6000 ლარი. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 24 თვე. წლიური საპროცენტო სარგებელი 30%. პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოპასუხის ყოველთვიურად შესატანი თანხა 336.32 ლარი უნდა შეეტანა ყოველი თვის 26 რიცხვში.

 

სს ,,თ----- ბ---მა“ თავდებობის ხელშეკრულება დადო გ---- ღ-------–--სა და ნ-------- ჩ-----სთან. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7800 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩელი საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეები: ბ------ ღ-------–-- და გ---- ღ-------–-- არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე და არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, რის გამოც, გამოტანილ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს და გ---- ღ-------–--ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბ------ ღ-------–--ს და გ---- ღ-------–--ს მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დავალიანების 7094.64 ლარის გადახდა. მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად სახ. ბაჟის სახით 212.84 ლარის გადახდა. მოსარჩელეს სახ ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან დაუბრუნდეს 18.16 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად სახ. ბაჟის სახით 212.84 ლარის გადახდა. მოსარჩელეს სახ ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან დაუბრუნდეს 18.16 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბ------ ღ-------–--ს და გ---- ღ-------–--ს მიმართ მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3. მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების 7094.64 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს, გ---- ღ-------–--ს და ნ-------- ჩ-----ს სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სოლიდარულად სახ. ბაჟის სახით 212.84 ლარის გადახდა. მოსარჩელეს სახ ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან დაუბრუნდეს 18.16 ლარი.

 

5.მოპასუხეებს: ბ------ ღ-------–--ს და გ---- ღ-------–--ს გაეგზავნოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

6. გადაწყვეტილება (ნ-------- ჩ-----ს ნაწილში) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე