განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5690-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ქ------- გ-----–---–ი
ადვოკატი: ი----- ბ-----–---–ი
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ი-----–- ბ--–--–---–ი
მამის სახელი:-------
დაბადებული: 2---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0---------–------------–---------–----------–------------–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 18.10.2019წ. 14:00 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ი-----–- ბ--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. მანვე, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე,------–--–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ბ--–--–---–მა მისი ბრალდებულის სახის დაკავებისას, ძალადობის გამოყენებით თბილისის პ---–-–--------------------------------------–----------------–-------- განყოფილების თანამშრომლებს, მათი საქმიანობის შეცვლის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ სახის არეში ფეხის დარტყმით მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ამავე განყოფილების უფროსს ჯ------ კ--–--ეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე,------–--–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–- ბ--–--–---–მა მისი ბრალდებულის სახის დაკავებისას, ფეხის ჩარტყმით განზრახ დააზიანა დეტექტივ ლ---- ხ------–---–ის კუთვნილი, ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით--------, უკანა მარცხენა ფრთა და სატრანპორტო საშუალებას მოტეხა სარკე. ი-----–- ბ--–--–---–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2019 წლის 26 სექტემბრის შემაკავებელი ორდერით ი-----–- ბ--–--–---–ს აკრძალული ჰქონდა ყოფილი მეუღლის - ნ------ მ------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და მასთან ნებიემიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 17 ოქტომბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა თ---–--–-------------------------------- კორპუსში მდებარე ნ------ მ------–---–ის საცხოვრებელ სახლთან და ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებით ი-----–- ბ--–--–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–- ბ--–--–---–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. მანვე, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 02 წლიდან 05 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლიდან 03 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის გათვალისწინებით, ი-----–- ბ--–--–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–- ბ--–--–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ბ--–--–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ი-----–- ბ--–--–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 18 ოქტომბრის 14 საათიდან და 00 წუთიდან.
ი-----–- ბ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სარკე, ჯ------ კ--–--ის კუთვნილი სათვალე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან აღებული სუნის ნიმუშები, ხელის კვლები და ანაწმენდები, ი-----–- ბ--–--–---–ისგან აღებული სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლის ნიმუშები, ჯ------ კ--–--ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე