განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2071-19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე--------,სტაჟიორ-პროკურორი - ზ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯა-----–-------–-------------–---–-- (დაბადებული - 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ--–-------------------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.------–-------------------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული).
ადვოკატი - შ-------------–---–-----–--–----------
ბრალდებული - გ-------–----–----------------- (დაბადებული - 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გ--–---–------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-----–---–-----------------------------
ადვოკატი - ე---–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-----------–-, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, ა---–-------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------------ამ, ჯ------–-------–---–იამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, თ-----------------ეს შეუზღუდეს გადაადგილების საშუალება, რა დროსაც გ--------------ამ მას ჯიბიდან ამოაცალა 3300 ლარად ღირებული „---------- მოდელის მობილური ტელეფონი. თ-----------------ემ იგრძნო მობილური ტელეფონის ამოცლა და დაედევნა მათ, რა დროსაც გ--------------ამ კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, კანონსაწინააღმდეგო ნივთი პირადი ჩხრეკით ამოღებულ იქნა ჯ------–-------–---–იასგან.
1.2. 2----–-–-----------–-, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, ა---–-------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ------–-------–---–იამ, გ--------------ამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, თ-----------------ეს შეუზღუდეს გადაადგილების საშუალება, რა დროსაც გ--------------ამ მას ჯიბიდან ამოაცალა 3300 ლარად ღირებული „---------- მოდელის მობილური ტელეფონი. თ-----------------ემ იგრძნო მობილური ტელეფონის ამოცლა და დაედევნა მათ, რა დროსაც გ--------------ამ კანონსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ჯ------–-------–---–ია, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ მომხდარი ფაქტის შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2----–-–-----------–-, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, ა---–-------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------------ამ, თ-----------------ეს ჯიბიდან ამოაცალა 3300 ლარად ღირებული „---------- მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, კანონსაწინააღმდეგო ნივთი პირადი ჩხრეკით ამოღებულ იქნა ჯ------–-------–---–ისგან.
2.2. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ჯ------–--------–---–-ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შესახებ.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული).
3.1. დაზარალებულ თ-----------------ის ჩვენების თანახმად, 2----–-–-----------–-, დ------ეში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან დედასთან - ხ------------------ესთან ერთად მიემართებოდა მეტროსადგურ „დ------ეს“ მიმართულებით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეამჩნია საპირისპიროდ მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი (გ--------------ა) დაეჯახა მას. ამ დროს დაზარალებულმა იგრძნო ქურთუკის ჯიბეზე ძლიერი შეხება, ხოლო შეჯახების შემდეგ შეამჩნია, რომ მობილური ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში აღარ ედო. დაზარალებული დაედევნა მამაკაცებს, დაეწია მათ და გ--------------ას მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. ბრალდებული არწმუნებდა, რომ მობილური ტელეფონი მას არ მოუპარავს. დაზარალებულს პირადად არ დაუნახავს, თუ როგორ ამოუღო გ--------------ამ ჯიბიდან მობილური ტელეფონი და რა დროს გადასცა იგი მეორე მამაკაცს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მას შემდეგ რაც ტელეფონი ჯიბეში ვერ აღმოაჩინა, სცადა მისი მოძებნა ავტომანქანაში, ვინაიდან იფიქრა, ,,მანქანაში ხომ არ დამრჩაო“. ასევე ტელეფონი მოიძია სავალუტო ჯიხურშიც. ბრალდებულებს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდიათ. ჯ------–-------–---–იამ დაზარალებულის დედას - ხ------------------ეს ჩააწერინა მობილური ტელეფონის ნომერი. დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც ბრალდებულებს დაეწია, მესამე მამაკაცი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც გ--------------ამ უარი განაცხადა მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე, მომხდარის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. დაზარალბულის ჩვენების თანახმად, მან მობილური ტელეფონით განვადებით შეიძინა და მასში გადაიხადა დაახლოებით 3300 ლარი. იგი ვარაუდობდა, რომ გ--------------ამ ამოაცალა მობილური ტელეფონი, რაც დადასტურდა პოლიციაში ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ.
3.2. მოწმე ხ------------------ის განმარტებით, 2----–-–-----------–- შვილთან - თ-----------------ესთან ერთად გადაადგილდებოდა მეტროსადგურ „დ------ესთან“, სავალუტო ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნია საპირისპიროდ მოძრავი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთი დაეჯახა თ-----------------ეს. თ-----------------ე მიხვდა, რომ ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოაცალეს და გაეკიდა მამაკაცებს, დაეწია მათ და მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. გ--------------ამ უარყო მობილურ ტელეფონთან რაიმე შემხებლობა და უხეშად უთხრა, რომ ქურდობას უსამართლოდ აბრალებდნენ. როდესაც თ-----------------ე მამაკაცებს დაეწია, მესამე ახალგაზრდა მათთან ერთად არ იმყოფებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ თ-----------------ემ ნამდვილად შეამოწმა ავტომანქანა და დარწმუნდა, რომ მობილური ტელეფონი იქ არ იყო. მას შემდეგ რაც ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი არ დააბრუნეს, მომხდარის შესახებ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ------–-------–---–იამ ნამდვილად გადასცა საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი. თ-----------------ემ მობილურ ტელეფონში განვადებით დაახლოებით 3300 ლარი გადაიხადა. ჯ------–-------–---–ია პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე არ დახვედრია. მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ საკუთარი თვალით ნახა გ--------------ას მიერ თ-----------------ის ქურთუკის ჯიბიდან მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტი.
3.3. 2----–-–-----------–-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ-------–--------------------------------–--------------–-------------------–---- გამომძიებელ ქ------------–--ას მიერ, ექსპერტების - ზ----------–-----ას და ნ----------------ის და დაზარალებულ თ-----------------ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ-------–---------–-------–-------------------------------- მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოწმემ მიუთითა სალიანდაგო გზაზე, სადაც ამოაცალეს „ა--------“ მოდელის მობილური ტელეფონი. გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს სასაუზმე „კ----------------“ და ვალუტის გადაცვლის პუნქტი, რომლებზეც განთავსებულია ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. შემთხევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
3.4. ქ-------–--------------------------------–--------------–-------------------–---- გამომძიებელმა - ქ------------–--ამ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
3.5. სა---------–----–----------------------------------------–-------------------–---- დეტექტივმა - ი-----–---------ამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე (შეეხება ბრალდებულ ჯ------–-------–---–იას ადგილსამყოფელს).
3.6. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–-----------–-, შსს დ-----------------------------------–-------------------–---------------- გ-----------–--ის მიერ, გამომძიებელ ნ-----–--------–--ის მონაწილეობით, დაკავებულ იქნა გ--------------ა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „T----“-ს ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ტყავის საფულე, საქართველოს ბანკის ორი ცალი პლასტიკური ბარათი, „მეტრომანის“ ბარათი, „უნიქარდის“ ბარათი და ფულადი თანხა 9 ლარისა და 16 უკრაინული გრივნის ოდენობით.
3.7. სა---------–----–----------------------------------------–-------------------–---- გამომძიებლებმა - გ-----------–--ემ და ნ-----–-------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის კანონთან შესაბამისობის ფაქტი.
3.8. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–-----------–-, შსს დ-----------------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ა-–----–--–----იას მიერ დაკავებულ იქნა ჯ------–-------–---–ია, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით - შვიდი ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, „მეტრომანის“ პლასტიკური ბარათი, ორი ცალი რუსული პლასტიკური ბარათი, შავი ფერის მობილური ტელეფონი „ნ-----“, შავი ფერის მობილური ტელეფონი - „----------.
3.9. 2----–-–-----------–-- ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, შსს დ-----------------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ ა-–----–--–----იას მიერ, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებულ იქნა ბრალდებული ჯ------–-------–---–ია.
3.10. სა---------–----–----------------------------------------–-------------------–---- გამომძიებელმა - ა-–----–--–----იამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ბრალდებულ ჯ------–-------–---–იას პირადი ჩხრეკისა და დაკავების კანონთან შესაბამისობის ფაქტი.
3.11. 2----–-–------------–-- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ.------–--–-------–-------–-------------------–- მდებარე, ინდ. მეწარმე დ--------------ის სავალუტო ჯიხურიდან ამოღებულ იქნა აღნიშნულ ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები - 2----–-–-----------–-- 15:00 საათიდან 16:30 საათამდე.
3.12. 2----–-–------------–-- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ.------–--–-------–-------–-------------------–- მდებარე, ინდ. მეწარმე მ----------–---–ის სავალუტო ჯიხურიდან ამოღებულ იქნა, აღნიშნულ ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები - 2----–-–-----------–-- 15:00 საათიდან 16:30 საათამდე.
3.13. 2----–-–------------–-- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------------------------------–- მდებარე, შპს „მ----------------------“ წარმომადგენელ ზ-----------–---სგან ამოღებულ იქნა, ქ. თბილისში, წ-------–-------------------–- მდებარე შპს „მ----------------------“ გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები - 2----–-–-----------–-- 15:00 საათიდან 16:30 საათამდე.
3.14. 2----–-–----------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს დ-----------------------------------–-------------------–--ის გამომძიებელ დ------------–---–ის მიერ, ბრალდებულ ჯ------–-------–---–იას და ადვოკატ ა-–--–---------ას მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ინდ. მეწარმე მ----------–---–ის სავალუტო ჯიხურზე, ინდ. მეწარმე დ--------------ის სავალუტო ჯიხურზე და შპს „რ--------------------ის“ გარეფასადზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2----–-–-----------ის 15:00 საათიდან 16:20 საათამდე პერიოდის ჩანაწერი. ვიდეოჩანაწერში, სასამართლოსთვის საინტერესო მომენტში, 16:11:21 საათიდან 16:11:22 საათამდე პერიოდში ფიქსირდება სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც უახლოვდებიან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ორ ქალბატონს, რომელთაგან ერთი არის დაახლოებით შუახნის, აქვს მოკლედ შეჭრილი თმა და აცვია გრძელმკლავიანი მოსასხამი. მეორე არის ახალგაზრდა, ქერა თმით და აცვია მომწვანო ფერის ქურთუკი. სამიდან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ახალგაზრდა ქალბატონს ეხება მხრითა და მარცხენა ხელით და ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან აცლის მობილურ ტელეფონს. ქალბატონი იხედება მამაკაცისკენ, ისინჯავს ჯიბეებს, დაედევნება მას და შეაჩერებს რამდენიმე მეტრის მოშორებით. ახალგაზრდა პირთან ერთად ჩერდება მეორე მამაკაციც. ბრალდებულ ჯ------–-------–---–იას განმარტებით, კამერების ჩანაწერებში დაფიქსირებული მაღალი, სრული აღნაგობის მამაკაცი, შავი ფერის, ოდნავ ჭაღარა შერეული თმით, სწორი საშუალო ზომის ცხვირით, შავი ფერის ქურთუკით, ჯინსის შარვლითა და შავი ფერის ფეხსაცმლით, არის თვითონ. მის გვერდით, შუაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, გამხდარი აღნაგობის, მუქი ფერის ოდნავ გრძელი თმით, შავი ფერის ქურთუკით, ლურჯი ფერის ჯინსის შარვლითა და თეთრი ფერის ბოტასებით, არის მისი ნაცნობი - გ--------------ა. ჩანაწერებში დაფიქსირებული მესამე ახალგაზრდა მამაკაცი - საშუალო სიმაღლით, სრული აღნაგობის, შავგრემანი, შავი ფერის თმითა და მზის სათვალით, მუქი ფერის ქურთუკით, მუქი ფერის შარვლითა და ფეხსაცმლით, არ იცის ვინ არის.
3.15. სა---------–----–----------------------------------------–-------------------–---- გამომძიებელმა - დ------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე.
3.16. ს----------–----–------------------------------------------–----------------------------- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამიდან, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ დისკებზე არსებული გ--------------ას და ჯ------–--------–---–-ას პიროვნებების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ წარდგენილ ჯ------–--------–---–-ას ფოტოსურათზე, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება. ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ წარდგენილ გ--------------ას ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებად დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება.
3.17. ექსპერტმა - გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.18. ს----------–----–------------------------------------------–----------------------------- 2----–-–------------–--------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „-----------ის (64 გბ) საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება, შეადგენს - 1700 ლარს.
3.19. ექსპერტმა - ნ------------ამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.20. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დათვალიერდა ინდ. მეწარმე „მ----------–---–ის“, ინდ. მეწარმე „დ--------------ისა“ და შპს „მ---------------------ის“ გარესამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ბრალდებულების ფოტოსურათები, „ა---------“ მოდელის მობილური ტელეფონი. დათვალიერების დასრულების შემდეგ, დისკები და მობილური ტელეფონი დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულების - გ--------------ას და ჯ------–-------–---–იას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებები - კ-----------–----ას, დ--------------ის, მ----------–---–ისა და მ--------–-----–-ას გამოკითხვის ოქმები, დაცვის მხარის მტკიცებულებები - თ----------------ასა და ც----------–--ის გამოკითხვის ოქმები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.22. ბრალდებულმა - გ--------------ამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2----–-–-----------–-, დღის მეორე ნახევარში მეტროსადგურ „დ------ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-----------------ეს ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი, თუმცა აღნიშნული დაზარალებულს არ დაუნახავს. მოგვიანებით მას დაეწია ახალგაზრდა ქალბატონი და მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. დაზარალებულთან საუბრისას ბრალდებულმა უარყო მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი, რის შემდეგაც თ-----------------ემ, თანმხლებ ქალბატონთან ერთად დაიწყო მობილური ტელეფონის ძებნა ავტომანქანაში და სავალუტო ჯიხურში. ბრალდებული ცდილობდა შეუმჩნევლად დაებრუნებინა დაზარალებულისთვის მობილური ტელეფონი, თუმცა ვერ მოახერხა. ჯ------–-------–---–იას მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს. იგი დაზარალებულს ეხმარებოდა დაკარგული ნივთის ძებნაში (საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერიც კი გადასცა მას). საბოლოოდ, მობილური ტელეფონი დაზარალებულისგან შეუმჩნევლად ჩააგდო ნაგვის ყუთში, რომელიც განლაგებული იყო მახლობლად მდებარე კაფესთან (ბ--------); თვითონ ვერ ახერხებდა დაზარალებულისგან თავის დაღწევას და ჯ------–-------–---–იას სთხოვა მობილური ტელეფონის მოძებნა; მესამე პიროვნებას, რომელიც ვიდეოჩანაწერში არის დაფიქსირებული და მათთან ერთად გადაადგილდება, არ იცნობს. იგი შემთხვევით გაიცნო დ------ეში, ასანთი და სიგარეტი მისცა მას, რის შემდეგაც მამაკაცი დაცილდა ბრალდებულებს.
3.23. ბრალდებულმა - ჯ------–-------–---–იამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2----–-–-----------–-, დღის მეორე ნახევარში, გ--------------ასთან ერთად გადაადგილდებოდა მეტროსადგურ „დ------ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მოულოდნელად მათ მიუახლოვდა ორი ქალბატონი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მობილური ტელეფონი დაკარგეს და მოძებნაში დახმარება სთხოვეს. ბრალდებულებმა დაზარალებულს განუცხადეს, რომ მობილური ტელეფონის შესახებ არაფერი იცოდნენ, რის შემდეგაც თ-----------------ემ დაკარგული ნივთის ძებნა ავტომანქანაში და სავალუტო ჯიხურში განაგრძო. ჯ------–-------–---–ია ცდილობდა დაზარალებულის დახმარებას და თვითონაც ეძებდა მობილურ ტელეფონს მათთან ერთად. გარდა ამისა, მან მობილური ტელეფონის ნომერი ჩააწერინა თ-----------------ესთან ერთად მყოფ შუახნის ქალბატონს. ამ დროს მისთვის უცნობი იყო, რომ მობილური ტელეფონი, რომელსაც ეძებდნენ, გ--------------ამ მოიპარა. გ---მ მოგვიანებით უთხრა, რომ მოპარული მობილური ტელეფონი ახლოს მდებარე კაფესთან ჩააგდო სანაგვეში. ჯ------–-------–---–ია წავიდა აღნიშნული კაფესკენ და დიდი ძებნის შემდეგ იპოვა მობილური ტელეფონი. ბრალდებული ნივთის დაბრუნების მიზნით ცდილობდა დაზარალებულთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ამასობაში, ჯ------–-------–---–ია წ-------–ის გამზირზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩხრეკისას ამოუღეს თ-----------------ის მობილური ტელეფონი. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული მესამე პიროვნება შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიცნეს. აღნიშნულ მამაკაცს გ--------------ამ სიგარეტი და ასანთი მისცა, რის შემდეგაც დაცილდნენ მას.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (სადავო და უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
4.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ, ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის სოციალურ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
4.10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ გ--------------ას ქმედებას აშკარა ხასიათი ჰქონდა და სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება მოხდა თვალნათლივ. ასევე ცალსახად ვერ დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონის დაუფლების ფაქტი აღქმადი იყო ნივთის მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის და გ--------------ა აცნობიერებდა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების მიხედვით დგინდება, რომ გ--------------ამ მხარი გაჰკრა თ-----------------ეს, გვერდით ჩაუარა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ თ-----------------ემ აღმოაჩინა, რომ ჯიბეში მობილური ტელეფონი აღარ ედო. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა და დედამისმა ბრალდებულს მოთხოვეს მისაკუთრებული ნივთის დაბრუნება, თუმცა უშუალოდ მობილური ტელეფონის ჯიბიდან ამოღების ფაქტი არცერთ მათგანს არ დაუნახავს.
4.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების ფარული ხასიათი და თავად ბრალდებულ გ--------------ას მიერ გაცნობიერება იმისა, რომ იგი მობილურ ტელეფონს ფარულად აცლიდა დაზარალებულს, დაზარალებულისა და მოწმის აღქმა ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და მტკიცებულებათა გამოკვლევისას დადასტურებული არაერთი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს გ--------------ას მიერ არა ძარცვის, არამედ ქურდობის შემადგენლობის განხორციელებაზე, კერძოდ:
4.12. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან.
4.13. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულად, სსკ-ის 177-ე მუხლით კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
4.14. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ყველა ის აუცილებელი ნიშანი, რაც აუცილებელია პირის ქმედების ქურდობად კვალიფიკაციისთვის, კერძოდ: დადგენილია ნივთის სახე (მობილური ტელეფონი), მისი კუთვნილება (იმყოფება თ-----------------ის საკუთრებაში/მფლობელობაში), ნივთის დაუფლება მოხდა დაზარალებულისა და მოწმისთვის შეუმჩნევლად, გ--------------ას მიერ განხორციელებულმა ქმედებამ ხელყო ნივთის მესაკუთრის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
4.15. გ--------------ას მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია გ--------------ას მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულება შეადგენს 1700 ლარს, რაც გაცილებით აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს რომ: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი, უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.
4.17. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2----–-–-----------–-, დღის მეორე ნახევარში, ქ. თბილისში, მეტროსადგურ „დ------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------------ა ფარულად დაეუფლა თ-----------------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. ასევე ცალსახად დადგინდა, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ჯ------–-------–---–იასათვის, თუმცა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც გ--------------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რომლის შეუტყობინებლობაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს.
4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებები ჯ------–-------–---–იას მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ჯ------–-------–---–ია უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).
4.20. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------ამ ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაეუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. გ--------------ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.5. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოღებულ იქნა გამოძიების მიმდინარეობისას და დაუბრუნდება თ-----------------ეს, ასევე იმ ფაქტს, რომ გ--------------ას გარდა აღიარებისა, არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა. მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში კი მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
6.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ჯ------–--------–---–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი „---------- მოდელის მობილური ტელეფონი; „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, საფულე და მასში არსებული ნივთები, ბრალდებულ გ--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ინდ. მეწარმე დ--------------ის სავალუტო ჯიხურის ვიდეოჩანაწერები 1 ცალ DVD დისკზე, ინდ. მეწარმე მ----------–---–ის სავალუტო ჯიხურის ჩანაწერები 1 ცალ DVD დისკზე, შპს „მ----------------------“ სავალუტო ჯიხურის ჩანაწერები 2 ცალ DVD დისკზე, ბრალდებულ ჯ------–-------–---–იას ფოტონიმუშები 1 ცალ CD დისკზე, ბრალდებულ გ--------------ას ფოტონიმუშები 1 ცალ CD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------–--------–---–-ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ჯ------–--------–---–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ------–--------–---–-ას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. გ--------------ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
5. გ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
6. მსჯავრდებულ გ--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7. მსჯავრდებულ გ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–-----------–-- 16:30 საათიდან.
8. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ჯ------–--------–---–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი „---------- მოდელის მობილური ტელეფონი; „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, საფულე და მასში არსებული ნივთები, ბრალდებულ გ--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ინდ. მეწარმე დ--------------ის სავალუტო ჯიხურის ვიდეოჩანაწერები 1 ცალ DVD დისკზე, ინდ. მეწარმე მ----------–---–ის სავალუტო ჯიხურის ჩანაწერები 1 ცალ DVD დისკზე, შპს „მ----------------------“ სავალუტო ჯიხურის ჩანაწერები 2 ცალ DVD დისკზე, ბრალდებულ ჯ------–-------–---–იას ფოტონიმუშები 1 ცალ CD დისკზე, ბრალდებულ გ--------------ას ფოტონიმუშები 1 ცალ CD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე