განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
330100119003197158
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4387-19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

6 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ--------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი--------------------------------ე, დაბადებული - 1----–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------–------------------------–-------------------------------–---------------------------ში;)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ადვოკატი - ნ-----------–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–----- 2----–-–--------------ს ჩათვლით, ი---------------ე სისტემატიურად აგინებდა, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - თ--------------ეს. ი---------------ის აღნიშნულმა ქმედებამ, თ--------------ის ტანჯვა გამოიწვია. 2----–-–--------------ს, საღამოს საათებში, ი---------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, პე-----------------------------ში, რა დროსაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - თ--------------ეზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა თვალისა და ცხვირის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2----–-–--------------ს, დილის საათებში, ი---------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, პე-----------------------------ში მდებარე სავაჭრო ჯიხურში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - თ--------------ის კუთვნილ ,--------ს ფირმის მობილურ ტელეფონს. ი---------------ის აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ თ--------------ეს მიადგა 30 (ოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–----- 2----–-–--------------ს ჩათვლით, ი---------------ე სისტემატიურად აგინებდა, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------------ეს. ი---------------ის აღნიშნულმა ქმედებამ, თ--------------ის ტანჯვა გამოიწვია. 2----–-–--------------ს, საღამოს საათებში, ი---------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, პე-----------------------------ში, რა დროსაც, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------------ეზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა თვალისა და ცხვირის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

3.1. დაზარალებულ თ--------------ის ჩვენების თანახმად, იგი არის ბრალდებულ ი---------------ის მეუღლე. 2----–-–--------------ს, დილით ადრე, დაახლოებით 07:00 საათამდე, მასთან სამსახურში, კერძოდ, ჯიხურში, მდებარე ქ. თბილისი, ქ---------------------, მივიდა ბრალდებული ი---------------ე. ამ დროისათვის ჯიხურში იმყოფებოდა თ--------------ის თანამშრომელი - მ---------–---–ი. ბრალდებულს სურდა თ--------------ესთან საუბარი, მათ შორის წინა დღეს, 5-----------, განვითარებულ მოვლენებზე. დაზარალებულმა შეუშვა იგი ჯიხურში. ბრალდებული მოითხოვდა, რომ თ--------------ე მას გაყოლოდა გარეთ, სასაუბროდ, მაგრამ დაზარალებული არ გაჰყვა. აღნიშნულის შემდეგ, ი---------------ემ აიღო დაზარალებულის კუთვნილი „--------- ფირმის მობილური ტელეფონი დასარეკად და ისე გავიდა ჯიხურიდან, რომ არ დაუბრუნა . დაზარალებულმა ბრალდებულს მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, თუმცა ბრალდებული ტელეფონს არ უბრუნებდა. თ--------------ის განმარტებით, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ი---------------ეს ამ ყველაფრით სურდა თ--------------ე გაჰყოლოდა გარეთ, ვინაიდან სურდა მასთან განმარტოებით საუბარი, თუმცა დაზარალებულმა ეს არ გააკეთა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული წავიდა და თან წაიღო თ--------------ის მობილური ტელეფონი. მოგვიანებით, დაზარალებულმა ი---------------ეს დაურეკა და მოსთხოვა დაებრუნებინა ტელეფონი, რაზედაც ბრალდებული შეჰპირდა მას, რომ მიუტანდა ტელეფონს, თუმცა ბრალდებული დააკავეს. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის მეუღლეს ხშირად უსარგებლია მისი მობილური ტელეფონით, ვინაიდან ჰქონდა ულიმიტო სასაუბრო დრო და თავადაც პერიოდულად სარგებლობდა მეუღლის კუთვნილი ტელეფონით.

 

3.2. შსს ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–---- დ------------- -ლ-–-------–---–მა და გ----------------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, მათ მიერ ი---------------ის პირადი ჩხრეკის ჩატარებისა და მისგან მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტი, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით.

 

3.3. 2----–-–--------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–---- თანამშრომლებმა ჩაატარეს ი---------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ორი ცალი მობილური ტელეფონი: „----------- ფირმის ღილაკებიანი მობილური ტელეფონი, რომელიც კორპუსის მარცხენა მხარეს არის დაზიანებულ მდგომარეობაში, ასევე უკან მარჯვენა ქვედა ნაწილში აღენიშნება ბზარი, მობილური ტელეფონის იმეიკოდია - 3----------------- და შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც წინა მხრიდან მთლიანად არის ეკრანი, უკანა მხრიდან არის შავი ფერის, აქვს ელემენტის ხუფი და კამერა. მობილური ტელეფონი არის პრაიმის ფირმის და აღენიშნება შემდეგი იმეიკოდი: IMEI1. 8---------------. IMEI2. 8---------------

 

3.4. 2----–-–--------------ს, საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---------------------------–ის - ლ-–--------ას მიერ, თ--------------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი მობილური ტელეფონი, რომელთაგან დაზარალებულმა ამოიცნო რიგით პირველი მობილური ტელეფონი, რომელიც არის მისი კუთვნილი და 2----–-–--------------ს ედო სავაჭრო ჯიხურში მაგიდაზე და რომელიც მას გასტაცა ი---------------ემ, მასთან საუბრის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ. ამომცნობმა ასევე განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, მოყვანილობით, მასზე არსებული დაზიანებებით და მოდელით - იგი არის „-------ს ფირმის.

 

3.5. საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20---–-–---------------ს სასაქონლო ექსპერტიზის №1----- დასკვნის თანახმად, რაც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელეფონის - „------- მოდელი - „K----“ საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 30 (ოცდაათი) ლარს.

 

3.6. 2----–-–--------------ს ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ბრალდებული ი---------------ე დაკავებულია ქ. თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

3.7. დაზარალებულ თ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2003 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ბრალდებულ ი---------------ესთან. ბრალდებული და დაზარალებული შვილთან, ასევე დაზარალებულის ძმასთან და მამასთან ერთად ცხოვრობენ ი---------------ის კუთვნი ბინაში, მდებარე თბილისი, ზ-------ას ქუჩა №---ში.

ი---------------ეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ამის გამო იგი გახდა ეჭვიანი მეუღლის მიმართ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იგი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა თ--------------ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მათი ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ბოლო ფაქტამდე ორი თვის განმავლობაში, ვინაიდან ამ პერიოდში ბრალდებულს გაუმწვავდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩნდა გარკვეული კომპლექსები მის გარეგნობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო, ბრალდებული ეჭვიანობდა დაზარალებულზე და ხშირად აგინებდა მას უწმაწური სიტყვებით, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული ფაქტი მოქმედებდა დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად. ბრალდებულის მხრიდან უსაფუძლო ეჭვიანობისა და მისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2----–-–--------------ს, თ--------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილზე, ჯიხურში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ქ----------------------ში. საღამოს საათებში, როდესაც იგი იყო მარტო, მასთან სამსახურში მივიდა მეუღლე - ი---------------ე. ამ უკანასკნელმა, როდესაც შენიშნა იქვე მდგომი მომხმარებელი მამაკაცები, რომლებიც ყავას სვამდნენ, მათ აგრესიულად მოსთოხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა. შემდეგ შევიდა ჯიხურში, სადაც იმყოფებოდა დაზარალებული და კვლავ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულმა და დაზარალებულმა იკამათეს ამ ყველაფრის გამო, რა დროსაც ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ--------------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა თვალისა და ცხვირის არეში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ დაზარალებულმა დარეკა 112-ში, რის შემდეგაც ბრალდებული წავიდა ჯიხურიდან.

 

3.8. ექსპერტ მ-------------–---–ის ჩვენების თანახმად, მან ჩაატარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაზარალებულ თ--------------ის მიმართ. კვლევისას შესწავლილი იქნა როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ინფორმაცია, ასევე ჩატარდა ამბულატორიული კვლევა და მოხდა დაზარალებულთან გასაუბრება. კვლევის შედეგად მან დაადგინა, რომ თ--------------ემ, ი---------------ის მიერ, მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

3.9. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2----–-–----------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალების და ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, თ--------------ემ, ი---------------ის მიერ, მის მიმართ განხორიცლებული ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

3.10. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მ--------------–------------------------------------ ექიმის - ნ----–-----ას ჩვენების თანახმად, 2----–-–--------------ს, იმყოფებოდა გამოძახებაზე პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა პაცინეტი, რომელიც უჩოდა მაღალ წნევას და თავის ტკივილს. გასინჯვისას პაციენტს ასევე აღმოაჩნდა სისხლნაჟღენთები მარცხენა ქუთუთოს მიდამოში და ჰემატომა ყვრიმალის მიდამოში. ექიმმა გამოკითხა პაციენტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და ამ უკანასკნელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.11. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის №4------- თანახმად, პანციენტ თ--------------ეს შემოწმებისას აღენიშნებოდა ქუთუთოსა და პერიოკიდურის მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები, ცხვირის ზედაპირული ტრავმები, თავის ტკივილი და სხვა სინდრომები. პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს. ასევე ტკივილს მარცხენა თვალბუდის არეში. გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.12. ექსპერტ ქ---------------–---–ის ჩვენების თანახმად, თ--------------ეს, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას, სახის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი-სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდნენ მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ადამიანის ხელი წარმოადგენს მკვრივ ბლაგვ საგანს.

 

3.13. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–----------------- სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, თ--------------ეს, სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას, სახის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითთიებულია, რომ თ--------------ის შემოწმება დაიწყო 2----–-–--------------ს, 1---- საათაზე. შესამოწმებლის გადმოცემით, 2----–-–--------------ს, მეუღლემ მიაყენა დაზიანებები. პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად: მარცხენა თვალის ქვემო ქუთუთოზე გარდამავალ ყვრიმალზე, აღინიშნება მოლურჯო-იისფერი სისხლნაჟღენთი, ზომით - 2,5X1,2 სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება მარცხენა თვალის ქვემო ქუთუთოზე, ზომით - 1,4X0,5 სმ; მარცხენა ყვრიმალის მიდამოში ზომით - 2,5X2,4 სმ. მარცხენა თვალის ზემო ქუთუთოზე აღინიშნება განივად მდებარე, მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული, კანის ზედაპირის დონეზე მდებარე ნაჭდევი, ზომით - 0,6X0,2 სმ; სხეულზე ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებში სხვა რამე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–---- თანამშრომლები: კ------------–ი, ლ-–-------–---–ი და გ----------------–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ზემოხსენებული პირები სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს ამ ნაწილში დეტალურად არ მიმოიხილავს.

 

3.15. ბრალდებულმა - ი---------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მას არასდროს მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლისთვის. 2----–-–--------------ს, იგი მართლაც იმყოფებოდა თ--------------ესთან სამსახურში, სადაც მისი მხრიდან ცოლზე ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ კონფლიქტი, თუმცა ეს იყო კამათი და მას ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულისთვის არ მიუყენებია. მას შემდეგ, რაც დაზარალებულისგან წამოვიდა, 3-4-ჯერ ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია მეუღლეეებს, რა დროსაც თ--------------ემ უთხრა, რომ ჰქონდა სილურჯე სახეზე. მეორე დილით, 2----–-–--------------ს, სწორედ ამიტომ მივიდა ბრალდებული დაზარალებულთან სამსახურში, რათა ენახა და გაერკვია, თუ რა მოხდა. ბრალდებულს ადგილზე დახვდა თ--------------ე და მისი თანამშრომელი - მ---------–---–ი. მათ ეძინათ. როდესაც ბრალდებული მივიდა, დაზარალებულმა გაიღვიძა. ბრალდებულმა მეუღლის კუთვნილი მობილური ტელეფონი აიღო დასარეკად, ვინაიდან მას ჰქონდა ულიმიტო სასაუბრო დრო, შემდეგ კი თ--------------ის ტელეფონით წავიდა ამ უკანასკნელის მამიდაშვილთან, რომელიც იქვე ცხოვრობს. მოგვიანებით, ი---------------ეს დაუკავშირდა თ--------------ე და მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება. სწორედ ამ მიზნით იგი მიდიოდა მეუღლესთან, რა დროსაც გზაში დააკავეს სამართალდამცავებმა.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი---------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 4.2. პუნქტად მითითებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, 5.1. პუნქტად მითითებული „----------- ფირმის და „--------- ფირმის მობილური ტელეფონები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.4. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.6. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ, პრეიუდიციად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს, როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ, ი---------------ის ბრალეულობის დამადასტურებლად წარმოდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი---------------ე, 2----–-–--------------ს, დილის საათებში, თ--------------ის მობილურ ტელეფონს დაეუფლა; თუმცაღა, ამავე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას წარსულშიც არაერთხელ უსარგებლია მეუღლის მობილური ტელეფონით ისევე, როგორც თავად თ--------------ეს უსარგებლია ქმრის მობილური ტელეფონით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის არსებითი კომპონენტის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. იმისათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ძარცვად, სავალდებულოა პირს ამოძრავებდეს პირდაპირი განზრახვა, ნივთის აშკარა დაუფლების მიზანი და ქმედება უნდა განხორციელდეს ნივთის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, რაც დაუფლებას აქცევს მართლსაწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული მიზნის არსებობა. თავად დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა დაურეკა ი---------------ეს და მოსთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება, ეს უკანასკნელი წამოვიდა მეუღლის სამსახურისკენ, რათა დაებრუნებინა მეუღლისთვის მისი კუთვნილი ნივთი. ი---------------ე რომ ნამდვილად მისი მეუღლის სამსახურისკენ გადაადგილდებოდა, დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ბრალდებულის სახით მისი დაკავება თ--------------ის სამუშაო ადგილის მიმდებარედ მოხდა.

 

4.11. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ძარცვის ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ი---------------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.13. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ი---------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი---------------ე, 2----–-–----- 2----–-–--------------ს ჩათვლით, სისტემატიურად აგინებდა, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------------ეს. ი---------------ის აღნიშნულმა ქმედებამ, თ--------------ის ტანჯვა გამოიწვია. 2----–-–--------------ს, საღამოს საათებში, ი---------------ე იმყოფებოდა თბილისში, პე-----------------------------ში, რა დროსაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ--------------ეზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა თვალისა და ცხვირის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს აღნიშნულის მტკიცების საფუძველს აძლევს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებთა ერთობლიობა, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ ი---------------ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა, რამაც მსხვერპლში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

4.14. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებული სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებები. ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად, მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, იღებს ვალდებულებას, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა; ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4.15. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ფიზიკური ძალადობის ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი---------------ემ 2----–-–--------------ს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, რის შედეგადაც მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4.16. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, იმისათვის, რომ ქმედებას მიეცეს ოჯახში ძალადობის კვალიფიკაცია, სავალდებულოა სისტემატური ხასიათის არსებობა და შედეგად მსხვერპლში ტანჯვის განცდა. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით და ამცირებდა. აღნიშნული დაზარალებულზე ახდენდა ფსიქოლოგიურ გავლენას, რაც იყო გაუსაძლისი. ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ფაქტი იწვევდა მასში ტანჯვის განცდას. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სიტყვიერი შეურაცხყოფის კონკრეტული ეპიზოდები არ არის გამოვლენილი, თუმცაღა სასამართლოს ქმედების სისტემატურობის დასადგენად სავალდებულო კომპონენტად არ მაიჩნია კონკრეტული ეპიზოდების გამოვლენის საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ძალადობა ხორციელდება ოჯახურ გარემოში, სადაც ურთიერთობის ამ ფორმას უკვე შესაძლოა შეძენილი ჰქონდეს რუტინული ხასიათი, ობიექტურად შეუძლებელია დაზარალებულს მოსთხოვო კონკრეტული ეპიზოდების დასახელება თარიღების მითითებით.

 

4.17. რაც შეეხება ქმედების ფსიოლოგიურ ძალადობად კვალიფიკაციისთვის სავალდებულო კომპონენტს - შედეგს ტანჯვის სახით, აღნიშნული კრიტერიუმის დადგენისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 განაჩენზე, სადაც საკასაციო პალატამ იმსჯელა დაზარალებულში ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვის შეფასების კომპონენტებზე და განმარტა, რომ „იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, სავალდებულოა, რომ სისტემატურმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს.“ ამასთან, „იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე.“ განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც კატეგორიულად ადასტურებს თ--------------ის მიერ ტანჯვის განცდის ფაქტს.

 

4.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, მოძალადე ი---------------ის ქმედებები არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე; ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება მისი ოჯახის წევრად.

 

4.19. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ი---------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე ვინაიდან, ერთი მხრივ, დაზარალებულისა და მეორე მხრივ, ნეიტრალური მოწმის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–--------------ს, დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი. მსხვერპლის სხეულზე დაზიანებების არსებობა დასტურდება ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. რაც შეეხება დაზიანებათა წარმოშობის წყაროს, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის თავად დაზარალებული და აცხადებს, რომ მეუღლემ ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაყენა იგი. აღნიშნულის საპირწონედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალდებულის ჩვენება სასამართლოს მიაჩნია არადამაჯერებლად ვინაიდან, ბრალდებული აცხადებს, რომ 2----–-–--------------ს, როდესაც მიაკითხა მეუღლეს სამსახურში, მას სახეზე დაზიანებები არ ჰქონია; ასევე აცხადებს, რომ იმავე ღამეს მეუღლემ აცნობა, რომ სახეზე ჰქონდა სილურჯეები. აქვე ბრალდებული ვერ უარყოფს დაზარალებულთან კონფლიქტის ფაქტს; ამავდროულად, ვერ ასახელებს ლოგიკურ ვერსიას - მსხვერპლის სხეულზე დაზიანებების წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არაფერი იცის ამის თაობაზე; შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში მაშინ, როდესაც დაზიანებების არსებობა დადაგენილია სხვა არაერთი მტკიცებულებით; ამასთან, ინციდენტიდან მცირე პერიოდში, დაზარალებულმა, მოწმე ნ----–-----ას თავად განუცხადა, რომ სწორედ მეუღლემ მიაყენა დაზიანებები. ხსენებულმა მოწმემ თავადაც ნახა მსხვერპლის სახეზე ძალადობის კვალი; შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სასამართლოს არწმუნებს ი---------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენაში.

 

4.20. ოჯახში ჩადენილი დანაშაულების მიმართ ცალსახაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა და იგი სახლემწიფოს აკისრებს ქმედითი, დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებების გატარებას მსხვერპლის ხელშეუხებლობისა და ინტერესების დაცვის კუთხით; კერძოდ, გადაწყვეტილებაში, საქმეზე მ. და მ. ხორვატიის წინააღმდეგ (M. and M. v. Croatia, (განაცხადი no. 10161/13), სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განსაკუთრებული დაუცველობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები მოიცავს შემდეგს: ა) არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილებას, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა; ბ) ეფექტური გამოძიების წარმოებას, სადაც ინდივიდუალური პირი აყენებს არასათანადო მოპყრობის შესახებ სადავო პრეტენზიას.

 

4.21. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მეტი გულისხმიერებით იქნეს შეფასებული ნებისმიერი მტკიცებულება და სამართალწარმოება იყოს ეფექტური. საქმეზე ე.მ. რუმინეთის წინააღმდეგ (E.M. v. Romania (განაცხადი №43994/05; 30/10/2012)), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), ვინაიდან მის პროცედურულ მხარესთან მიმართებით, გამოძიების ის ფორმა, რომლითაც იგი ჩატარდა, არ უზრუნველყოფდა აპლიკანტის ეფექტური დაცვის საშუალებას, რაც მოთხოვნილია კონვენციის მე-3 მუხლში. კანონით დადგენილ ფარგლებში გათვალისწინებული სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და ასევე არასასამართლო ღონისძიებების მიუხედავად, საქმის მასალებში არ ჩანდა, რომ რაიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული ამ კუთხით; კერძოდ, მიიღეს თუ არა ზომები ოჯახური ძალადობის მიმართ და გამოიყენეს თუ არა საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულება - სამედიცინო ცნობა.

 

4.22. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას; ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში - მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი---------------ემ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5.2. ი---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი და ახალი დანაშაულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის ფაქტი.

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------------- განაჩენით, ი---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ი---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში), ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–----------------------------–-–------------------ე პერიოდი. გამოსაცდელი ვადის - 05 (ხუთი) წლის ათვლა, ი---------------ის მიმართ დაიწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2----–-–-----------------ან.

 

6.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–----------------------- წერილის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 0--------- წლის №1---------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ი---------------ეს (0----------) დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოვალეს არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.

 

6.6. ამასთან, მსჯავრდებულ ი---------------ის მიერ ახალი განზრახი, დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პირობებში; შესაბამისად, მის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.

 

6.7. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი---------------ე, მისთვის ბრალად შერაცხული განზრახი დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი---------------ის მიმართ სასჯელი უნდა განისაზღვროს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით.

 

6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მათი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევის გათვალისწინებით, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ვერ იქნება გამოყენებული თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, რომ ი---------------ის მიმართ, რეციდივის მხედველობაში მიღებით, სასჯელის სახედ და ზომად, 1261-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. ამასთან, ვინაიდან ი---------------ემ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და სრულად უნდა დაემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; სასამართლო მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელებით მიღწეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ი---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „--------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომლიც ინახება საქართველოს შსს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- ი---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „----------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომლიც ინახება საქართველოს შსს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ი---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან- თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და სრულად დაემატოს დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

4. ი---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------------------------.

 

5. მსჯავრდებულ ი---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

§ ი---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „--------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომლიც ინახება საქართველოს შსს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

§ ი---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „----------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომლიც ინახება საქართველოს შსს თ---–---------–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე