განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2019
საქმის ნომერი
140100119002914305
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002914305

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/120-19 30 აგვისტო, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ

ნატო თათრიშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ - ნ-----–---- ნ-------–---–ის

 

მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №011120219006) საქმე ნ-----–---- რ------- ძე ნ-------–---–ის მიმართ (დაბადებული 1----–-–-----------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ა---–-------––-) დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ნ-----–---- ნ-------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა, ცივი იარაღის ტარება, ჩადენილი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 ნოემბერს, გვიანი ღამის საათებში, ქალაქ გორში, ხ--------–-----------–- მდებარე რესტორან „ძ---–---–------–-“, ნ-----–---- ნ-------–---–მა შელაპარაკებისას ხელის სახის არეში ერთხელ დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ბ-------ს, რის შედეგადაც ს------ ბ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 12 თებერვალს, დაახლობით 21:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ა---–-------––- მდებარე ნ-------- ჯ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ საუბნო გზაზე ნ-----–---- ნ-------–---–ი, თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-------- ჯ-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ნ-----–---- ნ-------–---–ი, 2019 წლის 12 თებერვალს, ღამის სათებში, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ-----–---- ნ-------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ამასთან განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------- ჯ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ნ-----–---- ნ-------–---–ის ყოფილი სიძეა. 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა ბრალდებული და ჰკითხა, თუ რატომ არ თანხმდებოდა მის დასთან განქორწინებას, რაზეც უპასუხა, რომ იგი განქორწინებაზე თანახმა იყო, პირადობის მოწმობას მოაწესრიგებდა და განქორწინდებოდა. ნ.ნ-------–---–ი წავიდა, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში ისევ დაბრუნდა. იგი აგრესიული იყო, ხელში ეჭირა დიდი ზომის დანა და ემუქრებოდა, რომ თავს მოაჭრიდა, რა დროსაც ძალიან შეეშინდა. ნ.ნ-------–---–ი გარეთ იდგა, ამიტომ მან ჭიშკრის კარების დახურვა მოასწრო, რის შემდეგაც ბრალდებულმა ღობეს დაუწყო შემონგრევა, ცდილობდა ღობის ზემოდან გადმოსულიყო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დედამისიც, რომლმაც ასევე დაინახა, რომ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. მისი, როგორც დაზარალებულის პოზიციაა, რომ ბრალდებული დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

2019 წლის 13 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ა---–-------––- მდებარე ნ-------- ჯ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ფიცრის ნატეხი.

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 13 თებერვლის 00:30 საათზე.

2019 წლის 13 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ რ----- ნ-------–---–ისაგან ამოღებული იქნა დანა.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის განაჩენით ნ-----–---- ნ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №--– დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

საინჟინრო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღობის ფიცრებზე აღინიშნება დაზიანებები ტეხის სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გორის რაიონის სოფელ ა---–-------––-, ნ-------- ჯ-----–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (კარ-მიდამოს) შემოსაზღვრული ხის ღობის ორი ფიცრის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა - 42,00 ლარი.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ნ-----–---- ნ-------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლო განმარტავს, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, დადასტურებულია დაზარალებულ ნ-----–---- ჯ-----–---–ის ჩვენებით, რომელმაც ამხილა ბრალდებული დანის გამოყენებით მუქარაში. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობას ასევე ადასტურებს ვ------ წ------–-–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, (აღნიშნული ჩვენება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) 2019 წლის 12 თებერვალს ის და ნ-------- ჯ-----–---–ი იმყოფებოდნენ სახლში. დაახლოებით 21:00 საათზე შემოესმათ მამაკაცის ხმა, რა დროსაც მისი შვილი გამოვიდა გარეთ და თვითონაც გამოჰყვა. მან იცნო ნ-----–---- ნ-------–---–ი, გაიგონა ყვირილის და გინების ხმა, მან უთხრა ნ.ჯ-----–---–ს რომ მოკლავდა, რა დროსაც მისმა შვილმა მიხურა კარები. ნ-----–---- ნ-------–---–ი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და ეუბნეოდა, რომ სულ ერთია ყელი უნდა გამოეჭრა და კარებზე აბრახუნებდა. მას ძალიან შეეშინდა, რომ მის შვილს მოკლავდა. ნ.ნ-------–---–ი მივიდა ჭიშკრის გვერდით არსებულ ფიცრის ღობესთან და მუშტის ძლიერი დარტყმით შეამტვრია ღობე, რა დროსაც მან დაინახა, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ს ხელში ეჭირა მოზრდილი დანა და კვლავ უყვიროდა მის შვილს მოკლავდა, რა დროსაც ნ--------მა დაუყვირა მას, რომ მისთვის თავი დაენებებინა, თორემ პოლიციაში დარეკავდა. ამის შემდეგ ნ-----–---- ნ-------–---–ი წავიდა. ნ-------- ჯ-----–---–ისა და ვ------ წ------–-–---–ის ჩვენებების უტყუარობა ასევე დადასტურებულია 2019 წლის 13 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, ამოღებული იქნა დაზიანებული ღობის ორი ფიცრის ნატეხი, ხოლო ექსპერტიზის №---------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღობის ფიცრებზე აღინიშნება დაზიანებები ტეხის სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

ნ-----–---- ნ-------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა მოწმეების ზემოაღნიშნული ჩვენებებისა, დადასტურებულია ექსპერტიზის №--– დასკვნით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 13 თებერვალს რ----- ნ-------–---–ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის განაჩენით კი დადასტურებულია, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

ნ-----–---- ნ-------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებისა დადასტურებულია ს------ ბ-------ის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდია და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ------- ჯ-----–---–ის მიერ სხდომაზე მიცემული ჩვენება არ იძლევა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ვინაიდან ხსენებული მოწმე არ არის შემთხვევის შემსწრე და მისთვის უცნობია საქმის დეტალების თაობაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ-----–---- ნ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ სასამართლო თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-----–---- ნ-------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა, ცივი იარაღის ტარება, ჩადენილი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამდგარ შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ნ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---- ნ-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ნ-----–---- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 თებერვლიდან.

ნ-----–---- ნ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

ნ-----–---- ნ-------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანა - როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, უსასყიდლოდ ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ფიცრის ნატეხები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე