გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1488-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - შ-------------------“
მოსარჩელის წარმომადგენელი- დ-----------–--–-–---–ი
მოპასუხე - თ----- ქ-----ა
წარმომადგენელი- მ--------------–---–------–--------–-------
მესამე პირი - შ------–--------------–--- (დირექტორი - თ----- ქ-----ა)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ----- ქ-----ას სოლიდარულ მოვალე - შ------–--------------–----სთან (ს/კ 40-------) ერთად დაეკისროს 28 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.
1.2. თ----- ქ-----ას დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2494 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
შ--------------------"-სა და შ------–--------------–----ს, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი და დირექტორი იყო მოპასუხე თ----- ქ-----ა, ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა, რა დროსაც შ------–--------------–----ს დაუგროვდა მოსარჩელის ვალი 90 000 ლარი, რაც აღიარებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შ------–--------------–----ს არ გააჩნდა შესაბამისი თანხები ვალის გადასახდელად, რის გამოც მოპასუხე თ----- ქ-----ამ ხელწერილი დაუწერა შ-------------------ს“ მასზედ, რომ სოლიდარულად იღებდა პასუხისმგებლობას საწარმოს ვალზე და 2016 წლის 30 მარტისთვის დაუბრუნებდა მოსარჩელეს თანხას, რა სავალუტო კურსით შეადგენდა 28 000 აშშ დოლარს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდა, რადგან შ------–--------------–----ს არ გააჩნდა ქონება და ფულადი სახსრები, შესაბამისად, ვალის - 28 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულ მოვალეს - მოპასუხე თ----- ქ-----ას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სდომაზე მიცემული განმარტებით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და უკანონოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც შ------–--------------–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნით, მის მიერ ხელწერილი 28 000 აშშ დოლარის გადახდაზე დაწერილი იქნა, როგორც შ------–--------------–----ს დირექტორის მიერ და არავითარ სოლიდარული პასუხისმგებლობის აღებას ვალის გადახდის თაობაზე ადგილი არ ჰქონია.
2.1. მესამე პირის - შ------–--------------–----ს დირექტორმა თ----- ქ-----ამ სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ თანხა უკვე დაკისრებული აქვს იურიდიულ პირს და ფიზიკური პირი - თ----- ქ-----ა არ წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შ------–--------------–----ს დაეკისრა შ-------------------“-ის სასარგებლოდ 90 000 ლარის გადახდა.
მტკიცებულება- სასამართლოს გადაწყვეტილება;
3.1.2. 2018 წლის 16 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
მტკიცებულება- სააღსრულებო ფურცელი;
3.1.3. მხარეებს სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.
მტკიცებულება- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. მხარეებს სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება, რომ თ----- ქ-----ას მიერ დაწერილ ხელწერილში მითითებული თანხა - 28 000 აშშ დოლარი არის შ------–--------------–----ს ვალი შ--------------------"-ის მიმართ.
მტკიცებულება- სხდომის ოქმი; მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შ--------------------"-სა და შ------–--------------–----ს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობისას დაგროვილი ვალის - 28 000 აშშ დოლარის გადახდაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღო მოპასუხე თ----- ქ-----ამ, რის დასადასტურებლად ხელწერილი დაუწერა შ-------------------“-ს მასზედ, რომ 2016 წლის 30 მარტისთვის დაუბრუნებდა ვალს.
მტკიცებულება- ხელწერილი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შ-------------------"-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 463-465ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულება ორი კატეგორიისაა - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო. სახელშეკრულებო ვალდებულება წარმოიშობა ნებაყოფლობით, არასახელშეკრულებო კი, კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 18 მაისს შ---------------------სა და შ------–--------------–----ს (დირექტორი თ----- ქ-----ა) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა ირანული წარმოების 60/70 მარკის საგზაო ბიტუმი, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა თანხა ლარებში საქონლის მიწოდებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხეს უნდა გადაეხადა ჯარიმა, გადაუხდელი თანხის 0.2%-ით. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დადგენილია რომ მოპასუხემ 2015 წლის 22 დეკემბერის მდგომარეობით მიიღო 100584 ლარის ღირებულების ირანული წარმოების საგზაო ბიტუმი. აქედან გადაიხადა 33 584 ლარი დარჩა გადასახდელი 67000 ლარი, რომელიც არ გადაუხდია. ამიტომ მოსარჩელემ 2016 წლის 29 ივლისს მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რათა მოპასუხეს დაეკისროს ძირითადი თანხა 67000 ლარი და ჯარიმა, გადაუხდელი თანხის - 67 000 ლარის, ყოველადაცილებულ დღეზე 0.2%-ის, რომელიც შეადგენს - 23 000 ლარს. აღნიშულ საქმეზე 2017 წლის 12 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც შ--------------------"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შ------–--------------–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 67 000 ლარი და ჯარიმა 23 000 ლარი, ასვე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 2850 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2018 წლის 16 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
2019 წლის 14 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა შ--------------------"-ის წარმომადგენელმა მოპასუხე თ----- ქ-----ას მიმართ, 28 000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით. 2019 წლის 24 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მესამე პირად შ------–--------------–----ს ჩართვა და მოპასუხე თ----- ქ-----ას, როგორც სოლიდარულ მოვალეს, შ------–--------------–----სთან (ს/კ 40-------) ერთად დაეკისროს 28 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა, ასევე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2494 ლარის დაკისრება. საფუძვლად მიუთითა ხელწერილი, რომელიც ერთვის სარჩელს და აღნიშნულია, რომ თ----- ქ-----ას შ--------------------"-ის მიმართ აქვს ვალი - 28 000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კი კრედიტორს შეუძლის თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი სოლიდარულ მოვალეთა ლეგალურ დეფინიციას იძლევა. იგი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს. ამასთან ნორმა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სამართლებრივი შედეგების კუთხითაც. კრედიტორს თავისუფლად შეუძლია ამოირჩიოს ერთი ან რამდენიმე სოლიდარული მოვალე და მისგან ეცადოს კუთვნილი მოთხოვნის მთლიან, ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. სოლიდარული ვალდებულება, თავისი შინაარსით ფაქტობრივად თავდებობის მსგავს უზრუნველყოფას ჰგავს, რომელიც კრედიტორს კუთვნილი მოთხოვნის სწრაფი დაკმაყოფილების საშუალებას ანიჭებს. კრედიტორის მიერ შესრულების ერთჯერადად მოთხოვნა არ გულისხმობს მოთხოვნის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ მთლიანი შესრულების მხოლოდ ერთჯერადად მიღების უფლებას. კრედიტორი არ არის შეზღუდული მოთხოვნის წარდგენაში. მას შეუძლია ყველა ან ცალკეულ სოლიდარულ მოვალეს მოთხოვნა იმდენჯერ წარუდგინოს, სანამ მისი მოთხოვნა მთლიანად არ დაკმაყოფილდება. კრედიტორს თავისუფლად შეუძლია სარჩელი წარადგინოს ერთი ან რამდენიმე სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ და შესრულება მოითხოვოს. კრედიტორს შეუძლია თითოეული სოლიდარული მოვალის მიმართ ცალ-ცალკე სარჩელი, ანდა ერთობლივი სარჩელი წარადგინოს რამდენიმე მოვალის მიმართ. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის სარჩელის წარდგენა არ ართმევს მას უფლებას წარადგინოს სარჩელი ასევე სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ და შესრულება მოითხოვოს (469).
განსახილველ შემთვევაში შეფასებას მოითხოვს, თუ რამდენად პასუხობს თ----- ქ-----ას მიერ დაწერილი ხელწერილი სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირს - თ----- ქ-----ას მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება შ------–--------------–----ს ვალდებულებების აღებას, ამაზე ხელწერილში საერთოდ არაა მითითება. ასევე არაა აღნიშნული ხელწერილის შედგენის თარიღი და ვალის - 28 000 აშშ დოლარის წარმოშობის საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ დასტურდება, რომ თ----- ქ-----ამ აიღო სოლიდარული პასუხიმგებლობა მისი საწარმოს ვალზე მოსარჩელის წინაშე, არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დგინდება თ----- ქ-----ას სოლიდარული პასუხისმგებლობა და შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებულ საპროცესო ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უცველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით შ--------------------"-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, რომლითაც მოპასუხე თ----- ქ-----ას აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თ---–------------------–-------–------------------------------------------–-----------------–---------------------–------------------------------------–---------–----------–-------------------------.) და დაშენების ფართი 141.27 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ--------------------ი"-ს სარჩელი მოპასუხე თ----- ქ-----ას მიმართ, შ------–--------------–----სთან სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე თ----- ქ-----ას აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თ---–------------------–-------–------------------------------------------–-----------------–---------------------–------------------------------------–---------–----------–-------------------------.) და დაშენების ფართი 141.27 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა .
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მამაუკა ნოზაძე