განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4277-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ე-–---------------–-–---–--,ადვოკატ ა-------–--------,ბრალდებულ შ--–--------–------ მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–--------–------ (პირადი #6----------) - დაბადებულის 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ.ქ-------–-, თბილისის ქ-----ში, მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ--–--------–------ ჩაიდინა ქრთამის მიცემა, ე.ი. მოხელისათვის ფულის პირდაპირ შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის და სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე უკანონო ქმედება; მანვე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების აღსრულების პოლიციელ ბ---------------–---- შესასრულებლად დაეწერა სასამართლო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, უნდა მომხდარიყო ქ.ქ-------–-, ც------–-- ქ------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. აღნიშნულის შესახებ შეიტყო შ--–--------–------, რომელმაც განიზრახა ბ----------------–---------- უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემა და ამ ფორმით დადგენილ ვადაზე ადრე მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარება, რითაც სარგებელს მიიღებდა თავად და საცხოვრებელი სახლის ახალი მესაკუთრე.
განზრახვის შესაბამისად, 2018 წლის 10 დკემბერს, ქ.ქ-------–-, შ--–--------–----- მივიდა ბ---------------–----- სამსახურში, გაეცნო ამ უკანასკნელს და აუხსნა, რომ თუ იგი ორი კვირის ვადაში ქ.ქ-------–-, ც------–-- ქ------ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, კანონით დადგენილ ვადაზე ადრე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, გამოასახლებდა მობინადრეებს, ქრთამის სახით მისცემდა 500 აშშ დოლარს. შ--–--------–-----ს აღნიშნულ შეთავაზებაზე ბ---------------–----- განუცხადა უარი.
2019 წლის 22 აპრილს, ქ.ქ-------–-, შ--–--------–----- შეხვდა ბ---------------–---- და აუხსნა, რომ კვლავ დაინტერესებული იყო ქ-------–-, ც------–-- ქ------ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მობინადრეების გამოსახლების პროცესის დაჩქარებით, ხოლო თუ ბ---------------–---- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეძლებდა საცხოვრებელი სახლის გათავისუფლებას, სანაცვლოდ ქრთამის სახით მისცემდა 500 აშშ დოლარს.
2019 წლის 25 ივლისს შ--–--------–------, ქ.ქ-------–-, თბილისის ქ-----ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, დაიბარა ბ---------------–----, რა დროსაც, დედის - თ------------–---–-- მეშვეობით, გადაცსა შეთავაზებული თანხის ნაწილი - 300 აშშ დოლარი.
შ--–--------–----- 2017 წლის 1 ოქტომბრიდან დანიშნული იყო შპს ,----------–--‘ ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგად.
2019 წლის 2-------- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შ--–--------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეასახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება. მიუხედავად ზემოაღნიშნული აკრძალვისა, შ--–--------–----- 2019 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით შპს ,----------–--‘ ახორციელებდა საექიმო საქმიანობას, კერძოდ, გინეკოლოგის კონსულტაციას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შ--–--------–------ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება კანონოერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაში და მოხელისათვის ფულის პირდაპირ შეთავაზებასა და გადაცემაში, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის და სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე უკანონო ქმედება.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ შ--–--------–------ დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ შ--–--------–------ გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: ბ---------------–-----, ი-----–-----------–---–--, მ--–----------------, ლ-------------------, თ------------–---–--, მ--------------, მ----------–------, თ---------------, თ----------------–----- და მ-------------- გამოკითხვის ოქმებით; ბ---------------–-----ა და მ--–---------------- მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით; ამოღების ოქმებით; ამოღებული დოკუმენტაციით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2--------- განაჩენით - დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--–--------–------ ჩაიდინა ქრთამის მიცემა და ძალაში შესული განაჩენის შუსრულებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ--–--------–------ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა შ--–--------–------ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იყენებს სასჯელთა შეკრების პრინციპს.
ამასთან, შ--–--------–------ მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სავალდებულოდ გაუქმდეს მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.
ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას, როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შ--–--------–------ მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებას.
ამასთან, სასჯელთა შეჯამებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, ჯარიმა თავისუფლების აღკვეთასთან მიმატების შემთხვევაში გამოიყენება დამოუკიდებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ--–--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს:
სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და შ--–--------–-----ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს შ--–--------–------ მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2--------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ შ--–--------–-----ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
შ--–--------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 30 ივლისიდან.
შ--–--------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ბ---------------–-----გან ამოღებული 300 აშშ დოლარი გადაეცეს სახელმწიფოს; მობილური ტელეფონები, ფულადი თანხა, 4 აშშ დოლარის, 1 200 (ათას ორასი) ლარისა და 530 (ხუთას ოცდაათი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო 11 (თერთმეტი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე