გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
231210019003071196
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210019003071196

საქმის N2/105-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ხობი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: ნუნუ ძველაია

მოსარჩელე: სს ,,ლ-------- ბ----".

წარმომადგენელი: ლ--–- ხ------–---–-,მოპასუხე: ზ----- ს---–-------,დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ზ-----ი ს---–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2-49.11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1212.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 92-.53 ლარი და ჯარიმა - 510.24 ლარი.

 

1.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხე ზ-----ი ს---–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს" სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2238.87 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1212.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 92-.53 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი, ასევე ითხოვს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 50 ლარის გადახდას.

 

(ი.ხ. 22.11.2--- წლის სხდომის ოქმი).

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.3. 2017 წლის 05 ოქტომბერს სს ,,ლ-------- ბ-----" და ზ-----ი ს---–-------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ლ-------- ექსპერტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 1500 ლარი და კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 12 თვე, მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მისი დავალიანება სს ,,ლ-------- ბ----ს" მიმართ სარჩელის შემოტანის დროისათვის შეადგინა 2-49.11 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1212.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 92-.53 ლარი და ჯარიმა 510.24 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და ითხოვს დაეკისროს მოპასუხე ზ-----ი ს---–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს" სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2238.87 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1212.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 92-.53 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

1.4. მოპასუხე ზ-----ი ს---–-------მ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო პროცესზე სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას 2238.87 ლარის დაკისრების ნაწილში, საიდანაც ძირი თანხაა 1212.34 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 92-.53 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი. ასევე, განმარტა, რომ უმუშევარია, შეექმნა პრობლემები და არ აქვს თანხის გადახდის შესაძლებლობა.

 

(ი.ხ. 22.11.2--- წლის სხდომის ოქმი).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2017 წლის 05 ოქტომბერს სს ,,ლ-------- ბ-----" და ზ-----ი ს---–-------ს შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ლ-------- ექსპერტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 1500 ლარი და კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 12 თვე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- განაცხადი, კრედიტის ხელშეკრულება, მხარის ახსნა-განმარტებით, შესაგებელი.

 

3.2. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სს ,,ლ-------- ბ----ს" მიმართ და მოპასუხეს ეკისრება დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა 1212.34 ლარი, საპროცენტო სარგებელის - 92-.53 ლარი და ჯარიმა 100 ლარი.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- დავალიანების შესახებ ცნობით და მხარის ახსნა-განმარტებით, შესაგებლით.

 

3.3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ზ-----ი ს---–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2238.87 ლარი, საიდანაც ძირი თანხა 1212.34 ლარი, პროცენტი - 92-.53 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 411-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ-----ი ს---–-------მ სარჩელი ცნო სრულად, კერძოდ, დაადასტურა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 1212.34 ლარის, პროცენტის - 926.53 ლარის და ჯარიმის - 100 ლარის ფარგლებში.

ამდენად, სარჩელო მოთხოვნა, რომელიც მოპასუხემ ცნო, უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნული ნორმის საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად მოსამზადებელ სხდომაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----- უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 2-.0--2---, საგადასახადო დავალება N 1).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ლ-------- ბ----ს“ სარჩელი, ზ-----ი ს---–-------- მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე ზ-----ი ს---–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2238.87 ლარი, საიდანაც ძირი თანხა 1212.34 ლარი, პროცენტი - 926.53 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.

3. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----- დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 2-.0--2---, საგადასახადო დავალება N 1).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე