გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 101210119003289186
#2/249-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.12.2019წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს----------------------
წარმომადგენელი: კ-----------
მოპასუხე: ა-------–---–----
დავის საგანი: სესხი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს-----------------------ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ა-------–---–----- (პ/№5---------5) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოსარჩელე ითხოვს - მოპასუხე ა-------–---–----ს (პ/№5---------5), მოსარჩელე ს.ს „კ------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2019 წლის 12 მარტის N1------------L სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახდელად დაეკისროს დავალიანების 2318.79 ლარის გადახდა, საიდანაც, 1370 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 811.59 არის პირგასამტეხლო; 113.20 ლარი არის მომსახურების საკომისიო; 24 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
მოსარჩელე, ასევე, ითხოვს მოპასუხე ა-------–---–----ს (პ/№5---------5) დაეკისროს ს.ს „კ------------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 25 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯის 11 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯის 20 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების ხარჯის 100 ლარის გადახდა;
მოსარჩელე, ასევე, ითხოვს მოპასუხე ა-------–---–----ს (პ/№5---------5) დაეკისროს ს.ს „კ------------ის“ მიერ გადახდილი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისას გაწეული ხარჯი 150 ლარი, საიდანაც 100 ლარი არის სააპლიკაციო საფასური და 50 ლარი ყადაღის საფასური;
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2019 წლის 12 მარტს ს.ს „კ------------სა“ და ა-------–---–----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1------------L, რის საფუძველზეც, მან ს.ს „კ------------ისგან“ აიღო სესხი 1370 ლარის ოდენობით, საქონლის განვადებით შეძენის მიზნით; სესხი გაიცა 12.03.2019 წლიდან 12.03.2020 წლამდე ანუ 12 თვის ვადით;, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 21.52%; სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად; თანხის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.27%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე;
მოპასუხე ა-------–---–----მ (პ/№5---------5) დაარღვია 2019 წლის 12 მარტის N1------------L სესხის ხელშეკრულება და ასევე სესხის გადახდის გრაფიკი, მოპასუხე გაფრთხილებული იქნა ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე ჩაბარდა გაფრთხილების წერილი გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ა-------–---–----ს (პ/№5---------5), მოსარჩელე ს.ს „კ------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2019 წლის 12 მარტის N1------------L სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების 2318.79 ლარის გადახდა, საიდანაც 1370 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 811.59 არის პირგასამტეხლო; 113.20 ლარი არის მომსახურების საკომისიო; 24 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
მოსარჩელე, ასევე, ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას;
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე ა-------–---–----მ შესაგებელში და მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლის და სადაზღვევო შენატანის ნაწილში, კერძოდ, 1507 ლარის და 20 თეთრის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ, რომ 2019 წლის 12 მარტს ს.ს „კ------------სა“ და ა-------–---–----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1------------L, რის საფუძველზეც, მან ს.ს „კ------------ისგან“ აიღო სესხი 1370 ლარის ოდენობით, საქონლის განვადებით შეძენის მიზნით; სესხი გაიცა 12.03.2019 წლიდან 12.03.2020 წლამდე ანუ 12 თვის ვადით;, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 21.52%; სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად; თანხის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.27%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე; ამავე ხელშეკრულების თანახმად ს.ს. კ------------ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.21-31)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 12 მარტის N1------------L სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების 2318.79 ლარის გადახდა, საიდანაც 1370 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 811.59 არის პირგასამტეხლო; 113.20 ლარი არის მომსახურების საკომისიო; 24 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
დადგენილია, რომ მოპასუხე ა-------–---–---- ცნობს დავალიანებას მხოლოდ ძირი თანხის, მომსახურეობის საკომისიო და სადაზღვევო შენატანის ფარგლებში, სულ 1507 ლარის და 20 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 31-32)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა 2007 წლის 16 ნოემბერს, საფირმო სახელწოდებით: შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”-ს საინდენტიფიკაციო კოდი არის 2--------. 2016 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა რეორგანიზაცია და შეეცვალა სამართლებრივი ფორმა, რის შემდგომაც, მოსარჩელე იწოდება სააქციო საზოგადოებად, ხოლო სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება არის - სს „კ------------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.56-57)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,კ------------ი”-ს სარჩელი ა-------–---–----- მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ს.ს. ,,კ------------ი”-ს სასარგებლოდ (N1------------L ხელშეკრულება) ა-------–---–----ს უნდა დაეკისროს 1644 (ათას ექვსას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა, საიდანაც 1370 ლარი არის ძირითადი თანხა, 113 ლარი და 20 თეთრი საკომისიო, სიცოცხლის დაზღვევა არის 24 ლარი, პირგასამტეხლო 137 ლარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე სესხის ძირისა და პროცენტის ნაწილში სარჩელს ცნობს .
6.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მარტს ს.ს „კ------------სა“ და ა-------–---–----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1------------L, რის საფუძველზეც, მან ს.ს „კ------------ისგან“ აიღო სესხი 1370 ლარის ოდენობით, საქონლის განვადებით შეძენის მიზნით; სესხი გაიცა 12.03.2019 წლიდან 12.03.2020 წლამდე ანუ 12 თვის ვადით;, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 21.52%; სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად; თანხის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.27%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე; ამავე ხელშეკრულების თანახმად, ს.ს. კ------------ს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
6.4. მოსარჩელის პოზიციით, 2019 წლის 12 მარტის N1------------L სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების 2318.79 ლარის გადახდა, საიდანაც 1370 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 811.59 არის პირგასამტეხლო; 113.20 ლარი არის მომსახურების საკომისიო; 24 ლარი არის სადაზღვევო შესატანი.
დადგენილია, რომ მოპასუხე ა-------–---–---- ცნობს დავალიანებას მხოლოდ ძირი თანხის, მომსახურების საკომისიოს და სადაზღვევო შენატანის ფარგლებში, სულ 1507 ლარისა და 20 თეთრის ფარგლებში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს.
სასამართლო თვლის, რომ მსესხებელს უნდა დაეკისროს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება. ამ ნაწილშიც ცნობს სარჩელს მსესხებელი;
6.6.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღეზე).
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 12 მარტის N1------------L სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 811.59 ლარი უნდა შემცირდეს და ა-------–---–----ს (პ/№5---------5) პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს გონივრული თანხა- 137 ლარის ოდენობით.
6.8. მოპასუხე ა-------–---–---- ასევე ცნობს მომსახურეობის საკომისიოს - 113 ლარისა და 20 თეთრის ოდენობით, შესაბამისად უნდა დაეკისროს მოცემული თანხა მოპასუხეს.
6.9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად 1. “სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. (29.06.2007. N5124)
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
6.10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”
წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.“
6.11. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხემ ნაწილობრივ- 1507,20 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სს. ,, კ------------ის“-ს -ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ა-------–---–----ს დაეკისროს ს.ს. ,, კ------------ის“-ს სასარგებლოდ 1644 (ათას ექვსას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა (საიდანაც 1370 ლარი არის ძირითადი თანხა, 113 ლარი და 20 თეთრი საკომისიო, სიცოცხლის დაზღვევა არის 24 ლარი, პირგასამტეხლო 137 ლარი). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ა-------–---–----ს დაეკისროს სს.,, კ------------ი“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 02 ლარის და 95 თეთრის გადახდა.
3.ს.ს.,, კ------------ს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (გადახდის თარიღი – 14.11.2019 წ; საგადასახადო დავალება - №873323, გადამხდელის დასახელება - სს „კ------------ი“; გადამხდელის ბანკი – სს ”კ------------ი”; ბანკის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 50 ლარი;) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 32 ლარი და 50 თეთრი.
4. ა-------–---–----ს დაეკისროს სს.,, კ------------“-ის სასარგებლოდ გამარტივებული საქმის წარმოებისას გაწეული ხარჯი 150 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 25 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი -11 ლარი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი- 20 ლარი.
5. ს.ს. ,,კ------------”-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
6.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოში (ქ. ჭიათურა, თხელიძის ქ. #41). კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ქ. ჭიათურა, თხელიძის ქ. #41).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი