გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12414-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.12.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე ქა-–--------–----------–----–---------------
წარმომადგენელი ქე-------------–-–---–-
მოპასუხე შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“
წარმომადგენელი მა-----------–---- თე----------–--–-----
დავის საგანი გადახდილი თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------სათვის“ მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ 1 526 437.85 ლარის გადახდის დაკისრება.
ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2.1/30/514 ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ზ--------------–----თან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდი -აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის ღირებულება შეადგენდა 4 462 000, 00 ლარს. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4. მუხლით, შესაძლებელი იყო წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
ქ-------–------------- და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს დადებული N2.1/30/514 ხელშეკრულების დათქმის შესაბამისად, „U------------------------“-ის მიერ გაიცა საავანსო გარანტია 900 000 ლარის ოდენობით, ხოლო “S--------------------------------------------B”-ს მიერ გაიცა საავანსო გარანტია 890 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარანტიებით, გარანტორებმა იკისრეს ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნონ მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.
„U------------------------“-ის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე, ქ. თ---–----------–----–--------------ამ შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ 201 წლის 5 თებერვალს ავანსის სახით ჩაურიცხა 900 000 ლარი, ხოლო “S--------------------------------------------B”-ს მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე, ქ. თ---–----------–----–--------------ამ შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ 2015 წლის 4 მარტს ავანსის სახით ჩაურიცხა 890 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ 5200 ლარი უკან დაუბრუნა მ-----ს, რის შედეგადაც ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 884 800 ლარი. ორივე გარანტიის საფუძველზე, ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა ჯამში, 1 784 800 ლარი.
შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------ს“ მიერ 2015 წლის 09 მარტს შესრულდა 39 420.62 ლარის, 2015 წლის 2 აპრილს 55 789.90 ლარის, 2015 წლის 5 მაისს 15 668.38 ლარის, 2015 წლის 29 ივნისს 230 047.98 ლარის და 2015 წლის 10 აგვისტოს 43 961.66 ლარის ღირებულების სამუშაები. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 384 888.54 ლარი.
ქ. თ---–----------–----–--------------ს 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანებით დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასაწარ გადახდილი სახსრების დამოწმების წესი, კერძოდ, ზემოხსენებული წესის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ის ფარგლებში ავანსად გადახდის შემთხვევაში საავანსო თანხის გამოქვითვა უნდა განხორციელდეს საავანსო თანხის პირდაპირპროპორციულად ყოველი შესრულების ანაზღაურებისას.
მოცემულ შემთხვევაში, საავანსო თანხა განისაზღვრა 1 784 800 ლარით, რაც შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების (4 462 000.00 ლარი) 40%-ს. შესაბამისად, დასაკავებელი ავანსი შეადგენს შესრულებული სამუშაოს 40%-ს.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. აღნიშნული დანაწესის თანახმად, დაკავებას ექვემდებარებოდა შესრულებული სამუშაოს 5%, თითოეული მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებაში, ჯამში 19 244.43 ლარი.
ამდენად, ჯამში, დაკავებული თანხის ოდენობამ შეადგინა 258 362.15 ლარი, საიდანაც 19 244.43 ლარი შეადგენს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს 5%-ს.
მოსარჩელის მიერ ჩარიცხული 1 784 800 ლარი შემცირდა 258 362.15 ლარით, რის საფუძველზეც მოპასუხის დავალიანებაა 1 526 437.85 ლარი. მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო, 2015 წლის 10 სექტემბრის N5/8517 წერილით ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 173-185). 2014 წლის 30 დეკემბერს შპს „ს--–-----–----------–----–-------------–---------“ მოსარჩელეს გარანტიის თანხა ჩაურიცხა 228 417ლარის ოდენობით, რაც უნდა გამოაკლდეს დასაბრუნებელი ავანსის თანხას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 31 დეკემბერს ქა-–--------–----------–----–---------------სა და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ობიექტია: ქ. თბილისში, ზ--------------–----თან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 4 462 000 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
2014 წლის 31 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-29).
3.1.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტია, გაცემული 2014 წლის 31 დეკემბერს სს „თ------------“ მიერ, თანხით 223 100 ლარი, რომლის მოქმედების ვადაა 2016 წლის 09 მარტის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 22).
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის მიხედვით, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 22).
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4. პუნქტის თანახმად, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია სავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (გაცემული საბანკო დაწესებულების მიერ) წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
ამავე მუხლის 8.5. პუნქტის მიხედვით, წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი)დაკავება განხორციელდება ქალაქ თ---–----------–----–--------------ს 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანების შესაბამისად - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 24).
3.1.5. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5. პუნქტის მიხედვით, შემყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დაწყების 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში... საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე მუხლის 10.5. პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 10.5. პუნქტში მითითებულ შემთხვევევში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25).
3.1.6. ქ-------–------------- და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს დადებული N2.1/30/514 ხელშეკრულების დათქმის შესაბამისად, „U------------------------“-ის მიერ გაიცა საავანსო გარანტია 900 000 ლარის ოდენობით, ხოლო “S--------------------------------------------B”-ს მიერ გაიცა საავანსო გარანტია 890 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
გარანტია (ს.ფ. 50-62).
3.1.7. ქ. თ---–----------–----–--------------ამ შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ 201 წლის 5 თებერვალს ავანსის სახით ჩაურიცხა 900 000 ლარი, ხოლო 2015 წლის 4 მარტს ავანსის სახით ჩაურიცხა 890 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ 5200 ლარი უკან დაუბრუნა მ-----ს, რის შედეგადაც ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 884 800 ლარი.
ორივე გარანტიის საფუძველზე, ჩარიცხულმა საავანსო თანხამ შეადგინა ჯამში, 1 784 800 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
საგადახდო მოთხოვნები (ს.ფ. 63-64).
საგადახდო დავალება (ს.ფ. 65).
3.1.8. შპს „ს--–-----–----------–----–-------------–---------“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში, შეასრულა 384 888.54 ლარის ღირებულების სამუშაო. კერძოდ, 2015 წლის 09 მარტს - 39 420.62 ლარის, 2015 წლის 2 აპრილს- 55 789.90 ლარის, 2015 წლის 5 მაისს -15 668.38 ლარის, 2015 წლის 29 ივნისს- 230 047.98 ლარის და 2015 წლის 10 აგვისტოს- 43 961.66 ლარის ღირებულების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 384 888.54 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5).
2015 წლის 25 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი და
შესრულებული სამუშაოს აქტი(ს.ფ. 68, 69-72).
2015 წლის 25 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი და
შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 73, 74-81).
2015 წლის 21 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი
და შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 82, 83-88).
2015 წლის 15 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი
და შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 90, 91-97).
2015 წლის 08 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი
და შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 100, 101-107).
2015 წლის 08 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი
და შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 108,109-117).
2015 წლის 21 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი
და შესრულებული სამუშაოს აქტი (ს.ფ. 119, 120-126).
3.1.9. 2015 წლის 10 სექტემბრის წერილით, ქა-–--------–----------–----–---------------მ შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ აცნობა ვალდებულებების დარღვევის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
ამავე წერილით, მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
2015 წლის 10 სექტემბრის N5/8517 წერილი (ს.ფ. 129-130).
3.1.10. გარანტორებმა „U-------------------------მა და “S--------------------------------------------B“, ქა-–--------–----------–----–---------------ს მოთხოვნის მიუხედავად, არ ჩაურიცხეს საბანკო გარანტიის თანხები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. იხ. სხდომის ოქმი).
წერილები (ს.ფ. 131-151).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------ს“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაო ნაკლიანი იყო. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, თანხის დაკავების უფლებამოსილება მოსარჩელეს არ გააჩნია.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 10 სექტემბრის წერილიდან დგინდება, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების შესრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ შემსყიდველს მოპასუხის მიმართ ჰქონდა პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არც სარჩელში მიუთითებია ამ ფაქტობრივ გარემოებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად, დაკავება ხდებოდა სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის ნაკლის არარსებობის პირობებში, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 384 888.54 ლარიდან, თანხის ნაწილის დაკავების უფლებამოსილება შემსყიდველს ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე არ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 316-ე, 629-ე,636-ე, 385-ე, 976-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება, ხოლო მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
ამდენად, მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის ხასიათის მატარებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მე-10 მუხლის 10. 5. პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქა-–--------–----------–----–---------------მ მენარდის შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------ს“ მიერ სამუშაოების ვადების გადაცილების გამო, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.6. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმწოდებელს აუნაზღაუროს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით,ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, უკან იქნეს გამოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომკრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის არსის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მენარდეს შესრულებული ჰქონდა 384 888.54 ლარის ღირებულების სამუშაო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 40% უნდა აუნაზღაურდეს საფუძველსაა მოკლებული. ასეთი პირობა არც კანონიდან და არც ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5. პუნქტიდან არ გამომდინარეობს.
ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან წინასწარ გადახდილ თანხას 1 784 800 ლარსა და მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოს ღირებულებას 384 888.54 ლარს შორის სხვაობის თანხა 1 399 911.46 ლარი, არის ის თანხა, რაც შემკვეთმა ქა-–--------–----------–----–---------------მ გადაიხადა სანაცვლო ვალდებულების შესრულების გარეშე.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდევინება.
რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისათვის გარანტიის სახით ჩარიცხული 228 417 ლარი უნდა გამოაკლდეს მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „U------------------------“-ისა და “S--------------------------------------------B”-ს მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიების საფუძველზე მოხდა ქალაქ თ---–----------–----–--------------ის მიერ საავანსო თანხების გადახდა. ეს გარანტიები უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შესრულებას. დადგენილია, რომ გარანტორებმა საბანკო გარანტიების საფუძველზე, არ გასცეს თანხები ქა-–--------–----------–----–---------------ზე. მოპასუხის მიერ მითითებული საბანკო გარანტიის თანხა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის შესაბამისად, კი უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ა.ბ პუნქტის მიხედვით). მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ პუნქტის საფუძველზე.
სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 91.83%. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 4591.5 ლარის გადახდა, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ამ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ მოსარჩელე ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ 1 399 911.46 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 4591.5 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია