გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2019
საქმის ნომერი
010310019003168055
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №N010310019003168055

№3-432/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

განმცხადებელი - სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

წარმომადგენელი - ინ-------------ი;

დაინტერესებული პირი - თე---------–---ძე (არ გამოცხადდა);

-კო-------–---ძე (არ გამოცხადდა);

-რუ------------–---ძე (არ გამოცხადდა);

-ჯა-------–---ძე (არ გამოცხადდა);

-სუ-–---------–---ძე (არ გამოცხადდა);

-მე-----------ძე;

წარმომადგენელი - ლე----------–-ძე;

-ან--------------ძე, მა-------------ე, რო------------------ძე, ზვ----------------ძე;

წარმომადგენელი - მე--------------ძე;

მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი:

1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა:

1.1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, „ახა-––-----------ის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 149 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 17.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 58 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 21 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 47 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 7 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო 5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

1.2. თავის მოთხოვნას განმცხადებელი მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის N2574 განკარგულებით მოწონებულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება 220 კვ.მ. ორჯაჭვა „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვტ. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისთვის, მათ შორის, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, პარალელურად მიმდინარე პროექტების სრულყოფილად შესრულების კუთხით

პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა სამშენებლო არეალის გასათავისუფლებად კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრეებთან. მესაკუთრეთა ნაწილთან, მათ შორის, თე---------–---ძესთან (პ/ნ 61---------), კო-------–---ძესთან (პ/ნ 61---------) რუ------------–---ძესთან (პ/ნ 61---------) ჯა-------–---ძესთან (პ/ნ 6----------) სუ-–---------–---ძესთან (პ/ნ 61---------) მე-----------ძესთან (პ/ნ 61---------) ან--------------ძესთან (პ/ნ 61---------) ზვ----------------ძესთან (პ/ნ 61---------) მა-------------ესთან (პ/ნ 61---------) რო------------------ძესთან (პ/ნ 61---------) ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი შეთანხმება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

საერთაშორისო სტანდარტების და მეთოდოლოგიის მოთხოვნათა შესაბამისად სასამართლოსთვის წარდგენილი, აუდიტის დასკვნით შეფასებულია თე---------–---ძის, კო-------–---ძის, რუ------------–---ძის, ჯა-------–---ძის, სუ-–---------–---ძის, მე-----------ძის, ან--------------ძის, ზვ----------------ძის, მა-------------ისა და რო------------------ძის კუთვნილი უძრავი ქონება მთლიანი მოცულობით და შეთავაზებული შეფასებაც არის დადგენილი წესის შესაბამისი და გონივრული.

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, თე---------–---ძეს, კო-------–---ძეს, რუ------------–---ძეს, ჯა-------–---ძეს, სუ-–---------–---ძეს, მე-----------ძეს, ან--------------ძეს, ზვ----------------ძეს, მა-------------ესა და რო------------------ძეს წერილობით შეატყობინა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მათი ქონების შეფასების თაობაზე და აცნობა, რომ ნებაყოფლობითი ნასყიდობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ის მიმართავდა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ახა-––-----------ის“ II სეგმენტის III სექციის ზემოქმედების ქვეშ (40.8-52.6 კმ) მოქცეული თე---------–---ძის, კო-------–---ძის, რუ------------–---ძის, ჯა-------–---ძის, სუ-–---------–---ძის თანასაკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 149 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 17.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთის; მე-----------ძის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 47 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 7 კვ.მ. მიწის ნაკვეთის; ან--------------ძის, ზვ----------------ძის, მა-------------ის, რო------------------ძის, თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.

ექსპროპრიაციის უფლების მიღების მიზნით 07.0-.2019წ. N2------ განცხადება თანდართული მასალებით განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც ჩატარდა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1------ ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვის მართლზომიერების საკითხი.

კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 12 აგვისტოს გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1------ ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, რომლითაც ექსპროპრიაციის უფლების მქონე სუბიექტად განისაზღვრა - სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში 500/400/220 კვ-იანი „ახ--––---სა“ და 220/110/35/10 კვ-იანი „ბათუმის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის.

ხსენებული პროექტის მნიშვნელობა და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საფუძველი დადგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს N1------ ბრძანებით.

ამასთან, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განცხადება გამოაქვეყნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაზეთ „აჭარა-ში“.

 

2.დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

2.1.დაინტერესებული პირის, მე-----------ძის პოზიციით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მე-----------ძის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე უკვე განახორციელა ელექტროგადამცემი ანძის სამონტაჟო სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა 40 კვ.მ. სიგრძის რკინა-ბეტონის ღობე, მიწის ნაკვეთში გაყვანილი სარწყავი მოწყობილობა და კანალიზაციის სისტემა. აღნიშნული დაზიანებები მე-----------ძემ გამოასწორა და აღადგინდა საკუთარი სახსრებით, რაშიც გადაიხადა 2 000 ლარი. ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შესახებ იგი წინასწარ სიტყვიერად შეუთანხმდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, თუმცა, განმცხადებელმა დაარღვია შეთანხმება.

მე-----------ძის პოზიციით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მის მიწის ნაკვეთში ელექტროგადამცემი ანძის სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, იგი თანახმა იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელდეს სამუშაოები და მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება დაექვემდებაროს ექსპროპრიაციას.

 

2.2.დაინტერესებული პირები, ან--------------ძე, მა-------------ე, რო------------------ძე და ზვ----------------ძე მიიჩნევენ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მათთვის საკუთრების ჩამორთმევა სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არ არის შესაბამისობაში ქონების რეალურ ღირებულებასთან. განსახორციელებელი პროექტი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი და საფრთხის შემცველია სამშენებლო არეალში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისთვის.

სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე გაშენებულია ჩაის პლანტაცია, სხვადასხვა სახის მრავალწლიანი კულტურები, ეს გარემოებები არ არის გათვალისწინებული ქონების ღირებულების შეფასებისას.

დაინტერესებული პირები მიიჩნევენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გვერდის ავლით, ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაც, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით.

 

2.3.დაინტერესებული პირები, თე---------–---ძე, კო-------–---ძე, რუ------------–---ძე, ჯა-------–---ძე და სუ-–---------–---ძე არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომლებიც ამისათვის მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის N2574 განკარგულებით მოწონებულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება 220 კვ.მ. ორჯაჭვა „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვტ. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისთვის, მათ შორის, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, პარალელურად მიმდინარე პროექტების სრულყოფილად შესრულების კუთხით.

პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა სამშენებლო არეალის გასათავისუფლებად კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. აუდიტ-ექსპერტის მიერ შედგენილი შეფასებითი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 12.08.2019წ. N1------ ბრძანება;

– ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

– მიწის ნაკვეთების გამიჯვნის საკადასტრო აზომვით ნახაზები;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა 220 კ.ვტ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ,,ახა-––-----------ის“ მეორე სეგმენტის მესამე სექციის (კმ. 40.8 - კმ. 52.6) მონაკვეთზე ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 149 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 17.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 21 კვ.მ მიწის ნაკვეთის (თანამესაკუთრეები - თე---------–---ძე, კო-------–---ძე, რუ------------–---ძე, ჯა-------–---ძე, სუ-–---------–---ძე), ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 47 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 7 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე - მე-----------ძე), ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 5 კვ.მ მიწის ნაკვეთის (თანამესაკუთრეები - ან--------------ძე, ზვ----------------ძე, მა-------------ე, რო------------------ძე) გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, თუმცა საკუთრების გამოსყიდვის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

ზემოაღნიშნული უძრავი ქონებ(ებ)ის ნებაყოფლობით გამოსყიდვის მიზნით ექსპროპრიაციის უფლების მაძიებელმა მესაკუთრეებთან თანხმობის მისაღწევად გამოიყენა მედიაციის ღონისძიებები, აწარმოა მოლაპარაკებები, მაგრამ თე---------–---ძესთან, კო-------–---ძესთან, რუ------------–---ძესთან, ჯა-------–---ძესთან, სუ-–---------–---ძესთან, მე-----------ძესთან, ან--------------ძესთან, მა-------------ესთან, რო------------------ძესთან, და ზვ----------------ძესთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

ექსპროპრიაციის პროცედურების დაწყებამდე თე---------–---ძეს, კო-------–---ძეს, რუ------------–---ძეს, ჯა-------–---ძეს, სუ-–---------–---ძეს, მე-----------ძეს, ან--------------ძეს, მა-------------ეს, რო------------------ძეს და ზვ----------------ძეს წერილით დამატებით ეცნობათ მოსალოდნელ ექსპროპრიაციაზე.

თე---------–---ძესთან, კო-------–---ძესთან, რუ------------–---ძესთან, ჯა-------–---ძესთან, სუ-–---------–---ძესთან, მე-----------ძესთან, ან--------------ძესთან, მა-------------ესთან, რო------------------ძესთან, და ზვ----------------ძესთან მოლაპარაკების შემდგომი წარმოების შეუძლებლობის გამო, მესაკუთრეებთან თანხმობის მიუღწევლობისა და მედიაციის რესურსების ამოწურვის შემდეგ, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართა, კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– პროექტის აღწერილობა;

– სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წერილები თე---------–---ძეზე, კო-------–---ძეზე, რუ------------–---ძეზე, ჯა-------–---ძეზე, სუ-–---------–---ძეზე, მე-----------ძეზე, ან--------------ძეზე, მა-------------ეზე, რო------------------ძეზე და ზვ----------------ძეზე;

– ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების ოქმები;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.3. საქმის მასალებში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ნაკვეთს წარმოადგენს თე---------–---ძის (პ/N61---------), კო-------–---ძის (პ/N61---------), რუ------------–---ძის (პ/ნ61---------), ჯა-------–---ძის (პ/N6----------) და სუ-–---------–---ძის (პ/N61---------) თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 149 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 17.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 58 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; მე-----------ძის (პ/N61---------) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 47 კვ.მ. ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 7 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; ან--------------ძის (პ/N61---------), ზვ----------------ძის (პ/N61---------), მა-------------ის (პ/N61---------), რო------------------ძის (პ/N61---------), თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ. ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის აღწერითა და განსახლების გეგმით, რომელშიც დაფიქსირებულია კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან გადაკვეთის მაჩვენებლები, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა მისი მშენელობა განხორციელდეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში მითითებული, დაინტერესებული პირების, თე---------–---ძის, კო-------–---ძის, რუ------------–---ძის, ჯა-------–---ძის, სუ-–---------–---ძის, მე-----------ძის, ან--------------ძის, მა-------------ის, რო------------------ძის და ზვ----------------ძის საკუთრებაში (თანასაკუთრება) არსებულ მიწის ნაკვეთზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საჯარო რეესტრის ამონაწერები;

– მიწის ნაკვეთების გამიჯვნის საკადასტრო აზომვით ნახაზები;

– ინვენტარიზაციის ოქმები;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4.სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ საქმის მასალები გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც შესდგა ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1------ ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ოთარ ომერაძის საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერების საკითხი.

კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 12 აგვისტოს გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1------ ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, რომლითაც ექსპროპრიაციის უფლების მქონე სუბიექტად განისაზღვრა - სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის დანაწესის შესაბამისად, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განცხადება გამოაქვეყნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაზეთ „აჭარა-ში“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს N1------ ბრძანება;

– გაზეთ „აჭარა-ს“ ნომერი;

– მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2019 წლის 2 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, ,,ახა-––-----------ის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 149 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 17.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 21 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 47 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 7 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო 5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ასევე, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

-ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი;

-საქართველოს კონსტიტუცია;

-საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება;

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საქართველოში „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მე-19-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ,,საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა მე-19-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან’’.

 

6.2.სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.

მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა)აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ)შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს.

სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.4.საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ „წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

6.5.„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

6.6.დადგენილია და უდავო, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის N2574 განკარგულებით მოწონებულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

პროექტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება 220 კვ.მ. ორჯაჭვა „ახა-––-----------ის“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა სამშენებლო არეალის გასათავისუფლებად კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. აუდიტ-ექსპერტის მიერ შედგენილი შეფასებითი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება.

პროექტის ფარგლებში აუცილებელი გახდა ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 149 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 17.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 21 კვ.მ მიწის ნაკვეთის (თანამესაკუთრეები - თე---------–---ძე, კო-------–---ძე, რუ------------–---ძე, ჯა-------–---ძე, სუ-–---------–---ძე), ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 47 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 7 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე - მე-----------ძე), ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 5 კვ.მ მიწის ნაკვეთის (თანამესაკუთრეები - ან--------------ძე, ზვ----------------ძე, მა-------------ე, რო------------------ძე) გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, თუმცა საკუთრების გამოსყიდვის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ასევე, პროექტის პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და სადგურების ქსელთან მიერთების კუთხით, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, თე---------–---ძის (პ/N61---------), კო-------–---ძის (პ/N61---------), რუ------------–---ძის (პ/ნ61---------), ჯა-------–---ძის (პ/N6----------) და სუ-–---------–---ძის (პ/N61---------) თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 149 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 17.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 58 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო- 21 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

-მე-----------ძის (პ/N61---------) საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 47 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 7 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

-ან--------------ძის (პ/N61---------), ზვ----------------ძის (პ/N61---------), მა-------------ის (პ/N61---------), რო------------------ძის (პ/N61---------), თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 464 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო 5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

 

6.7.სასამართლო განმარტავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. განმცხადებლის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. შესაბამისად განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2.სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, თე---------–---ძის (პ/N61---------), კო-------–---ძის (პ/N61---------), რუ------------–---ძის (პ/N61---------), ჯა-------–---ძის (პ/N6----------) და სუ-–---------–---ძის (პ/N61---------) თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N10-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 149 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 17.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და ქ. ბათუმში, კა--------ს დასახლებაში მდებარე, N0-.----5.185 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 58 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 21 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;

-მე-----------ძის (პ/N61---------) საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხი---ის ქუჩა N12-ში მდებარე, N0-.----5.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 47 კვ.მ. ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 7 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;

-ან--------------ძის (პ/N61---------), ზვ----------------ძის (პ/N61---------), მა-------------ის (პ/N61---------), რო------------------ძის (პ/N61---------), თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე, N0-.----5.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 464 კვ.მ. ფართის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო - 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

3.მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

4.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5.დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე