გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.01.2020
საქმის ნომერი
080310019003362580
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/733-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - გ-------------

 

მოსარჩელე - ვ-–-------- მ-------–---–-

წარმომადგენელი - მ--------–-----

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილება.

წარმომადგენელი - ა-–----------------–---

მესამე პირი - თ----–- წ------–---–-

წარმომადგენელი - გ------------–---

 

მოთხოვნის არსი- 2019 წლის 21 დეკემბრის №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ვ-–-------- მ-------–---–-ს მიმართ 2019 წლის 21 დეკემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 21 დეკემბერს შსს ქ---------------–-----------------–--ს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–----------------–---მ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №0----- ვ-–-------- მ-------–---–-ს მიმართ, იმ მოტივით, რომ თითქოს ვ-–-------- მ-------–---–მა, ყოფილ მეუღლეზე - თ----–- წ------–---–ზე, იძალადა ფიზიკურად და აყენებს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ვ-–-------- მ-------–---–ს 2019 წლის 21 დეკემბრის №0----- შემაკავებელი ორდერით აეკრძალა მსხვერპლთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია. სახლთან და სამსახურთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

შემაკავებელ ორდერში №0----- მითითებულია, რომ ვ-–-------- მ-------–---–- ,,მოძალადე’’, ,,მსხვერპლს’’ ყოფილ მეუღლეს, აყენებს ,,ფსიქოლოგიურ“ და ,,ფიზიკურ“ ძალადობას.

 

მოსარჩელის განმარტებით, თ----–- წ------–---–ზე ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია და მით უფრო მისი მხრიდან გამორიცხულია ფიზიკური ძალადობა. არანაირი ურთიერთობა არ სურს თ----–- წ------–---–თან, მათ მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებთ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 21 დეკემბერს, სწორედ თ----–- წ------–---–მა იძალადა მასზე და სახეში ხელი გაარტყა. აღნიშნულის თაობაზე დარეკა პოლიციაში და რაღაც მიზეზთა გამო, რეაგირება არ მოჰყოლია მის შეტყობინებას.

 

2019 წლის 21 დეკემბერს, თ----–- წ------–---–მა უარი უთხრა შვილის გადაცემაზე, შემდეგ ავტომანქანით გაჰყვა სახლში და ცდილობდა ბავშვის წართმევას, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო, რადგან შევიდა სახლში და დაკეტა კარები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე, შსს ქ---------------–-----------------–--ს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–----------------–---მ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ თ----–- წ------–---–-ს მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს 2019 წლის 21 დეკემბრის №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა აღნიშნულის მითითება.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

3.1. თ----–- წ------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა გ------------–---მ არ ცნეს სარჩელი და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ 2019 წლის 21 დეკემბრის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან ვ-–-------- მ-------–---–- წარსულშიც ძალადობდა თ----–- წ------–---–ზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, ხოლო 2019 წლის 21 დეკემბერს, ქ. ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე, თ----–- წ------–---–- შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვის ნახვის დღეების საფუძველზე, მამაზე ბავშვის გადასაცემად. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ბავშვს საჭიროებს ზამთრის კურორტზე (ბაკურიანში) დასვენებას, სურდა აღნიშნულის თაობაზე ვ-–-------- მ-------–---–თან საუბარი, რომელმაც უარი უთხრა ბავშვის ბაკურიანში წაყვანაზე იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო. გარდა ამისა, უთხრა, რომ ალიმენტს იხდიდა შვილის სარჩოდ და დედა იყო ვალდებული ეზრუნა შვილზე.

 

აღნიშნულმა გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ვ-–-------- მ-------–---–მა თ----–- წ------–---–- გადმოიყვანა ავტომანქანიდან, დააგდო ასფალტზე რის შედეგად თ----–- წ------–---–ს დაუზიანდა ხელის მტევანი. აღნიშნულის შემდეგ ვ-–-------- მ-------–---–მა ბავშვი ჩაისვა ავტომანქანაში და წაიყვანა სახლში.

 

თ----–- წ------–---–- დაეთანხმა წარმომადგენელის, განმარტებას და აღნიშნა, რომ 2017 წელს, როდესაც ის წამოვიდა ვ-–-------- მ-------–---–-ს სახლიდან, ვ-–-------- მ-------–---–მა ყურიდან ჩამოგლიჯა საყურეები, რის გამოც განიცადა ტკივილი. გარდა ამისა, ვ-–-------- მ-------–---–- სისტემატურად ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად, ასრულებდა დედის მითითებებს, რაც მათი ოჯახის დანგრევის საფუძველი გახდა.

 

თ----–- წ------–---–-ს განმარტებით, 2019 წლის 21 დეკემბერს, ქ. ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე, შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვის ნახვის დღეების საფუძველზე, მამაზე ბავშვის გადასაცემად. იმის გამო, რომ ბავშვს საჭიროებს ზამთრის კურორტზე (ბაკურიანში) დასვენებას, სურდა აღნიშნულის თაობაზე ვ-–-------- მ-------–---–თან საუბარი, რომელმაც უარი უთხრა ბავშვის ბაკურიანში წაყვანაზე იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო. გარდა ამისა, უთხრა, რომ ალიმენტს იხდიდა შვილის სარჩოდ და დედა იყო ვალდებული ეზრუნა შვილზე. აღნიშნულმა გამოიწვია მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ვ-–-------- მ-------–---–მა გადმოიყვანა ავტომანქანიდან, დააგდო ასფალტზე რის შედეგად დაუზიანდა ხელის მტევანი. აღნიშნულის შემდეგ, ვ-–-------- მ-------–---–მა ბავშვი ჩაისვა ავტომანქანაში და წაიყვანა სახლში. იმის გამო, რომ ბავშვს არ ეცვა ქურთუკი და არ ეხურა ქუდი, ის იძულებული გახდა საკუთარი ავტომანქანით გაჰყოლოდა ვ-–-------- მ-------–---–ს, ბავშვის სათანადოდ შესამოსად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–ს და თ----–- წ------–---–-ს თანაცხოვრებისას 15.07.2016 წელი შეეძინათ ერთი შვილი - ემილი მ-------–---–-.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა - განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის 2/1356-17 განჩინება. (ტ.1. ს/ფ. 18-23)

 

3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის 2/1356-17 განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება ვ-–-------- მ-------–---–ს და თ----–- წ------–---–ს შორის.

იმავე განჩინებით, მხარეები შეთანხმდნენ შვილის, ემილი მ-------–---–-ს ნახვის დღეებთან დაკავშირებით.

მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის 2/1356-17 განჩინება. (ტ.1. ს/ფ. 18-23)

 

3.1.3. დადგენილია, რომ შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილებაში, ვ-–--------ი მ-------–---–-ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მტკიცებულება: სისხლის სამართლის საქმის მასალები. მხარეთა ახსნა-განმარტება. (ტ.1. ს/ფ. 106)

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. დადგენილია, რომ შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–----------------–--ის მიერ 2019 წლის 21 დეკემბერს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი ვ-–--------ი მ-------–---–-ს მიმართ თ----–- წ------–---–-ს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

მტკიცებულება:

- №0----- შემაკავებელი ორდერი. (ტ.1. ს/ფ. 16)

 

4.2. მოწმედ დაკითხულმა მაია გვეტაძემ განმარტა, რომ არის ვ-–--------ი მ-------–---–-ს ოჯახის ნათესავი, ნათლია. ცხოვრობს ვ-–--------ი მ-------–---–-ს მეზობლად, ქუთაისში, ბ. გაპონოვის ქ.N34-ში. 2019 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში. ეზოდან შემოესმა ხმაური, გაიხედა და დაინახა, რომ თ----–- წ------–---–- და ვ-–--------ი დავობდნენ ბავშვის შესახებ, საუბრობდნენ ხმამაღლა, თ----–- ეუბნებოდა ვ-–--------ს, რომ ბავშვს არ გაატანდა. ბავშვს ეცვა ქურთუკი და არ ეხურა ქუდი. თ----–-ს და ვ-–--------ის მიმართ, რაიმე დაზიანებები არ შეუმჩნევია.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

4.3. მოწმედ დაკითხულმა ნანი მ-------–---–მა განმარტა, რომ ვ-–--------ი მ-------–---–- არის მისი ბიძა. ცხოვრობს მასთან ბ. გ------------------ში. 2019 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა სახლის, აივანზე. ელოდებოდა ვ-–--------ს, რადგან უნდა მოეყვანა პატარა ემილი. ეზოში ვ-–--------ს საკუთარი ავტომანქანით შემოყვა ყოფილი მეუღლე თ----–- წ------–---–-, დაინახა, რომ თ----–- წ------–---–- და ვ-–--------ი დავობდნენ ბავშვის შესახებ, საუბრობდნენ ხმამაღლა, თ----–- ეუბნებოდა ვ-–--------ს, რომ ბავშვს არ გაატანდა. ეუბნებოდა დამარტყიო, ბავშვს ეცვა ქურთუკი და არ ეხურა ქუდი. თ----–-ს მიმართ რაიმე დაზიანებები არ შეუმჩნევია. ვ-–--------ს თვალზე და სახეზე ჰქონდა სიწითლე, შეკითხვაზე უპასუხა, რომ თ----–- მ-------–---–მა დაარტყა სახეში.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

4.4. მესამე პირის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა ციალა წ------–---–მა განმარტა, რომ თ----–- წ------–---–- არის მისი შვილი. მისი ყოფილი სიძე ვ-–--------ი მ-------–---–- თანაცხოვრებისას ხშირად შეურაცხყოფას აყენებდა თ----–- წ------–---–ს. 2017 წელს, ვ-–--------ი მ-------–---–-ს სახლიდან წამოსვლისას, ვ-–--------მა თ----–- წ------–---–ს ჩამოგლიჯა საყურეები, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია.

მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 21 დეკემბრის ფაქტის შესახებ არ იცის. თუმცა თ----–-ს გადმოცემით იცის, რომ ვ-–--------მა ცემა, დაუზიანდა ხელის მტევნები, ეტყობოდა სიწითლე.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

4.5. მესამე პირის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა დარეჯან ლეჟავა-ქიმაძემ განმარტა, რომ თ----–- წ------–---–- არის მისი მეუღლის ბიძაშვილი. იცნობს ვ-–-------- მ-------–---–ს.

მოწმის განმარტებით, 2019 წლის 21 დეკემბრის იმყოფებოდა ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე. დაინახა, რომ კამათობდნენ ქალი და მამაკაცი, რომელიც აგინებდა ქალს დედის მისამართით. შემდეგ ხელები გადაუტრიალა ქალს, ასფალტზე ძირს დააგდო. შემდეგ ბავშვი ჩაისვა ავტომანქანაში და წავიდა. ახალგაზრდა ქალი იძახდა ,,კურტკა“ - ,,კურტკაო“. მოწმის განმარტებით ის იმყოფებოდა მოდავე მხარეებიდან 10-12 მეტრში.

მოწმის განმარტებით, ის აღნიშნული ფაქტის გამო გამოიკითხა საგამოძიებო ორგანოში. პირველად გამომძიებელს არ უკითხავს მოდავე პირების ვინაობის შესახებ. შემდეგ თვითონ მოითხოვა დამატებით გამოკითხვა და მიუთითა, რომ ვ-–--------ი მ-------–---–მა იძალადა თ----–- წ------–---–ზე.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

4.6. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 21 დეკემბერს შსს ქ---------------–-----------------–--ს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–----------------–--ის მიერ, ვ-–-------- მ-------–---–-ს მიმართ N0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემის კანონიერების დადგენა, რომლის მიხედვით, ვ-–-------- მ-------–---–მა, ყოფილ მეუღლეზე თ----–- წ------–---–ზე, იძალადა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. შემაკავებელი ორდერი გამოცემული 30 დღის ვადით.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელის განმარტებით, თ----–- წ------–---–ზე ფსიქოლოგიური ძალადობა არ განუხორციელებია და მით უფრო მისი მხრიდან გამორიცხულია ფიზიკური ძალადობა. არანაირი ურთიერთობა არ სურს თ----–- წ------–---–თან, მათ მხოლოდ საერთო შვილი აკავშირებთ.

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 21 დეკემბერს, სწორედ თ----–- წ------–---–მა იძალადა მასზე და სახეში ხელი დაარტყა. აღნიშნულის თაობაზე დარეკა პოლიციაში და რაღაც მიზეზთა გამო, რეაგირება არ მოჰყოლია მის შეტყობინებას. 2019 წლის 21 დეკემბერს, თ----–- წ------–---–მა უარი უთხრა შვილის გადაცემაზე, შემდეგ ავტომანქანით გაჰყვა სახლში და ცდილობდა ბავშვის წართმევას, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო, რადგან შევიდა სახლში და დაკეტა კარები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–-------- მ-------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–----------------–--ის მიერ 2019 წლის 21 დეკემბერს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი ვ-–--------ი მ-------–---–-ს მიმართ თ----–- წ------–---–-ს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

შემაკავებელი ორდერით ვ-–--------ი მ-------–---–-ს აეკრძალა მსხვერპლთან, იმ სახლთან, სამსახურთან და ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან თ----–- წ------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოც. ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის

,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–ს და თ----–- წ------–---–ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი. დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–- და თ----–- წ------–---–- განქორწინებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვი ცხოვრობს დედასთან. ამასთან დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის 2/1356-17 განჩინებით, მხარეები შეთანხმდნენ შვილის, ემილი მ-------–---–-ს ნახვის დღეებთან დაკავშირებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ვ-–--------ი მ-------–---–-ს მხრიდან და თ----–- წ------–---–-ს მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–--------ი მ-------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს 2019 წლის 21 დეკემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი რადგან საქმის მასალებით, არ დასტურდება ვ-–--------ი მ-------–---–-ს მხრიდან თ----–- წ------–---–-ს მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში თ----–- წ------–---–-ს უფლებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვ-–-------- მ-------–---–მა ფიზიკურად იძალადა თ----–- წ------–---–ზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–ს და თ----–- წ------–---–ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი. დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–- და თ----–- წ------–---–- განქორწინებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვი ცხოვრობს დედასთან. ამასთან დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის 2/1356-17 განჩინებით, მხარეები შეთანხმდნენ შვილის, ემილი მ-------–---–-ს ნახვის დღეებთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ 2019 წლის 21 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, თ----–- წ------–---–- შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვის ნახვის დღეების საფუძველზე, მამაზე ბავშვის გადასაცემად. დადგენილია, რომ თ----–- წ------–---–მა მოთხოვა ვ-–-------- მ-------–---–ს ბავშვის ზამთრის კურორტზე (ბაკურიანში) წაყვანა, რაზედაც ვ-–-------- მ-------–---–მა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო. დადგენილია, რომ აღნიშნულმა უარმა გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება. სასამართლო არ იზარებს ვ-–-------- მ-------–---–-ს მხრიდან თ----–- წ------–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ფატის დასადასტურებლად ვერ გამოდგება მოწმედ დაკითხული დარეჯან ლეჟავა-ქიმერიძის განმარტა, იმის შესახებ, რომ 2019 წლის 21 დეკემბრის იმყოფებოდა ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე. დაინახა, რომ კამათობდნენ ქალი და მამაკაცი, რომელიც აგინებდა ქალს დედის მისამართით. შემდეგ ხელები გადაუტრიალა ქალს, ასფალტზე ძირს დააგდო. შემდეგ ბავშვი ჩაისვა ავტომანქანაში და წავიდა. ახალგაზრდა ქალი იძახდა ,,კურტკა“ - ,,კურტკაო“. მოწმის განმარტებით ის იმყოფებოდა მოდავე მხარეებიდან 10-12 მეტრში. მოწმის განმარტებით, ის აღნიშნული ფაქტის გამო გამოიკითხა საგამოძიებო ორგანოში. პირველად გამომძიებელს არ უკითხავს პირების ვინაობის შესახებ. შემდეგ თვითონ მოითხოვა დამატებით გამოკითხვა და მიუთითა, რომ ვ-–--------ი მ-------–---–მა იძალადა თ----–- წ------–---–ზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოწმე დარეჯან ლეჟავა-ქიმაძის განმარტებას, მიაჩნია მიკერძოებულად, რადგან დადგენილია, რომ დარეჯან ლეჟავა-ქიმაძე არის თ----–- წ------–---–-ს ნათესავი. დადგენილია, რომ მოწმე იცნობს ვ-–--------ი მ-------–---–ს და უსაფუძვლოა მოწმის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი 2019 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რადგან საგამოძიებო ორგანოში 2019 წლის 23 დეკემბერს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ დარეჯან ლეჟავა-ქიმაძის განმარტებით, მას 2019 წლის 21 დეკემბერს თ----–- მ-------–---–- დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა, რომ ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, თ----–- წ------–---–- შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს, მამაზე ბავშვის გადასაცემად. თ----–- წ------–---–მა მოთხოვა ვ-–-------- მ-------–---–ს ბავშვის ზამთრის კურორტზე (ბაკურიანში) წაყვანა, რაზედაც ვ-–-------- მ-------–---–მა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო. ამის გამო, თ----–- წ------–---–ს არ სურდა ბავშვის მამაზე გადაცემა. (იხ. ტ.1. ს/ფ. 127-129; 144-146).

 

ამასთან, 2019 წლის 27 დეკემბერს დარეჯან ლეჟავა-ქიმაძე მისივე განცხადების საფუძველზე გამოიკითხა შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის გიორგი გიორგაძის მიერ. აქ უკვე დარეჯან ლეჟავა-ქიმაძე იხსენებს, რომ იგი 2019 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე და თ----–- წ------–---–-ს და ვ-–-------- მ-------–---–-ს დაპირისპირების თვითმხილველი გახდა. ამასთან, იცნო დაპირისპირებული მხარეები. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დარეჯან ლეჟავა-ქიმაძის ჩვენება აშკარად წინააღმდეგობრივია, იგი არ შეიძლება გაზიარებული იქნეს სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება, თ----–- წ------–---–-ს გადაწყვეტილებას, ვ-–-------- მ-------–---–-ს მიერ შვილის ბაკურიანში წაყვანაზე უარის გამო, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი შვილის წაყვანის უფლების შეზღუდვის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს - სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლით შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

იმავე კოდექსის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

აღნიშნული მუხლის (სკ 1200-ე) დანაწესი მხარეებს ავალდებულებს შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს და არა თვითნებურად შეუზღუდონ მშობელს კანონით და სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ვ-–-------- მ-------–---–- უფლებამოსილი იყო თავისთან წაეყვანა შვილი და ეზრუნა მასზე, აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ ის შეხვდა თ----–- წ------–---–ს და წაიყვანა შვილი, ხოლო თ----–- წ------–---–-ს ქმედება, ავტომანქანით ადევნება, ვ-–-------- მ-------–---–-ს საცხოვრებელთან მისვლა და კონფლიქტი, უფრო ვ-–-------- მ-------–---–-ს პროვოცირების ნიშნებს შეიცავს, ვიდრე ბავშვის საუკეთესო, უპირატესი უფლებების განხორციელების მცდელობას. (იხ. სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც თ----–- წ------–---–- უთითებს, რომ არ სურდა მამისთვის შვილის გადაცემა; მოწმეების - მაია გვეტაძის და ნანი მ-------–---–-ს ჩვენება).

 

ამდენად, წარმოდგენილი არ არის ვ-–-------- მ-------–---–-ს მხრიდან, თ----–- წ------–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი შედგა თ----–- წ------–---–-ს განმარტების საფუძველზე. ასევე, მესამე პირი, თ----–- წ------–---–- შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს- საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ასევე, არ დასტურდება წარსულში, 2017 წელს ვ-–-------- მ-------–---–-ს მხრიდან, თ----–- წ------–---–ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

6.3. სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულება ასევე გამოვლინდა საქმის განხილვისას.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ----–- წ------–---–- 2019 წლის 21 დეკემბერს 14.45 საათზე გამოცხადდა შსს ქ. ქ---------------–-----------------–--ს პოლიციის პირველ განყოფილებაში და განაცხადა მის მიართ ვ-–-------- მ-------–---–-ს მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ.

 

ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 21 დეკემბერს 14.57 საათზე ვ-–-------- მ-------–---–მა ასევე ოფიციალურად განაცხადა მის მიმართ თ----–- წ------–---–-ს მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ.

დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–-, აღმაშენებლის გამზირიდან შვილთან ერთად გაემართა სახლში, ხოლო თ----–- წ------–---–- მას ავტომანქანით აედევნა. საქმის განხილვისას თ----–- წ------–---–მა განმარტა, რომ მისი მიზანი იყო ემილისათვის ქურთუკის გადაცემა, თუმცა თვითმხილველი მოწმეების (მაია გვეტაძე და ნანი მ-------–---–-) განმარტება გამორიცხავს აღნიშნულს და მიუთითებს თ----–- წ------–---–-ს განზრახვაზე, არ შეესრულებია სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება მამაზე შვილის გადაცემის თაობაზე.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მართალია თ----–- წ------–---–მა შვილი მიიყვანა მამაზე გადასაცემად, მაგრამ საქმის მასალების მიხედვით, მისი გაღიაზიანება გამოიწვია ვ-–-------- მ-------–---–-ს უარმა ბავშვის ბაკურიანში წაყვანასთან დაკავშირებით და სწორედ აქ იკვეთება თ----–- წ------–---–-ს განზრახვა შვილის მამისთვის არ გადაცემით ,,დასაჯოს“ იგი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა არ იკვეთება, რადგან რეალურად არ არსებობს და არც წარსულში არსებობდა, ვ-–-------- მ-------–---–-ს მხრიდან თ----–- წ------–---–ზე რაიმე სახის ძალადობის ფაქტი და არ არსებობს ,,მსხვერპლი“-ს დაცვის აუცილებლობა. როგორც აღინიშნა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა-–----------------–--ის მიერ 2019 წლის 21 დეკემბრის №0----- შემაკავებელი ორდერი, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში.

 

7.საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ვ-–--------ი მ-------–---–-ს სარჩელი.

 

2. გაუქმდეს შს სამინისტროს ქ---------------–-----------------–--ს პ---–-–------------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ა-–----------------–--ის მიერ, ვ-–--------ი მ-------–---–-ს მიმართ შედგენილი 2019 წლის 21 დეკემბრის №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

2. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე