განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
330100119003247883
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4960-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 17 “ დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,თამთა გაჩეჩილაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - გ-------------–----ის,ბრალდებულ - ლ-–---------–---–ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ლ-–-----------------------–---–ის (დაბადებული 1----–-–---------------------------------, საქართველოს მოქა-ლაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართ-ლობის არმქონე, რეგისტრირებული - ქა-–---------–------------------–--–------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები - მ–-----------------–-----------------–------------–-----------------------) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხ-ლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ლ-–---------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2019 წლის 30 სექტემბერს ლ-–---------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ ლ-–---------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ-–---------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დიდი ოდენობით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ლ-–---------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

ლ-–---------–---–მა ქ--–--------–--–------------------–----------------------------------–----------–-----------------------------ში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), წონით 144.35 გრამი, რომელიც 2019 წლის 13 სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა - გ-------------–----ემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ-–---------–---–ისათვის წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, (2019 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ლ-–---------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დას-კვნითი სიტყვით გამოსვლისას ითხოვა, რომ გათვალისწინებულ იქნას მისი პასუხისმგებ-ლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში იქნეს მიღებული მის მიერ დანაშა-ულის ჩადენის აღიარებისა და მონანიების ფაქტი, მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება და, გამომდინარე აქედან, დაენიშნოს მას მსუბუქი სასჯელი. ბრალდებულმა ასევე ითხოვა, რომ არ ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, (2019 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ლ-–---------–----–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუ-არად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკი-ცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ლ-–---------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- მოწმე მ-------------- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 3-5);

- მოწმე გი-------------–--–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 7-9);

- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, (ს.ფ. 11-20);

- ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნით (ს.ფ. 42),- ქიმიური ექსპერტიზის №4------ დასკვნით (ს.ფ. 45-49), ამოღებული ნივთიერი მტკიცე-ბულებებით, თვით ლ-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით (ს.ფ. 36-37, 53-55), რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ლ-–---------–---–ისათვის წაყენებულ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ-–---------–---–ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაუ-ლის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ლ-–---------–---–მა ჩაიდინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვა-ლისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დიდი ოდენობით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამ-ტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს: ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით; ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით; გ) სასჯელის დაუნიშნა-ვად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების “ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანარ-თი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

ბრალდების დადგენილებიდან არ გამომდინარეობს და არც წარმოდგენილი მტკიცებულე-ბებითა და ინფორმაციით არის უარყოფილი ეჭვი იმის შესახებ, რომ ლ-–---------–---–მა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი - უკანონოდ დათესა და მოიყვანა არა პირადი მიზნებისათვის.

 

ალტერნატიული სასჯელების გამოყენების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას ამახვი-ლებს შემდეგ გარემოებებზე:

 

თანამედროვე სისხლის სამართალში აღიარებული პრინციპი - „არ არის სასჯელი კანონის გარეშე“ განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხ-ლით, რომლის მიხედვით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ “სასა-მართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინე-ბით.“ ამდენად, სასამართლოს არ აქვს უფლება ანალოგიის წესით განსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან სასჯელის სახე და ზომა პირდაპირ, მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს კანონში განსაზღვრული;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძ-ლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

 

კანონის ეს დანაწესი თავისთავად გამორიცხავს შესაძლებლობას, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი, თუ მხარეთა შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. თუმცა, საპროცესო შეთანხმების დამტკი-ცების საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაშიც, სასამართლოს არასწორად მიაჩნია ამ ნორმის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინე-ბული იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, არ შეძლება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასა-მართლო ამოწმებს საპროცესო შეთანხმებით მოთხოვნილი სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. როგორც საპროცესო შეთანხმების გაფორმების, ისე სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების მიზანი არის ბრალდებულის მიმართ კანონით გათვა-ლისწინებული შეღავათის გავრცელება, რაც შესაძლოა გამოიხატოს სასჯელის ზომის უდაბ-ლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრაში. ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია არ ითვალის-წინებს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ სასჯელებს, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების სამართლებრივად შეუძლებლობის პირობებში სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა ვერ იქნება მიჩნეული ბრალდებულის მიმართ შეღავათის გავრცელებად, ხოლო კანონის ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია, როდესაც არსებითად უარესდება პირის სამართლებრივ მდგომარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ბრალდებულ ლ-–---------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად. ამასთან მას, როგორც ნარკოტი-კული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღ-მდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგე-ნილი ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–-----------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად;

 

2. ლ-–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

3. “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლ-–---------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანო-ბის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებ-ლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარ-თველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგა-ნოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძე-ნის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელ-მძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა ლ-–---------–---–ს დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები - ლ-–---------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მცენარე “კანაფი“ და ორი ცალი სათლი ნიადაგით, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ--–--------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქა-ლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი