განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/513-19 (011110919001)
საქმე #140100119003250169
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
9 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- კ------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--- დ---–---–- (დაბადებული 2----–-–--------–---, პ/ნ------------, მცხოვრები გ----–-----–-----–--------------ში)
ადვოკატი - მ--- ბ----–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ქვეპუნქტები, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ექვსი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 13 ივლისს, ღამით, ნ--- დ---–---–მა კარის დაზიანებით უკანონოდ შეაღწია გ----–---–------–-----------–--–------ში მდებარე შპს ,,მ---------ის“ ოფისში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 4 მობილურ ტელეფონს, რის შედეგად შპს ,,მ---------ს“ მიადგა 1856 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
1.2 2018 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 05 საათზე, ნ--- დ---–---–მა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, შუშის ჩამტვრევის გზით უკანონოდ შეაღწია გ----–---–------–-----------–--–------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია შპს ,,ქ------–------------ში“ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, რის შედეგად შპს ,,ქ------–------------“ მიადგა 6 498 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
1.3 2018 წლის 11 სექტემბერს, ღამით, ნ--- დ---–---–მა დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, კარის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია გ----–---–------–-----------–--–------ში მდებარე მაღაზია ,,ე---–-----------ში“ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ------- ა----–--ისა და ა---–-- ა–--------–---–ის მობილური ტელეფონების აქსესუარებსა და ვერცხლის სამკაულს, რის შედეგად შ------- ა----–--ეს მიადგა 1 015 ლარის, ხოლო ა---–-- ა–--------–---–ს - 2 000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
1.4 2018 წლის 19 ნოემბერს, ღამით, ო------------------------ში მდებარე მ--–---- მ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული მისივე კუთვნილი ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილიდან ნ--- დ---–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ----- ნ-------–---–ის ნივთებს, ფულსა და მ--–---- მ-----–---–ის სს ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკურ ბარათს, რის შედეგად თ----- ნ-------–---–ს მიადგა 120 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი;
1.5 2018 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, ნ--- დ---–---–მა მის მიერ მოპარული, მ--–---- მ-----–---–ის სს ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკურ ბარათით უნებართვოდ შეაღწია მ--–---- მ-----–---–ის კომპიუტერულ სისტემაში და მისი ანგარიშიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თანხას, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 1 800 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
1.6 2019 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 04 საათზე, ნ--- დ---–---–მა სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით, შუშის ჩამტვრევის გზით, უკანონოდ შეაღწია გ----–---–------–-----------–--–------ში მდებარე ტექნიკის მაღაზია შპს ,,ქ------–------------ში“ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 14 მობილურ ტელეფონს, რის შედეგად შპს ,,ქ------–------------“ მიადგა 8 910 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ--- დ---–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული დ----- ქ----ის, შ------- ა----–--ის, ა---–-- ა–--------–---–ის, მ--–---- მ-----–---–ის, მ-----– მ-------–---–ის, ნ-----–---- ხ----–---–ის, ს--–---- ფ-–---ს, ზ----- ტ--–--–-–---–ის, შ----- ა-----ის, გ------- მ--–---ის, ს----- ბ---–---------ის, გ------- თ------ის, გ------- რ------–---–ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ჩხრეკის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, სალომბარდე ხელშეკრულებებით, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ნ--- დ---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ--- დ---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ბრალად შერაცხული ქმედებების აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, მის ასაკს - დანაშაულის ჩადენის დროს (გარდა 2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდისა) იყო არასრულწლოვანი - 17 წლის. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ნ--- დ---–---–ს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, 2018 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდების ჩადენისას იგი იყო ნასამართლევი, მაგრამ არასრულწლოვან ასაკში. ამდენად, ეს ნასამართლობა, სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის), არ ნიშნავს რეციდივს და არც სასჯელის უპირობოდ დამძიმებას იწვევს. საბოლოოდ, ნ--- დ---–---–-ს რესოციალიზაცია და კანონით დადგენილი სხვა მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის მინიმალური ზომის პირობებშიც. ამასთან, სასჯელის ნაწილობრივ ან სრულად პირობით ჩათვლა ამ შემთხვევაში დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ--- დ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 6 ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლით;
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვით;
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 ნოემბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრამდე ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ნ--- დ---–---–ს განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომა - 3 (სამი) წელი, 4 (ოთხი) თვე, 23 (ოცდასამი) დღე - შთანთქას ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და მსჯავრდებულ ნ--- დ---–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 სექტემბრიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები - შპს ,,მ---------იდან“ ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთები, შპს ,,გ-------იდან“ ამოღებული მობილური ტელეფონები, ს----- ბ---–---------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; შპს ,,მ---------იდან“ ამოღებული მინის ნამსხვრევები, ანაწმენდები, სუნის კვალი, ნ--- დ---–---–-ს სუნის ნიმუში და ხელის ანაბეჭდები, ლ-- დ---–---–-ს ხელის კვლები, ს----- ბ---–---------ის სუნის ნიმუში და ხელის კვალი, ავტომანქანა ,,ტოიოტადან“ ამოღებული ხელის კვალი და თ----- ნ-------–---–ის ხელის კვალი - განადგურდეს; ელექტრონული დისკები და სალომბარდე ხელშეკრულებები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო - შპს ,,ქ------–------------ისა“ და მაღაზია ,,ე---–-----------ს“ გაქურდვასთან დაკავშირებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი