განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
210100119002967720
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002967720

საქმე N1/87-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10.12.2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ვ--–---იან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი

 

პროკურორი - გ--------------–---–ი

ბრალდებული - მ--–--ზ ბ------–---–ი

ადვოკატი - ზ------------–--ლი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N033160319002

 

ბრალდებულ: მ--–--ზ ბ------–---–ის მიმართ

დაბადებული: 2-.03.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 0----------

განათლება: ს-–----–ო განათლების მქონე

ოჯახური მდგო----ეობა: დ-----------ლი

ნასამართლეობა: ნასამართლევი

მისამართი: გურჯაანის რაიონი სოფელი ჩ----–--ი

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ბრალდების არსი:

 

2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ გამავალ კახეთის გზატკეცილზე, შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გ------- ლ--–--–---–მა, ლ----- ჭ-----მ და ვ------ა გ------–-–---–მა უკანა სანომრე ნიშნების არქონის გამო გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ზ------ ქ--------ის მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომრით R--0-----) რომელშიც იჯდა მგზავრი მ--–--ზ ბ------–---–ი, ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მძღოლი იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ ადგილზე გამოძახებული იქნა დამატებითი ჯგუფი ზ------ ქ--------- გადაყვანილი იქნა შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში, ადგილზე დარჩენილმა მ--–--ზ ბ------–---–მა უკმაყოფილება გამოხატა პოლიციელთა მიერ მისი გაჩერების გამო და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ქვით ჩაამტვრია „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის (სახ. N QEQ-447) გვერდითა საქარე მინა, სახის არეში ხელი დაარტყა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ლ--–--–---–ს და დაუზიანა მას სამსახურებრივი ქურთუკი.

 

ბრალდების მხარის მიერ მ--–--ზ ბ------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მ--–--ზ ბ------–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, რომ 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ გამავალ კახეთის გზატკეცილზე, შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გ------- ლ--–--–---–მა, ლ----- ჭ-----მ და ვ------ა გ------–-–---–მა უკანა სანომრე ნიშნების არქონის გამო გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ზ------ ქ--------ის მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომრით R--0-----) რომელშიც იჯდა მგზავრი მ--–--ზ ბ------–---–ი, ვინაიდან გაჩნდა ეჭვი რომ მძღოლი იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ ადგილზე გამოძახებული იქნა დამატებითი ჯგუფი ზ------ ქ--------- გადაყვანილი იქნა შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში, ადგილზე დარჩენილმა მ--–--ზ ბ------–---–მა უკმაყოფილება გამოხატა პოლიციელთა მიერ მისი გაჩერების გამო და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ქვით ჩაამტვრია „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის (სახ. N QEQ-447) გვერდითა საქარე მინა, სახის არეში ხელი დაარტყა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ლ--–--–---–ს და დაუზიანა მას სამსახურებრივი ქურთუკი.

 

3. ბრალდებულმა მ--–--ზ ბ------–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ.

 

4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

დაზარალებულმა გ------- ლ--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 16 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, საღამოს საათებში პატრულირებდა ორ თანამშრომელთან ლ---- ჭ-----სთან და ვ------ა გ------–-–---–თან ერთად საგარეჯოდან კახეთის მიმართულებით. სოფელ ბადიაურთან გზის სავალ ნაწილის მარჯვენა მხარეს რესტორან ხარება გოგიას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანის მობრუნების დროს სარკეში დაინახა მანქანების კოლონა, რომელსაც ბოლოში მიყვებოდა ვერცხლისფერი ,,ე“ კლასის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სანომრე ნიშნის გარეშე, ვინაიდან აღნიშნული წარმოდგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას გ------- ლ--–--–---–ი მის მეწყვილეებთან ერთად მიჰყვა უკან სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავ ავტომანქანას სამსახურებრივი ავტომანქანით და სინათლეების გამოყენებით და ასევე ხმამაღლა მოწოდებით მიუთითა გაჩერებულიყო, მაგრამ ავტომანქანამ გააგრძელა სვლა, რის შემდგომაც ლ---- ჭ-----მ განმეორებით მოუწოდა გაეჩერებინა მძღოლს მანქანა, ამის შემდეგ ავტომანქანა გაჩერდა სოფელ ბადიაურში მდებარე ძველი ბენზინგასამართი სადგურის შესასვლელთან. შემდგომ გ------- ლ--–--–---–ი მივიდა გაჩერებულ ავტომანქანასთან და მოსთხოვა მძღოლს საბუთები, დაზარალებული განმარტავს, რომ მძღოლის საქციელიდან გამომდინარე მას ეჭვი გაუჩნდა, რომ იგი უნდა ყოფილიყო არაფხიზელ მდგო----ეობაში თუმცა ახლოს დგომისას და საუბრისას მას ალკოჰოლის სუნი არ უგრძვნია, მძღოლმა მოძებნა მანქანაში საბუთები მიაწოდა ლ--–--–---–ს და თავადაც გადმოვიდა მანქანიდან მას გადმოყვა მასთან ერთად მანქანაში მჯდომი ბრალდებულიც, ამ დროს პოლიციის მანქანიდან გადმოვიდნენ ვეფხია გ------–-–---–ი და ლ----- ჭ-----ც. მანამდე გ------- ლ--–--–---–ი მარტო ესაუბრებოდა მანქანის მძღოლს, დაზარალებულმა განმარტა, რომ მან აუხსნა მძღოლს სამართალდარღვევის არსი, ის რომ იგი ავტომანქანას მართავდა უკანა სანომრე ნიშნის გარეშე და უთხრა, რომ იგი უნდა დაეკავებინა, მოწმემ განმარტა რომ ავტომანქანას წინა სანომრე ნიშანი ჰქონდა. როდესაც მძღოლს უთხრეს პოლიციელებმა, რომ იგი უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, აღნიშნულის თაობაზე ბრალდებული მ. ბ------–---–ი გახდა აგრესიული მათ მიმართ, მიუთითებდა, რომ მას გადაკიდებული ჰყავდა გურჯაანის პოლიციის უფროსი და მის გამო გადაყავდათ მძღოლი შემოწმებაზე, მძღოლი არაფერ შუაში იყო. მძღოლმა განმარტა, რომ ავტომანქანა მისი არ იყო. გ------- ლალიშვილმა დასახმარებლად მოუხმო იორმუღანლოს პოლიციის თანამშრომლებს რათა მძღოლი გადაეყვანათ პოლიციის შენობაში და იქ შეედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოძახებიდან 10-15 წუთში ადგილზე მოვიდნენ იორმუღანლოს განყოფილების თანამშრომლები, გ--- ს----------ე და ბ----–ი თ--–-----ი. მათ ავტომანქანით წაიყვანეს მძღოლი იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში მათ ასევე გაჰყვათ ვ------ა გ------–-–---–ი, შემთხვევის ადგილზე დარჩნენ გ------- ლ--–--–---–ი, ლ----- ჭ----- და ბრალდებული. ამ დროს ბრალდებული პოლიციელებს ეუბნებოდათ, რომ ისინი მიზანმიმართულად უქმნიდნენ მას პრობლემას, ლ--–--–---–ი და ჭ----- უხსნიდნენ, რომ მათ ბრალდებულის მიმართ არანაირი პირადი ინტერსი არ ამოძრავებდათ და მოუწოდეს, რომ შეეძლო დაეტოვებინა შემთხვევის ადგილიც, ბრალდებული კვალ გამოხატავდა აგრესიას როგორც ადგილზე მყოფი პოლიციელების მიმართ ასევე გურჯაანის პოლიციელების მიმართაც და მთლ--ნდა სისტემის მიმართ, იგი ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო ისინი. გ------- ლ--–--–---–ი მოერიდა ბრალდებულს და დაჯდა სამსახურებრივ ავტომანქანაში სადაც კვლავ მასთან მივიდა მ--–--ზ ბ------–---–ი და დაუწყო საუბარი კვალ გურჯაანის პოლიციელებზე, რაზედაც დაზარალებულმა უპასუხა არ აინტერესებდა აღნიშნული საკითხი და აუწია შუშას. მათი საუბრის დროს ლ---- ჭ----- იდგა სამსახურებრივი ავტომანქანის ბოლოში, მის მიერ შუშის აწევის შემდეგ ბრალდებული დაიხარა, უცებ გ------- ლ--–--–---–მა გაიგო შუშის დამტვრევის ხმა, შემდეგ გააღო მან მანქანის კარი გადმოვიდა დაკავების მიზნით, ახლოს მისვლისას ბრალდებულმა გ------- ლ--–--–---–ს ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს და როდესაც შეეცადა შებოჭვას მისი სამსახურებრივი უნიფორმა ბრალდებულმა დააზიანა - დახია. მას მიეხმარა ლ---- ჭ-----, ბრალდებული დააკავეს და ჩასვეს ავტომანქანაში. შემდეგ მან, სამმართველოს უფროსმა, განყოფილების უფროსმა და ლ---- ჭ-----მ მ--–--ზ ბ------–---–ი წაიყვანეს სამმართველოში, იქ მიყვანის შემდგომ გ------- ლ--–--–---–ი დაკითხეს შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. შემდეგ ბრალდებული გადაიყვეს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, პოლიციიდან გამოსვლის დროს ნარკოლოგიურში გადაყვანისას ბრალდებული აცხადებდა, რომ მას კეტით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, და მოუწოდებდა გარეთ მდგომ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რომ მიემართათ ტელევიზიისთვის და გენინსპექციისთვის,, იგი აცხადებდა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს შეურაცხყოფა. ნარკოლოგიურიდან გადმოყვანის შემდგომ იგი მოათავსეს იზოლატორში. მ--–--ზ ბ------–---–ი რა მიზნით დაიხარა მანქანასთან მას არ დაუნახავს, მანქანას დაზიანება ჰქონდა მინის წინა მხარეს, მოწმემ განმარტა რომ მან გაიგონა მსხვრევის და ბრახუნის ხმა, მოწმე იმ მომენტში ვერ დაინახა ბ------–---–ის მიერ რით მოხდა დაზიანება, მან შემდგომ შეიტყო, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოიღეს ქვა. როგორც გამომძიებლიდან შეიტყო ქვა ამოიღეს ხელი მუხრუჭთან ახლოს. დაზარალებულმა განმარტა, რომ მან დარტყმის შედეგად იგრძნო ტკივილი. მ--–--ზ ბ------–---–ის დაკავებისას დაადეს ხელბორკილები და ხელები შეუკრეს უკან. საგარეჯოს პოლიციიდან შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამმართველოდან უფროსი დ----- ქ-------------ე, მოადგილე შ--–-- გოგილაშვილი, განყოფილების უფროსი გ--- ტ------–---–ი და გამომძიებელი მ------ ჭ----–---–ი. მ--–--ზ ბ------–---–ის დაკავების ოქმი შეადგინა ლ---- ჭ-----მ საგარეჯოს რაიონული სამმართველოს შენობაში, ადგილზე ვერ შეადგინეს რადგან თან არ ჰქონდათ ოქმი, ასვე ბრალდებული აცხადებდა, რომ მას დარეკილი ჰქონდა ახლობლებთან და ადვოკატთან და მალე მივიდოდნენ ისინი შემთხვევის ადგილზე, ამ მიზეზით, რომ იქ ადგილზე ხალხი არ მისულიყო და სიტუაცია არ გამწვავებულიყო ბ------–---–ი გადაიყვანეს სამმართველოს შენობაში. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევამდე რაღაც პერიოდით ადრე პატრულირებისას გააჩერეს ავტომანქანა „ჰიუნდაი ელანტრა“ მოძრაობის წესების დარღვევის გამო, რომლშიც იჯდა ბრალდებული, ხოლო მანქანას მართავდა მისი ახლობელი, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა არ მისცა ს-–----–ება გამოეწერათ საჯარიმო ქვითარი ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რა დროსაც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, ამ დროს გაიცნო გ------- ლ--–--–---–მა ბრალდებული მ--–--ზ ბ------–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მ--–--ზ ბადუშვილისთვის დაზიანება არც კეტით და არც სხვა რაით არ მიუყენებიათ, შეიძლება თავზე დაზიანება მიიღო მანქანაში ჩაჯდომის დროს ხოლო ხელზე დაზიანებები გამოწვეული იქნებოდა ბორკილებისგან. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას აღნიშნულ ფაქტზე არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედებები, მხოლოდ ნარკოლოგიურში გადაიყვანა ბრალდებული. მოწმემ განმარტა, რომ ნარკოლოგიურში წასვლამდე იგი წავიდა საავადმყოფოში დაზიანებების გამო, მან მორიგე ექიმებს გადასცა იქ ინფორმაცია, რომ იგი დაზიანებულ იყო კრიმინალური შემთხვევის გამო, ექიმებმა როგორც იცის გადასცეს სამმართველოს. რომელმა ექიმმა გასინჯა არ ახსოვს, დაზიანებაზე ფოტო არ გადაუღია, ექიმს სამედიცინო მკურნალობა არ დაუნიშნავს, ასევე უშუალოდ ექსპერტთან არ ყოფილა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან ჯერ ბ------–---–ი გადაიყვანა სამმართველოში შემდგომ წავიდა საავადმყოფოში და ამ დროს ქურთუკი აღარ ეცვა რადგან ძალ--ნ დაზიანებული იყო. ქურთუკის დახვევისას ხელი რომელ მონაკვეთში მოკიდა ბ------–---–მა არ მიუქცევია ყურადღება, ბ------–---–მა მოკიდა მარჯვენა ხელი, დაქაჩა რომელი მხრიდან იგრძნო არ ახსოვს. ბ------–---–ს ხელთათმანები არ ჰქონია, ბორკილების დადების დროს როგორც ახსოვს არ კეთებია ხელთათმანები. ჭ-----მ მას შემდეგ გამოიძახა დასახმარებლად პოლიციელები რაც ჩაიმტვრა მინა და დააკავეს. ჯერ ბ------–---–მა გაარტყა ხელი სახეში და შემდგომ მოხდა ქურთუკის ჩამოხევა. მოწმე ცდილობდა, რომ შეებოჭა ბ------–---–ი, იგი უწევდა წინააღმდეგობას, რამდენიმე წამში მიეხმარა მეწყვილე. მოწმემ განმარტა, რომ ქ--------- იმიტომ არ შეამოწმეს ალკოჰოლზე რომ ახლო კონტაქტის დროს სუნი არ იგრძნობოდა და ამიტომ ალკოჰოლის მოქმედება გამორიცხა. მ--–--ზი მანქანიდან, რომ ჩამოვიდა მოხრეშილი გზა იყო. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ საუბრის დაწყებიდან დაკავებამდე დაახლოებით 20 წუთი გავიდა. მოწმემ განმარტა, რომ ბ------–---–ზე ქ-------------ის და პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ხელკეტის დაზიანების მიყენების ფაქტს გამორიცხავს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტები როდის მივიდნენ არ იცის, იგი იქ არ დარჩენილა. მას მანქანაში მინის მსხვრევის შემდეგ რაიმე საგანი არ მოხვედრია. დაზიანებული ქურთუკის ამოღება მოხდა პოლიციის შენობაში. ხმაურზე მოსახლეობიდან არავინ არ გამოსულა და პოლიციელების გარდა იქ არავინ არ ყოფილა.

 

მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--- ს----------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ესაჭიროებოდათ დახმარება, ადგილზე ნიზამი თ--–-----თან ერთად მივიდნენ ბადიაურის შესასვლელთან. ადგილზე დახვდათ ორი მანქანა, მერსედესის მარკის მანქანა იდგა წინ, პოლიციის მანქანა უკან. ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები ლ--–--–---–ი, ჭ----- და გ------–-–---–ი. ადგილზე გაჩერებულ მერსედესის მარკის მანქანას არ ჰქონდა სანომრე ნიშანი, მათ უთხრეს, რომ მანქანის მძღოლი უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში და შემდგომ ჩალაუბანში ნარკოლოგიურში. მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა თავად, ნიზამი თ--–-----მა და ვ------ა გ------–-–---–მა. იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში გააფორმეს დაკავების ოქმი და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში ზ------ ქ---------. მათი წამოსვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე რა მოხდა არ იცოდა. მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში არ აქვს მონაწილება მიღებული. მოწმემ განმარტა, რომ თან ადმინისტრაციული დაკავების ოქმი არ ჰქონდათ, ზ------ ქ--------- პირადად წაიყვანა ნარკოლოგიურ კაბინეტში, მასთან ერთად იყვნენ ნიზამი თ--–-----ი და ვ------ა ქ---------. ქ---------ს ნარკოტიკული საშულების მოხმარება არ დაუდასტყურდა, ამის შემდგომ იგი გაშვებული იქნა ხელწერილით. ადგილზე მოსული ახლოს გაჩერდნენ იქ მდგომ მანქანებთან, ადგილზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ქონია. ადგილზე, რომ იკითხა უთხრეს რომ სანომრე ნიშნის არ ქონის გამო იყო გაჩერებული მანქანა, თავად მანაც შეხედა და ნახა, რომ უკანა სანომრე ნიშანი არ ჰქონდა მანქანას.

 

მოწმე ზ------ ქ--------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ბრალდებულ მ--–--ზ ბ------–---–ის მეგობარია. 2019 წლის 16 მარტს თბილისიდან მოდიოდა მეგობართან მ--–--ზ ბ------–---–თან ერთად, საგარეჯოში მათ საპატრულოს მანქანა შეხვდათ. ასევე სოფელ ბადიაურში იორმუღანლოს ჩასახვევთან იდგა პოლიციის პიკაპი, რომელიც ამოუდგათ უკან და მიყვებოდათ მათ, იგი მანქანით მოძრაობდა 50-60 კმ/სთ სიჩქარით. დაახლოებით 300 მეტრი იარეს და შემდგომ პოლიციამ მოუწოდათ გაჩერებისკენ ბენზინგასამართ სადგურთან, იქ ვერ შეძლო გაჩერება და რამდენიმე მეტრში გააჩერა. ამ დროს იქვე გაჩნდნენ პოლიციელები და სხვა მანქანებიც, მივიდნენ მათ მანქანასთან და ეუბნებოდნენ გაეღოთ კარები, იგივე ხდებოდა მ--–--ზ ბ------–---–ის მხარესაც. მ--–--ზი როგორც გადმოიყვანეს მანქანიდან ესევე დაადეს ხელბორკილი, ხოლო მისთვის არ დაუდიათ ხელბორკილი, იგი კითხულობდა თუ რატომ აკავებდნენ. შემდგომ ზ------ ქ--------- წაიყვანეს პოლიციის მანქანით თბილისის მიმართულებთ სოფელ ყანდაურასთან, სადაც იგი გაჩხრიკეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ ჰქონდა, ამ დროს გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი, შემდგომ წაიყვანეს განყოფილებაში და ზუსტად ახსოვს 11-ის ნახევარი იყო, იმ დროს აზერბაიჯანის მოქალაქეს კითხავდნენ, მასაც შეუდგინეს ოქმი, რომ იყო ნარკოლოგიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და უნდა შეემოწმებინათ. შემდგომ გადაიყვანეს იგი შესამოწმებლად ჩალაუბანში, სადაც არ ამოუვიდა ნარკოლოგიური ს-–----–ების მოხმარება და გაუშვეს სახლში. მეორე დღეს გაიგო რომ თურმე მას მანქანაზე ნომერი არ ჰქონია და ასე უვლ--, ასევე გაიგო, რომ მ--–--ზ ბ------–---–ს აბრალებდნენ პოლიციელის ცემას. აღნიშნული მანქანა ეკუთვნოდა მათ საერთო მეგობარს ვ--–------------–---–ს, მას საბუთები მანქანაში ჰქონდა, ტექპასპორტიც და პირადი საბუთები ჯიბეში ჰქონდა. მათ პოლიციამ ერთხელ მიმართა, რომ გაეჩერებინა და გააჩერა მანქანა როგორც კი შეეძლო. პოლიციელებმა ჯერ მახო გადაიყვანეს და შემდგომ იგი, მახოს გადაყვანისას მას ხელი მოუხარეს და მახოს ხელზე ბორკილი დაადეს მანქანაში, იგი 2-3 კაცმა გადაიყვანა, ამის შემდეგ საით წაიყვანეს მახო ვერ დაინახა, რადგან იგი ზურგით დააყენეს. იმ მომენტში მ--–--ზის მიმართ ცემა და შეურაცხყოფა ვერ გაიგო, იგი ერთ წუთში გადაყვანიდან ჩასვეს მანქანაში და ვერ გაიგებდა. მ--–--ზი პოლიციელებს ეუბნებოდა თუ რატო აკავებდნენ. მან პოლიციელის სახელები და გვარები არ იცის, როგორც ახსოვს მძღოლი განყოფილების უფროსი იყო. იორმუღანლოს განყოფილებიდან როცა წაიყვანეს ჩალაუბნისკენ ნარკოლოგიურში იმ ადგილას სადაც პირველად პოლიციელებმა მანქანა გააჩერებინეს უკვე არაფერი არ ხდებოდა. მანქანა საერთო მეგობრისგან ითხოვეს მან და მ--–--ზმა, მეგობარმაც იცოდა, რომ ავადმყოფი მეგობრის მოსანახულებლად მიდიოდნენ თბილისში და გზაში არანაირი ინციდენტი არ მოსვლ--თ, გზაში მათ ძალ--ნ ბევრი საპატრულო ეკიპაჟი შეხვდათ მაგრამ მათი ავტომანქანა არ გაუჩერებიათ. როდესაც პიკაპი უკან აედევნათ ბ------–---–მა თქვა, რომ ჩვენ დასაჭერად ხომ არ არიანო. მოწმემ დაადასტურა, რომ მ--–--ზ ბ------–---–ი ხშირად გამხდარა უკანონო დაკავებებისა და შეჩერებების მსხვერპლი. როდესაც პოლიციელები აჩერებდნენ მათ მანქანას ამ დროს მ--–--ზმა მოახდინა მეუღლის ინფორმირება შესაძლო დაჭერაზე, ეს მოახდინა ზ------ის თვალწინ. მოწმემ განმარტა, რომ როგორც ახსოვს მ--–--ზს ტელეფონი დაუვარდა, ხოლო მას გადმოყვანის დროს ტელეფონი გამოართვეს. ის მანქანა რომელითაც იგი გადაიყვანეს განყოფილებაში მოპირდაპირე ზოლში იდგა, რადგან როცა ჩასვეს მანქანაში არ მოუბრუნებიათ პირდაპირ წავიდნენ. ასევე იგი სახეზე თ------–--ლს და ქ-------------ეს ვერ ცნობს და იქ თავი არავის არ წარუდგენია. მოწმე განმარტა, რომ ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მ--–--ზი და მისი ახლობელი ბიჭი გააჩერა საგარეჯოს პოლიციამ მოძრაობის წესის დარღვევისთვის და შემდგომ მძღოლი დააკავეს პოლიციის წინააღმდეგობისთვის და სასამართლომ დააჯარიმა, მანამდე კი ასევე მ--–--ზს ძმისშვილიც დააკავეს. მანქანიდან გადაყვანისას მ--–--ზის არავისთვის არც სიტყვიერი შეურაცხოფა მიუყენებია და არც ხელი დაურტყამს. მ--–--ზს პოლიციელების მიერ მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული და იმიტომ ვერ მართავდა თავად მანქანას, ასევე მ--–--ზს გურჯაანის პოლიცია ემუქრებოდა, იმიტომ, რომ ის იყო ნასამართლევი და მას მოსვენებას არ აძლევდნენ, ამ მიზეზით იგი საზღვარგარეთაც იყო წასული და კონფლიქტს მაქსიმალურად ერიდებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ს---–------ ქ--------–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 16 მარტს, მას გამოკითხული ჰყავს მოწმეები ჩატარებული აქვს ექსპერტიზები, იგი ამ დღეს იყო მორიგე მასთან ერთად მორიგე გამომძიებელი იყო მ------ ჭ----–---–ი. მან გამოძიება დაიწყო ლ---- ჭ----ის პატაკის საფუძველზე, მის მიერ ამოღებული იქნა გ------- ლ--–--–---–ის ქურთუკი, ქურთუკი იყო დაზიანებული. ბრალდებული როდესაც მიიყვანეს პოლიციაში მას შეხედა ვიზუალურად და მისთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს. მოწმემ განმარტა, რომ იგი შემთხვეის ადგილზე მისული არ ყოფილა, რომელ საათზე მიიყვანეს ბ------–---–ი შენობაში არ ახსოვს, დაკავების ოქმი რომელიც შეავსო ლ---- ჭ-----მ ხელი მოაწერა თუ არ ბრალდებულმა არ ახსოვს. დაცვის შეკითხვაზე: „ქურთუკზე დაზიანება რატომ დეტალურად არ აღწერეთ?“ მოწმე უპასუხა, რომ მან განახორციელა ამოღება და დანარჩენი ექსპერტების საქმე იყო. მან მ--–--ზ ბ------–---–ი ბრალდებულის სტატუსით გადაიყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. იზოლატორიდან მან მიიღო წერილი ბრალდებულის დაზიანებების დაფიქსირებასთან დაკავშირებით, უშუალოდ ვინ მოწერა წერილი არ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ იგი არ გასაუბრებია ბრალდებულს დაზიანებებთან დაკავშირებით. დაცვის შეკითხვაზე: “რატომ დანიშნეთ ლ--–--–---–ის ექსპერტიზა ადრე და ბ------–---–ის მიმართ ექსპერტიზა გაცილებთ გვიან?“ მოწმე უპასუხა, რომ ეს დამოკიდებული იყო სამედიცინო დოკუმენტებს მიღებაზე, შესაძლებელ-- ლ--–--–---–ის დოკუმენტები უფრო ადრე იქნა მიღებული ვიდრე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. შემთხვევის ადგილიდან ქ-------------ეს მისთვის არ დაურეკავს, ფაქტი რომ მოხდა ქ-------------ე მალევე გავიდა თუ არა დანაყოფიდან არ ახსოვს. იგი თ----- თ------–--ლს არ იცნობს. ბრალდებულის შეკითხვაზე: “რატომ არ განმახორციელებინეთ ზარი ადვოკატთან?“ მოწმემ უპასუხა, რომ მათ შეატყობინეს ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაკავების თაობაზე. მას არ დაუნახავს ბრალდებული ქ-------------ის ოთახში შეიყვანეს თუ არა, იზოლატორიდან წერილი, რომ მიიღო იქ შიმშილზე არ ეწერა, არ ახსოვს, როგორც ახსოვს დაზიანებაზე იყო მო----თული.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ლ---- ჭ----ის ჩვენებიდან დგინდება რომ 2019 წლის 16 მარტს საღამოს საათებში სამსახურებრივ მოვალოების შესრულების დროს მოძრაობდა სამსახურებრივი ავტომანქანით სოფელ ბადიაურში თანამშრომლებთან გ------- ლ--–--–---–თან და ვ------ა გ------–-–---–თან ერთად, შემობრუნებისას დაინახეს „მერსედისი“ მარკის ავტომანქანა რომელსაც სანომრე ნიშანი არ ეკეთა. აღნიშნულ ავტომანქანას გაყვნენ უკან სამსახურებრივი ავტომანქანით ჩართული ციმციმებით და მიუთითეს მერსედესის მძღოლს გაჩერებისკენ, რადგან სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობდა წარმოდგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. აღნიშნული მანქანა გაჩერებული იქნა ბადიაურის გასასვლელში ძველი ბენზინგასამართ სადგურთან, მოწმე და ვ------ა გ------–-–---–ი დარჩნენ მანქანაში ხოლო გ------- ლ--–--–---–ი გადავიდა მანქანიდან, მძღოლთან დაამყარა კომუნიკაცია, მაგრამ ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდა და ამიტომ მოწმე და ვ------ა გ------–-–---–ი გადავიდნენ მანქანიდა და მივიდნენ მერსედესის მარკის ავტომანქანასთან. მათ გაიგონეს ლალიშვილის საუბარი, რომ ზ------ ქ--------- ეუბნებოდა, რომ მას ეძინებოდა და არ ახსოვდა საბუთები თან ჰქონდა თუ არა. პოლიციის თანამშრომლებს იგი ეგონათ ნასვამი და ჩამოიყვანეს მანქანიდან, შემდგომ კომუნიკაცია, რომ დაამყარეს მას ალკოჰოლის სუნი არ ჰქონდა, ამიტომ იფიქრეს აღნიშნული პიროვნება იყო ნარკოტიკული ს-–----–ების ზემოქმედების ქვეშ. ადგილზე შეუძლებელი იყო მისი დაკავება, ამიტომ დახმარება სთხოვეს იორმუღანლოს განყოფილებას. აღნიშნული განყოფილებიდან მოვიდა ორი პოლიციელი ბ----–ი თ--–-----ი და გ--- ს----------ე, მათ გადაიყვანეს ზ------ ქ--------- იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში სადაც მოხდა მისი დაკავება. მძღოლის გვერდით მჯდომი მ--–--ზ ბ------–---–ი ქ--------ის გამოკითხვის დროს თუ რატო არ ჰქონდა მანქანას სანომრე ნიშანი, პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოხატავდა აგრესიას, თუ რატომ აჩერებდნენ მას, პოლიციის თანამშრომლებმა აუხსნეს ბ------–---–ს, რომ ვინაიდან მას არ ჰქონდა მართვის უფლება აღიშნული ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე და ამის შემდგომ იგი შეძლებდა გზის გაგრძელებას. აღნიშნულზე იგი გახდა აგრესიული პოლიციის თანამშრომლების მიმართ, პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს მას სიმშვიდისკენ და წამოვიდნენ ავტომანქანისკენ, მისი თანამშრომელი ჩაჯდა სამსახურებრივი ავტომანქანაში მარჯვენა მხარეს, მოწმე ამ დროს იდგა მანქანის ბოლოში მანქანისკენ იყო შემობრუნებული და ელოდებოდა ზარს. ამ დროს ბ------–---–მა მათი მისამართით შეიგინა, მოწმისთვის გაურკვეველი საგანი აიღო და პოლიციელებს სამსახურებრივ მანქანას გვერდითა საქარე მინაში ესროლა, რომლის მტვრევის ხმა მოწმემ მაშინვე გაიგონა, ეს ყველაფერი ხდება წამებში, იგი ამ დროს საუბრობს ტელეფონზე, ამ დროს თანამშრომელი გადმოდის მანქანიდან და სანამ უშუალო კონტაქტში შევიდოდა და ბრალდებულის დაკავებას დაიწყებდა ბ------–---–მა მას ხელი გაარტყა სახის მარცხენა არეში, ამ დორს მოწმეც მივიდა და შებოჭეს ბ------–---–ი. მანამდე ბ------–---–მა თანამშრომელს პოლიციის ქურთუკი დაუზიანა, დაკავებისას ბ------–---–ი წინააღმდეგობას უწევდა რის გამოც მჭიდროდ დაადეს ხელბორკილი, ამ დროს დახმარება სთხოვეს სამმართველოს, საიდან მივიდნენ დ----- ქ-------------ე, შ--–-- გ------–-–ვილი, გ--- ტ------–---–ი და მ------ ჭ----–---–ი. მათი მისვლის შემდეგ ბ------–---–ი გადაყვანილი იქნა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს შენობაში, შემთხვევის ადგილზე დარჩნენ გ--- ტ------–---–ი და მ------ ჭ----–---–ი, დანარჩენები წავიდნენ პოლიციის სამმართველოში ბ------–---–თან ერთად. ბ------–---–ი დაკავებული იქნა და გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მანქანით გადაყვანისას ბ------–---–ი პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ მოიყვანდა ტელევიზიებს და მოუწყობდა აქციებს, რადგან მისი დაჭრა არ შეიძლებოდა. ადმინისტრაციულ შენობაში მისვლის შემდეგ მ--–--ზ ბ------–---–მა არ გასცა კითხვებს პასუხი, ასევე ხელი არ მოაწერა არც ერთ დოკუმენტს, ხოლო ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანისას გარეთ მყოფ მოწმისთვის უცნობ პიროვნებებს, მიმართა, რომ უკანონოდ იყო დაკავებული, განყოფილებაში მოხდა მისი წამება და მოუწოდებდათ რომ ხალხი შეეკრიბათ, ტელევიზიები მიეყვანათ და აქცია გაემართათ. რაც შეხება დაზიანებას ხელებზე ეს მოუვიდა დაკავებისას ხელბორკილებისგან. მოწმემ განმარტა, რომ ისინი ძირითადად პატრულირებას ახდენენ საღამოს საათებში, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე შეუძლ--თ გააჩერონ ნებისმიერ ავტომანქანა ან ფეხით მოსიარულე თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავენ. ბ------–---–ს ბორკილები, რომ უჭერდა უკან შეკრული ხელები შეუხსნეს და წინ გადმოიტანეს, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნების დაკავება და ჩასმა ავტომანქანაში მოხდა იძულების წესით. იგი ძალის გამოყენებით იქნა დაკავებული და ძალის გამოყენებით დაადეს ბორკილები, ვინაიდან იგი ფიზიკურად ძალადობდა პოლიციის თანამშრომელზე დაკავებისას, ამდენად არ გამორიცხავს დაკავებისა ან მანქანაში ჩასმისას მას რაიმე სახის დაზიანება მიეღო წინააღმდეგობის გაწევს პროცესში. ასევე დაკავების ოქმი მისი შედგენილ-- და მას ბრალდებულისაგან იძულებით ნიმუში არ აუღია, მოწმემ განმარტა, რომ დაკავების ოქმი სისხლის სამართლის წესით იმიტომ შეადგინა, რომ ბ------–---–მა ლ--–--–---–ის მიმართ იძალადა ფიზიკურად და არა სიტყვიერად როგორც ამას ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი თვალისწინებს. მათ დამხარე ჯგუფი გამოიძახეს პირველად ზ------ ქ--------ის გადასაყვანად, ხოლო მეორე გამოძახება მოხდა მას შემდეგ რაც ბ------–---–მა ჩაიდინა ქმედება, მ--–--ზის დაკავებისას დამხმარე ჯგუფი ადგილზე არ ყოფილა. მ--–--ზის წაყვანამდე მისულ ჯგუფში 4 კაცი იყო, შემთხვევის ადგილზე იმიტომ ვერ შეძლეს ოქმის შედგენა, რომ თავიდან აიცილეს შემდგომი გართულებები. მოწმის განმარტებით დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა როცა მანქანით უკან გაყვნენ უნომრო მერსედესის მანქანას. დაცვის შეკითხვაზე: „თქვენ 15 წუთში დააკავეთ ბ------–---–ი ხოლო დაკავების ოქმი გაფორმებული იქნა 22:25 საათზე, სად გყავდათ ბ------–---–ი საათი და 15 წუთის განმავლობაში მაშინ როდესაც ბადიაურიდან საგარეჯომდე გადაყვანას ესაჭიროება ნახევარი საათი?“ მოწმე უპასუხა ეს დრო დაჭირდათ დამხმარე ჯგუფების მოსვლაში და ეს დრო ძალ--ნ ლოგიკურია. მოწმემ განმარტა რომ ბ------–---–ი გადაყვანილი იქნა 4 პოლიციელის მიერ, ადგილზე დარჩა ორი პოლიციელი, ხოლო ერთ სამუშაოზე წავიდა. ბ------–---–ი დააკავეს 2 კაცმა, დანარჩენი 5 კაცი დაკავების მომენტში არ ყოფილა, კითხვაზე“ რატო არ ჩაწერეთ მობილური ტელეფონის კამერაზე ბ------–---–ის საქციელი?“ მოწმემ უპასუხა, რომ დაკავებისას ამის ს-–----–ება არ იყო, ცალი ხელით ტელეფონს ვერ დაიჭერდა და ცალი ხელით ვერ დააკავებდა. შეკითხვაზე - “რატომ არ მოხვდა ქვა ლ--–--–---–ს გატეხილი შუშიდან?“ მოწმე უპასუხა ქვა ჩავარდა სავარძლის შუაში და თუ რატო არ მოხვდა ქვა არ იცის, მოწმემ როგორც იცის ქვამ გაიარა ლ--–--–---–ის წინ თუმცა აღნიშნულს დაზუსტებით იტყვის ლალაიშვილი. სავარძლების შუაში არ არის ბარიერები, ქვა იყო ხელის მუხრუჭთან და მას ქვა არ ამოუღია, ვინ ამოიღო ქვა არ იცის. მათ ზ------ ქ--------ისთვის მანქანიდან გადმოყვანისთანავე ხელბორკილი არ დაუდიათ. სანამ ქ---------ს დამხმარე ჯგუფს გადასცემდნენ მ--–--ზ ბ------–---–ი უკვე მანქანიდან თავისით ჩამოსული იყო. მ--–--ზს თან ტელეფონი ჰქონდა თუ არა არ იცის, მას ტელეფონი მ--–--ზისთვის არ წაურთმევია. თ----- თ------–--ლი არ მისულა იმ ადგილას სადაც ბ------–---–ი დააკავეს, გარდა ადგილობრივი ხელმძღვანელი პირებისა იქ სხვა პირები არ ყოფილან. სანომრე ნიშნის არქონის გამო თუ რატომ არ შედგა სამართალდარღვევის ოქმი მან არ იცის, მას შემდეგ რაც გადაიყვანეს ქ--------- მას შეხება აღარ ქონია მასთა. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარი ამბით ვინმე შეწუხდა თუ არა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები არ იცის, რადგან შემთხვევის ადგილზე საგზაო მოქმედებები ჩაატარა მ------ ჭ----–---–მა. მან მხოლოდ ბრალდებული დააკავა. ბ------–---–მა რომელი ხელით აიღო ქვა არ დაუნახავს.

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ------ა გ------–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას სოფელ ბადიაურში შემოვლისას, მანქანის მობრუნების დროს შენიშნეს ვერცხლისფერი მერსედესი, რომელიც მოძრაობდა უკანა სანომრე ნიშნის გარეშე, მძღოლს ორჯერ მოუწოდეს გაჩერებისკენ, მძღოლმა დაახლოებით 200-300 მეტრში გააჩერა სოფელ ბადიაურის შესასვლელში ძველ ბენზინგასამართ სადგურთან. იგი იმყოფებოდა გ------- ლ--–--–---–თან და ლ----- ჭ-----სთან ერთად, მათ მძღოლს მოთხოვეს საბუთები, მძღოლი იყო დაბნეული, ვერ პოულობდა საბუთებს, მასთან ერთად იყო მ--–--ზ ბ------–---–იც, მძღოლი იქცეოდა არაადეკვატურად და გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ იგი. მათ გამოიძახეს იორმუღანლოს ეკიპაჟი და მათი დახმარებით გადაიყვანეს ზ------ ქ--------- ჯერ იორმუღანლოს განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც მას არ დაუდგინდა ნარკოტიკული ს-–----–ების მოხმარება. პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ „ჰაილუქსის“ სამსახურებრივი ავტომანქანით, ნომერი ზუსტად არ ახსოვს, ისინი მოძრაობდნენ კახეთის მხარეს და უნდა შებრუნებულიყვნენ საგარეჯოს მხარეს. მოწმემ განმარტა, რომ იგი მანქანაში უკან იჯდა, ლ--–--–---–ი საჭესთან და მგონი ჭ-----მ მოუწოდა მანქანას გაჩერებისკენ. მძღოლზე ეჭვი იმიტომ გაუჩნდათ, რომ იგი საბუთებს ვერ პოულობდა და სახეზეც, რომ შეხედეს ნერვიულად იქცეოდა. მძღოლს ჰკითხეს თუ რატომ დადიოდა უკანა სანომრე ნიშნის გარეშე და მან უთხრა, რომ მის მანქანას სანომრე ნიშანი ჰქონდა და ეს რატომ მოხდა არ იცის. თავად მძღოლსაც აჩვენეს, რომ უკანა სანომრე ნიშანი არ ჰქონდა ავტომანქანას. იორმუღანლოს განყოფილებიდან მივიდნენ გ--- ს----------ე და ბ----–ი თ--–-----ი, ისინი გამოძახებიდან 10 წუთში მივიდნენ. ამ დროში მძღოლი მიუთითებდა, რომ ნომერი შემთხვევით მოძვრებოდა მანქანას, ხოლო მ--–--ზი პრეტენზიებს გამოთქვამდა. მოწმის წასვლის შემდეგ ადგილზე დარჩნენ ლ---- ჭ-----, გ------- ლ--–--–---–ი და მ--–--ზ ბ------–---–ი. შემდგომ ზ------ ქ--------- ჩალაუბნის ნარკოლოგიური შემოწმების ცენტრიდან გაათავისუფლეს დაკავებიდან, ქ--------ის საქმეზე ჯარიმა არ გამოუწერიათ. შეკითხვაზე: „რატომ იყო თქვენთვის პრიორიტეტული ქურადაძის ნარკოტიკებზე შემოწმება, როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სანომრე ნიშნის გარეშე მოძრაობით უკვე სახეზე გქონდათ?“ მოწმემ უპასუხა, რომ ჩათვალეს, რომ ნომერი შემთხვევით ჰქონდათ დაკარგული, ხოლო არაადეკვატურად, რომ იქცეოდა და სახეზე შეხედეს ამიტომ გადაამოწმეს. რამდენი ავტომანქანა იყო პოლიციის მანქანასა და „მერსედესის“ მარკის მანქანას შორის, ან იყო თუ არა არ ახსოვს დეტალები. გაჩერებულ მერსედესს და მათ მანქანას შორის მანძილი 2-3 მეტრი იქნებოდა, პირველი მანქანიდან ჭ----- გადავიდა თუ ლ--–--–---–ი არ ახსოვს. ისინი ჩვეულებრივ გადავიდნენ და მანქანასთან არ მივარდნილან. მანქანასთან ჯერ რომელი თანამშრომელი მივიდა არ ახსოვს ზუსტად, მისი თანამშრომელი მძღოლის მხარეს მივიდა და საბუთები მოსთხოვა, მერე მოწმეც ჩამოვიდა, მაგრამ დეტალები არ ახსოვს, თავად რომელი მხრიდან მივიდა არ ახსოვს. ასევე ბ------–---–ს ვინ გაუღო მაქნანის კარები არ იცის, ხელბორკილი ვინ დაადო არ იცის, იგი ბ------–---–თან დიალოგში არ შესულა. ბადუშვილი პრეტენზიებს გამოთქვამდა თუ რატო გააჩერეს. მოწმე განმარტა, რომ აგრესიას არავინ არ იჩენდა, მისი იქ ყოფნის დროს პოლიციის მანქანას თავს არავინ არ დასხმია, ქ--------- ვინ დააკავა არ ახსოვს. გამოძახებიდან 10 წუთში იორმუღანლოს პოლიციიდან მივიდა 2 კაცი სამსახურებრივი მანქანით. იორმუღანლოდან მოსული მანქანა მათი მანქანის გვერდით იდგა, ასევე ქ--------ის დაკავების ოქმი შეადგინეს განყოფილებაში. მანქანაში ჰქონდათ თუ არა დაკავების ოქმი არ ახსოვს, შეიძლება მოიძიეს და არ იყო და ამიტომ გადაიყვანეს განყოფილებაში. ავტომანქანის მძღოლი ქ--------- წაიყვანეს მოწმემ გ--- ს----------ემ, ბ----–ი თ--–-----მა. ქ--------- უკანა სავარძელზე იჯდა, მას ორივე მხარეს მიუსხდნენ, იგი რომელ მხარეს იჯდა არ ახსოვს. მძღოლი ქ--------- გაკვირვებული იყო ნომერი რომ არ ჰქონდა მანქანას, ქ---------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც თავს არ დასხმია, ასევე ბ------–---–ი როცა შეაჩერეს წინააღმდეგობა არ გაუწევია არც თავს დასხმია. ისინი მშვიდად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ იორმუღანლოს განყოფილებაში. წამოსვლიდან 10 წუთიდან 15 წუთამდე, რაციაზე გაიგო, რომ საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს სთხოვეს დახმარება, რომ მ--–--ზმა საქარე მინა ჩაამტვრიაო. მოწმე განმარტა, რომ მას არ უნახავს თავდასხმის ფაქტი. მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს მ--–--ზ ბ------–---–ს მიზეზი არ ჰქონია რომ თავს დასხმოდათ, რაციაზე უთხრეს, რომ მ--–--ზი პოლიციელს ხელით შეეხოვო. შეკითხვაზე: „შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს იქ ქ-------------ე და თ------–--ლი თუ იყვნენ? მოწმემ უპასუხა, რომ მათ არ იცნობს. იმ დღეს თბილოდა და მოწმეს ქურთუკი არ ეცვა, ჭ-----ს და ლ--–--–---–ს სამსახურებრივი ქურთუკები ეცვათ თუ არა არ ახსოვს. გ------- ლ--–--–---–ს რა ეცვა არ ახსოვს, მის ქურთუკს ეწერა თუ არა პოლიცია არ ახსოვს. შეკითხვაზე:“ ხომ არ შეგინიშნავთ წინასწარ დახეული ქურთუკი?“ მოწმემ უპასუხა - ლ--–--–---–ის ქურთუკი მხართან იყო გაკერილი არ ვიცი ზუსტად. გ------- ლ--–--–---–ს იმ ღამეს არ შეხვედრია, მას რა დაუზიანდა კონკრეტულად არ იცის, 2-3 დღის შემდეგ იყო სამსახურში და ნახა ლ--–--–---–ი სამსახურში იგი იმ დროს ლ--–--–---–ს არ შეკითხვია თუ რა მოხდა და არ იცის სად იჯდა ლალაიშვილი როცა ქვა ისროლეს. იგი მ--–--ზთან არ მისულა, მოწმეს არ დაუნახავს ედო თუ არა მ--–--ზს ბორკილები, როცა მოწმე წავიდა შემთხვევის ადგილიდან ბ------–---–იც მგონი გადმოსული იყო მანქანიდან დაზუსტებით ვერ იტყვის, მასთან ახლოს ვინ მივიდა არ იცის. რა განცხადება გააკეთა მ--–--ზმა არ გაუგია. ბრალდებულის შეკითხვაზე: „თუ გახსოვს თოხლ--ურის ასახვევში ო-----–ვილი, რომ დააკავეთ. მანქანა რომ წაიყვანეთ და მე რომ დამტოვეთ ტყეში ეს არ გაგიგიათ?“ მოწმემ განმარტა, რომ იგი იქ არ ყოფილა.

 

მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს განყოფილების უბნის-ინსპექტორ-გამომძიებლის ბ----–ი თ--–-----ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის მარტის თვეში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გ--- ს----------ესთან ერთად რა დროსაც დაახლოებით 9 საათზე რაციაზე შევიდა შეტყობინება, რომ ბადიაურში სჭირდებოდათ დახმარება ადგილზე დახვდათ ვერცხლისფერი „მერსედესი“. პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო პიროვნება გადასაყვანი, ვინმე ქ---------. ეს პიროვნება გადაიყვანეს იორმუღანლოს განყოფილებაში, შედგა ელექტრონული მიმართვა და გავიდა ამასობაში ერთი საათი და მერე მიიყვანეს ჩალაუბანში შემოწმებაზე, ჩაუტარდა შემოწმება და ეს პიროვნება არ აღმოჩნდა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ. შემდეგ ჩალაუბნიდან გაუშვეს და თავადაც წავიდნენ. ბადიაურში როცა მივიდნენ ადგილზე დახვდათ პოლიციელები ვ------ა გ------–-–---–ი, გ------- ლ--–--–---–ი და ლ----- ჭ-----, ადგილზე ასევე იყო პოლიციის სამსახურებრივი მანქანა, მოწმემ იკითხა თუ რატომ იყო გაჩერებული მანქანა და უთხრეს, რომ მანქანას ნომერი აქ ჰქონდა. მას როგორც ახსოვს არ ჰქონდა ნომერი. მეორე მანქანაში პიროვნება არ იცის ვინ იყო, იმ დროს მეორე პიროვნება არ იყო დაკავებული არც ბორკილები არ ედო და წყნარად საუბრობდნენ. იორმუღანლოს პოლიციაში მან, ვ------ა გ------–-–---–მა და გ--- ს----------ემ წაიყვანეს ქ---------. ქ--------- გზაში ეუბნებოდათ, რომ არ იყო თრობის ქვეშ და გადაემოწმებინათ, მანქანის ნომერზე არაფერი არ უთქვამს. საბუთების გაფორმებაში დაჭირდათ ერთი საათი, ქ--------ის დაკავების ოქმი მგონი ს----------ემ შეავსო, ხოლო ჩალაუბნისკენ მიმავალს ყურადღება არ მიუქცევია შემთხვევის ადგილზე რა ხდებოდა. შემთხვევის ადგილზე, რომ მივიდნენ გაჩერდნენ პოლიციის „პიკაპის“ უკან „პიკაპის“ წინ „მერსედესი“ იდგა. გზის მოხრეშილ ნაწილზე გაჩერდნენ. ქ--------- სხვებთან ერთად იდგა და საუბრობდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა რომელ მხარეს იყო არ ახსოვს. ამ დროს პოლიციის თანამშრომლების გარდა სხვა არ დაუნახავს. მან სად ნახა მ--–--ზ ბ------–---–ი პირველად არ ახსოვს, მ--–--ზს ბორკილები არ ედო, იგი გარეთ დადიოდა და ბორკილით ვერ ივლიდა, მ--–--ზი რაზე საუბრობდა არ დაინტერესებულა. ქ--------- მანქანაში თავისით ჩასვა და ვინ მიიყვანა მანქანამდე არ ახსოვს, ასევე არ ახსოვს ვინ ეჯდა მანქანაში გვერდით და ვ------ა სად იჯდა არც ის არ ახსოვს. სანომრე ნიშანი სად ჰქონდა დაკარგული ქ--------ისთვის არ უკითხავთ. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის ვისი დავალებით მოხდა ამ ოპერაციის ჩატარება, შემთხვევიდან რამდენ ხანში ნახა გ------- ლ--–--–---–ი და როდის ნახა არ ახსოვს. ჩალაუბნისკენ მიმავლებმა, რომ ჩაიარეს რამდენი მანქანა იდგა შემთხვევის ადგილზე არ ახსოვს. იგი მანქანაში სად იჯდა არ ახსოვს მგონი მძღოლის უკან. ბადიაურიდან წამოსვლიდან დაახლოებით 15 წუთში რაციაში გაიგონა, რომ მგონი წინააღმდეგობა გაუწია და დააკავეს ბ------–---–ი.

 

მოწმე ი----- დ------–-–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ბრალდებულს არ იცნობს, დაზარალებულს არ იცნობს. იგი არის ბადიაურში მდებარე „ის ოილის“ ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელი, ბენზინ გასამართ სადგურზე აქვს კამერები დამონტაჟებული, უყურებს სადგურის შესასვლელ-გასავლელს და ბაკებს, სულ ხუთი კამერა აქვს. მისი სათვალთვალო კამერები ხვდება თუ არა კადრში ძველ ბენზინგასამართ სადგურის ტერიტორია არა იცის. გამოძიების ეტაპზე მას კამერებთან დაკავშირებით დაუკავშირდა ადვოკატი, მოწმემ განმარტა, რომ მან ბრალდებულის ადვოკატს აუხსნა, რომ მისი კამერები ერთი კვირის ჩანაწერს ინახავს, ხოლო მას აინტერესებდა 20 დღის წინ მომხდარი ამბავი, მოწმემ უთხრა, რომ აჩვენებდა კამერის ჩანაწერს მაგრამ აზრი არ ექნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბ--- ე----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ დაზარალებულს იცნობს მისი თანამშრომელ--, ბრალდებულს საქმიდან გამომდინარე იცნობს, ამ საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება აქვს ჩატარებული, მან გ------- ლ--–--–---–ს ქურთუკზე ტრასოლოგიური ექპერტიზა დანიშნა, აღნიშნული განახორციელა სულიკო ქ--------–ის თხოვნით, მას აუხსნეს საქმის ვითარება და სთხოვა დაენიშნა ექსპერტიზა. მას ქურთუკი თვითონ არ უნახავს მას დალუქული ჩაბარდა და ისე დანიშნა ექსპერტიზა ქურთუკზე. ასევე არ ახსოვს ამოღების ოქმში არის თუ არა დაზიანებებზე საუბარი. გ------- ლ--–--–---–თან მ--–--ზ ბ------–---–თან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია, 17 მარტს სამსახურში ნახა თუ არა ლ--–--–---–ი არ ახსოვს და არც ლ--–--–---–ის დაზიანებები არ ახსოვს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თ-------- მ-------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ დაზარალებულის თანამშრომელ--, აღიშნულ საქმეზე გამოკითხული ჰყავს ბ----–ი თ--–-----ი და გ--- ს----------ე, მას გ--- ს----------ის და ბ----–ი თ--–-----ის ჩვენების კოპირება არ მოუხდენია. მოწმე გ--- ს----------ის ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას კოპირება არ გაუკეთებია რაც მოწმემ უთხრა ის დააფიქსირა ოქმში, მოწმე განმარტა, რომ დ----- ქ-------------ე მისი ხელმძღვანელი იყო. თ----- თ------–--ლს, ქ-------------ეს და მ--–--ზ ბ------–---–ს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ არ იცის. თ----- თ------–--ლი ვინ არის არ იცის. მოწმემ რაც უთხრა ის დაწერა. 17 მარტს ნახა თუ არა გ------- ლ--–--–---–ი არ ახსოვს და არ იცის ვინ ცნო ლ--–--–---–ი დაზარალებულად, მას არ წაუკითხავს საქმე.

 

მოწმე პ----- ნ-–--–-–---–ის ჩვენებიდან დგინდება რომ ცხოვრობს სოფელ ბადიაურში ძველ ბენზინგასამართ სადგურთან 80-90 მეტრის დაშორებით, 2019 წლის 16 მარტს იყო სახლში 8 საათის მერე საღამოს ხმაური შემოესმა, დაინახა პოლიციის მანქანა და სამოქალაქო მანქანა, გარეთ იყო გამოსული ჭიშკრიდან ეზოს გარეთ, ხმა მკაფიოდ არ ისმოდა, ისმოდა ადამინების ლაპარაკი, პოლიცია რომ დაინახა შებრუნდა სახლში. მისი სახლი გზის დაბლა არის, ორი მანქანა დაინახა, მესამე მანქანასაც მოკრა თვალი, რა მანქანები იყო არ ახსოვს. საქარე მინის დამტვრევის შედეგად გამოწვეული ხმაური არ გაუგია არც გინების ხმა არ გაუგია.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის დ----- ქ-------------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის მარტის თვეში შუა რიცხვები 15-16 რიცხვი იყო საღამო ხანი, ჯგუფები პატრულირებდნენ, მას დაუკავშირდა ლ--–--–---–ი თუ ლ----- ჭ----- და უთხრეს, რომ მათ მიერ გაჩერებული იყო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა. ასევე უთხრეს, რომ მძღოლი სავარაუდოდ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგო----ეობაში სურდათ მისი ნარკოლოგიურში შემოწმება, ამასთან განმარტეს, რომ მგზავრიც ჰყავდათ მანქანაში და ითხოვეს დახმარება, რომ ახლოს მყოფი ჯგუფი მისულიყო, დახმარებოდნენ მძღოლის შემოწმებაზე გადაყვანაში. იქვე იყო იორმუღანლოს ჯგუფი რომელიც დაეხმარათ, აქედან დაახლოებით 20 წუთში ზემოთ დასახლებული ჯგუფი კვლავ უკავშირდება ქ-------------ეს და ატყობინებენ, რომ მგზავრი რომელიც იმყოფებოდა მძღოლთან ერთად მათ წინააღმდეგობა გაუწია იყო აგრესიული და მიაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–--–---–ს და დააზიანა სამსახურებრივი მანქანის მარჯვენა საქარე მინა. ამის შემდგომ თავად, მისი მოადგილე შ--–-- გ------–-–ვილი და განყოფილების უფროსი გ--- ტ------–---–ი წავიდნენ შემთხვევის ადგილზე სოფელ ბადიაურში, გზაში დაჭირდათ 15-20 წუთი. ადგილზე დახვდათ ასეთი სურათი, სამსახურებრივი მანქანა „ჰაი ლუქსის“ ჩამტვრეული ჰქონდა მარჯვენა საქარე მინა, ხოლო ის პიროვნება რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას დაკავებული ჰყავდათ, ამის შემდგომ ეს დაკავებული თავად ჩასვა მანქანაში და ჭ-----სთან და ლ--–--–---–თან ერთად დაბრუნდა სამმართველოში და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. მისი მისვლის დროს მანქანას უკანა სანომრე ნიშანი არ ჰქონდა, წინ ჰქონდა ნომერი „რატი 023“. ადგილზე დარჩნენ გამომძიებელი ჭ----–---–ი და განყოფილების უფროსი გ--- ტ------–---–ი. დაკავებული ბ------–---–ი „ჰაი ლუქსის“ ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, ინციდენტი დამთავრებული იყო და ადგილზე დაკავებულთან არ უსაუბრია. იგი გაესაუბრა პოლიციელებს, როგორც თანამშრომლებმა გადასცეს რაც მძღოლი გადაიყვანეს შემოწმებაზე მას შემდეგ ბ------–---–ი გახდა აგრესიული პოლიციელების მიმართ. ბ------–---–ის იზოლატორში შეყვანამდე იგი იყო სამსახურში და ესაუბრებოდა ბ------–---–ს, პირველად, რომ ნახა ბ------–---–ი დაზიანება არ შეუნიშნავს, ბ------–---–ს არანაირი დაზიანება არ ჰქონია, მისთვის დაზიანება არც პოლიციაში და არც ავტომანქანით მგზავრობისას არავის არ მიუყენებია. ასევე შემთხვევის ადგილზე სხვა სამმართველოს თანამშრომელი არ ყოფილა, სხვა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები მის სამოქმედო ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებათ. ადგილზე ნახა, რომ პიკაპის შუშა ქვით იყო ჩამტვრეული ქვაც ეგდო მანქანაში, 16 მარტის ინციდენტამდე მოწმის მუშაობის პერიოდში საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში ბ------–---–ის მიმართ არ ყოფილა შედგენილი არანაირი დოკუმენტი არც სისხლის სამართლის საქმის და არც სამართალდარღვევის. შემთხვევის ადგილზე მისვლიდან 10-15 წუთში წაიყვანეს ბრალდებული. ბრალდებულისათვის პოლიციელებს არანაირი დაზიანება არ მიუყენებიათ და არც თ----- თ------–--ლი ყოფილა შემთხვევის ადგილას. ბრალდებულის შეკითხვაზე - „შენ და შ--–--მ, რომ შემიყვანეთ კაბინეტში ტელეფონი, რომ დადე მაგიდაზე ხმამაღლა ჩართულ ტელეფონზე რომელი გოგოს სახელს მიხსენებდით შენ და ის ვინც მელაპარაკებოდა ტელეფონზე?“ მოწმემ განმარტა რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან არც ო-----–ვილთან ერთად არ ყოფილა დაკავებული ბრალდებული. ადვოკატთან ზარის უფლებით ისარგებლა თუ არა ბრალდებულმა არ ახსოვს, ბრალდებულმა იშიმშილა თუ არა არ იცის. დაკავების დროს მ--–--ზ ბ------–---–ს როგორც ახსოვს ტელეფონი არ ჰქონია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან მ--–--ზი ჩამოიყვანა მანქანიდან ჩასვა მეორე მანქანაში, მანამდე მ--–--ზი იჯდა იმ პოლიციის მანქანაში რომელის შუშაც იყო ჩამსხვრეული. შემთხვევის ადგილზე თ----- თ------–--ლი არ უნახავს, თ------–--ლს და ბ------–---–ს რა ურთიერთობა აქვთ და რა პირადი ინტერესები აქვთ ერთმანეთთან არ იცის. გ------- ლ--–--–---–ს სხეულზე სიწითლე აღენიშნებოდა, მაგრამ კონკრეტული ადგილი არ ახსოვს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ინსპექტორების განყოფილების უფროსის გ--- ტ------–---–ის ჩვენებიდან დგინდება რომ, 2019 წლის 16 მარტს იქნებოდა დაახლოებით 10 საათი იმყოფებოდა სამსახურში, მორიგე ჯგუფმა ჭ-----მ ლ--–--–---–მა და გ------–-–---–მა დარეკეს და თქვეს, რომ გაჩერებული ჰყავდათ უნომრო მანქანა, რომლის მძღოლიც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ს-–----–ების ზემოქმედების ქვეშ, რა დროსაც უფროსმა უთხრათ, რომ მძღოლი გადაიყვანა ნარკოლოგიურში შემოწმებაზე, გამოიძახეს იორმუღანლოს ჯგუფი და მძღოლი გადაიყვანეს შემოწმებაზე. ამ ფაქტიდან 10-15 წუთში დარეკეს იმავე ჯგუფიდან და თქვეს, რომ გაჩერებულ ავტომანქანის მგზავრმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გ------- ლ--–--–---–ს შემოახია ქურთუკი და ჩაამტვრია პოლიციის მანქანის მარჯვენა საქარე მინა. იგი, დ----- ქ-------------ე და შ--–-- გ------–-–ვილი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქ პოლიციის „ჰაი ლუქსის“ ავტომანქანში დაკავებული ეჯდათ მ--–--ზ ბ------–---–ი და მასთან ერთად იყო გ------- ლ--–--–---–ი. რა დროსაც გადმოიყვანეს ბ------–---–ი და ჩასვეს იმ „ჰაილუქსში“ რომლითაც მივიდნენ, გ--- დარჩა შემთხვევის ადგილზე გამომძიებელთან ერთად, გამომძიებელი იყო ჭ----–---–ი. შემდეგ გამომძიებელმა დაურეკა სპეც მანქანას და საჯარიმოზე გადაიყვანეს მანქანა. ასევე დაურეკა კრიმინალისტებს და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. დაკავებული პოლიციაში წაიყვანეს ლალაიშვილმა, ჭ-----მ, ქ-------------ემ. ადგილზე მისულს დახვდა პოლიციის „ჰაი ლუქსი“ და „მერსედსი“. მერსედისის გაჩერების მიზეზი იცოდა და თავადაც ნახა უკან სანომრე ნიშანი არ ჰქონდა, პოლიციის მანქანას წინა მარჯვენა შუშა ჰქონდა ჩამტვრეული. დაკავებულთან პირადი შეხება ან ურთიერთობა არ ჰქონია, განყოფილებაში დაბრუნებული იგი დაეხმარათ ბრალდებულის ნარკოლოგიურში გადაყვანაში. შემთხვევის ადგილზე ევაკუატორის მძღოლი, რომ ათვალიერებდა გადასაყვან მანქანას მაშინ მივიდნენ მ--–--ზის ახლობლები, მ------მ უთხრათ, რომ პიროვნება დაკავებული იყო და გადაყვანილი იყო სამმართველოში. იგი შემთხვევის ადგილზე, რომ მივიდა დაკავებული ბრალდებული აგრესიული იყო და აცხადებდა, რომ დარეკილი ჰქონდა და ვ----ფერს ვერ უზავდნენ. მ--–--ზის გადაყვანა მისი მისვლიდან მალევე მოხდა, სიტუაციის გართულების თავიდან არიდებს მიზნით რადგან ბრალდებული აცხადებდა, რომ დარეკილი ჰქონდა და ვიღაცეები მივიდოდნენ. როცა მივიდნენ ევაკუატორის მანქანა არ ყოფილა მისული ასევე მას ქვა არ უნახავს. მოწმემ განმარტა, რომ შენობაში, რომ შევიდა ბრალდებული აგრესიული იყო, რომ ეკითხებოდნენ რამეს აგრესიულად პასუხობდა „რა შენი საქმეა“. მოწმემ განმარტა, რომ თ------–--ლი 2019 წლის 16 მარტს არ უნახავს და არც დაურეკავს მასთან იმ დღეს. გამომძიებელი მ------ ჭ----–---–ი შემთხვევის ადგილზე ვინ მიიყვანა არ იცის, იგი მხოლოდ მასთან ერთად დაბრუნდა სამმართველოში. პოლიციის პიკაპის გადასაყვანად ევაკუატორი ვინ გამოიძახა არ იცის, პოლიციის დაზიანებული პიკაპი დაილუქა ექსპერტებთან ერთად, დალუქული მანქანა სპეც მანქანით წაიღეს როგორც იცის სამმართველოს ეზოში. იგი პოლიციის განყოფილებაში დაბრუნდა თანამშრომელის მანქანით, რომელი თანამშრომელის მანქანით დაბრუნდა არ ახსოვს. ევაკუატორს უკან გაყვა მანქანით თუ ევაკუატორი მიჰყვა მათ უკან არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი მოადგილის შ--–-- გ------–-–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში დაახლოებით საღამოს 9 საათზე დაუძახა სამმართველოს უფროსმა დ----- ქ-------------ემ რომელმაც უთხრა, რომ შემოვლის ჯგუფში ბადიაურში გაჩერებული ჰყავდა უნომრო მანქანა, რომლის მძღოლთან გასაუბრების შემდეგ გაუჩნდათ ეჭვი, რომ მძღოლი იმყოფებოდა ნარკოტიკული ს-–----–ების ზემოქმედების ქვეშ, ადგილზე დარჩნენ ლ--–--–---–ი და ჭ----- ხოლო გ------–-–---–მა იორმუღანლოს ჯგუფთან ერთად გადაიყვანა მძღოლი. მან იცოდა მძღოლის ვინაობა ვინმე ქ--------- და მას ახლდა მგზავრი რომელიც არ იცოდა ვინ იყო. ამის შემდეგ 15 წუთში ჭ-----მ კვლავ დაურეკა უფროსს და განაცხადა, რომ ავტომანქანის მგზავრმა ვინმე მ--–--ზ ბ------–---–მა გ------- ლ--–--–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, პოლიციის ფორმის ტანსაცმელი დაუხია და ასევე დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა. აღნიშნულის შემდეგ მოწმე გ--- ტ------–---–ი და დ----- ქ-------------ე გავიდნენ შემთხევის ადგილზე ბადიაურის შესასვლელთან ძველ ბენზინგასამართ სადგურთან გზის მარჯვენა მხარეს. ადგილზე მისულებს დაკავებულ დახვდათ მ. ბ------–---–ი, რომელიც ეჯდათ პოლიციის „ჰაილუქსის“ მანქანაში უკან სავარძელზე, ამის შემდეგ დაკავებული ბ------–---–ი გადასვეს თავის სამსახურებრივ „ჰაი ლუქსის“ მანქანაში, საჭესთან იჯდა ქ-------------ე, უკან სავარძელზე ბრალდებული შუაში ჩაისვეს ჭ-----მ და ლ--–--–---–მა და წავიდნენ სამმართველოში. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ ორი მანქანა „ჰაი ლუქსი“ და „მერსედესის“, ადგილზე მისულმა შეამოწმა მერსედესის უკანა სანომრე ნიშანი, რომელსაც არ ჰქონდა. პოლიციის მანქანას წინა მარჯვენა მხარეს კარების მინა ჰქონდა ჩამსხვრეული, მათი წამოსვლის შემდეგ ადგილზე დარჩნენ გ--- ტ------–---–ი და მ------ ჭ----–---–ი. ადგილზე გარე განათება არ იყო, ღამე იყო, გზაში არანაირი საუბარი არ ყოფილა, ბრალდებულს ბორკილებმა მოუჭირა და ლ--–--–---–მა მოუშვა. ჭ-----მ შეადგინა დაკავების ოქმი განყოფილებაში მისვლისას, განყოფილების შენობაში დაკავებულთან არანაირი საუბარი და შეხება არ ჰქონია, განცალკევებულ ოთახში რაიმე ისეთ თემაზე რაც საქმეს არ ეხებოდა არ უსაუბრია. ბრალდებულს არანაირი დაზიანებები არ ჰქონდა გარდა ხელებზე ნაკაწრებისა. მათი წასვლის შემდეგ გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა მანქანა დალუქა და წამოიღო. რაც შეეხება ამ შემთხვევამდე საგარეჯოში გ------თან ერთად, რომ გააჩერეს მას ბრალდებულის პირადი ჩხრეკა მას არ ჩაუტარებია. ბრალდებულის შეკითხვაზე - ,,ქ-------------ის კაბინეტში, რომ შევედით მე შენ და ქ-------------ე მან ზარი ვისთან განახორციელა“? მოწმემ უპასუხა, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ბრალდებულის შეკითხვაზე: “ქ-------------ე, რომ მეუბნებოდა შენ პოლიცია არ გიყვარს, რატომ უკრძალავს ხალხს ჩვენთან ურთერთობასო არ გახსოვს! „ მოწმე უპასუხა, რომ ასეთ ფაქტს გამორიცხავს. მ--–--ზ ბ------–---–ი მისი მამიდაშვილის ახლობელ--, ამ შემთხვევამდე მ--–--ზს არასდროს არ შეხვედრია. ისინი სამმართველოდან ბადიაურში ჩავიდნენ 15 წუთში. გამომძიებელი მ------ ჭ----–---–ი რა მანქანით გადაადგილდებოდა იმ ღამით არ ახსოვს, ასევე მისვლის შემდეგ მ------ ჭ----–---–ი რა მანქანით მივიდა შემთხვევის ადგილზე, მას არ ახსოვს. ასევე არ იცის შემთხვევის ადგილიდან რა მანქანით დაბრუნდა მ------ ჭ----–---–ი. დალუქული მანქანა რით წამოიღეს არ იცის, მას არ წამოუღია, ეს მანქანა რომელმა გამომძიებელმა განლუქა არ ახსოვს. დაკავების ოქმი ადგილზე იმიტომ ვერ შეადგინეს, რომ ოქმი არ ჰქონდათ. თ----- თ------–--ლი იქ არ უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ი-----–- შ--–---–-–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტის ფაქტი შესახებ შეიტყო 2019 წლის 17 მარტს, როდესაც აღნიშული საქმის გამომძიებელმა ს---–------ ქ--------–მა სთხოვა მას მოეხდინა ზ------ ქ--------ის გამოკითხვა, ზ------ ქ---------ს დაკითხვისას მასთან საჩივარი-განცხადება არ განუცხადებია, ქ--------- გამოკითხვისას შეზღუდული არ ყოფილა, რა ინფორმაციაც მოაწოდა ის შეიტანა ოქმში. დაკითხვის დასრულების შემდგომ ოქმს ხელი მოაწერა და წავიდა. ჩვენება რამდენად ამომწურავია მისი შესაფასებელი არ არის, რაც ისაუბრა ის დააფიქსირა. აღნიშნულ საქმეს იცნობს ნაწილობრივ რაც გულისხმობს იმას მან არ იცის მოწმეების ჩვენებები, დაკავების ოქმები, მათი შედგენის დრო და ა.შ მას ქ--------ის დაკავების ოქმი არ უნახავს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის ლ--–- ტ---–--–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს შევიდა შეტყობინება საგარეჯოს დანაყოფიდან, მივიდა შემთხვევის ადგილზე სოფელ ბადიაურში, სადაც დახვდა დაზიანებული მანქანა და მოხდა მანქანის დათვალიერება. შემთხვევის ადგილზე მივიდა 22:25 საათზე, შემთხვევის ადგილზე იგი მივიდა მეწყვილესთან ა-----– ღ-----–ვილთან ერთად, ეს მანქანა იყო პოლიციის მანქანა „ტოიოტას“ მარკის. მას ადგილზე დახვდა გამომძიებელი გ------- ჭ----–---–ი, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი მოხდა ფოტოგრაფირება, ქვა ამოღებული იქნა მანქანის წინა სავარძლებს შორის, ხელის მუხრუჭის უკანა ადგილიდან, ქვის ფორმა არ ახსოვს. ქვა მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და შემდეგ ბიოლოგიურ პაკეტში, ეს ყველაფერი დასრულდა დაახლოებით 20 წუთში, გამომძიებელი მათთან ერთად ათვალიერებდა და დაწერა ყველაფერი. როცა დაასრულეს საგამოძიებო მოქმედება გაეცნო ოქმს და ისე მოაწერა ხელი. ფოტოგრაფირება მოახდინა ა-----– ღ-----–ვილმა, ექსპერტების შევსებული ოქმი რჩება მათთან, არ გადასცემენ გამომძიებელს. მან შემთხვევის ადგილი დატოვა 22:45 საათზე. შემთხვევის ადგილზე არ გაუგია ვინ იყო დაკავებული. სისხლის სამართლის საქმიდან ადგილზე დათვალიერების ოქმის წარდგენის შემდგომ მოწმემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან როცა ხელი მოაწერა ოქმზე იქ არ იყო მითითებული, რომ ავტომანქანა დაილუქა, მას არ დაულუქავს ზემოაღნიშნული ავტომანქანა. ასევე განმარტა, რომ მანქანა მისი იქ ყოფნის პირობებში არავის არ დაულუქავს დაილუქა მხოლოდ ქვა. ასევე ვინ წაიყვანა მანქანა სამმართველოს ეზოში არ იცის, მათ მიერ ამოღებული ქვა როგორ მოხვდა მანქანაში არ იცის, ქვაზე ტალახი ან მტვერი არ ახსოვს. მას შუშის ნამტვრევები არ ამოუღია, მარჯვენა წინა მინა იყო დაზიანებული მარცხენაზე დათვალიერების დროს არაფერი შეუნიშნავს, ქვა უშუალოდ ა-----–მა ამოიღო, ისინი სპეციალური ხელთათმანებით მუშაობდნენ. წვიმა და თოვლი არ ყოფილა რომ ქვა დაზიანებულიყო, ქვა უმალვე მოთავსდა პაკეტში. ექსპერტები რაც საქმეშია მითითებული ლუქის ნომერს 31/6 ასეთ ლუქს არ იყენებენ. მოსამართლის კითხვაზე:“ მანქანაში სადაც ეგდო ქვა სურათებიდან ჩანს, რომ არის პლასტმასის, ხომ არ იყო პლასტმასი დაზიანებული ან გატეხილი?“ მოწმე უპასუხა რომ არა, არ ახსოვს, ფოტოებში უნდა ჩანდეს დაზიანება თუ იქნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის ზ------ ჯ------–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ მათ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გამომძიებელს N8 დაწესებულებაში ჭირდებოდა ექსპერტები, მოწმე და მისი მეწყვილე გ-----------ძე გავიდნენ იქ დახვდა გამომძიებელი ადვოკატი და ბრადლებული, ბრალდებულისგან აიღეს ნერწყვის ნიმუში რომელიც მოათავსეს კონტეინერს და დალუქეს, ბრალდებულმა ოქმში გააკეთა შენიშვნა რომ ბრალდებულს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ხელი ჩაუყო პირში და უთხრა რომ ასე უნდა ავიღო დნმ-ის ნიმუშიო, შენიშვნა იმიტომ დაამახსოვრდა, რომ იშვიათად ხდება, რომ ოქმში შენიშვნა შეიტანონ, ბრალდებულს გამომძიებელთან და მოწმესთან არ ჰქონდა პრეტენზია, არც აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაზე ჰქონდა პრეტენზია.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის გ-----------ძის ჩვენებიდან დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა ნერწყვის აღება, იგი და ის მეწყვილე იყვნენ, ბრალდებულისგან მოხდა ნიმუშის აღება, ნიმუშის მოთავსდა კონტეინერში და დაილუქა, მოწმის განმარტებით დაფიქსირდა შენიშვნა, მაგრამ შინაარსი არ ახსოვს, შენიშვნის დაფიქსირებაზე გამომძიებლის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხული კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის ა-----– ღ-----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს შევიდა შეტყობინება პოლიციისთვის ძალადობის ფაქტზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ პოლიციის მანქანა რომელსაც დაზიანებული ჰქონდა საქარე მინა, იქ დახვდათ ორი პიროვნება ერთი გამომძიებელი მ------ ჭ----–---–ი მეორე არ იცის. ადგილზე იყო ერთი მანქანა, ,,ჰაი ლუქსი“. მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გადაიღეს ფოტოსურათები და ავტომანქანა ჰაი ლუქსის წინა სავარძლებს შორის იყო ქვა, რომელიც ამოიღეს და დალუქეს ბიოლოგიურ პაკეტში, ქვა იყო მუშტის ოდენა. ამოღებული ქვა გადასცეს გამომძიებელს, შემთხვევის ადგილი დატოვეს 22:46 საათზე, მათი წამოსვლის შემდეგ პოლიციელები დარჩნენ. მათთან შეტყობინების დრო არის დაფიქსირებული 21:50 საათი, შემთხვევა როდის მოხდა არ იცის, იგი არ აფიქსირებს. მას ავტომანქანა არ დაულუქავს და ვინ წაიყვანა არ იცის, მათი იქ ყოფნის დროს ევაკუატორი არ მისულა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ხელი მოაწერა იმიტომ, რომ მანქანა დაათვალიერა, მას ხელმოწერა ლუქზე არ გაკეთებულა, არც მის მეწყვილე ლ--–-ს არ გაუკეთებია ლუქზე ხელმოწერა, ოქმზე 22:45 საათზე მათ ხელი მოაწერეს და წამოვიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტები ავტომანქანის დალუქვის პროცედურას არ დასწრებიან და მათი ხელმოწერები არ გაკეთებულა ლუქზე, მათ დალუქეს ქვა, რომელიც იყო სავარძლების შუაში, ქვაზე სისხლის და რაიმე სხვა კვალი არ შეუმჩნევია, მათ ოქმი შეადგინეს, რომელიც მათთან რჩება, ხოლო დალუქული ნივთი გადასცა გამომძიებელ მ------ ჭ----–---–ს. დალუქულ ქვაზე გაკეთდა ხელმოწერები და მინიშნება თუ რა იყო, ქვის ამოღება კი მოხდა ხელთათმანებით, ფოტოები მან გადაიღო, დალუქვაში ლ--–- ეხმარებოდა, მათთვის ხელის ანაბეჭდების აღება არავის უთხოვია, თუმცა შეეძლოთ ამის გაკეთებაც, ამ პროცედურის დროს გამომძიებელი ჭ----–---–ი იქ იყო და წერდა. ექსპერტებმაც თავისუფლად დაწერეს თავიანთი დოკუმენტები არავინ არ იყო, რომ ხელი შეეშალა. იქ მერსედესის მარკის მანქანა არ უნახავს, გამომძიებელს არ უთქვამს, რომ მეორე მანქანა იყო დასათვალიერებელი. ოქმის შინაარს რომ გაეცნო არასრულყოფილების შეგრძნება არ დარჩათ, რაც ჩაატარეს ყველაფერი ეწერა, მათი წამოსვლის მერე ორი პოლიციელი დარჩა მეორე ვინ იყო არ ახსოვს.

 

მოწმის სახით დაკითხული ე------ დ---–----ძის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მისი ახლობელ--, ბავშვის ნათლ--ა, დაზარალებულს არ იცნობს. 2019 წლის 16 მარტს მას შეხვდნენ მ--–--ზ ბ------–---–ის მეუღლე და მეგობარი და უთხრეს, რომ მ--–--ზისგან მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იჭერდნენ და იქ მიდიოდნენ, მოწმეც წავიდა მათთან ერთად, გზად ბადიაურის შესასვლელთან ვ--–---ი ტ------–---–მა საკუთარი მანქანა ამოიცნო და გაჩერდნენ. ადგილზე, რომ მივიდნენ მანქანის ირგვლივ შემოუარეს და კითხეს თუ სად იყო მ--–--ზი, ადგილზე იყო ერთი პოლიციის თანამშრომელი ფორმით დანარჩენები ფორმის გარეშე იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში. შემთხვევის ადგილზე ვერ უთხრეს თუ სად ჰყავდათ გადაყვანილი მ--–--ზი, მოწმე ასევე განმარტა, რომ ადრეც იყო რამდენიმე შეთხვევა მ--–--ზის დევნის, მას ქვეყანაც ჰქოდა დატოვებული ორჯერ. შემდეგ წავიდნენ საგარეჯოს პოლიციაში სადაც ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას და დიდი ხნის ლოდინის მერე გაიგეს, რომ იქ ჰყოლ--თ მ--–--ზ ბ------–---–ი. შემდგომ ზ-----სგან შეიტყეს, რომ მათ მისდევდათ პიკაპი და ეძახდნენ 023 გააჩერეო. მათ ბადიაურში ჩასვლამდე დაჭირდათ 20 წუთი, შემთხვევის ადგილზე დახვდათ დაზიანებული პიკაპი, მერსედესი, ევაკუატორი და ერთიც შკოდა ცოტა სიბნელეში, იმ შკოდასთან მდგარი კაცი აგრესიას იჩენდა მოწმის მიმართ. მოწმემ განმარტა, რომ მას ზ-----მ მოუყვა, რომ ისინი როგორც გააჩერა პოლიციამ მაშინვე გადმოიყვანეს მანქანიდან და დააკავეს, ზ----- კი წაიყვანეს ყანდაურის მიმართულებით და შემდეგ წაიყვანეს იორმუღანლოს პოლიციაში, იქედან ჩალაუბანში და შემდეგ გამოუშვეს, ხოლო მ--–--ზი სხვა მიმართულებით წაიყვანეს. მ--–--ზ ბ------–---–ის სახლის მიმდებარედ პოლიციის მანქანებიც ხშირად მოძრაობდა. ამ შეთხვევამდე ადრეც გააჩერეს საგარეჯოში და დააკავეს, ეს იცის მ--–--ზ ბადაუშვილის ნათლულისგან, მისი მეგობრის შვილისგან გ------ ო-----–ვილისგან. ასევე იცის, რომ გაჩხრიკეს მ--–--ზის ძმის გ--–-ს სახლი სადაც ვ----ფერი ვერ იპოვეს, მ--–--ზი პოლიციის შენობიდან მათ ეძახდათ, რომ მასზე ქ-------------ემ და კიდევ ერთმა ადამიანმა იძალადა. მოწმემ განმარტა რომ შემთხვევის ადგილზე, რომ მივიდნენ და მოწმემ და ვ--–---ი გადავიდნენ გზის მეორე მხარეს ამ დროს ნ----- მანქანაში იჯდა, როდესაც უკან დაბრუნდნენ მანქანაში მოწმე და ვ--–---ი, მათ ნ-----მ უთხრათ, რომ პოლიციას ხელში რაღაც ეჭირა და მანქანაში ჩააგდოო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ახსოვს ასეთ შემთხვევა როდესაც იგი მ--–--ზთან ერთად იმყოფებოდა მ--–--ზის ძმის გ--–-ს სახლთან, ამ დროს უბანში მივიდნენ პოლიციის პიკაპები მათ მ--–--ზს მართვის მოწმობა მოსთხოვეს, როდესაც მ--–--ზმა წარუდგინა მათ მართვის მოწმეობა ჩამოართვეს და წაიღეს გადამოწმების მიზნით. მ--–--ზს მოუწოდებდნენ პოლიციელები, რომ მას დაეტოვებინა ქვეყანა.

 

მოწმის სახით დაკითხული თ----- ო-----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მისი მეგობარია და შვილის ნათლ--ა. გ------ ო-----–ვილი მისი შვილ--, ბ------–---–თან როცა იყო ერთხელ გ------ი დაიჭირეს ვითომ პოლიციას აგინა, და დააკისრეს ჯარიმა 1000 ლარი. გ------ი უდანაშაულო იყო, დაკავება მოხდა საგარეჯოში, შვილისგან გადმოცემით იცის, რომ გააჩერეს, გადმოიყვანეს და ნარკოლოგიურში წაიყვანეს სადაც ნარკოტიკული ს-–----–ების მოხმარება არ დაუდასტურდა, შემდგომ პოლიციელებმა განუმარტეს, რომ იმიტომ აკავებდნენ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ეს გაჩერება მოხდა ტრასაზე საგარეჯოში, მ--–--ზი მაშინ გაუშვეს, მ--–--ზმაც უთხრა მას, რომ არაფერი არ მომხდარა ისე დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ მას პოლიცია არერთხელ ეუბნებოდათ, რომ წასულიყო მ--–--ზი საზღვარგარეთ თორემ დაიჭერდნენ, ასევე მოწმესაც უთხრეს, რომ მისი შვილი მ--–--ზის გვერდით არ ყოფილიყო, ამას ეუბნებოდნენ ფორმიანი პოლიციელები, როდესაც მისი შვილი დაკავებული იყო და პერედაჩი შეუტანა, სახელები არ იცის და სახეზე შეუძლ-- ამოცნობა. ასევე სანამ დაიჭდნენ მ--–--ზის მანამდე იგი დაიბარეს თელავის პოლიციაში და უთხრეს, რომ მ--–--ზი წასულიყო თორემ დაიჭერდნენ მის შვილსაც და მ--–--ზსაც, ეს უთხრა თელავის სამხარეო პოლიციაში ზ----- ბერიკაშვილმა. მათ უთხრეს, რომ მ--–--ზის 24 საათში დაეტოვებინა საქართველო, ეს ხდებოდა მის დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ახალი ჩამოსული იყო მ--–--ზი რესტორანში იყვნენ და იქედან რომ წამოვიდნენ, პოლიციამ გააჩერა და მანქანაში ეძებდნენ მ--–--ზს, შემდგომ მოწმეს ,,ლიშენია“ დაუწერეს, თუმცა იგი არ იყო ნასვამი, ერთი ჭიქა ჰქონდა დალეული, მძღოლი აპირებდა გასაჩივრებას, მაგრამ ვეღარ მოახერხა, მოწმემ განმარტა, რომ იგი კრიმინალურმა პოლიციამ გააჩერა და მ--–--ზი რადგან ვერ იპოვეს მანქანაში შემდეგ პატრულს გადასცეს.

 

მოწმის სახით დაკითხული ვ--–------------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებულის ახლობელი და მეგობარია, დაზარალებულს არ იცნობს, მარტის შუა რიცხვები იყო საღამო ხანი როდესაც მ--–--ზის მეუღლემ დაურეკა, რომ მ--–--ზისგან შეიტყო, რომ აკავებდნენ მას და ზ-----ს და ადვოკატი მიეყვანათ. მაშინვე წავიდა მანქანით მ--–--ზის მეუღლე ნ-----სთან, ასევე გზად სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან გააჩერეს სოფელში მანქანა, რომ ნ-----ს სურდა თანხის ჩარიცხვა, ამ დროს მათ შეხვდათ მოწმის და მ--–--ზის საერთო მეგობარი ე------ა, რომელმაც ასევე შეიტყო მათგან აღნიშნულის შესახებ და ე------იც მათთან ერთად წავიდა. გზად ჩალაუბანში შებრუნდნენ და იქ, რომ არ დახვდათ მ--–--ზი გააგრძელეს გზა ბადიაურისკენ. ბადიაურის შესასვლელთან მან საკუთარი მანქანა იცნო და გააჩერა, იგი და ე------ი გადავიდნენ მანქანიდან და ადგილზე ევაკუატორი იყო, ასევე მისი მანქანა იყო და პოლიციელები ტრიალებდნენ. ერთმა პოლიციელმა, რომელსაც შავი კურტკა ეცვა ჰკითხათ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, იქ იყო პოლიციის პასატი ასევე სხვა მანქანებიც იყო, მოწმემ უთხრათ, რომ მანქანის მეპატრონე იყო, პოლიციამ უთხრა, რომ მისი მანქანა გააჩერეს რადგან უნომროდ მოძრაობდა, მოწმე იქვე განუმარტა, რომ მის მანქანას სანომრე ნიშანი არ ძვრებოდა, მოწმე თავადაც ნახა, რომ ნომერი მართლა არ ეყენა. ამ შემთხვევამდე მ--–--ზი ორჯერ დააკავეს ერთხელ დააკავეს მახო და ყვარელში წაიყვანეს მეორე მის ნათლულთან ერთად იყო და გ------ი დააკავეს მახო გამოუშვეს. მახოს დაკავების მიზეზი ის იყო, რომ იგი ქვეყნიდან წასულიყო. გურჯაანში დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მ--–--ზი მოსამართლემ გაამართლა. მოწმემ განმარტა რომ შემთხვევის დღეს მასთან ზ----- და მ--–--ზი მივიდნენ და უთხრეს, რომ მათი საერთო მეგობარი უცებ ავად გახდა და მასთან უნდა წასულიყვნენ, მ--–--ზიმ შავი ჰიუნდაის მარკის მანქანა დაუტოვა ვ--–---ის და უთხრეს ამით შენ იმოძრავეო და მას გამოართვეს მისი კუთვნილი მერსედესი, თან დასძინა მახომ, რომ შავი ფერის მანქანით რამდენიც თბილისში წავიდა იმდენი დააკავეს და მას უთხრა, რომ ამით მას ემოძრავა., მ--–--ზს უკვე ეშინოდა იმ მანქანით გადაადგილება, რადგან იჭერდნენ იმ მანქანით და ამიტომ გაუცვალა. ასევე განმარტა, რომ, იმ შავი მანქანით მოძრაობისას პოლიციამ იგი გააჩერა, საბარგული დაათვალიერეს და საბუთები შეამოწმეს რა უნდოდათ მოწმემ არ იცის, ეს ფაქტ ჩ----–--ში მოხდა. მოწმემ განმარტა, რომ იგი თ----- თ------–--ლს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ იგი მახოს ეუბნებოდა, რომ წადი ქვეყნიდანო. ბადიაურისკენ მიმავლ გზაზე სანამ ბადიაურთან მივიდნენ წინ შეხვდათ მანქანა სედანი და ე------მა თქვა ეს პოლიციის უფროსის მანქანააო, ეს მანქანა ბადიაურიდან კაჭრეთის მიმართულებით მიდიოდა, სადღაც შიბლ--ნის მონაკვეთში შეხვდათ. მოწმემ განმარტა, რომ არ არსებობს მის მანქანაზე სანომრე ნიშანი მომძვრალიყო, ვიღაცამ მოხსნა, ვინაიდან მყარად ჰქონდა მიმაგრებული და იგი, რომ მოშვებულიყო აუცილებლად შეიტყობდა. მოწმეს თავის თვალით აქვს ნანახი, რომ ძალ--ნ ხშირად მ--–--ზის სახლთან პოლიციის მანქანა იდგა და რამდენიმე პოლიციელი იჯდა ხოლმე შიგნით, ამ ფაქტამდე ერთი თვით ადრე მან გაიგო, რომ მ--–--ზის ძმის გ--–-ს სახლი გაუჩხრიკეს, საზღვარზე შემოსვლის დროსაც აჩერებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ თ-----ი მათი მეგობარი იყო თელავში სამმართველოში მისული, სადაც უთხრეს, რომ მახო წასულიყო თორემ დაიჭერდნენ და თ-----ის შვილსაც დაიჭერდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხული თ----- თ----–--–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი არის მოქმედი ადვოკატი, თუმცა მ--–--ზ ბ------–---–ის ინტერესებს არ იცავს. მისთვის ცნობილი გახდა იმ გარემოების თაობაზე, რომ როდესაც მ--–--ზმა 2018 წელს დატოვა საპატიმრო დაწესებულება მის მიმართ იყო პოლიციის სამმართველოს თუ განყოფილების უფროსის მხრიდან მოთხოვნა, რომ მას უახლოეს პერიოდში უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. მ--–--ზ იყო საზღვარგარეთ და დედის ავადმყოფობის გამო გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა სომხეთის გავლით. სომხეთის საზღვარი გაიარეს მოწმემ და მ--–--ზის შვილმა, ხოლო მ--–--ზს შეექმნა შეფერხება. მ--–--ზს კითხეს, რომ მას ბანკში ვალი ხომ არ ჰქონდა და ძებნილი ხომ არ იყო, იმ საზღვარზე ქალბატონმა რომელიც არკვევდა მ--–--ზის შეფერხების საკითხს დარეკა სადღაც და უთხრა, რომ ვინმე თ----- თ------–--ლს სურდა მ--–--ზთან საუბარი, მ--–--ზი ესაუბრა ტელეფონზე ამ პიროვნებას. რის შემდგომაც ცოტა ხანში მ--–--ზი გამოატარეს საზღვარზე. მ--–--ზმა უთხრა მოწმეს, რომ თ------–--ლმა მას მისცა 2 კვირის ვადა, რომ საქართველო დაეტოვებინა ასევე თ------–--ლს მ--–--ზი დაბარებული ჰყავდა სასაუბროდ, სადაც მ--–--ზი თავის ძმასთან გ--–-სთან ერთად მივიდა. მან გაიგონა, როცა ბრალდებულმა საზღვარზე ტელეფონზე საუბრისას ახსენა სახელი „ ბატონო თ-----“. მოწმემ განმარტა, რომ როგორც მას ახსოვს ქალბატონმა გადასცა ტელეფონი მ--–--ზს, მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას მ--–--ზი გაფრთხილებული ჰყავდა რომ ვინაიდან დევნიდნენ თუ უცებ მისი დაკავების მცდელობა იქნებოდა ვიდეო გადაეღო, მაგრამ მ--–--ზიმ ეს ვერ მოასწრო, რადგან სანამ მეუღლეს ნ-----ს სმს გაუგზავნა ამასობაში მივიდნენ პოლიციელები უცებ დააკავეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--- უ----–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებულს იცნობს მისი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს არ იცნობს. მოწმემ განმარტა, რომ მ--–--ზ ბ------–---–ის ინტერესებს იცავდა 2019 წლის თებერვლის თვეში როდესაც იგი გურჯაანის პოლიციის მიერ დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. მოწმემ განმარტა, რომ მას უკრძალავდნენ დაკავებულთან შეხვედრის უფლებას, რადგან მას არ აძლევდნენ საადვოკატო საქმიანობის გახორციელების უფლებას და არ აძლევდნენ უფლებას დაეცვა დაკავებული დარეკა გენ ინსპექციაში, მორიგე ინსპექტორმა მან ფიზიკურად შეუბოჭა ასასვლელი კიბეზე. მ--–--ზი ამ დროს ჰყავდათ მეორე სართულზე, საიდანაც მ--–--ზი სთხოვდა მას დახმარებას. აღნიშნულზე მოწმემ საჩივარიც დაწერა შს სამინისტროს შსს გენინსპექციას, და ადვოკატთა დაცვის კომიტეტს ერთდროულად გაუგზავნა. მ--–--ზის დაკავება მოხდა 2019 წლის 11 თებერვალს, მოწმემ განმარტა, რომ მ--–--ზის შვილი ლ----- ბ------–---–ი დაიბარეს თელავის სამხარეო პოლიციაში, ეს მოხდა მ--–--ზის ციხიდან გამოსვლიდან მეორედ დაკავებამდე პერიოდში. ლ----ს ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ, შემდგომ ადვოკატი მივიდა და მის შველას ცდილობდა, ამის შემდეგ უთხრეს, რომ ლ----- არ ჰყავდათ დაკავებული, ხოლო ცოტა ხანში თავად ლ----მაც დაურეკა. მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2018 წელში მ--–--ზი რომ გათავისუფლდა ციხიდან, მას სახლში სუფრაზე ელოდებოდნენ სადაც ასევე იყო დაპატიჟებული მოწმე, იმ სუფრაზე გაიგო, რომ გზად მომავალი მ--–--ზი პოლიციამ გააჩერა, მიიყვანეს საგარეჯოს პოლიციაში და დააყოვნეს კაი ხანი, რასთან დაკავშირებით წაიყვანე ეს არ იცის, ალბათ გასაუბრება უნდოდათ, ზუსტად არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ბ------–-–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებულს იცნობს მეზობელი და ნათელმირონია, დაზარალებულს არ იცნობს. მოწმემ განმარტა, რომ მ--–--ზის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ დღეს გურჯაანში მიდიოდა მ--–--ზთან ერთად მათ აედევნა პიკაპი და დაიჭირეს გურჯაანში, ჩამოყარეს მანქანიდან იგი, ნოდარი ბ------–---–ი, რომელიც მ--–--ზის ძმიშვილ-- და მ--–--ზ ბ------–---–ი. მ--–--ზი ითხოვდა ადვოკატს, პოლიციელებიდან ერთი იცნო გურჯაანის პოლიციის თანამშრომელი გ--–- აფციაური, შემდეგ გადაიყვანეს გურჯაანის პოლიციაში, ნოდარი შეიყვანეს სამორიგეოში, იგი იყო დაბლა და თ----- თ------–--ლმა უთხრა, რომ ფეხი არ მოეცვალა. თ------–--ლი მას ეუბნებოდა, რომ 10 წლ--ნ სროკზე უნდა გაგიშვა მახოსთან მეგობრობის გამოო. შემდეგ ბ------–ვლი ნოდარი წაიყვანეს და მისი სახლი გაჩხრიკეს და შუაღამისას გამოუშვეს სახლის გაჩხრეკის მერე. პოლიციის შენობაში მაღლიდან ყვირილის ხმა ესმოდა „სწრად წადიო და მახო ეუბნებოდა სად უნდა წავიდეო“. ამ შემთხვევის დროს მათ ტელეფონები წაართვეს, და წამოსვლისას დაუბრუნეს. მ--–--ზ ბ------–---–ს ბრალს სდებდნენ ადმინისტრაციულ დანაშაულში, მეორე დღეს ჩატარდა სასამართლო და მ--–--ზი გაამართლეს. ამ შემთხვევის დროს დაჭერისას თ------–--ლი მივიდა მათთან და თ------–--ლის მისვლის შედეგ ჩასვეს პოლიციის მანქანაში, მანამდე შეჩერებულები იყვნენ, მაშინ გადაადგილდებოდა ჰიუნდაი ელანტრათი. მაგ დროს თ------–--ლმა მახოს მიაძახა, - ,,ხომ შეგპირდი დაგადებ ნარუშნიკებსო“.

 

მოწმის სახით დაკითხული გ------ ო-----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული არის მისი ნათლ--, დაზარალებულს არ იცნობს. 2019 წლის 2- თებერვალს მას ბრალდებულმა სთხოვა, რომ მანქანა ჰყავდა პროფილაქტიკაში და უნდა ჩასულიყვნენ თბილისში მანქანის სანახავად თუ როგორ აკეთებდნენ, უკან მომავალს გზაზე მათ აჰყვათ პოლიციის პიკაპი და ანიშნეს მანქანა გაეჩერებინა, ხოლო მას უკან მოჰყვა შკოდა. შემდგომ გადაამოწმეს მძღოლი და მანქანა, მანქანას მართავდა თავად, მას ჰკითხეს თუ მოიხმარდა ნარკოტიკულ ს-–----–ებებს, რაზედაც მოწმემ უპასუხა, რომ არ მოიხმარდა, მას ტელეფონი ჩამოართვეს და მაქანა გაჩხრიკეს. შემდეგ იგი შკოდაში ჩასვეს და გადაიყვანეს პოლიციაში, ამის შემდგომ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში ჩალაუბანში სადაც არ ამოუვიდა მოხმარებაა. უკან დაბრუნდნენ პოლიციაში და სადაც უთხრეს, რომ ერთი ღამე დატოვებდნენ და მეორე დღეს ექნებოდა სასამართლო. ამ დროს მანქანა გადაიყვანეს, ხოლო მ--–--ზ ბ------–---–ი დატოვეს ქუჩაში სადაც გააჩერეს. მეორე დღეს მას სიღნაღში ჰქონდა სასამართლო სადაცა დააჯარიმეს 1000 ლარით. მოწმემ განმარტა, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია იგი შეშინებული იყო და ყველაფერზე ეთანხმებოდა. მოწმემ განმარტა, რომ მამისგან იცის, რომ მას უთხრეს რადგან მ--–--ზი მისი მეგობარი და ძმაკაცი იყო ეთქვა მ--–--ზისთვის, რომ დაეტოვებინა ქვეყანა.

 

მოწმის სახით დაკითხული ო----ი მ-------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას ბრალდებულთან კარგი ურთიერთობა აქვს მისი მეზობელ--, დაზარალებულს არ იცნობს. მ--–--ზ ბ------–---–ი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი გვერდში დაუდგა შვილს, შრომობდნენ წვალობდნენ ყველაფერი მიდიოდა კარგად. ასევე მათი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით, მ--–--ზის სახლის ზემოდან, ქვემოდან იდგა პოლიცია და აკონტროლებდა მ--–--ზის, მ--–--ზის ძმას სახლიც გაუჩხრიკეს ,,ერთხელ მის ძმისშვილთან ერთდა დაიჭირეს და მაშინ მალევე გამოუშვეს. პოლიცია მის სახლთან აკონტროლებდა თუ ვინ მიდიოდა მ--–--ზთან, ამ პოლიციელებს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მ--–--ზი, როცა გამოჩნდებოდა სოფელში იწყებოდა კონტროლი, თვალთვალი. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულის უკანასკნელი დაკავების შესახებ ის იცის რომ უნომრო მანქანით მოძრაობის გამო გააჩერეს და შემდგომ ქვის სროლისთვის დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მ--–--ზი 2 -ჯერ დააკავეს რაც იცის, მოწმე იგებდა, რომ მ--–--ზის ნათესავებს იჭერდნენ და უშვებდნენ მალევე და მ--–--ზს ეუბნებოდნენ ქვეყანა დატოვეო.

 

მოწმის სახით დაკითხული ვ--–---ი ა------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მას ბიძად ეკუთვნის, დაზარალებულს არ იცნობს. მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულს მუდმივად უთვალთვალებდნენ და მის სახლთან იყო პოლიცია. პოლიცია მის სახლთანაც იდგა ხოლმე, ეს პოლიციელები იყვნენ ლ----- აფციაური, გ--–- სიბაშვილი, ისინი ხან ნისანი მარკის ავტომანქანით, ხან ოპელის მარკის ავტომანქანით იყვნენ. იგი ერთხელ გააჩერა პოლიციამ და უთხრა, თუ რატომ დადიოდნენ მ--–--ზთან ერთად, პოლიცია მ--–--ზთან ვინც მიდიოდა სურათებს უღებდათ. პოლიციელები მ--–--ზს უთვალთვალებდნენ, ეს იცის თავად მათგან რადგან ერთხელ უთხრეს, რომ მ--–--ზთან ერთად რატომ მოძრაობდა. მოწმემ განმარტა, რომ მ--–--ზს უთვლიდნენ, რომ დაეტოვებინა ქვეყანა.

 

მოწმის სახით დაკითხული მ------- რ----ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მამამისის მეგობარია, დაზარალებულს არ იცნობს. მას საკუთარ შვილთან ჰქონდა პრობლემა, პრობლემა ვისთანაც ჰქონდა ის პიროვნება იყო მ--–--ზის ახლობელი, ამიტომ მოწმემ გადაწყვიტა ეთხოვა მ--–--ზისთვის როგორც მისი ახლობლისთვის. იგი მივიდა ქ--------–-–ვილების ოჯახში, აუხსნა მ--–--ზს სიტუაცია და სთხოვა ერთ-ორი სიტყვით წაშველებოდა. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი ლ---- აფციაური, რომელმაც უთხრა, რომ მისი ნახვა სურდა, მოწმე ლ----ს კარგად იცნობდა, ლ----მა უთხრა მოწმეს, რომ მისი ნახვა სურდა თ----- თ------–--ლს პოლიციის უფროსს და საუბარი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თავის შვილთან დაკავშირებულ პრობლემაზე სანამ მ--–--ზის ნახავდა საკმაოდ ბევრი ადამიანი შეაწუხა. შემდეგ ლ----- მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში საკუთარი შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილით ელოდებოდა და უნდა წაეყვანა თ------–--ლთან სასაუბროდ, ლ----მა უთხრა, რომ თ------–--ლი ეტყოდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო შვილის პრობლემებთან დაკავშირებით. მოწმემ და თ------–--ლმა მანქანაში დიდხანს ისაუბრეს, და ბოლოს ჰკითხა თ------–--ლმა თუ რატო არ დაეხმარა მას მ--–--ზ ბ------–---–ი, ასევე უთხრა, რომ მას უნდა ეთანამშრომლა პოლიციასთან და უნდა ეთქვა, რომ მ--–--ზთან დასახმარებლად მივიდა, ასევე უთხრა, რომ მ--–--ზი მას ვერ დაეხმარებოდა. მოწმემ მათთან საუბარში უარყო ბ------–---–ის ნახვის ფაქტი, ეს იმიტომ თქვა, რომ თანამშრომლობას სთავაზობდნენ. თ. თ------–--ლი ეუბნებოდა, რომ ეღიარებინა, რომ მას ბ------–---–ი ნანახი ჰყავდა. ასევე უთხრა მის შვილთან დაკავშირებით ცუდი ფაქტები თითქოს მის შვილს აბორტი ჰქონდა გაკეთებული, ამის შემდეგ მოწმემ ამ საუბრისას ძალ--ნ ცუდად იგრძნო თავი და ტირილი დაიწყო, სახლში მიყვანისას თ------–--ლმა დააფიცა, რომ ამ ფაქტის შესახებ არავისთან და ბ------–---– მახოსთან არ იტყოდა. თ------–--ლმა უთხრა რომ, ხვალ დაკავშირებოდა მას და ეთხოვა პასუხი. მოწმე უთხრათ, რომ თუ დაუმტკიცებდნენ შვილთან დაკავშირებულ პრობლემას იგი მათ გვერდზე იდგა. ლ----- ყოველ დღე ურეკავდა მას, მოწმეს უკვე ეშინოდა სატელეფონო ზარების, მოწმეს ეს ზარები ყველაფერი შენახული ჰქონდა, მაგრამ სამსახურში დაკარგა ტელეფონი. ტელეფონის დაკარგვის თაობაზე მან პოლიციაშიც განაცხადა. მეორე დღეს დაიბარეს იგი პოლიციაში დაკარგულ ტელეფონთან დაკავშირებით სადაც უთხრეს, რომ მათ ვიდეო თვალიდან ამოიღეს ჩანაწერები და უნდა ეჩვენებინათ მოწმისთვის და ეს ჩანაწერები ჰქონდა თ----- თ------–--ლს. თ------–--ლის ოთხში შევლისას მას თ-----მა ჰკითხა დაულაგდა თუ არა პრობლემა რაზედაც მოწმემ უპასუხა იგი თავის პრობლემაზე სასაუბროდ არ იყო მისული და თ-----მა დაატოვებინა მას ოთახი. მას ლ----- აფციაური კვლავ დაუკავშირდა, მ--–--ზის დაჭერიდან მეორე დღეს და უთხრა, რომ თ----- თ------–--ლს „ვაბშე გლავნს“ სურდათ მისი ნახვა, რაზედაც მოწმე განერვიულდა და დაიწყო ყვირილი ჩხუბი, უთხრათ რომ იგი სხვის გამწარებაში და გაფუჭებაში ვერ დაეხმარებოდათ. მოწმემ განმარტა, რომ მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მას აიძულებდნენ მოწმის სახით ბ------–---–ის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მას გურჯაანის პოლიციისთვის ჩვენება არ მიუცია, არც მ--–--ზის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ რა მდგო----ეობაში არის ახლა ბრალდებული ეგ მიზანი ჰქონდა თ------–--ლს. მოწმემ განმარტა, რომ იგი თავად მივიდა მ--–--ზის მეუღლესთან მოუყვა ყველაფერს და გამოთქვა სურვილი სასამართლოზე მოწმის სახით გამოსულიყო. მან თ------–--ლი პირადად ნახა მ--–--ზის ნახვიდან მეორე დღეს, იქნებოდა 5-6 მარტი, ამ ფაქტიდან ერთ კვირაში მახო დაიჭირეს. მ--–--ზისგან იცის, რომ მისი დაჭერა თ------–--ლს უნდოდა, მოწმემ დაადასტურა, რომ მ--–--ზის სახლს პოლიცია უთვალთვალებდა, რადგან როცა მ--–--ზისთან სურდა შეხვედრა მ--–--ზმა უარი უთხრა, რადგან მის სახლს პოლიცია უთვალთვალებდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ----- ბ-----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ბრალდებულის მეუღლეა, დაზარალებულს არ იცნობს, 2019 წლის 16 მარტს საღამოს 9 საათისთვის მიიღო თბილისიდან მომავალი მ--–--ზის შეტყობინება „მგონი მიჭერენ, დარეკეო“, იმ პერიოდში ეს მოულოდნელი არ იყო, იმიტომ რომ რაც მ--–--ზი დაბრუნდა საპატიმროდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მოწმემ დაურეკა მაშინვე მ--–--ზის მეგობარს და წავიდნენ შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში და სადღაც 20 წუთში უკვე ბადიაურში იყვნენ და მ--–--ზის მეგობარმა ამოიცნო თავისი მანქანა. მათთან ერთდ იყო მ--–--ზის მეორე მეგობარიც რომელიც გზად ჩაუჯდათ მანქანაში. შემთხვევის ადგილზე, რომ მივიდნენ მოწმე დარჩა მანქანაში, ვ--–---ი და ე------ი გადავიდნენ სიტუაციაში გასარკვევად. ადგილზე იყო ევაკუატორი, მერსედესი, სამი ოთხი ადამიანი იყო ადგილზე, ორი კაცი იდგა მანქანის საბარგულთან, ე------ი და ვ--–---ი სანამ დაელაპარაკნენ მანქანის წინ მდგომ პირს და მივიდოდნენ საბარგულამდე, მას ხელში ეკავათ თეთრი ფირფიტა, რომელიც ჩააგდეს საბარგულში, ვ--–---ის და ე------ს საბარგული არ უნახავთ. ამის შემდეგ წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან საგარეჯოს პოლიციაში სადაც უთხრეს, რომ იქ არავინ იყო და არც ინფორმაცია არ ჰქონდათ, მათ პასუხი არავინ არ გასცა, შემდგომ დარეკა გენ ინსპექციაში მათი მეშვეობით გაიგო, რომ მ--–--ზი იყო დაკავებული. ასევე ზ-----ს ვერ პოულობდა. ამის შემდეგ სამ-ოთხ საათში მ--–--ზი გაატარეს პოლიციის შენობის ეზოში სადაც დაუძახა, რომ მას აბსურდულ ბრალდებებს უყენებდნენ, იყო ნაცემი და ითხოვდა ადვოკატის დახმარებას. შემდგომ მოიყვანა ადვოკატი მ--- სირაძე. მოწმემ განმარტა, რომ ბ------–---–ის საპატიმროდან გამოსვლის დღეს 2018 წელს იგი სახლამდე არ მოსულა და მაშინვე დაიბარეს საგარეჯოს პოლიციაში გზიდან. მოწმემ განმარტა, რომ მ--–--ზის ყოველი გარეთ გასვლისას ოჯახი იყო შიშის ქვეშ, ერთხელ ტყუილად დააკავეს ვითომდა პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა და გურჯაანის სასამართლომ საქმე შეწყვიტა. ასევე პოლიციამ მ--–--ზის მართვის მოწმობაც ჩამაორთვა, ასევე მ--–--ზის საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას უზღუდავდნენ. მოწმეს თ. თ------–--ლი საკუთარ სახლში ჩხრეკისას ჰყავდა ნანახი, იგი იმ დროს პირადად იყო მისული, მ--–--ზი ამ დროს ადმინისტრაციული წესით ჰყავდათ დაკავებული. მოწმემ განმარტა, რომ მ--–--ზის ახლობლებს ძალ--ნ ზღუდავდნენ. ერთხელ მ--–--ზი და მისი ნათლული გააჩერეს ნათლული დააკავეს, ხოლო მ--–--ზი დატოვეს ქუჩაში. ანალოგიურ ფაქტებს ჰქონდა ადგილი გურჯაანში არაერთხელ, მათ შორის მ--–--ზის ძმისშვილიც დააკავეს. ერთხელ თავადაც გააჩერა პატრულმა და უთხრა, რომ მანქანა კრიმინალური პოლიციიდან გადაცემული იყო დაუმორჩილებლობაზე, მოწმე უარყო ასეთი ფაქტი, ამ დროს იგი დატოვეს შუა ქუჩაში და ჩამოართვეს მანქანა. 2018 წლიდან დღემდე მათთვის მანქანების ჩამორთვა იმდენჯერ მოხდა უკვე ვეღარ ითვლის. მათ სახლთან იდგნენ მანქანები, რომელშიც იყვნენ პოლიციელები და უყურებდნენ მ--–--ზი რას აკეთებდა, ასევე მ--–--ზს ძმის პირით უთვლიდნენ რომ დაეტოვებინა საქართველო თორემ დაიჭერდნენ. დაკავების დროს მოწმემ მ--–--ზის მინაწერი ტელეფონიდან ამობეჭდა და ადვოკატს მიუტანა.

მოწმის სახით დაკითხული გ------- დარისპანაშვილის ჩვენებიდან დგინდება რომ იგი მუშაობს ბენზინგასამართ სადგურ რომპეტროლში. მოწმემ განმარტა, რომ მასთან პოლიცია იყო მისული და ჩანაწერის ამოღება უნდოდათ, ჩანაწერი არ იყო ადგილზე და ხელი მოაწერინეს და წავიდნენ, მან ამ საკითხზე ტელეფონით აცნობა მენეჯერის ვლადიმერ მ-------–---–ს, იგი თავად არ გასცნობია დოკუმენტს რაზედაც ხელი მოაწერა, პოლიციელმა წაუკითხა. მოწმემ განმარტა რომ ვიდეო ინფორმაცია ინახება 30 დღე, გინდაც რა ყოფილიყო წაღებული სერვერები მაინც არ იქნებოდა ინფორმაცია, ვინაიდან წაიშლებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს იზოლატორის უფროსის თ----- ლ----–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი დაზარალებულს იცნობს თანამშრომელ--, ბრალდებულს იცნობს მხოლოდ საქმიდან. 2019 წლის მარტის თვეში, საგარეჯოს იზოლატორში შესახლებული ბრალდებული მ--–--ზ ბ------–---–ი აცხადებდა შიმშილობას და აცხადებდა რომ უკანონოდ იყო დაკავებული, რის შესახებაც აცნობა პროკურატურას სახალხო დამცველს და ოჯახის წევრებს. მას იზოლატორიდან დაუკავშირდნენ თანამშრომლები და აცნობეს შიმშილობის შესახებ, მათი დარეკვის შემდეგ მივიდა სამსახურში, რადგან დაკავებული შიმშილობდა, მისი ვალდებულება იყო გამოცხადებულიყო და ეცნობებინა შესაბამის სამსახურებისთვის. მოწმე განმარტა, რომ იზოლატორის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მ--–--ზი აცხადებდა რომ სცემეს, საგარეჯოს პოლიციის უფროსთან ნათესაური კავშირი არ აკავშირებს.

 

მოწმის სახით დაკითხული საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იზოლატორის თანამშრომლის გ------- ფ------–-–ვილის ჩვენებიდან დგინდება რომ მან გ--–- ჯ-----–ვილის თანდასწრებით შეადგინა მ--–--ზ ბ------–---–ის პირადი დათვალირების ოქმი, შემდგომ წაიყვანეს სამედიცინო ოთახში და იქ მოხდა ექიმთან გასაუბრება, ამ გასაუბრების ფაქტს არ დასწრებია, შემდეგ უფლებები და მოვალეობები გააცნო. იზოლატორში შეასახლეს 2019 წლის 17 მარტს, ბ------–---–ის ტელეფონი ჰქონდა თუ არა არ ახსოვს.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-- კ-------–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი დაზარალებულ გ------- ლ--–--–---–ს იცნობს მასთან კოლეგიური ურთიერთობა აქვს, ბრალდებულს არ იცნობს. მას აღიშნულ საქმეზე ორი საგამოძიებო მოქმედება აქვს ჩატარებული, ერთ შემთხვევაში ევალებოდა შეესრულებინა განჩინება, გამოცხადებულიყო გომბორში მდებარე რომპეტროლის ბენზინ გასამართ სადგურზე და გამოეთხოვა ინფორმაცია, იგი გამოცხადდა მითითებულ ადგილზე იქ მყოფმა პირმა შეამოწმო ვიდეო კადრები და განუცხადა, რომ იმ დროისთვის ჩანაწერები აღარ ინახებოდა იქ, მას განჩინების მიღებისთანავე არ დაურეკავს რომპეტროლში, იგი განჩინების მიღებიდან მეცხრე დღეს გამოცხადდა გომბორზე, მისი სამსახურიდან ბენზიგასამართ სადგ------დე მისასვლ--–-დ დაჭირდა 15 წუთი.

 

შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იზოლატორის თანამშრომლ გ--–- ჯ-----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს შეასახლეს მ--–--ზ ბ------–---–ი, რაც ჩამოერთვა ნივთები აისახა ოქმში, მ--–--ზი აცხადებდა შიმშილობას, ეს ინფორმაცია მიიღო ექიმიდან, დაზიანების შესახებ მასთან ბ------–---–ს არაფერი განუცხადებია.

 

მოწმის სახით დაკითხული რომპეტროლის თანამშრომლის ნ---- დ-----იძის ჩვენებიდან დგინდება, რომ რომპეტროლის გომბორის მენეჯერს იცნობს, 2019 წლის მარტის თვეში მიმართა თუ არა ამ მენეჯერმა სერვერების ან კამერების დაზიანების შესახებ არ ახსოვს ზეპირად, დაზიანებული მოწყობილობის წაღებისას ხან ადგნენ აქტებს ხან არ ადგენენ. მოწმემ განმარტა რომ მის მიერ მიწერილი წერილი არის შაბლონი და მოწყობილობა დაზიანებული იყო და ამიტომ ვერ გასცეს ჩანაწერები. მოწმეს არ ახსოვს კ--- თ--–--ს მისთვის ეთქვას რომ ადვოკატს და მას გქონდათ საუბარი და შეპირდა ჩანაწერების დაარქივებას.

 

ბრალდებული მ--–--ზ ბ------–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი 2018 წლის 26 აპრილს გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან, რა დროსაც გზად სახლში მომავალს დახვდა სამხარეოს უფროსი და გურჯაანის პოლიციის უფროსი, იგი მიიყვანეს გურჯაანის პოლიციის შენობაში სადაც მოსთხოვეს სამ დღეში საქართველოს დატოვება. ამის შემდეგ იგი დაიბარეს თელავში სამხარეო პოლიციაში სადაც არ შეხვდნენ. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ მუდმივად იყო ზეწოლა მასზე და მის ოჯახზე, ბრალდებულ გარკვეული პერიოდის მერე მართლაც დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა საზღვარგარეთ შემდეგომ რამდენიმე თვეში დაბრუნდა რადგან დედა გახდა ავად და უნდა მიეხედა. მას დაბრუნებისას საქართველოს საზღვარზე შეექმნა პრობლემა, იგი მესაზღვრე გოგონამ გაასაუბრა გურჯაანის პოლიციის უფროს თ----- თ------–--ლს, რომელიც კითხულობდა მის დაბრუნების მიზეზს, და მეორე დღისთვის დაიბარა პოლიციაში, იგი შეხვდა თ------–--ლს პოლიციის შენობაში სადაც დაემუქრა რომ თუ 2 კვირის ვადაში არ დატოვებდა ქვეყანას დაიჭერდნენ. შემდგომ იყო ბრალდებულისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტი, შემდგომ იგი გადაიყვანეს პოლიციის შენობაში და ამოწმებდნენ რამდენად კანონიერად ჰქონდა აღებული მართვის მოწმობა, ამის შემდგომ მცირე პერიოდის შემდეგ გურჯაანში გააჩერეს და გადაიყვანეს პოლიციის პიკაპით, სადაც იგი დააკავეს, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს, იგი ითხოვდა შველას. ამის შემდგომ იგი წარადგინეს სასამართლოში სადაც შეწყდა ის მიმართ ადმინისტრაციულსამართლდარღვევის საქმე. ამის შემდეგ მანქანით გადაადგილებისას საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებმა მისი თანხმლები გ------ ო-----–ვილი დააკავეს პოლიციის წინააღმდეგობისთვის, ხოლო ბრალდებული გაჩხრიკეს. შემდეგ მას მანქანაც ჩამოართვეს და წაიყვანეს, ხოლო იგი დატოვეს ტყეში. ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო მის შვილზე სამხარეო პოლიციის მხრიდან მას უთხრეს, რომ თუ მ--–--ზი არ წავიდოდა მას დაიჭერდნენ. 2019 წლის 16 მარტის ინციდენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი ავადმყოფი მეგობრის მოსანახულებლად მეორე მეგობართან ვ--–---ი ტუხაშვილის მერსედესისი მარკის ავტომანქანით გაემგზავრა ზ----- ქ---------სთა ერთად. 16 მარტს სახლში ბრუნდებოდნენ, მათ გომბორზე ჩაასხეს ბენზინი და ბადიაურში შესვლისთანავე შენიშნა პოლიციის პიკაპი, ცოტა მოშორებით მეორე პიკაპიც შენიშნეს და პოლიცია მოუწოდებდა მანქანის ნომრის მითითებით, რომ გაეჩერებინათ, ამ დროს მოასწრო ბრალდებულმა მეუღლესთან შეტყობინების გაგზავნა, რომ იჭერდნენ. როგორც გააჩერეს მანქანა მაშინვე გადმოიყვანეს პოლიციელებმა იგი და მისი მეგობარი, გადმოიყვანეს ხელებშეკრული მანქანიდან, მიაყუდეს მანქანის უკანა კაპოტზე. ბრალდებული განმარტავს, რომ მის მანქანას სანომრე ნიშანი ჰქონდა, ხელების ხელბორკილით შეკრული ჰქონდა, აღნიშნული ნახა ასევე ზ------ ქ---------მ. შემდეგ იგი ჩასვეს პოლიციის პიკაპში, დააგდეს პირქვე, იქ ერთი პიროვნება გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და შემდგომ გაარკვია, რომ ეს პიროვნება იყო საგარეჯოს პოლიციის უფროსი. ლ---- ჭ----- და დ----- ქ-------------ე სცემდნენ მას. ხოლო გურჯაანის პოლიციის უფროსი პლასტმასის ჯოხს ურტყავდა შეკრულ ხელებში. თ------–--ლი მალევე წავიდა გურჯაანის მიმართულებით, შემდგომ ქ-------------ის მითითებით ჭ-----მ ძალით სცადა ნერწყვის ნიმუშის აღება, მაგრამ ვერ შეძლეს. იგი პოლიციაში მისვლისთანავე ითხოვდა ოჯახში და ადვოკატთან დარეკვას, შემდგომ ჩალაუბანში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანისას დაინახა მისი მეუღლე და მეგობრები და მათ ხმამაღლა მოუწოდებდა, რომ იგი იყო უკანონოდ დაკავებული, ითხოვდა სახალხო დამცველთან, გენ ინსპექციაში და ტელევიზიებთან დარეკვას, ასევე ითხოვდა ადვოკატს. იგი იძახდა რომ ნაცემი იყო. ნარკოლოგიურში მას არ დაუდასტურდა ნარკოტიკული ს-–----–ების მოხმარება, ასევე მან უარყო, რომ მას არ მოუხმარია არანაირი ფსიქოტროპული ს-–----–ება. დაკავების შემდეგ იგი პოლიციის შენობიდან ასაუბრეს თ------–--ლთან, რომელიც სთხოვდა, მის საყვარლისთვის თავის დაენებებინა, მასთან ურთიერთობა უარყო ბ------–---–მა სატელეფონო საუბრისას. ამის შემდეგ იგი იზოლატორში გადაიყვანეს, იქ ექიმს განუცხადა, რომ აცხადებდა შიმშილს უკანონო დაკავების გამო და ასევე იყო ნაცემი, მეორე დღეს გაიგო თუ რას ედავებოდნენ, იგი სახალხო დამცველმაც მოინახულა. მისი დევნა ხდებოდა თ----- თ------–--ლის სამხარეოს უფროსის და მისი მოადგილის ზ------ ბერეკაშვილის დავალებით. მისი ციხიდან გამოსვლის დღიდან დაიწყო ზეწოლა და გაათმაგებული დევნა, პოლიცია დევნიდა ყველას და იბარებდა ვისაც კი შეხება ჰქონდა მ--–--ზთან, მის უბანში უცხო ავტომანქანები იყო, რომლებიც უთვალთვალებდნენ, დილიდან საღამომდე. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი აპირებდა ქვეყნის დატოვებას, თუმცა ვერ მოასწრო, რაც მას გაუკეთეს ამას არ მოელოდა, ბრალდებულმა განმარტა, რომ მას თავში არ გაუვლ--, რომ ქვით პოლიციის მანქანა დაეზიანებინა. ბრალდებულმა განმარტა, რომ როდესაც მანქანა გააჩერეს მას ბორკილები მანქანაში დადეს და ხელები უკან შეუკრეს, იგი გაჩხრიკეს მანქანასთან და დაინახა, რომ სანომრე ნიშანი ადგილზე იყო. დაკავებისას მისთვის უფლებები არ განუმარტავთ, დაკავების ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. პოლიციელების გარდა უფორმოდ ბევრი იყო, საგარეჯოს სამმართველოში წაიყვანა 4 ადამიანმა ქ-------------ემ, შ--–--მ, ჭ-----ემ და ტ------–---–მა.

 

2019 წლის 16 მარტის შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის ლ---- ჭ----ის მიერ შედგენილი დაკავების ოქმიდან დგინდება, რომ მ--–--ზ ბ------–---–ი დაკავებული იქნა 2019 წლის 16 მარტს 21:10 საათზე საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის სოფლის გასასვლელში არსებულ კახეთის გზატკეცილზე, ოქმში ასევე მითითებულ-- დაკავების ოქმის ადგილზე შედგენა ვერ მოახერხდა რადგან მ--–--ზ ბ------–---–ი უწევდა მათ წინააღმდეგობას, ოქმში ასევე გაკეთებულ-- ლ---- ჭ----ის მიერ შენიშვნა რომ ბრალდებული მ--–--ზ ბ------–---–ი უარს აცხადებს როგორც ოქმზე ხელმოწერაზე ასევე მის ჩაბარებაზე რადგან თავს არ ცნობს დამნაშავედ,2019 წლის 17 მარტის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა გ------- ლ--–--–---–ის მიერ წარდგენილი უნიფორმის შავი ფერის ქურთუკი, რომელსაც უკანა მხარეს აქვს თეთრი ფერის წარწერა პოლიცია, წინა მარცხენა მხარეს მკერდთან აქვს წარწერა „შინაგან საქმეთ სამინსიტრო დეტექტივი“ მარცხენა მკლავზე აქვს ლურჯი ფერის ლოგო, ხოლო მარჯვენა მკლავზე რომელიც აქვს მორღვეული სამხრედან აქვს ლათინური წარწერა ,,policia” ქურთუკს აქვს ელვა შესაკრავი და გარედან აქვს ჯიბეები, აღნიშნული ქურთუკი ამოღებული იქნა და შეიფუთა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

2019 წლის 16 მარტის შემთხვევის ადგილის, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის ცენტრალური საავტომობილო გზის ძველი ბენზინ-გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმში მითითებულ--, რომ შემთხევის ადგილი დათვალიერება მოხდა ხელოვნური განათების პირობებში რა დროსაც შემთხვევის ადგილზე გაჩერებული „ტოიოტას“ ფირმის პოლიციის დაზიანებული ავტომანქანის (სახ. NQEQ 447) წინა სიდენიებს შორის ხელის მუხრუჭთან ნანახი იქნა სამკუთხა ფორმის ქვა, აღნიშნული ქვა ამოღებული იქნა და დაილუქა ექსპერტებს მიერ, ასევე ავტომანქანის მარჯვენა გვერდზე მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მისი ნამსხვრევები, რომლებიც ასევე დაილუქა ექსპერტების მიერ და მოხდა მათ მიერვე ფოტოგადაღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასევე მითითებულ--, რომ აღნიშნული დაზიანებული ავტომანქანა, დაილუქა და გადაყვანილი იქნა შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს საქმიან ეზოში.

 

მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ------ ჭ----–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს იგი იმყოფებოდა სამსახურში მორიგე გამომძიებელი მასთან ერთად იყო ს---–------ ქ--------–ი, დაახლოებით 9 საათზე ხელმძღვანელმა სთხოვა, რომ შემთხვევა იყო სოფელ ბადიაურში და გაყოლოდა, შემთხვევის ადგილზე წავიდნენ თავად, გ---, შ--–-- და დ----- ქ-------------ე, ზუსტად არ ახსოვს მგონი პოლიციის პიკაპით წავიდნენ, ჩასვლაში დაახლოებით მაქსიმუმ ნახევარი საათი დაჭირდათ. ახალი შებინდებული იყო განათებული ტერიტორია იყო, ადგილზე დახვდა გ------- ლ--–--–---–ი, ლ----- ჭ-----. მათ ავტომანქანაში ჰყავდათ ბ------–---–ი მ--–--ზი, დაკავებული იჯდა უკანა სავარძელში ხელბორკილ დადებული, მოწმე გაესაუბრა პირადად. მისი ჩასვლის შემდგომ ბ------–---–ი გადაიყვანეს საგარეჯოს სამმართველოში, ადგილზე დარჩნენ მოწმე და გ--- ტ------–---–ი დანარჩენი ყველა ვინც იყვნენ წავიდნენ საგარეჯოში, ადგილზე იყო ვერცხლისფერი მერსედესი, როგორც მოწმემ შეიტყო მანქანა თავდაპირველად გაჩერებული იყო სანომრე ნიშნის არ ქონის გამო და შემდგომ მოხდა პოლიციის მანქანაზე თავდასხმა. მოწმემ გამოიძახა ევაკუატორი, ასევე ექსპერტების ჯგუფი, ევაკუატორი მოვიდა დაათვალიერა აღწერა ყველაფერი და გაიყვანა მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე, ასევე შემთხვევის ადგილზე მივიდა ორი მამაკაცი და მანქანა იყო ერთი პიროვნების მათ განაცხადეს, რომ იყვნენ მ--–--ზის ახლობლები. ეს კაცები მაშინ მივიდნენ როდესაც ევაკუატორი იყო მოსული. ევაკუატორის მძღოლმა სტანდარტულად დაათვალიერა მანქანა, ხოლო ეს ორი პიროვნება გაჩერდა 10 წუთი. შემდეგ მივიდნენ ექსპერტები დაათვალიერეს ავტომანქანა, სადაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა წინა სავარძლებს შორის ქვა, რომელიც დაილუქა ასევე დაილუქა პოლიციის მანქანა და გადაყვანილი იქნა საგარეჯოს პოლიციის შენობაში. მას დაკითხული ჰყავს ასევე მოწმეები, მან ასევე დაათვალიერა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ავტოსადგომზე, მან ასევე ციხეში ბ------–---–სგან აიღო ნერწყვის ნიმუში, მაშინ ბ------–---–ი უკმაყოფილებას გამოთქვამდა პოლიციის მიმართ. ადგილზე, რომ მივიდა ბრალდებული დაკავებული იყო, შეკითხვაზე:“ დაკავების ოქმის შაბლონი თან ჰქონდა?“ მოწმე უპასუხა მას როგორც გამომძიებელს ოქმის ყველა შაბლონი თან დააქვს. ავტომანქანა რა მდგო----ეობაში ილუქება ისე აბარებენ, შეკითხვაზე: „რატომ მოუწერეთ ხელი იმ დოკუმენტზე სადაც არ იყო მითითებული, რომ მანქანას ეკლდა სანომრე ნიშანი?“ მოწმე უპასუხა როგორც იყო მანქანა იმაზე მოუწერა ხელი. შეკითხვაზე: “ რით გადაიყვანეთ პოლიციის ეზოში დაზიანებული პოლიციის მანქანა?“ მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვს ევაკუატორით გადაიყვანეს თუ არა, ექსპერტებმა ჯერ შეამოწმეს და მერე დალუქეს, მანქანა არავისთვის რა გადაუციათ, მანქანა გადაიყვანეს პოლიციის შენობის ეზოში. მანქანის ლუქები პოლიციაში ინახება და დღეს ჩვეულებრივ სარგებლობენ ამ მანქანით, ამ მანქანაზე რამე ექსპერტიზა დაინიშნა თუ არა არ ახსოვს. პოლიციის დახეული ქურთუკი სად დაინახა არ ახსოვს, არ ახსოვს ქურთუკს რა ტიპის ნახევი ან ნარღვევი ჰქონდა.

 

2019 წლის 16 მარტს 21 საათსა და 56 წუთზე მ--–--ზ ქ------–--–-–-ილის მიერ შედგენილი დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო ს-–----–ების მიღება-ჩაბარების აქტიდან დგინდება, რომ სოფელ ბადიაურიდან გადაყვანილი იქნა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით ra-023-ti რუხი ფერის, მანქანას აღენიშნება მცირე დაზიანებები, მანქანის აღწერის დროს სალონში და საბარგულში იყო შემდეგი ნივთები: დანგრატი, ზაპასკა, აკუმულატორი, მაგნიტოფონი.

 

მოწმე მ--–--ზ ქ--------–-–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი მუშაობს საჯარიმოზე ევაკუატორზე, 2019 წლის 16 მარტს, იგი მუშაობდა გაიძახეს, დაღამებული იყო გამოძახეს საგარეჯოს პოლიციიდან და უთხრეს, რომ ბადიაურიდან უნდა გადაეყვანა მანქანა. ადგილზე დახვდა ორი პოლიციელი, მანქანები „მერსედესი“ და „ჰაი ლუქსი“, „მერსედესი“ ვერცხლისფერი იყო, ჩაიწერა ყველაფერი დადო მანქანაზე და წაიღო, აღნიშნულ მანქანას სანომრე ნიშანი უკან არ ჰქონდა და წინ ჰქონდა. მოწმემ განმარტა, რომ მან მანქანას საბარგული ახადა რათა ენახა საბურავები ედო თუ არა, ამ პროცედურას რომ ატარებდნენ ამ დროს მანქანა მოვიდა მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა, იქედან გადმოსულმა პიროვნებებმა კითხეს თუ სად იყო მანქანის ნომერი. დაცვის შეკითხვაზე: „რატომ არ შეიტანეთ სანომრე ნიშნის არ ქონა წარმოდგენილ ოქმში?“ მოწმე უპასუხა, რომ მან ოქმში შეიტანა. მოწმემ განმარტა რომ ეს აქტი რომელ პოლიციელს ჩააბარა არ იცის სახელი და გვარი.

 

მოწმის სახით დაკითხული კახეთის რეგიონის მთავარი ექსპერტი ნარკოლოგის ვ-----ა ზ-----–ვილმა დაადასტურა დასკვნის სისწორე. შსს სექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების ჯგუფი (გურჯაანის) მიერ 2019 წლის 17 მარტს გაცემული N90633 დასკვნიდან დგინდება რომ გამოსაკვლევი პირი მ--–--ზ ბ------–---–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ს-–----–ების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ლაბორატორიული გამოკვლევს შედეგად ნარკოტიკული ს-–----–ება არ დადგენდა, ფსიქოტროპული ნივთიერება ბენზოდიაზეპინის ჯგუფი.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 19 მარტის N83/ტ დასკვნიდან დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ გ------- ლ--–--–---–ის ქურთუკზე არსებული დაზიანება გარღვევის სახით წარმოქმნილ-- ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. მოწმის სახით დაკითხული კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის ვ---- ნ-----–ვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას გაცემული აქვს ტრასოლოგიური დასკვნა, მასთან ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო პოლიეთილენის მოთეთრო ფერის პარკი წარწერით ,,ნიკორა“, რომელიც დალუქული იყო ბეჭდით, პოლიციის ლუქით, ექსპერტმა განმარტა რომ ლ--–--–---–ს ქურთუკზე დაზიანება გამოწვეული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებს შედეგად ეს დასკვნა გაიცა იქედან, რომ გარღვევის სახით იყო წარმოდგენილი და ჰქონდა ნარღვევი ძაფები, რამე ხელსაწყოს ან დანის გამოყენებით რომ ყოფილიყო იგი თავის კვალს დატოვებდა. დაზიანებული იყო მარჯვენა მკლავი, ეს ქურთუკი ძალ--ნ შელახული და ძველი არ იყო, აღნიშნულ ქურთუკზე არ შეუნიშნავს ქვის, სისხლი ან ტალახი, ასევე არ შეუნიშნავს შუშების ნაწილაკები და არ მოუხდენია მისი მიკროსკოპული კვლევა. მან დაზიანებული ადგილის მიკროსკოპული კვლევა მოახდინა, დაცვის შეკითხვაზე: „დათბუნების მასალაში ხომ არ იყო შუშის ნაწილაკები? ექსპერტმა უპასუხა, რომ არ შეუნიშნავს.

 

2019 წლის 24 მარტის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N001957019 დასკვნიდან დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით გ------- ლ--–--–---–მა 16.03.2019 მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით საგარეჯოს სამედიცინო ცენტრს მიმართა 16.03.2019 წელს დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრამვა მარცხენა ყვრიმალის მიდამოს სისხლნაჟღენთი, აღნიშნული დაზიანება მიყენებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.

 

2019 წლის 14 აპრილის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002481819 დასკვნიდან დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მ--–--ზ ბ------–---–ს 16.03.2019 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 17.03.2019 წელს, დიაგნოზი ნაჭდევი მარცხენა მტევნის შიგნით ზედაპირზე, ნაკაწრი მარცხენა მტევნის შიგნითა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, ნაჭდევი მიყენებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.

 

მოწმის სახით დაკითხული სასამართლო სამედიცინო ექსპერტ ა-–---ი კ-------ელის ჩვენებიდან დგინდება რომ იგი მხარს უჭერს მის იერ გაცემულ ექპერტიზის დასკვნებს, მან ექსპერტიზა ჩაატარა გ------- ლ--–--–---–ისა და მ--–--ზ ბ------–---–ის სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე. დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ გ. ლ--–--–---–ს სამსახურებრივი მოვალეობის დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სისხლნაჟღენთი შეიძლება ერთ კვირაში გაიწოვოს შეიძლება უფრო გვიან გააჩნია რა რაოდენობის სისხლი ჩაიქცა, შეშუპებას ტრამვას ვერ დაუკავშირებს. ექსპერტმა განმარტა, რომ მისთვის მტკიცებულებას ფოტომასალა არ წარმოდგენს. სამედიცინო წონადობის თვალსაზრისით რომელი დასკვნა უფრო წონადია, მისთვის ორივე ერთნაირია, მსუბუქი და ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.

საქართველოს შსს საექსპერტო დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 25 მარტის N15/ს დასკვნიდან დგინდება, რომ ავტომანქანის „TOYOTA HALUX” სახ. ნომრით QEQ-447 წინა მარჯვენა კარის მინის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 140 (ასორმოცი) ლარს, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს - 30 (ოცდაათი) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ავტომანქანის გამოსაცველელ მინის და აღდგენითი სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს - 170 (ასსამოცდათი) ლარს.

 

მოწმის სახით დაკითხული კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური ჯგუფის სასაქონლო ექსპერტიზის ჯგუფის მთავარი ექსპერტის ა-–---ანდრე ხ-------–ვილის დაადასტურა მის მიერ მომზადებული 2019 წლის 25 მარტის N15/ს დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანის ფოტომასალაზე არ ახსოვს ლუქები იყო თუ არა.

 

2019 წლის 05 აპრილის ნიმუშის აღების ოქმიდან დგინდება, რომ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამომძიებელს მ------ ჭ----–---–ის, ექსპერტების გ-----------ძის და ზ------ ჯ------–ვილის, ადვოკატ ზ------------–--ლის მონაწილეობით მოხდა ბრალდებულ მ--–--ზ ბ------–---–ისგან ნერწვის ნიმუშის აღება.

 

2019 წლის 18 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004629119 დასკვნიდან დგინდება რომ გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით „... ქვა ამოღებული ავტომანქანა „ტოიოტა“ სახ. ნომრით QEQ 447 - ის წინა სავარძლებს შორის ადგილიდან...“ მოთავსებულ ქვაზე (ობ. N1) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. მ--–--ზ ბ------–---–ის (ობ.N2) პაკეტი წარწერით“.. ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ მ--–--ზ ბ------–---–ი (დაბ. 2-.03.1---) პირის ღრუდან გენეტიკური პროფილი წარმოდგენილ-- დასკვნის გამოკვლევით ნაწილში. მოწმის სახით დაკითხული სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის ვ---- ო----ევამ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სიზუსტე. დამატებით განმარტა, რომ იგი მხარს ჭერს მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას, განმარტა რომ მან კვლევა ჩაატარა ქვაზე. ისეთი დანადგარი რომელიც აღმოაჩენს ადამიანის ნერწვის კვალს არ გააჩნიათ თუმცა აქვთ ნათების მქონე ფილტრები და ხელსაწყო რომელიც იძლევა ნათებას ბიოლოგიურ მასალაზე, იმის ტექნიკური ს-–----–ება აქვთ, რომ გამონაყოფის კვალი დაადგინონ, ამ ქვაზე გამონაყოფის კვალი, რომ ყოფილიყო შეძლებდნენ მის აღმოჩენას. წარმოდგენილი ქვა დაბინძურებული იყო მოყავისფრო დანაშრევებით, ასეთი დანაშრევების არსებობა კვლევისათვის ხელის შეშლაში ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება. მისი კვლევის შედეგად შესაძლებელ-- ხელის კვლები დაზიანდეს, დაცვის შეკითხვაზე: „გაცნობათ ვინმემ, რომ კვლები უნდა დაგეცვათ, რადგან ასევე დანიშნული იყო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა?“ პირველი ექსპერტიზა დანიშნული იყო მასთან და იგი ვალდებულ-- გამოიკვლიოს ისე როგორც მას მიაჩნია სწორად, რაიმე ამკრძალავი ნებართვა არ შესულა მასთან. წარმოდგენილი ქვა არ აგვიწონია.

 

2019 წლის 25 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005166119 დასკვნიდან დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCI421611 პაკეტში (წარწერით: “ქვა ამოღებული ა/ მანქანა „ტოიოტა“ სახ. NQEQ-447-ის წინა სავარძლებს შორის ადგლიდან“) მოთავსებულ ქვის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით არ აღენიშნება. „მერსედესის მარკის ავტომაქანის (სახ. NR--0-----) ზედაპირზე, კერძოდ უკანა სანომრე ნიშნის დამაგრების ქვედა მხარეს, სამაგრი მარყუჟების ქვედა მიმდებარე მიდამოებზე, აღენიშნება ხელის თითოს კვლები კონტურებისა და ლაქების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ქ------- გ----–--ლის აჩვენა, რომ მხარს უჭერს მის მიერ გაცემულ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას.

 

2019 წლის 26 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005195519 დასკვნიდან დგინდება, რომ გენეტიკური კვლევით დადგინდა „პაკეტში, წარწერით „..ანაწმენდები „მერსედეს ბენცი“-ის მარკის ავტომაქანის უკანა სანომრე ნიშნის დამაგრების ადგილიდან და მიმდებარე უბნებიდან..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1) გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანს ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერა „..ქურთუკი..“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ქურთუკზე, მარჯვენა სახელოს ნაკერის მთლ--ნობადარღვეულ უბანზე და მიმდებარედ არსებული ბიომასალის (ობ N2) გენეტიკური პროფილი შერეულ--, რომელშიც მ--–--ზ ბ------–---–ის (ობ.N3 პაკეტი წარწერით: „.. მ--–--ზ ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. მოწმის სახით დაკითხული სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ნ---- კ--–---ძის ჩვენებიდან დგინდება, რომ მის მიერ გაცემულ-- დასკვნა ბიოლოგიურ-გენეტიკური მიმართულებით, ობ. ნომერ 2-ზე შერეულ გენეტიკურ პროფილში იკვეთება მამრობითი სქესის პირის პროფილი და ობ. N2 გენეტიკური პროფილი ეკუთვნის სულ მცირე სამ პირს.

 

2019 წლის 18 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004992519 დასკვნიდან დგინდება, გამოსაკვლევად წარდგენილ „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანის საბარგულზე სანომრეს მიდამოში, გარდა კვლევით ნაწილში მითითებული კვლების, სხვა რაიმე უხეში მექანიკური ზემოქმედების კვლები არ აღენიშნება. მოწმის სახით დაკითხული სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ლ---- მ--------ძის ჩვენებიდან დგინდება, რომ მის მიერ გაცემული იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც მხარს უჭერს. დამატებით განმარტა, რომ მანქანის სანომრე ნიშნის ადგილას ხახუნის შედეგად წარმოქმნილი დაზიანება აღნიშნულ მიდამოში არ უნახავს, იგი უხეშ ზემოქმედებაში გულისხმობს მექანიკურ დაზიანებას.

 

5. ბრალდების მხარე პოლიციელზე და მის სატრანსპორტო ს-–----–ებაზე პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმის ფაქტს ადასტურებს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ------- ლ--–--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სამსახურეობრივი ქურთუკის ამოღების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, მოწმეების ვ------ა გ------–-–---–ის, ლ---- ჭ----ის, დაზარალებულ გ------- ლ--–--–---–ის, ბ----–ი თ--–-----ის, გ--- ს----------ის, ზ------ ქ--------ის, გ--- ტ------–---–ის, ს---–------ ქ--------–ის, მ------ ჭ----–---–ის, შ--–-- გ------–-–ვილის, დ----- ქ-------------ის ჩვენებებით, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ პოლიციის თანამშრომელზე გ------- ლ--–--–---–ზე და პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანაზე თავდასხმის ფაქტი.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ პოლიციელსა და მის სატრანსპორტო ს-–----–ებაზე თავდასხმის ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. იმ პირობებში როდესაც დაცვის მხარემ საქმეზე წარმოადგინა მტკიცებულებები კერძოდ ზ------ ქ--------ის, ე------ დ---–----ძის, თ----- ო-----–ვილის, ვ--–---ი ტ------–---–ის, თ----- თ----–--–---–ის, მ--- უ----–---–ის, გ------ ო-----–ვილის, მ------- რ----ის, ნ----- ბ-----–ვილის და სხვათა ჩვენებები, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულ მ--–--ზ ბ------–---–ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ (2018 წლის აპრილიდან) არაერთხელ იქნა შეჩერებული უმიზეზოდ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ხდებოდა მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს პოლიციელების ხშირი გადაადგილება, ასევე მ--–--ზ ბ------–---–ს ჩამოართვეს მართვის მოწმობა, მის მიმართ ბრალის წარდგენამდე და დაკავებამდე 1 თვით ადრე დაკავებულ იქნა შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, ხოლო სასამართლოს მიერ იგი გამართლებულ იქნა წარდგენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ფონზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა პასუხობდეს მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ--, რომ შემთხვევის ადგილზე ბრალდებულ მ--–--ზ ბ------–---–ის დაკავების დრო დაკავების ოქმის მიხედვით არის 21:10 წუთი, ბრალდების მიხედვით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტს შეესწრო ორი პოლიციელი მათ შორის ერთი არის დაზარალებული. ამასთან თავად ბრალდებულის, მასთან ავტომანქანაში მჯდომი ზ------ ქ--------ის, ბრალდებულის მეუღლის ჩვენებით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი მობილურით whatsapp მინაწერით დგინდება, რომ მ--–--ზ ბ------–---–მა მის მეუღლეს ნ----- ბ-----–ვილს 21.02 წუთზე შეატყობინა, რომ მას იჭერდნენ. ამასთან თავად შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების გ------- ლ--–--–---–ი, ლ---- ჭ-----, ვ------ა გ------–-–---–ი თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ, რომ მათ მიერ უნომრო ავტომანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლის ზ------ ქ--------ის დაკავებისა და ნარკოლოგიურში გადაყვანის მოტივით გამოძახებულ იქნა დამხმარე ჯგუფი. დამხმარე ჯგუფში მყოფი პოლიციელების ბ----–ი თ--–-----ისა და გ--- ს----------ის ჩვენებებით ასევე ვ------ა გ------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ გამოძახების შემდეგ რომელიც განხორციელდა 9 საათისთვის დამხმარე ჯგუფი ბ----–ი თ--–-----ისა და გ--- ს----------ის სახით შემთხვევის ადგილზე სოფელ ბადიაურში მივიდნენ 10-15 წუთში, თავად გ------- ლ--–--–---–ის ჩვენებიდან მანქანის გაჩერებიდან 20 წუთში დააკავებს მ--–--ზ ბ------–---–ი (შესაბამისად მაშინ უკვე მ--–--ზ ბ------–---–ი უნდა ყოფილიყო დაკავებული), ასევე ზემოაღნიშნულ პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილ-- ფაქტი იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილიდან მ--–--ზ ბ------–---–ის ავტომანქანაში მჯდომი მძღოლის ზ------ ქ--------ის გადაყვანის შემდგომ გზაში დაახლოებით 10-15 წუთის გასვლის მერე მათ გაიგეს რაციით, რომ გ------- ლ--–--–---–სა და ლ---- ჭ-----ს ესაჭიროებოდათ დახმარება, ვინაიდან მ--–--ზ ბ------–---–ი გ------- ლ--–--–---–ს და პოლიციის ავტომანქანას თავს დაესხა. ამ პირობებში მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულ მ--–--ზ ბ------–---–ის და ავტომანქანის მძღოლის ზ------ ქ--------ის ჩვენებები, რომელთა ჩვენებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ორივე მათგანი განმარტავს, რომ როდესაც მათ შეამჩნიეს პოლიციის ავტომანქანები და მოხდა მათი გაჩერება მ--–--ზ ბ------–---–მა მოასწრო შეტყობინების გაგზავნა მის მეუღლესთან, რომ იჭერდნენ (21:02სთ რაც დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით) და შემდგომ მოხდა პოლიციელების მხრიდან ყოველგვარი განმარტების გარეშე მათი დაკავება ადგილზევე. მოწმე ზ------ ქ--------- განმარტავს, რომ მოხდა მისი დაკავება ადგილზევე და შემდგომ გადაყვანა ნარკოლოგიურ კაბინეტში, რაც ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი პოლიციელების ჩვენებებითაც. ამასთან მისივე ჩვენებით დგინდება, რომ მან დაინახა მ--–--ზ ბ------–---–ი როგორ დააკავეს და რომ მას ხელბორკილები დაადეს პოლიციის თანამშრომლებმა. ამასთან საყურადღებოა ფაქტი იმისა, რომ ზ------ ქ--------ის დაკავების საფუძველი იყო მისი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ასევე არც მ--–--ზ ბ------–---–ს დაუდასტურდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ამდენად ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დამხარე ჯგუფი ბ----–ი თ--–-----ი და გ--- ს----------ე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 21:10 წუთზე, ასევე ბრალდების მხარის პოლიციელების ჩვენებებით დადგენილ--, რომ დაკავებული ზ------ ქ--------ის დამხარე ჯგუფისთვის გადაცემას, მათთვის შემთხვევის ფაქტის ახსნას დასჭირდა გარკვეული დრო, ასევე თუ მ--–--ზ ბ------–---–ი დაკავებულ ზ------ ქ--------ის წაყვანის შემდგომ ჩაიდენდა მასზე ბრალად წარდგენილ ქმედებას ამასაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა, შესაბამისად მ--–--ზ ბ------–---–ის დაკავების ოქმში დაკავების დროს 21:10 წუთი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქმეზე დაკითხულ პოლიციელების ჩვენებებთან, ასევე დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებთან. შესაბამისად მ--–--ზ ბ------–---–ზე წარდგენილი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დრო და საქმეზე დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებებში ასახული დროები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ავტომანქანის გაჩერების მიზეზს, რომლიც იყო ავტომანქანაზე ნომრის არარსებობა, მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანის შეჩერების ძირითად მიზეზზე პოლიციელების მხრიდან არ მომხდარა რეაგირება და არ შეუდგენიათ სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებული პოლიციელის გ------- ლ--–--–---–ის და აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი მოწმის ლ---- ჭ----ის ჩვენებებზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ მათ ვერ დაინახეს რომელი ხელით და რა აიღო მ--–--ზ ბ------–---–მა როდესაც დაიხარა, მხოლოდ გაიგეს მსხვრევის ხმა და ის, რომ ავტომანქანის მინა დაზიანდა. ამასთან, საკმაოდ მოზრდილი ქვა ავტომანქანაში მარჯვნივ მჯდომ გ------- ლ--–--–---–ს არ მოხვედრია და ისე ჩავარდა მის სკამთან სადაც ის იჯდა, რომ მას არ დაუნახავს. სასამართლო ვერ გაიზიარებს გ------- ლ--–--–---–ის ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ ქვით, რომ იყო ჩამტვრეული მანქანის მარჯვენა გვერდითა საქარე მინა და აღნიშნული ქვა, რომ ამოიღეს ხელის მუხრუჭთან ახლოს შეიტყო მას შემდეგ რაც მას ამის თაობაზე უთხრა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გამომძიებელმა. სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულ გ------- ლ--–--–---–ის ჩვენებას ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხულ დაცვის მოწმის ზ------ ქ--------ის და ასევე თავად პოლიციელთა ჩვენებებსაც, სადაც თავად პოლიციელი ლ---- ჭ-----, შემთხვევის ადგილზე მისული დ----- ქ-------------ე, გ--- ტ------–---–ი, შ--–-- გ------–-–ვილის ჩვენებებით დადგენილ--, რომ ბრალდებული დაკავების შემდეგ ლ---- ჭ-----სა და გ------- ლ--–--–---–ს ეჯდათ ტოიოტა ჰაილუქსის მარკის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, აღნიშნულ მანქანაში ხელის მუხრუჭის გვერდზე საკმაოდ თვალსაჩინო ადგილზე ეგდო ქვა, რომელიც საკმაოდ მოცულობითა, ამასთან შემთხვევის ადგილის ფოტოსურათების გამოკვლევის შემდეგ დაუჯერებელ-- გ------- ლ--–--–---–ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ მას ქვა არ დაუნაავს ავტომანქანაში ვინაიდან ქვა, როგორც მოწმეები მიუთითებენ ეგდო ხელის მუხრუჭის გვერდზე საკმაოდ თვალსაჩინო ადგილზე. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პოლიციელთა ჩვენებები არათანმიმდევრულ-- და ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამასთან გაურკვეველ--, რატომ არ მოხდა ბრალდებულის დაკავების დროს ოქმის ადგილზე შედგენა, როცა თავად საქმის გამომძიებელი მ------ ჭ----–---–ი განმარტავს, რომ მას შემთხვევის ადგილზე თან ჰქონდა დაკავების ოქმის შაბლონი, დაკავების ოქმით კი დგინდება, რომ ოქმი შედგენილ-- 16 მარტს 22:25 წუთზე. ამასთან თავად მ------ ჭ----–---–ი აჩვენებს, რომ მას ხელმძღვანელმა დ----- ქ-------------ემ დაახლოებით 9 საათზე სთხოვა, რომ შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად წასულიყო, და წავიდა მასთან, გ--- ტ------–---–თან და შ--–-- გ------–-–ვილთან ერთად, ხოლო თავად მოწმეები შ--–-- გ------–-–ვილის და გ--- ტ------–---–ი საკუთარ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მათთან ერთად მ------ ჭ----–---–ი არ ყოფილა და რით მივიდა შემთხვევის ადგილზე ან რამდენ ხანში არ იციან, ასევე თავის ჩვენებაში დ----- ქ-------------ემ განმარტა, რომ არ ახსოვს მ------ ჭ----–---–ი რით მივიდა შემთხვევის ადგილზე. ასევე უზუსტობაა მოწმეების ტ------–---–ის, ქ-------------ის და გ------–-–ვილის ჩვენებებში შემთხვევის ადგილზე გასვლის დროსთან დაკავშირებით. ამდენად მოწმის სახით დაკითხული პოლიციელთა ჩვენებები შემთხვევის ადგილზე გასვლის და მ--–--ზ ბ------–---–ის დაკავების დროსთან მიმართებაში ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 16.03.2019 შემთხვევის ადგილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმზე, რომელიც შეადგინა გამომძიებელმა მ------ ჭ----–---–მა, მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები ა-----– ღ-----–ვილი და ლ--–- ტ---–--–ვილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება, რომ პოლიციის ტოიოტა ჰაილუქსის მარკის ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილ იქნა შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ეზოში უარყვეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა, კერძოდ მოწმის სახით დაკითხულმა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტებმა ა-----– ღ-----–ვილმა და ლ--–- ტ---–--–ვილმა, რომელთა ჩვენებები თანმიმდევრულ--. ექსპერტემბა გადაჭრით განმარტეს, რომ მათ როცა ხელი მოაწერეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს იქ არ იყო მითითებული და ჩაწერილი, რომ ტოიოტა ჰაილუქსის ავტომანქანა დაილუქა, მათ არ დაულუქავთ ზემოაღნიშნული ავტომანქანა, არ განუხორციელებიათ ლუქებზე ხელმოწერა, ასევე ადგილზე არ უნახავთ ევაკუატორი, რის მეშვეობითაც ავტომანქანის გადაყვანა მოხდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგო----ეობას, დაუშვებელ-- და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს 16.03.2019 შემთხვევის ადგილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმს და აღნიშნული ოქმით დადგენილ გარემოებებს, ასევე არ იზიარებს გამომძიებელ მ------ ჭ----–---–ის ჩვენებას.

 

მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდებას გამოირიცხავს ასევე საქმეზე ჩატარებული არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. კერძოდ საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 25 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005166119 გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ქვაზე არ აღმოჩნდა მ--–--ზ ბ------–---–ის გენეტიკური პროფილი, ხოლო 2019 წლის 26 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005195519 დასკვნიდან დგინდება, რომ სპეცდანიშნულების ქურთუკზე, მარჯვენა სახელოს ნაკერის მთლ--ნობა დარღვეულ უბანზე და მიმდებარედ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულ-- და ეკუთვნის მინიმუმ 3 პირს, რომელშიც მ--–--ზ ბ------–---–ის (ობ.N3 პაკეტი წარწერით: „.. მ--–--ზ ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. 2019 წლის 25 ივლისის სსიპ ლ---- სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005166119 დასკვნიდან დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი FCI421611 პაკეტში (წარწერით: “ქვა ამოღებული ა/ მანქანა „ტოიოტა“ სახ. NQEQ-447-ის წინა სავარძლებს შორის ადგილიდან“) მოთავსებულ ქვის ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით არ აღენიშნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებების არათანმიმდევრულობა და შეუსაბამობები სხვა მტკიცებულებებთან თანმიმდევრობაში აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება პოლიციელების ჩვენებებში აღწერილი გარემოება რეალურ სურათს, ხოლო ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo - ს თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, რომ მ--–--ზ ბ------–---–ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ პოლიციელსა და მის სატრანსპორტო ს-–----–ებაზე თავდასხმის ფაქტი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა. შესაბამისად სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ პოლიციელსა და მის სატრანსპორტო ს-–----–ებაზე თავდასხმის ფაქტი, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ მ--–--ზ ბ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ ერთმანეთთან შეუთანხმებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მ--–--ზ ბ------–---–ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ მ--–--ზ ბ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-277-ე, 279-2-0-ე და 292-293-ე მუხლებით და,დაადგინა:

 

1. მ--–--ზ ბ------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. განემარტოს მ--–--ზ ბ------–---–ს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

3. გაუქმდეს მ--–--ზ ბ------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მ--–--ზ ბ------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ------- ლ--–--–---–ის დახეული სამსახურებრივი ქურთუკი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს,- „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სალონიდან ამოღებული ქვა განადგურდეს.

- „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით QEQ – 447 რაც დაბრუნებული აქვს კანონიერ მფლობელს დარჩეს მის მფლობელობაში.

- მ--–--ზ ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ--–---იან ბუგიანიშვილი