განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
010100119003334500
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003334500

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - რა-----–----ე

 

ბრალდებული - და-----------ია

ადვოკატი - ნუ-------------–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: და-----------ია

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 24.1--1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 61---------

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ხელვაჩაური, აღ--–-----–ის ქ. N13, ბინა N70

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1261 მუხლის 1-ლი ნაწილი

1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. და-----------ია და ნ-----------ა 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრამდე დროის პერიოდში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში ეჭვიანობისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით დაეძაბათ ურთიერთობა რა დროსაც და-----------იამ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, დაბა მა--------რი, დავით აღ--–-----–ის ქ. N13, ბინა N70 ნ-----------ას ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. და-----------ია და ნ-----------ა 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრამდე დროის პერიოდში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში ეჭვიანობისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით დაეძაბათ ურთიერთობა რა დროსაც და-----------იამ 2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, საცხოვრებელ სახლში მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, დაბა მა--------რი, დავით აღ--–-----–ის ქ. N13, ბინა N70 ნ-----------ას, არასრულწლოვანი შვილის - ალე---------------იას თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და თავის არეში რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:

 

4. 2019 წლის 07 აპრილს, მა--------რის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულ ნ-----------ას შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

5. შეტყობინების (რეგისტრაციის N887720) თანახმად, ნ-----------ა აცხადებდა, რომ მისი მეუღლე და-----------ია 2018 წლის ოქტომბრის თვემდე მასზე ახორციელებდა ძალადობას.

 

6. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მა--------რის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ედ----------–-ძის მიერ შედგენილი N008796 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, ნ-----------ას მეუღლემ და-----------იამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - და-----------იას შეეზღუდა მსხვერპლთან ნ-----------ასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.

 

7. ბრალდებულმა და-----------იამ დაადასტურა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს და 2018 წლის 20 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ) მეუღლეს ნ-----------ას, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის აღიარებითი ჩვენებით.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

9. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

1-- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

11. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ-----------ა იყო და-----------იას მეუღლე, რომელთაც ჰყავთ საერთო შვილი ალე---------------ია.

 

12. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და-----------იამ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

13. ბრალდებულმა და-----------იამ დაადასტურა, რომ 2018 წლის 20 ოქტომბერს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ-----------ას.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

15. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ და-----------ია იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში ნ-----------ასთან, რომლებსაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ალე---------------ია.

 

16. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ნ-----------ას, და-----------იას, რ----- გა-----ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და-----------იამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია და-----------იას მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ და-----------იას ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით;

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

19. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ და-----------იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

20. და-----------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

21. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

22. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ და-----------იას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და და-----------იას რესოციალიზაციისათვის.

 

23. ამასთან, და-----------იას მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული და-----------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, და-----------იას, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი