გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1012-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „თ----ი ბ---ი”
წარმომადგენელი - ს--–---ე ი-–----–---–ი
მოპასუხე - ნ---- მ-------–---–ი
დავის საგანი - საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1.1. 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6 463.18 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4 858.33 ლარი, სარგებელი-657.10 ლარი, პირგასმტეხლო-936.40 ლარი და დაზღვევა-11.35 ლარი.
1.1.2. 2019 წლის 22 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშკერულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 858.33 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 20%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს -80.97 ლარს.
1.1.3. 2019 წლის 22 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 4 858.33 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური შემცირებული პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგეს 13.11 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1 600 ლარისა.
1.1.4. 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3 127.57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 999.44 ლარი, სარგებელი- 463.13 ლარი, შემცირებული პირგსამტეხლო-665 ლარი.
1.1.5. 2019 წლის 22 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 1 999.44 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 36%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს- 59.98 ლარს.
1.1.6. 2019 წლის 22 იანვრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 1 999.44 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველთვიური შემცირებული პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს- 5.39 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 665 ლარისა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ სს „თ----ი ბ---სა“ და ნ---- მ-------–---–ს შორის 2017 წლის 09 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 6 300 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 1 457 დღე (05.02.2021 წლამდე). სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სოცოცხლის დაზღვევა, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბ---ის სასარგებლოდ.
მოპასუხემ 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის მაისის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია 3 133.97 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა - 1 441. 67 ლარი, სარგებელი- 1 434.07 ლარი, პირგასამტეხლო -70.37 ლარი, საკომისიო 136 ლარი და დაზღვევა- 51.86 ლარი.
2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 6 463. 18 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4 858.33 ლარი, სარგებელი 657. 10 ლარი, პირგასამტეხლო - 936.40 ლარი და დაზღვევა 11.35 ლარი.
2017 წლის 18 ივლისს ნ---- მ-------–---–სა და სს ,,თ----ი ბ---ს’’ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 23.07.2043 წლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18 %- ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----ი ბ---ის’’ ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%- ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის აპრილის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3 127,57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 999,44 ლარი, სარგებელი -463.13 ლარი და პირგასამტეხლო - 655 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე (მოსამზადებელ ეტაპზე) შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 2019 წლის 22 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:48:59)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, კრედიტის ძირი თანხებისა და პროცენტების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----ი ბ---სა“ და ნ---- მ-------–---–ს შორის 2017 წლის 09 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის N--------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---მა მსესხებელზე გასცა სესხი 6 300 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 1 457 დღით (05.02.2021 წლამდე).
სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბ---ის სასარგებლოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის N--------------- (ს.ფ. 38-48).
3.1.2. 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს სს „თ----ი ბ---ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება ძირითადი თანხის სახით 4 858.33 ლარი, ხოლო სარგებელი - 657. 10 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სს ,,თ----ი ბ---ის’’ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.
გადახდების ისტორია (ს.ფ. 58-59).
3.1.3. 2017 წლის 18 ივლისს ნ---- მ-------–---–სა და სს ,,თ----ი ბ---ს’’ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით . საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 23.07.2043 წლამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა -18 %- ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----ი ბ---ის’’ ბ---ომატით ათვისების და ერთი წლილ განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათ პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%- ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 49-57).
3.1.4. 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს სს „თ----ი ბ---ის“ წინაშე 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება კრედიტის ძირითადი თანხის სახით 1 999,44 ლარი, ხოლო სარგებელი - 463.13 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სს ,,თ----ი ბ---ის’’ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 67).
ამონაწერი საბ---ო ანგარიშიდან (ს.ფ. 60-66).
3.1.4. 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს სს „თ----ი ბ---ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება დაზღვევის თანხა - 11.35 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სს ,,თ----ი ბ---ის’’ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.
გადახდების ისტორია (ს.ფ. 58-59).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. მოპასუხემ სადავო გახადა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ წინაშე 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით 2017 წლის 09 თებერვალს დაიდო საბ---ო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 936.40 ლარი.
მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ წინაშე 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 1 042.2 ლარი, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს 665 ლარის დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თ----ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 411-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს “თ----ი ბ---სა” და ნ---- მ-------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები. დადგენილია, რომ მსესხებელს ნ---- მ-------–---–ს ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება.
ამდენად, სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის თანხები, კერძოდ 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 858.33 ლარის, ხოლო 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1994,44 ლარის დაბრუნება. კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის 11.35 ლარის გადახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, კრედიტორი სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდევინება. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ნ---- მ-------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 657.10 ლარისა და 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 463.13 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხებისა და სარგებელის, ჯამურად 7978 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბ---ი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბ---ო კრედიტისთვის არის კრედიტის ფასი. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბ---ს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. მიუღებელ შემოსავლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი მიიჩნევს იმ მოგებას, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. 872-ე მუხლი კრედიტის ადრე დაბრუნებისათვის ზიანის ანაზღაურებას განსაზღვრავს, თუმცა ამ მუხლში ასახული მიუღებელი შემოსავლის ცნება ანალოგიით უნდა გავავრცელოთ საბ---ო კრედიტის სხვა მუხლებზეც.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით აღსრულებამდე 20%-სა და 36%-ის დაკისრების ნაწილში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებას და მიუღებელი შემოსავლის სახით მას ადგება ზიანი, სადავოობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა უნდა იყოს დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი განმარტავს - სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყოსამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. (იხ.სუსგ №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economicloss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, რადგანაც მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას ზიანის მიყენების ფაქტზე, თუმცა ზიანის ოდენობა - აღსრულებამდე 20% ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში 36%, არ არის დასაბუთებული. სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, ასევე საკრედიტო დაწესებულების საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბ---ის რეგულაციების გათვალისწინებით ყოველწლიურად საპროცენტო განაკვეთები განიცდის ცვლილებებს. შესაბამისად, წლების მანძილზე (აღსრულებამდე) ფიქსირებულად ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლის მიღება, როგორსაც ითხოვს მოსარჩელე უნდა იყოს დასაბუთებული და ამავდროულად დადასტურებული მოსარჩელის მიერ.
მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება რომელიც მოსარჩელის შემოსავლის (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობების გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის შესაბამისი წლიური 36%-ისა (2017 წლის 18 ივლისის ხელშეკრულება) და 20%-ის (2017 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულება) ოდენობით. სს ”თ----ი ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში, შესაბამისად, მოვალეს ნ---- მ-------–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ 2017 წლის 09 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 2019 წლის 22 იანვრიდან აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 05 თებერვლამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე) ძირ თანხაზე - 4 858.33 ლარზე წლიური 20% სარგებლის გადახდა; რაც შეეხება 2017 წლის 18 ივლისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით 36%-ის დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი უნდა დაეკისროს მოპასუხეს ძირ თანხაზე - 1 999.44 ლარზე 2019 წლის 22 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური სარგებლის - 36%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1 წლის ვადით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა 2017 წლის 9 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს და ნაცვლად 936,40 ლარისა, უნდა განისაზღვროს 700 ლარით, ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-4858,33 ლარზე, 2019 წლის 22 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%, არაუმეტეს 1600,00 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 700 ლარით; პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა 2017 წლის 18 ივლისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს და ნაცვლად 665 ლარისა, უნდა განისაზღვროს 300 ლარით, ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-1999,44 ლარზე, 2019 წლის 22 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,27%, არაუმეტეს 665,00 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 300 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს 600,89 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო 7978 ლარის ნაწილში, რა ოდენობის შესაბამისი ბაჟი - 239,34 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 4704,66 ლარით რა ოდენობის შესაბამისი ბაჟი - 141.14 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 220,41 ლარის გადახდა.
მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილ 50 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯი - მოთხოვნილი 500 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----ი ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს სს ,,თ----ი ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 9 თებერვლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6 226.78 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4 858. 33 ლარი, სარგებელი - 657.10 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი და დაზღვევა -11.35 ლარი.
3. მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს სს ,, თ----ი ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 22 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2021 წლის 05 თებერვლისა, 2017 წლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 858.33 ლარზე წლიური 20% სარგებლის გადახდა.
4. მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 22 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირ თანხაზე - 4 858.33 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.27 %-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 700 ლარისა.
5. მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 762 .57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 999.44 ლარი, პროცენტი - 463.13 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი.
6. მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 22 იანვრიდან ძირ თანხაზე - 1 999.44 ლარზე წლიური სარგებლის 36%-ის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
7. მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 22 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირ თანხაზე - 1 999.44 ლარზე პირგასამტეხლო - ყოველდღიური 0.27% გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე მაგრამ არა უმეტეს - 300 ლარისა.
8. მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2019 წლის 22 იანვრის №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 600,89 ლარიდან - 380,48 ლარი.
9. დაეკისროს მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების მიზნით - 220,41 ლარის გადახდა.
10. ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარისა და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება.
11. ნ---- მ-------–---–ს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე