განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2019
საქმის ნომერი
330100119003126427
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3575-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

05 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გრიგოლ ნიშნიანიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - კ---- ს----------- ა-----–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ჭ--------------–---------------–-), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ა-----------------–ი

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი და გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ა) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა; გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ---- ა-----–---–ი თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის ყოფილ მეუღლეს - დ---- ა-----ას, კერძოდ, ცემდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ამცირებდა მუდმივად, აგინებდა და ლანძღავდა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

 

1.2. კ---- ა-----–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს - დ---- ა-----ას უთვალთვალებდა უკანონოდ, კერძოდ, ხვდებოდა საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ. თბილისში, ყი--–--------------, ასევე უნივერსიტეტთან, სამარშრუტო ტაქსებით სიარულის დროს მუდამ თან დაყვებოდა და აკონტროლებდა მის ნებისმიერ მოქმედებას. კ---- ა-----–---–ი არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას დ---- ა-----ას, რითაც აყენებდა ამ უკანასკნელს ფსიქიკურ ტანჯვას.

 

1.3. 2019 წლის მაისში კ---- ა-----–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს დ---- ა-----ას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაასახიჩრებდა, რის შედეგადაც დ---- ა-----ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - კ---- ა-----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ---- ა-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულის ახლო ნათესავებმა - ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ - დაზარალებულმა დ---- ა-----ამ, ასევე დაზარალებულის დამ მ----- ა-----ამ გამოიყენეს კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

3.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ----- რ-----ამ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, ყი--–--------------/2, ბ-------ში, შვილებთან - დ---- და მ----- ა-----ებთან და შვილიშვილებთან ერთად. 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, მისი შვილი დ---- ა-----ა, ოჯახთან შეუთანხმებლად, ცოლად გაჰყვა კ---- ა-----–---–ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა 2014 წლის აპრილის თვემდე - კ---- ა-----–---–ის დაკავებამდე. საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ - 2015 წლის აპრილის თვიდან ისინი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. საბოლოოდ კი ერთმანეთს დაშორდნენ 2015 წლის ნოემბრის თვეში და მას შემდეგ დ---- ა-----ა შვილებთან ერთად ცხოვრობს მასთან და მის შვილთან - მ----- ა-----ასთან ერთად. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ არ შესწრებია მის შვილს - დ---- ა-----ას და კ---- ა-----–---–ს შორის რაიმე სახის კონფლიქტს. დ---- ა-----ას და კ---- ა-----–---–ის ერთად ცხოვრების პერიოდში შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია (არ იცოდა მათი საცხოვრებელი ადგილი), მათ შორის არ ჰქონია სატელეფონო კომუნიკაცია, შესაბამისად, არ იცოდა მათ შორის არსებული რაიმე კონფლიქტის შესახებ. მოგვიანებით მისი შვილისგან - დ---- ა-----ასგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ კ---- ა-----–---–ი ეჭვიანობდა მასზე, რის გამოც თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტი, ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც კ---- ა-----–---–მა საჯარო ადგილას „სახეში შემოულაწუნა“, რის გამოც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. დ---- ა-----ამ ასევე უთხრა, რომ ქ. თბილისში, ა-–--------–- ნათესავთან ცხოვრების დროს, კ---- ა-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც იგი იყო იმდენად ცუდად, რომ მის შვილებს ნათესავი ქალბატონი უვლიდა. მას შემდეგ კი, რაც მისი შვილი დ---- ა-----ა მასთან გადავიდა საცხოვრებლად, ასევე დ---- ა-----ასგან შეიტყო, რომ კ---- ა-----–---–ი ყველგან - საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, უნივერსიტეტში, ბავშვების სკოლაში და ბაღში წაყვანისას და სხვაგან, ხვდებოდა და უთვალთვალებდა. თავადაც ხშირად ხედავდა ხოლმე კ---- ა-----–---–ს მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, თუმცა ამ უკანასკნელისა და დ---- ა-----ას შორის რაიმე კონფლიქტი არ დაუნახავს. ამასთან, იმის გამო, რომ დ---- ა-----ას ყოფილი მეუღლე კორპუსის ეზოში და უნივერსიტეტში ხვდებოდა ხოლმე, იყო შემთხვევები, იგი თვითონ აცილებდა დ----ს უნივერსიტეტში, ხოლო უნივერსიტეტიდან მისი მეგობრები აცილებდნენ ხოლმე. მეზობლებსაც უთქვამთ, რომ მის შვილს ზოგჯერ ფხიზელ, ზოგჯერ კი არაფხიზელ მდგომარეობაში ხვდებოდა ხოლმე კ---- ა-----–---–ი, რომელიც კედელთან მოიმწყვდევდა ხოლმე მის შვილს და ისე ელაპარაკება. მოწმის განმარტებით, კ---- ა-----–---–ის დახვედრების და თვალთვალის გამო მისი შვილი იყო ძალიან დაშინებული და დათრგუნული.

3.3. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით დ---- ა-----აზე განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია დ---- ა-----ას ფსიქოლოგიური ტანჯვა.

3.4. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა ეფუძნება სისხლის სამართლის საქმის მასალების, დ---- ა-----ას მიერ საექსპერტო კვლევის ფორმატში გადმოცემული ინფორმაციის და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური ტესტირების შეჯერების შედეგებს. მისივე განმარტებით საექსპერტო კვლევის ფორმატში გასაუბრებისას გამოსაკვლევმა პირმა - დ---- ა-----ამ გარემოებები აღწერა გამოკითხვის ოქმში არსებულის ანალოგიურად, კერძოდ, დ---- ა-----ას განმარტებით: კ---- ა-----–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, დახვედრას, შანტაჟს, მუქარას. მუდმივად იყო დაძაბული, ჰქონდა საფრთხის შეგრძნება, შეიცვალა ცხოვრების წესი, თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებოდა იმის შიშით, რომ კ---- ა-----–---–ი დახვდებოდა, დაემუქრებოდა, შეურაცხყოფას მიაყენებდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დ---- ა-----ამ კონფლიქტში ჩართულ მხარედ დაასახელა ყოფილი მეუღლე - კ---- ა-----–---–ი, ხოლო ამ უკანასკნელიდან გამომდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეებად დაასახელა აგრეთვე ოჯახის სხვა წევრებიც, შესაბამისად, დ---- ა-----ას შინაგანი კონფლიქტი ჰქონდა ოჯახის სხვა წევრებთანაც მიმართებით, თუმცა, ამის მიზეზად დაასახელა ბრალდებული.

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პ------–------------–--ის გამომძიებელმა ლ---- თ-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 11 ივნისს დაიწყო გამოძიება კ---- ა-----–---–ის მიერ ყოფილ მეუღლეზე - დ---- ა-----აზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები - გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ბრალი წარუდგინა ბრალდებულს და სხვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების/საპროცესო დოკუმენტების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

3.6. ბრალდებულმა კ---- ა-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ დ---- ა-----ას მიმართ ძალადობას, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, მუქარას ან თვალთვალს ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის მიმართ ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოწვეული იყო არა მისი ქმედებებით, არამედ დ---- ა-----ას დედის და დის ქმედებებით, რომლებსაც იგი სიძედ არ მოსწონდათ და დ---- ა-----ას აიძულებდნენ რომ მასთან ურთიერთობა გაეწყვიტა. სწორედ მათი მოწოდება გახდა მის წინააღმდეგ დ---- ა-----ას მხრიდან პოლიციის განყოფილებაში განცხადების შეტანის საფუძველი.

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, მოწმე ნ---- ხ---------ის 2019 წლის 19 ივნისის გამოკითხვის ოქმი - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც აღნიშნული გამოკითხვის ოქმი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.8. მოწმე ნ---- ხ---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ყი--–-------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილი აქვს და ამუშავებს სოფლის ნ-------- მაღაზიას. იგი იცნობს იქვე მცხოვრებ ნ----- რ-----ას და მის შვილებს დ---- და მ----- ა-----ებს. 2019 წლის მაისის ბოლოს იგი შეესწრო შემთხვევას, როდესაც ნ----- რ-----ა „სიტყვიერი ლანძღვით“ ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით მიმართავდა მისი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ მისთვის უცნობ მამაკაცს, რაზეც ამ უკანასკნელმა უჩუმრად დატოვა ტერიტორია. შემდეგ ნ----- რ-----ამ უთხრა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო მისი შვილის დ---- ა-----ას ყოფილი მეუღლე. გარდა ზემოაღნიშნული ინციდენტისა, სხვა ფაქტს იგი არ შესწრებია, ასევე, იგი არ შესწრებია დ---- ა-----ას მიმართ მუქარის ან სხვა რაიმე კონფლიქტის ფაქტს.

3.9. 2019 წლის 11 ივნისის #------ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, მოძალადე კ---- ა-----–---–ს მსხვერპლის დ---- ა-----ას მიმართ აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ვინაიდან დაახლოებით 2019 წლის 20 მაისს, სავარაუდო მოძალადემ - კ---- ა-----–---–მა ყოფილ მეუღლეს - დ---- ა-----ას არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ასევე, 2015 წელს კ---- ა-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც არ განუცხადებია პოლიციაში. დ---- ა-----ას განმარტებით, კ---- ა-----–---–მა იცის მისი გრაფიკი და აკონტროლებს მის გადაადგილებას. ასევე კ---- ა-----–---–ი ცხადდება მის საცხოვრებელ ადგილთან და უთვალთვალებს. მოძალადე მიდრეკილია ალკოჰოლური საშუალების მოხმარებისკენ და აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

3.10. 2019 წლის 19 ივნისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უფროსმა გამომძიებელმა ლ---- თ-----–---–მა, დაათვალიერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზაში არსებული კ---- ს----------- ა-----–---–ის (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 0----------) პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ კ---- ს----------- ა-----–---–ი დაბადებული (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 0----------), რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ---- ვ-------ის ასულ ა-----ასთან (დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 6----------) აღნიშნული ქორწინების თარიღად მითითებულია 2--------- წელი, ხოლო განქორწინების თარიღად მითითებულია 1--------- წელი. აღნიშნულ ბაზაში, კ---- ა-----–---–ის მიმართ ფიქსირდება 4 (ოთხი) შემაკავებელი ორდერი, კერძოდ: 1) 2017 წლის 15 თებერვლის #------ შემაკავებელი ორდერი (შედგენის საფუძველი დ---- ა-----ას #------ განცხადება, რომლის თანახმად იგი ყოფილი მეუღლისგან განიცდის სხვადასხვა სახის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ძალადობას) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ; 2) 2018 წლის 17 ოქტომბრის #------ შემაკავებელი ორდერი (შედგენის საფუძველი მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) და 2018 წლის 17 ოქტომბრის #------ შემაკავებელი ორდერის ოქმი; 3) 2018 წლის 17 ოქტომბრის #------ შემაკავებელი ორდერი (საფუძველი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) და 2018 წლის 17 ოქტომბრის #------ შემაკავებელი ორდერის ოქმი; 4) 2019 წლის 11 ივნისის #------ შემაკავებელი ორდერი და 2019 წლის 11 ივნისის #------ შემაკავებელი ორდერის ოქმი;

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ა-----ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ა-----ანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

3.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ა-----ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ა-----ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ა-----ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიჩნია, რომ განაჩენის 1.1.,1.2. და 1.3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ა-----ანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

4.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ა-----ანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება 111 მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, 111 მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

4.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ა-----ანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

4.7. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

 

4.8. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მაისის კანონით, ძალაში კი შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად, დროში განგრძობადად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან, უფლება იცხოვროს მშვიდ, მყუდრო გარემოში. ნორმა იცავს ა-----ანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამდენად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. ამასთან, თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს სისტემატურად, დროის მცირე ინტერვალის დაშორებით მინიმუმ სამჯერ მაინც. ამასთან, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი/გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.

4.10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ა-----ანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება #251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #276აპ-17 საქმეზე).

4.11. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელ----ტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა კ---- ა-----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა კ---- ა-----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულმა დ---- ა-----ამ ისარგებლა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცა ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება. იგივე უფლებით ისარგებლა დაზარალებულის დამ - მ----- ა-----ამ, ხოლო ბრალდებულმა კ---- ა-----–---–მა კატეგორიულად უარყო ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც კონფლიქტის მონაწილე პირებიდან ერთმა პირმა არ მისცა სასამართლოს ჩვენება, ხოლო მეორემ უარყო ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ორი ირიბი მოწმის ჩვენება, კერძოდ: 1. დაზარალებულის დედის ნ----- რ-----ას ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი უშუალოდ არ შესწრებია მისი შვილის დ---- ა-----ას და კ---- ა-----–---–ს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, თუმცა დ---- ა-----ასგან იცის, რომ თანაცხოვრების პერიოდში კ---- ა-----–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ხოლო განქორწინების შემდეგ ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, უნივერსიტეტში და იმ ადგილებში, სადაც დ--- ა-----ა დადიოდა, დახვედრას და თვალთვალს, რის გამოც მისი შვილი იყო შეშინებული; 2. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირის - ექსპერტ მ------ მ-----–---–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და სასამართლოს მიაწოდა გამოსაკვლევი პირის - დ---- ა-----ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კ---- ა-----–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, დახვედრას, შანტაჟს, მუქარას. მუდმივად იყო დაძაბული, ჰქონდა საფრთხის შეგრძნება, რის გამოც შეიცვალა ცხოვრების წესი, თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებოდა იმის შიშით, რომ კ---- ა-----–---–ი დახვდებოდა, დაემუქრებოდა, შეურაცხყოფას მიაყენებდა. დაზარალებულ დ---- ა-----ას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ემყარება აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერები და შესაბამისი ოქმები.

4.12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ემყარება მხოლოდ ერთი წყაროდან - დაზარალებულ დ---- ა-----ასგან მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ვერ გადამოწმდა თავად პირველწყაროსთან, შესაბამისად, ნაკლებია აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.

4.13 რაც შეეხება უდავოდ ცნობილ ნ---- ხ---------ის გამოკითხვის ოქმს, აღნიშნული მტკიცებულება არ არის საქმისათვის რელ----ტური, რამდენადაც ნ---- ხ---------ის ინფორმაციით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2019 წლის მაისის თვეში კ---- ა-----–---–ი იმყოფებოდა დ---- ა-----ას საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რაც ცალკე აღებული დანაშაულს არ წარმოადგენს თუ მას კონკრეტული უკანონო ქმედებები არ ახლავს, ხოლო მოწმე ნ---- ხ---------ის თქმით, კ---- ა-----–---–ის მხრიდან განხორციელებულ რაიმე უკანონო/კონფლიქტურ ფაქტებს იგი არ შესწრებია.

4.14 სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით დ---- ა-----აზე განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია დ---- ა-----ას ფსიქოლოგიური ტანჯვა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა დასკვნამდე მივიდა ექსპერტი დაზარალებულთან გასაუბრების დროს, არამედ უპირველეს ყოვლისა ის, თუ რამდენად სწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა ექსპერტს, ანუ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს. სწორედ დ---- ა-----ას მიერ გამოძიებისათვის და მათ შორის ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

4.15. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გაანალიზების შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს კ---- ა-----–---–ის ბრალეულობაში მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებში, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---- ა-----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ---- ა-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. კ---- ა-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. კ---- ა-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გაუქმდეს კ---- ა-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

5. გამართლებულ - კ---- ა-----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე