გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310019002969275 (3/81-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.11.2019 ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სსიპ და–--------–-–-------------------ი
წარმომადგენელი მი--------------–-ა
მოპასუხე შპს ,,მი----------“
წარმომადგენელი / დირექტორი თე----------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,მი----------სთვის“ 290,23 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის მტკიცებით, სსიპ და–--------–-–-------------------ი შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დაცვის მომსახურებას უწევდა მოპასუხეს, რომლის ღირებულება სრულად არ არის გადახდილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 01.11.2017 წ დაიდო ხელშეკრულება შსს სსიპ და–--------–-–-------------------ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს მი---------ს შორის.
3.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადასახდელი აქვს 290,23 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია – მოპასუხემ ცნო მოთხოვნა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი და მე–3 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, 131–ე, 208–ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131–ე მუხლის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მოთხოვნა და ცნო სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი, ხოლო 208–ე მუხლის მე–3 ნაწილით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 1. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
2. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი (საგადასახადო მოთხოვნა #290896 (დამტკიცებულია ხაზინაში) სახაზინო კოდი 300823150), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე–2 ნაწილის დანაწესებით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე და 368-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,მი---------ს“ სსიპ და–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 290,23 ლარი
3. სსიპ და–--------–-–-------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 100 ლარი (საგადასახადო მოთხოვნა #290896 (დამტკიცებულია ხაზინაში) სახაზინო კოდი 300823150).
4. გადაწყვეტილება შეძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა #32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ.# 12) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების მომენტიდან.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა