გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №411210018002713987
საქმე №2/264-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.12.2019 წელი, ქ. ლაგოდეხი
შესავალი ნაწილი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - ეთ--- აბუ-–-–---–ი
წარმომადგენელი - გე-–- ნუ----–---–ი
მოპასუხე - ვა---– შა---ე
წარმომადგენელი - ნი-------------ე
დავის საგანი - განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
2018 წლის 05 ნოემბერს, ეთ--- აბუ-–-–---–მა სარჩელით მომართა სასამართლოს, მოპასუხე ვა---– შა---ის მიმართ, განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და პირადი ნვთების დაბრუნების მოთხოვნით. სარჩელში მითითებულია, რომ ეთ--- აბუ-–-–---–ი და ვა---– შა---ე ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 25 ნოემბრიდან. მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ და ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხეს ჰყავს სხვა ოჯახი. ამიტომ მოსარჩელემ ითხოვა ქორწინების შეწყვეტა შერიგების ვადის დანიშვნის გარეშე.
მეუღლეებს, 2006 წლის 12 დეკემბერს, შეეძინათ შვილი - ნი----–--ზ შა---ე. მოპასუხე არ ასრულებს მის მიმართ საალიმენტო ვალდებულებას. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მის მშობლებთან ერთად, მოპასუხესთან კი დარჩენილია მისი სხვადასხვა პირადი ნივთები, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2019 წლის 05 ნოემბერს, მხარეებს შორის მიღწეული იქნა მორიგება ალიმენტისა და ნივთების დაბრუნების ნაწილში და მხარეებს შერიგების მიზნით მიეცათ ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ეთ--- აბუ-–-–---–ი და ვა---– შა---ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 25 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19).
3.1.2. მხარეები სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შერიგების ვადის განმავლობაში არ შერიგებულან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ეთ--- აბუ-–-–---–ი და ვა---– შა---ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მათი შერიგება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელემ ქორწინების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მეუღლეები, ხასიათის შეუთავსებლობის გამო, დაშორდნენ და წლებია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
მოპასუხე ვა---–ი შა---ემ სარჩელი არ ცნო, თუმცა, საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მეუღლეებს ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეწყვეტილი აქვთ.
სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობით მეუღლეებს განუსსაზღვრა შერიგების 6-თვიანი ვადა, თუმცა ისინი ამ ვადის განმავლობაში არ შერიგებულან.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. კანონის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, მაგრამ თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ქორწინება უნდა შეწყდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებითაც დადგინდა, რომ მეუღლეთა ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ მხარეთა შორის ქორწინება უნდა შეწყდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
აღნიშნული კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მეუღლეთა ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ მხარეთა შორის ქორწინება უნდა შეწყდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
აღნიშნული კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეებია საოჯახო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
ამდენად, განსახილველ საქმეზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რაც მოსარჩელეს გადახდილი აქვს (ქვითარი (დედანი) ერთვის საქმეს), ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-258-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეთ--- აბუ-–-–---–ის (პ/ნ 2----------) სარჩელი მოპასუხე ვა---– შა---ის (პ/ნ 2----------) მიმართ, ქორწინების შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდეს:
1.1. შეწყდეს ეთ--- აბუ-–-–---–ს (პ/ნ 2----------) და ვა---– შა---ეს (პ/ნ 2----------) შორის 2006 წლის 25 ნოემბერს სრს ლაგოდეხის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №0074566).
1.2. ვა---– შა---ეს (პ/ნ 2----------) ეთ--- აბუ-–-–---–ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროსმის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზრაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე