გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/6539-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელე - ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ა
წარმომადგენელი - თ--------–--------ი
მოპასუხე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გასცეს ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ის 2019 წლის 3 ივლისის წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2019 წლის 3 ივლისს ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა: შპს ი----------------ი ახორციელებს მიუსაფარი ძაღლების იზოლირებას საჩხერის, ჭიათურის, ბორჯომისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ვინაიდან ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირი შპს ი----------------ი მათ ორგანიზაციას არ აძლევდა უფლებას განეხორციელებინათ შესწავლა, მონიტორინგი და შეფასება მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამისა, განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს სთხოვდა კანონით დადგენილ ვადაში შეესწავლათ შემდეგი საკითხები და ეცნობებინათ მათთვის, ხოლო ასლები გადაეგზავნათ წერილში მოყვანილ სხვა ადრესატებთან. განმცხადებელი ასევე ითხოვდა, ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა შემდეგი:
1. შპს ი----------------ის მიერ 2019 წლის 23 მაისს ჭიათურიდან გადაყვანილ 23 ერთეულ ძაღლს (ან მათ ნაწილს და რამდენ მათგანს) ჩაუტარდა თუ არა სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია (რა სახის ვაქცინაცია) და იდენტიფიკაცია, კონკრეტულად, რომელიც ვეტერინარი ექიმის მიერ იქნა ჩატარებული ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურებები; ასევე არსებობს და ინახება თუ არა დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც სრულყოფილად დაადასტურებს აღნიშნულს; ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს ეთხოვა, შეესწავლა და განემარტა რა ბედი ეწია აღნიშნულ ძაღლებს და სად იმყოფებიან ისინი;
2. შპს ი----------------ის მიერ 2019 წლის 11 ივნისს ჭიათურიდან გადაყვანილ 17 ერთეულ ძაღლს (ან მათ ნაწილს და რამდენ მათგანს) ჩაუტარდა თუ არა სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია (რა სახის ვაქცინაცია) და იდენტიფიკაცია, კონკრეტულად რომელი ვეტერინარი ექიმის მიერ იქნა ჩატარებული ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურებები; ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა არსებობს და ინახება თუ არა დოკუმენტური მტკიცებულებები რაც სრულყოფილად დაადასტურებს აღნიშნულს; ასევე შეესწავლა და ეცნობებინა რა ბედი ეწია აღნიშნულ ძაღლებს და სად იმყოფებიან ისინი;
3. შპს ი----------------ის მიერ 2019 წლის 27 ივნისს ჭიათურიდან გადაყვანილ 15 ერთეულ ძაღლს (ან მათ ნაწილს და რამდენ მათგანს) ჩაუტარდა თუ არა სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია (რა სახის ვაქცინაცია) და იდენტიფიკაცია, კონკრეტულად რომელი ვეტერინარი ექიმის მიერ იქნა ჩატარებული ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურებები; ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა არსებობს და ინახება თუ არა დოკუმენტური მტკიცებულებები რაც სრულყოფილად დაადასტურებს აღნიშნულს; ასევე შეესწავლა და ეცნობებინა რა ბედი ეწია აღნიშნულ ძაღლებს და სად იმყოფებიან ისინი;
4. შპს ი----------------ის მიერ 2019 წლის 25 მაისს ზუგდიდიდან გადაყვანილ 27 ერთეულ ძაღლს (ან მათ ნაწილს და რამდენ მათგანს) ჩაუტარდა თუ არა სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია (რა სახის ვაქცინაცია) და იდენტიფიკაცია, კონკრეტულად რომელი ვეტერინარი ექიმის მიერ იქნა ჩატარებული ქირურგიული და სნვა ვეტერინარული მომსახურებები; ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა არსებობს და ინახება თუ არა დოკუმენტური მტკიცებულებები რაც სრულყოფილად დაადასტურებდა აღნიშნულს; ასევე შეესწავლა და ეცნობებინა რა ბედი ეწია აღნიშნულ ძაღლებს და სად იმყოფებიან ისინი;
5. შპს ი----------------ის მიერ 2019 წლის 7 ივნისს ზუგდიდიდან გადაყვანილ 25 ერთეულ ძაღლს (ან მათ ნაწილს და რამდენ მათგანს) ჩაუტარდა თუ არა სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია (რა სანის ვაქცინაცია) და იდენტიფიკაცია, კონკრეტულად რომელი ვეტერინარი ექიმის მიერ იქნა ჩატარებული ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურებები; ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა არსებობს და ინახება თუ არა დოკუმენტური მტკიცებულებები რაც სრულყოფილად დაადასტურებდა აღნიშნულს; ასევე შეესწავლა და ეცნობებინა რა ბედი ეწია აღნიშნულ ძაღლებს და სად იმყოფებიან ისინი;
6. შპს ი----------------ის მიერ 2019 წლის 12 ივნისს ბორჯომიდან გადაყვანილ 35 ერთეულ ძაღლს (ან მათ ნაწილს და რამდენ მათგანს) ჩაუტარდა თუ არა სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია (რა სახის ვაქცინაცია) და იდენტიფიკაცია, კონკრეტულად რომელი ვეტერინარი ექიმის მიერ იქნა ჩატარებული ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურებები; ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს ეთხოვა, ეცნობებინა არსებობს და ინახება თუ არა დოკუმენტური მტკიცებულებები რაც სრულყოფილად დაადასტურებდა აღნიშნულს; ასევე შეესწავლა და ეცნობებინა რა ბედი ეწია აღნიშნულ ძაღლებს და სად იმყოფებიან ისინი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ის 2019 წლის 3 ივლისის განცხადება (ს.ფ. 52-55);
3.2. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისის №------- წერილით ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ას 2019 წლის 3 ივლისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მ/წ 08, 12 და 15 ივლისს, ქ. ქ-------------------- რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები არაგეგმიური ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდნენ შპს ი----------------ის კუთვნილ თაშესაფარში (ს.კ. 4--------, ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქ--------------------------–---------–--------------–-----–---––-----–-----------------–--------). ვინაიდან შპს ი----------------ის უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა ადგილზე არაგეგმიური ინსპექტირება ვერ განხორციელდა. ასევე განმცხადებელს ეცნობა, რომ წერილში მითითებულ მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ წერილი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ მიუსაფარი ცხოველების კონტროლი თავშესაფართან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის №---------- წერილით ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ას 2019 წლის 3 ივლისის განცხადებისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საინფორმაციო სამსახურში 2019 წლის 6 ივლისს დაფიქსირებულ სატელეფონო შეტყობინებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ იმერეთის სამმართველოს 19 ივლისის №---------- დავალების საფუძველზე განხორციელდა არაგეგმიური ინსპექტირება. შემოწმებისას სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. განცხადების ავტორს დანართის სახით გაეგზავნა მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტაცია 23 გვერდად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისის №------- წერილი (ს.ფ.56-57);
- სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 24 ივლისის №---------- წერილი, დანართით (ს.ფ. 58-115);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებით დამტკიცებული ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) არის საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; ამავე მუხლის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; ამავე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კონტროლი არის უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ამავე კოდექსის მე-182 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები; ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ.კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია ვეტერინარიის სფეროში: ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია;
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებით დამტკიცებული ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცხოველთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ვეტერინარმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია: „ბ.ა“ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება; „ბ.გ“ ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება; „ბ.ზ“ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. „ბ.კ“ ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია; ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა;
სასამართლო აღნიშნავს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს იმ ბიზნესოპერატორების კონრტროლს, რომლებიც, თავის მხრივ, ვეტერინარიის სფეროში ოპერირებენ შესაბამის თავშესაფრებს და ვალდებული არიან დაიცვან ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიწისზედა და წყლის ცხოველების კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ასევე, თავად სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობა. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ის განცხადების საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისის №------- და 2019 წლის 24 ივლისის №---------- წერილებით ეცნობა განმცხადებელს. მასვე გაეგზავნა ბიზნესოპერატორის კონტროლის შედეგად შექმნილი ინსპექტირების აქტები, ასევე ბიზნესოპერატორის მიერ ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაცია/კასტრაცია/ ვაქცინაციის თაობაზე შექმნილი დოკუმენტაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია მასთან დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის გაცემაზე. ის ფაქტი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ არასრულად არის წარმოებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაჭერილი და სტერილიზაცია/კასტრაცია/ვაქცინაციის პროცედურების ამსახველი დოკუმენტაცია, არ ქმნის სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ისეთი დოკუმენტაცია, რაც მის მიერ არ შექმნილა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში არ მოიპოვება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რისი გაცემის ვალდებულებაც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ექნებოდა.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლით განისაზღვრება ამ კატეგორიის სარჩელის დაკმაყოფილების პირობები: თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე მხარემ გასცა შემოწმების ფარგლებში მოპოვებული, მოსარჩელისათვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. სხვა სახის დოკუმენტაციას ხსენებული ადმინისტრაციული ორგანო არ ფლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მოსარჩელეს გადასცეს სხვა რაიმე ინფორმაცია, რომელიც მას 03.07.2019 წლის წერილით ჰქონდა მოთხოვნილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 24-ე, 331, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ ს----------–----–------–-------–-------------–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა)
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე