გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36842-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „მ---- ე----- კ--------ი“
წარმომადგენელი - ნ--ო ბ------–---–ი
მოპასუხეები - ი---–-ა დ-------, ი-–-- ხ----–--ე
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერი-–--ბითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის ი---–-ა დ-------სა და ი-–-- ხ----–--ისათვის შპს "მ---- ე----- კ--------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის 3853.49 ლარის, სარგებლის - 3398.1 ლარის, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის - 100 ლარის, სულ: 7351.59 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 21 მაისს ი---–-ა დ-------სა და შპს "მ---- ე----- კ--------"-ს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს თვეში 5.5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 11 000 ლარ. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - “B-- 3--”. წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხე ი-–-- ხ----–--ემ - 43 500 ლარამდე იკისრა სოლიდარული თავდებობა.
2017 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა - 9 800 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად გახორციელდა შემდეგნაირად: 504 ლარი – სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; 2149 49 ლარი – სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 7146.51 ლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეებს შპს „მ---- ე----- კ--------ი“-ს მიმართ სოლიდარულად ერიცხებოდათ სესხის ძირითადი თანხა - 11 000 ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მათ კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა - 3 853.49 ლარის ოდენობით რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5.5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე გასული 16 თვე (19.08.2017-19.12.2018) და 1 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს - 3 398.1 ლარს (211.94X16 + 1 დღის სარგებელი 7.06 ლარი).
ავტომობილის მოსალოდნელი რეალიზაციაში ჩასართავად და მისი მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის მიზნით 2017 წლის 19 ივლისსა და 2017 წლის 25 ივლისს მსესხებელს გაეგზავნა წერი-–--ბითი და ელექტრონული შეტყობინებები.
სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 21 ნოემბერს წერი-–--ბითი შეტყობინება გაეგზავნათ მოპასუხეებს და მიეცათ დამატებითი ვადაც, თუმცა, ცნობილ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
მოპასუხეებს 2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით შპს "მ---- ე----- კ--------ი"-ს სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება ჯამში - 7 351.59 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი-–-- ხ----–--ემ წერი-–--ბით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
მოპასუხე ი---–-ა დ-------ს წერი-–--ბითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის პირველ მაისს შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და ი---–-ა დ-------ს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №----------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეებს შორის იმავე დღეს გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №-----------. შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 5.5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით (მე-3 პუნქტი) გადასცა სესხი - 11 000 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სესხის სარგებელს - 709.00 ლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
გენერალური ხელშეკრულების 3.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე: გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 12 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვარისა. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
ხელშეკრულებები (ს.ფ. 18-26).
3.1.2. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილება ხორციელდებოდა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამსესხებელი უფლებამოსილი იყო საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა „ა)“, „ბ)“, „გ)“, ან „დ)“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე უფლება:
ა) გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი (ავტომობილი გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში), რა დროსაც მოგირავნე უფლებამოსილი იყო უპირობოდ განცხადებით მიემართა მომსახურების სააგენტოსათვის და დაერეგისტრირებინა ავტომობილზე თავისი საკუთრების უფლება;
ბ) მოეთხოვა და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაესხვისებინა გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე);
გ) მოეთხოვა და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით;
დ) განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24).
3.1.3. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშობოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24).
3.1.4. ი---–-ა დ-------ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის პირველ მაისს ი-–-- ხ----–--ეს და შპს „მ---- ე----- კ--------ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა ი-–-- ხ----–--ემ იკისრა მსესხებელსა და კ--------ორს შორის გაფორმებული №----------- საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 14 500 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 19 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ---- ე----- კ--------მა“ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 9800 ლარად, საიდანაც 504 ლარით დაიფარა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; 2149 49 ლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 7146.51 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მსესხებლის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს - 3 853.49 ლარის ოდენობით რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5.5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე გასულია 16 თვე (19.08.2017-19.12.2018) და 1 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 3398.1 ლარს (211.94X16 + 1 დღის სარგებელი 7.06 ლარი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30).
შპს „G- G----”-ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში; მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 31-36; 37).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწი-–--ბრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 54-ე, 325-ე, 623-ე, 625-ე, 276-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და ი---–-ა დ-------ს შორის 2017 წლის პირველ მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა - 11 000 ლარი. სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 5.5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატი---–- ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ---- ე----- კ--------ი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიური 5,5%, რაც წლიური 66 პროცენტია.
მართალია, ი---–-ა დ------- ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი (წლიური 66%) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერცი---–- ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, რაც ცხადჰყოფს, რომ სარგებლის მიმღები, შპს „მ---- ე----- კ--------ი“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რამდენადაც მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, რითაც მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად განსჯას, რის შემდეგაც სესხის წლიური სარგებლის 66%-ით განსაზღვრას, ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (იხ, სუსგ, ას-663-629-2015, 2015 წლის 28 ივლისი).
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცი-–--დ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათი-–--ბის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათი-–--ბა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათი-–--ბას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის გადაცემის შეთანხმების მესამე პუნქტით, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, უცი-–--დ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათი-–--ბას, რამდენადაც გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილების გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და ი---–-ა დ-------ს შორის 2017 წლის პირველ მაისს გაფორმებული სესხის გადაცემის შეთანხმების მესამე პუნქტი; სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გონივრულობის ფარგლებში, საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვროს თვეში 2%-ით (წლიური 24%).
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ 2017 წლის პირველი მაისის შეთანხმებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრა თვეში 2%-ით, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხაც - 9800 ლარი უნდა გადანაწილდეს შემცირებული საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, კერძოდ, რეალიზაციის პერიოდში დაიფარა 3 თვის და 19 დღის სარგებელი სულ - 2149,19 ლარი, რაც გაანგარიშებული იყო წლიურ 66%-ზე, შესაბამისად, წლიური 24%-ით სარგებელი შეადგენს - 799,33 ლარს (თვეში 2%=220 ლარს, ეს თანხა x 3 თვეზე და 19 დღეზე). ამდენად, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან - 9 800 ლარიდან უნდა გაიქვითოს სარგებელი - 799,33 ლარი, პირგასამტეხლო 504 ლარი და ძირი თანხა - 8 496,67 ლარი, რის შემდეგაც სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ოდენობა შეადგენს არა - 3 853,49 ლარს, არამედ - 2 503,33 ლარს.
მოსარჩელე ითხოვს ასევე 16 თვისა და 1 (ერთი) დღის საპროცენტო სარგებლის მსესხებლისათვის გადახდის დაკისრებას. შესაბამისად, დარჩენილი ძირი თანხის - 2 503,33 ლარის გათვალისწინებით ერთი თვის სარგებელი შეადგენს - 50.06 ლარს, ხოლო 16 თვისა და 1 (ერთი) დღის საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს - 802.62 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---–-ა დ-------ს დავალიანების ოდენობა უნდა განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხით - 2503,33 ლარით, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობა - 802,62 ლარით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფი-–--ს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კ--------ორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, კ--------ორი შპს „მ---- ე----- კ--------ი“ და მოვალე ი---–-ა დ------- სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, ხელშეკრულების 6.4 პუნქტით.
კ--------ორმა შპს „მ---- ე----- კ--------მა“ გამოიყენა ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად ი---–-ა დ-------ს დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს - 2 503,33 ლარს, ხოლო საპროცენტო სარგებლის ოდენობა - 802,62 ლარს, რისი მოთხოვნის უფლებაც აქვს კ--------ორს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ---- ე----- კ--------სა“ და ი-–-- ხ----–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კ--------ორის წინაშე იკისრა მსესხებლის ი---–-ა დ-------ს მიერ კ--------ორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 14 500 ლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა ი---–-ა დ-------მ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება საერთო ჯამში 3--5,95 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „მ---- ე----- კ--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3 305,95 ლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს, პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის 14 500 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწი-–--ბრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ავტომობილის შეფასების აქტის საფასურის 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 99,17 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 268-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი ნაწი-–--ბრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ი---–-ა დ-------სა და ი-–-- ხ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 2 503,33 ლარისა და სარგებლის - 802,62 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ავტომობილის შეფასების აქტის საფასურის - 100 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით - 99,17 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე