განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/4585-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ დ------–----–---–ის,ადვოკატ დ--------–---ის,ბრალდებულ გ--------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------–-------------------------------- - დაბადებულის 1----–-–----------------–-- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–------–-----------------ში მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
გ--------------ეს ბრალად ედება ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 აგვისტოდან 22 აგვისტომდე შუალედში, ღამის საათებში ქ.თბილისი წ-------–--------------------ში განთავსებული შპს ,,ლ------–-----“-ს სტამბიდან გ--------------ე, სადაც იგი მუშაობდა ღამის ცვლის დაცვის თანამდებობაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს ,,ლ----------–-“-ს კუთვნილ სამ კომპიუტერის მონიტორს, სამივეს ღირებულს 700 ლარად. აღნიშნული მონიტორებიდან ორი ერთეული გ--------------ემ გაყიდა ქ.ბათუმში უცნობ პირებზე, ხოლო ერთი ცალი ჩააბარა ხიზანიშვილის ქუჩა N---ში მდებარე ტექნიკის ლომბარტში შპს ,,ტ-------“-ში, რაც ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზარალებულ შპს ,,ლ------–-----“-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( მოწმეების: კ----------–---–----–-----------------–---–----------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გ--------------ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტით, ნივთის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთის ამოცნობის ოქმითა, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა გ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე, ისიც, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
გაუქმდეს თბილისის საქლაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
გაუქმდეს გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
1. ერთი ცალი ,,PHILIPS”-ს ფირმის მონიტორი, რომელიც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფიელებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
2. ორი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი