განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
210100119003265924
დავის ტიპი
18 - 187 1 , 18 - 187 , 120
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003265924

saqme #1/222-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე პაატა ნოზაძემ

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ გ--------------–---–--

ბრალდებულ _ შ--–--------–---–--

ადვოკატ- ლ-----------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N040020919001

 

ბრალდებულ შ--–--------–---–-- მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 1----------

დაბადების თარიღი: 18.06.1----–.

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ა-----–---

ფაქტობრივად მცხოვრები: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ა-----–---

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ შ--–--------–---–-- ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 02 სექტემბერს, საღამოს საათებში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ა-----–---ს შიდა საავტომობილო გზაზე, შ--–--------–---–-- თავის მართვის ქვეშ მყოფი „მ-----------“ მარკის ავტომანქანა რამდენჯერმე გაზრახ დააჯახა ჟ---–-----------–------–---–-- მართვის ქვეშ მყოფ „ტ---------“ მარკის ავტომობილს, რის შედეგადაც განზრახ დააზიანა ჟ---–-----------–------–---–-- ავტომობილი.

 

ესე იგი, შ--–--------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ასევე შ--–--------–---–-- ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ესე იგი ჯანმრთელობის დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 02 სექტემბერს, საღამოს საათებში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ა-----–---ს შიდა საავტომობილო გზაზე, შ--–--------–---–-- სიტყვიერი შელაპარაკების გამო ხელთა არსებული დანა ფერდის არეში დაარტყა და დაჭრა დ----------–--------, ხოლო შემდეგ ამავე დანით ბეჭის არეში დაჭრა ჟ---–-----------–------–---–-. შ--–--------–---–-- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დ----------–--------- და ჟ---–-----------–------–---–-- თითოეულს, მიადგათ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

ესე იგი, შ--–--------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - შ--–--------–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა შ--–--------–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ადვოკატმა ლ----------- ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.

 

2020 წლის 15 იანვარს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ--–--------–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შ--–--------–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შ--–--------–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

ნიმუშის აღების ოქმები, ამოღების ოქმები, მოწმეების გ----------–----–---–--, ვ-------–----–---–--, მ------------–------–---–--, გ-----------–---–--, ზ----- და ლ---- ს-----–---–---- გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ შ--–--------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ შ--–--------–---–-- ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ესე იგი ჯანმრთელობის დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შ--–--------–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ--–--------–---–-- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ შ--–--------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს,შ--–--------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იგი შერიგებილია დაზარალებულებთან, ასევე სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი, (იხ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები (06.11.2019წ) რაც შეეხება აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, შ--–--------–---–-- გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შ--–--------–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. თუმცა ამავდროულად, გამოყენებული სასჯელი არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი სხვა უარყოფითი შედეგის დადგომისა. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

მხედველობაშია მისაღები შ--–--------–---–-- ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–--------–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ--–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 02 (ორი) წელი.

 

2. შ--–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 03 (სამი) წელი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე შ--–--------–---–- დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას შ--–--------–---–-- მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შთანთქოს შ--–--------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ--–--------–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 03 (სამი) წელი.

 

5. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე შ--–--------–---–- დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. შ--–--------–---–- პატიმრობაში ყოფნის დროს 2019 წლის 02 ოქტომბრიდან 2019 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში.

 

7. გაუქმდეს შ--–--------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვეში 04.10.2019 წელს სს „ს----------–--------–-“ გადახდილი გირაოს თანხა 5000 ( ხუთი ათასი) ლარი ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს თ----–-------–---–- პ/ნ 1----------

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ შ--–--------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

9. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა შ--–--------–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

10. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

11. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ანაწმენდები, დ----------–--------ს სისხლის ნიმუში, ჟ---–-----------–------–---–-- სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

დ----------–--------ს მაისური, ჟ---–-----------–------–---–-- მაისური, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

„მ-----------“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომრით: O--------) განთავსებული გურჯაანის სპეც ავტოსადგომზე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „-------------------- მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით:X--------- რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მესაკუთრეს დარჩეს მის მფლობელობაში.

 

12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე