განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
040100118002363442
დავის ტიპი
381 1 , 273
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 04010011-00-363442

საქმე N1/10-1-

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 201- წელი ქ.ც------

 

ც------ს რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-

 

დაცვის მხარე-ი-–-- ჯ----–---

ბრალდებული - გ--–- ჩ---------

მამის სახელი-გ-----

დაბადებული-1-.0-.1--- წელს

დაბადების ადგილი- საქართველო, ც------

მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე

განათლება- ს-–----–--

ნასამართლობა-ნასამართლობის მქონე

ოჯახური მდგომარეობა- დ------------–-

პირადი ნომერი- 4----------

რეგისტრაციის მისამართი- ქვეყანა-საქართველო, რაიონი-ც------, ს------–ი ზ----

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 -ე მუხლის მეორე ნაწილი და 381-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

201- წლის 1- თებერვალს, გ--–- ჩ---------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381- ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით. კერძოდ, 2--- წლის 12 აგვისტოს, გ--–- ჩ--------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 05(ხუთი) წლის ვადით სხვა უფლებებთან ერთად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, გ--–- ჩ---------მ არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენი და 201- წლის 04 თებერვალს, ც------ს რაიონის ს------– ი----------- ტერიტორიაზე მართავდა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით G-----, ე.ი გ--–- ჩ---------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გ--–- ჩ---------მ დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1-,7-- გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რაც ამოღებული იქნა 201- წლის 04 თებერვალს ც------ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ე.ი. გ--–- ჩ---------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

გ--–- ჩ---------მ დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1-,7-- გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რაც ამოღებული იქნა 201- წლის 04 თებერვალს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ე.ი. გ--–- ჩ---------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

,,მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა“.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს( სხდომის ოქმი).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.გ--–- ჩ---------- მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილში დასტურდება საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: პატაკი დანაშაულის შესახებ, გ--–- ჩ---------- პირადი ჩხრეკის ოქმი, გ--–- ჩ---------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, მოწმეების- ზ----- ბ------, მ------ ჩ----------, მ---- ხ-----–-----, ა---------– გ-------, ლ---- ლ---------–-----, ო----- ყ-----–---–--, ი-----–- გ------- ჩვენებებით, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N--/სქ დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, თავად გ--–- ჩ---------- ჩვენებით.

 

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--–- ჩ---------მ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;

 

ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 12 აგვისტოს განაჩენით, დაკმაყოფილდა ა-------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ქ--------------- ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, ა-------–------- რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ გ--–- ჩ---------ს შორის 2--- წლის 12 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის საქმეზე გ--–- ჩ---------- მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ. ბრალდებული გ--–- ჩ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლის თანახმად, გ--–- ჩ---------ს დარჩენილი 4(ოთხი) წელის ჩაეთვალა პირობითად 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა 5000(ხუთიათასი) ლარის ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ--–- ჩ---------ს 5(ხუთი) წლის ვადით სხვა უფლებებთან ერთად ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1- მარტის N1/აგ-135 განაჩენით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების საფუძველზე, ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 12 აგვისტოს განაჩენში გ--–- ჩ---------- მიმართ შეტანილი იქნა ცვლილება, მსჯავრდებული გ--–- ჩ--------- გათავისუფლდა აღნიშნული განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილისაგან 4(ოთხი)წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით(როგორც პირობითი მსჯავრის, ისე გამოსაცდელი ვადისაგან) დანარჩენ ნაწილში ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 12 აგვისტოს განაჩენი გ--–- ჩ---------- მიმართ დარჩა უცვლელი, ანუ ძალაში დარჩა, რომ გ--–- ჩ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით სხვა უფლებებთან ერთად ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს განაჩენით რა აკრძალული მოქმედება განახორციელა, ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

როგორც აღინიშნა, ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 12 აგვისტოს განაჩენით, გ--–- ჩ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი ) წლით, სხვა უფლებებთან ერთად ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--–---- ს--–------ განმარტა, რომ 201- წლის 04 თებერვალს, ც------ს რაიონულ სამმართველოში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია , რომ ც------ს რაიონის ს------– ზუბში მცხოვრებო გ--–- ჩ--------- ს------– ი----------- ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ავტომანქანით. მოწმის სახით დაკითხულმა აღნიშნა, რომ გ--–- ჩ--------- ადრე გასამართლებული იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე. შეკითხვაზე, იცოდა თუ არა , რომ გ--–- ჩ---------ს ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება, დაზუსტებული პასუხი ვერ გასცა, თუმცა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრალდებული გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი ავტომანქანით. (იხილეთ სხდომის ოქმი, 12.12.201- წ) .

 

მოწმეების -ზ----- ბ------, მ------ ჩ----------, მ---- ხ-----–-----, ა---------– გ-------, ლ---- ლ---------–-----, ო----- ყ-----–---–--, ი-----–- გ-------, ო----- ყ-----–---–-- და ა---------– გ------- ჩ----------, 201- წლის 04 თებერვალს, ც------ს რაიონის ს------– ი----------- ტერიტორიაზე გ--–- ჩ--------- გადაადგილდებოდა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით G-----,დაცვის მხარის მოწმეებმა- ბესიკ გუბელაძემ, ვახტანგ გუგლავამ სასამართლოს განუმარტეს, რომ ისინი ბრალდებულ გ--–- ჩ---------ს ახლდნენ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქუთაისის სამსახურში (ე.წ.მეთორმეტე ოთახში), სადაც მას განუმარტეს, რომ შეუძლია ავტომანქანის მართვა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ--–- ჩ---------მ თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო ავტომანქანის მართვა, რადგან საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქუთაისის სამსახურში მას აცნობეს, რომ აქვს ავტომანქანის მართვის უფლება, თუმცა რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–- ჩ---------მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა და მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან იგი დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით- გ--–- ჩ---------- პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, მოწმეების ზ----- ბ------, მ------ ჩ----------, მ---- ხ-----–-----, ა---------– გ-------, ლ---- ლ---------–-----, ო----- ყ-----–---–--, ი-----–- გ------- ჩ----------, ც------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 12 აგვისტოს განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1- მარტის განაჩენით. გ--–- ჩ---------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გ--–- ჩ---------ს საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქუთაისის სამსახურიდან მიცემული ჰქონდა ნებართვა ავტომანქანის მართვის შესახებ. საქმეში არსებობს სხვა ობიექტური მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ისინი ერთმანეთთან თანხვედრილი, სარწმუნო და დამაჯერებელია. დადგენი-–--, რომ სამართალდამცავების მიერ ც------ს რაიონის ს------– ი----------- ტერიტორიაზე გ--–- ჩ--------- გადაადგილდებოდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით, პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება,,მარიხუანა“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ამასთანავე, იმავე საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. რაც ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარეს ბრალდების მხარისგან განსხვავებით არ აკისრია პირდაპირი ვალდებულება მტკიცებულებათა წარდგენის და უდანაშაულობის მტკიცების. დაცვის მხარეს შეუძლია სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის უდანაშაულობას (ირიბი ვალდებულება), თუმცა განცხადება, რომელიც დაცვის მხარემ (ბრალდებული და დაცვის მოწმეები) საქმის არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე გააკეთა და რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით არ წარუდგენია, ვერ იქნება მიღებული სარწმუნოდ.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--–- ჩ---------- ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ--–- ჩაკვტაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ისინი საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება.

 

ბრალდებულ გ--–- ჩ---------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას,ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს (ჩადენი-–-- ნაკლებად მძიმე განზრახ კატეგორიის დანაშაული), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, (სასამართლო აქტების აღსრულების წინაღმდეგ ჩადენილი ქმედება), დანაშაულის მოტივს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს(ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდებული გ--–- ჩ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381 –ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160(ასსამოცი) საათით.

 

1.2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასოთხმოცი(ასოთხმოცი) საათი.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ--–- ჩ----------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათით.

 

3.განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ გ--–- ჩ---------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

5.გ--–- ჩ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

7. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

8.საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება-,,გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება, საქართველოს შსს ცაგერის რაიონულ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

10.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი