გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 180210018002621919 (2/727-18)
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ.მ–----ა
მ–----ის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
მოსარჩელე - ა-–--------–---ი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - ზ---------------–---–ი
მოპასუხე - დ---------–-------–---–ი (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოპასუხე - მ---–------------–-–---–ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - ლ---------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1.მოთხოვნა:
მოპასუხე მხარეს მოსარჩელე ა-–--------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 2000 ლარის ოდენობით.
2. ფაქტობრივი გარემოებები
მ–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა-–--------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა - დ---------–-------–---–ის და მ---–------------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: მ–----ა, სოფელი ს--------ო, ს/კ 7----------- და ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ა-–--------–---ს;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რადგან 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს გარეშე ხარჯის, კერძოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების საკითხი, დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს ძირითად სარჩელში მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 53-ე მუხლებით.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ”). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“)“ (იხ. მაგ. სუსგ ას-792-1114-07).
სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს და თანხმდებიან იურიდული მომსახურების იმ საფასურზე (ადვოკატის ჰონორარზე), რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, რაც არ ნიშნავს მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადვოკატის ჰონორარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია „გონივრული ოდენობის“ სტანდარტი და მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს ძირითად სარჩელში მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის (არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4% -სა) - 150.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ---------–-------–---–ს და მ---–------------–-–---–ს ა-–--------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ 150 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარების ხარჯის ასანაზღაურებლად.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო წესით, დამატებითი გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მ–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა